RSS

გენდერული თანასწორობა სამართლებრივ ჭრილში

11 Feb

     

 გენდერული თანასწორობა სამართლებრივ ჭრილში

ტერმინი „გენდერი” აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, რომელიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. სქესის სოციალური და კულტურული ინტერპრეტაცია ანუ ის, რასაც საზოგადოება აღიქვამს, როგორც ქალურ და მამაკაცურ თვისებებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვიბადებით კონკრეტული სქესით, მაგრამ ვსწავლობთ გენდერს, ე. ი. იმას, თუ რას ნიშნავს იყო კაცი ან ქალი. გენდერული განსხვავების მაგალითია ის, რომ ქალებისაგან ზოგადად მოელიან ძირითად პასუხისმგებლობას სახლის საქმეებზე, ხოლო მამაკაცებისგან – არა. გენდერი მოიცავს არა მარტო იმ დამახასიათებელ ნიშნებს და თვისებებს, რომლებსაც ჩვენ მამაკაცურად ან ქალურად ვთვლით, არამედ იმასაც, რის გაკეთებასაც მოელიან კაცებისა და ქალებისაგან: რა როლებისა და ამოცანების შესრულება ეკისრებათ მათ, როგორი ქცევაა მოსალოდნელი; ასევე, მათგან მოელიან გარკვეულ სფეროებში მუშაობას, გარკვეულ თემებზე ფიქრს, გარკვეული ღირებულებების ქონას და ა. შ. ქალებისგან ძირითადად მოსალოდნელია, რომ მათთვის ღირებული იყოს ურთიერთობები, ხოლო კაცების შემთხვევაში – მათი მიღწევები. ითვლება, რომ ქალები უფრო მეტს ფიქრობენ სხვა ადამიანებზე, ვიდრე კაცები და რომ კაცებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მათი ერის (ქვეყნის) კეთილდღეობა და ა. შ.

   თემა, რომელსაც წინამდებარე სტატიაში განვიხილავ, ვფიქრობ საინტერესო და პრობლემატურია დღეს მსოფლიოში, მით უფრო საქართველოში. მე მინდა ჩემს შეხედულებასა და კანონის აზრს შორის  პარალელი გავავლო და ეს ყველაფერი გავუზიარო ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს. იმედი მაქვს  ბევრს არ გააკვირვებს ის, რასაც აქ ამოიკითხავს და ჩემსავით მომხრე გახდება შვედური ლოზუნგისა : „დემოკრატია  ქალების გარეშე ნახევრად დემოკრატიაა“

                  მას შემდეგ, რაც ქალებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ადგილი მხოლოდ „კუხნაში“ არ არის   გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, მიიღეს განათლება და დასაქმდნენ,  გენდერული თანასწორობის საკითხები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

   მოდით ისიც ვთქვათ, რომ ეს თემა საქართველოში ჯერ კიდევ უცხო ხილია თავად ქალებისთვისაც და ქალთა უმეტესობამ საკუთარი უფლებების დაცვა  არ იცის. ისინი არ იცნობენ კანონმდებლობას რომლითაც ქალი და მამაკაცი იმ საზოგადოების თანასწორუფლებიანი სუბიექტები არიან, რომელსაც მიეკუთვნება ორივე მათგანი.

   გენდერული თანასწორობა ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები აქვთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებით და რესურსებით.

 

  საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 14

      ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

                               ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

მუხლი 1

     ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ ბოძებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.

                                              მუხლი 7

    ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.

                        ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენცია

                                                                        მუხლი 14

                                                          დისკრიმინაციის აკრძალვა

 

      კონვენციის გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის გარეშე ისეთ საფუძველზე, როგორიცაა სქესი, რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებები, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობა, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილება, ქონება, დაბადება თუ სხვა სტატუსი.

კანონის წინაშე თანასწორობა, ერთის მხვრივ  საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლება, ხოლო მეორეს მხვრივ ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია. რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგადი წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან.

       საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 142-ე მუხლით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაერთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო, რამაც  არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, კანონით დასჯადი ქმედებაა.

         რა ესაქმებათ ქალებს პოლიტიკაში?!

     საქართველოში სამწუხაროდ არსებობს ბრმა მოსაზრებების მატარებელი საზოგადოება,                                სადაც მიიჩნევენ რომ ქალი არაა ისეთი თვისებების მატარებელი, რომ პოლიტიკოსობა შეძლოს ან მსგავს რთულ სფეროს შეეჭიდოს.

“ქალები და მამაკაცები არ სარგებლობენ ერთნაირი შესაძლებლობებით, სამსახურეობრივ თუ სხვა რომელიმე სფეროში. თანასწორობა ილუზიაა და შორს არის რეალობისგან. ჩვენ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ რას ნიშნავს თანასწორობა რადგან, არსებობს შესაძლებლობა ორივე სქესი თანასწორი იყოს, მაგრამ საამისო სამოქმედო ასპარეზი არ არსებობს.“ (ნიკა რურუა)

  ქართულ საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის უზღუნველყოფისაკენ მიმართული მიდგომების დანერგვა სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სქესთა შორის უთანასწორობის პრობლემის აქტუალიზებას ხელს უშლის წლების მანძილზე დაგროვილი და გადაუჭრელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ უფრო მნიშვნელოვად აღიქმება. ამავე დროს ჩვენ გვჭირდება, სათანადოდ გავიაზროთ, რომ ნებისმიერი სფეროს პოლიტიკის დაგეგმვისას, ნებისმიერი ეროვნული თუ ადგილობრივი დონის პროგრამის წარმატებულობისათვის აუცილებელია მასში გენდერული მიდგომების დანერგვა.

     ვფიქრობ, რომ ქალს თანაბრად მამაკაცისა შეუძლია დადებითი როლი შეასრულოს პოლიტიკურ საქმიანობაში, ზოგჯერ კი გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე საპირისპირო სქესის წარმომადგენელი. დღეს პოლიტიკაში ქალი ძალიან აქტიური ფიგურაა და ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ ისინი სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა ისევე შეუძლიათ, როგორც მამაკაცებს. ამის გარდა, ქალი მაინც ჰუმანური არსებაა და ბევრ ისეთ პრაქტიკულ საკითხს ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შეიძლება მამაკაცს არც კი მოაფიქრდეს.

                                   სალომე ნემსიწვერიძე

 გამოყენებული მასალები:

     www.nplg.gov.ge

     www.undp.org.ge

     www.tribuna.ge

  1. 1.    გაეროს განვითარების პროგრამის “ გენდერი და პოლიტიკა“, ფარგლებში მომზადებული ანგარიში- გენდერი და საზოგადოება საქართველოში./ 2008 წელი
  2. 2.    “გენდერი და პოლიტიკა“- ლელა ხომერიკი/ 2006 წელი
  3. 3.    ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
  4. 4.    საქათველოს კონსტიტუცია
  5. 5.    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
About these ads
 

Tags: , , , , , , , , , , , , , ,

One response to “გენდერული თანასწორობა სამართლებრივ ჭრილში

  1. iosebi

    October 31, 2012 at 9:18 pm

    “ამის გარდა, ქალი მაინც ჰუმანური არსებაა” – :)

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,150 other followers

%d bloggers like this: