RSS

ხელოვნური განაყოფიერების გზით შობილი ბავშვები და ქართული კანონმდებლობა

24 May

ხელოვნური განაყოფიერების გზით შობილი ბავშვები და ქართული კანონმდებლობა

შესავალი

ნაშრომში განხილულ პრობლემის არსს წარმოადგენს – საქართველოს კანონმდებლობის არასრული, ჩამორჩენილი მუხლები თანამედროვე მოთხოვნილებებისადმი.

პრობლემის აქტუალობა – პრობლემა მეტად აქტუალურია,დღითიდღე იზრდება იმ უშვილო მშობელთა რიცხვი, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილის გაჩენაზე. ჩვენი კანონმდებლობა საშუალებას იძლევა მათ განახორციელონ აღნიშნული ქმედება, მაგრამ იგივე ჩვენი კანონმდებლობა უპასუხოდ ტოვებს ბევრსამართლებრივ კითხვას.

თემა წარმოდგენილია ნაშრომში პრობლემური კომპლექსის სახით – წინამდებარე ნაშრომიშედგება შესავლისა და ხუთი პარაგრაფისგან. პირველი პარაგრაფი შეიძლება განვიხილოთ ნაშრომის შესავლის ერთგვარ გაგრძელებად. Aმ პარაგრაფის მიზანია იმ ტერმინთა განმარტება მოახდინოს, რომლებიც გამოყენებული იქნება ნაშრომის მომდევნო პარაგრაფებში. იგი გაადვილებს შემდგომში სხვა პარაგრაფების აღქმას ტერმინოლოგიური თვალსაზრისით.[1] მეორე პარაგრაფში საუბარი გვექნება ზოგადად ხელოვნური განაყოფიერების არსზე და ხელოვნური ინსემინაციას დონორის ან ქმრის სპერმით (უფრო კონკრეტულად დონორის მეშვეობით ინსემინაციას), წარმოვაჩენთ მის სამართლებრივ მხარეს დეტალურად შევისწავლით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ მარეგულირებელ ნორმებს, ვიმსჯელებთ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. მესამე პარაგრაფი ეხება განაყოფიერებას ორგანიზმის გარეთ (ექსტრაკორპორული IN-VIთღO), ემბრიონის შემდგომი იმპლანტაციით ქალის საშვილოსნოში.[2]

ამპარაგრაფშიც შევაჯერებთ აღნიშნული საკითხის სამართლებრივ ასპექტებზე, რეგულირებაზე და მომავლის რეკომენდაციებს მივცემთ. მეოთხე პარაგრაფი შეეხება “სუროგატულ დედობას”, მისი დაშვების წინაპირობაზე ქართულ რეალობაში და რეკომენდაციის სახით წარმოდგენილი იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ მარეგულირებელ ნორმებზე. და საკანონმდებლო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, ხოლო მეხუთე პარაგრაფი იქნება დასკვნა სადაც შევაჯერებ და სამართლებრივ შეფასებას მივცემ ჩემ პოზიციებს.

კლევა-ძიების აქტუალობა – აღნიშნულ საკითხზე კვლევა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილის გაჩენა, მნიშვნელოვანია თითოეულ ნაბიჯს მივცეთ სამართლებრივი შეფასება რამდენად კანონიერია? ღამდენად სამართლიანია? ეს იქნება პაციენტის ნაბიჯები, დონორის ნაბიჯი თუ ექიმის პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველაფერს შევხედავთ სამართლებრივი კუთხით იმისთვის რომ ყველა ნაბიჯი კანონიერად გავზომოთ, გამოვიყენებთ ქართულ საკანონმდებლო ბაზას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

სამეცნიერო სიახლე – ახალი რეპროდიქციული ტექნოლოგიების გამოყენება დაკავშირებულია სამართლებრივ პრობლემებთან[3]

უნდა მოხდეს საკითხის ანალიზი ახლებურად გადაწყვეტა და სამართლებრივი მეთოდოლოგიის პოზიციის შემუშავება. წინამდებარე ნაშრომში შევხვდებით ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს, კერძოდ ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას, კერძოდ როდესაც წყვილი ბუნებრივად ვერ ახდენს შვილის გაჩენას ახალმა ტექნოლოგიებმა მისცა იმის საშუალება რომ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიები გააჩინონ შვილი.

ნაშრონის თეორიულ პრაქტიკული ღირებულება – ვიმედოვნებ და ღრმად მწამს,რომ ნაშრომი მართლაც ღირებულია, მისი თეორიული ღირებულება იმაში გამოიხატება რომ ის ზოგად წარმოდგენას შეგვიქმნის ხელოვნური განაყოფიერების არსზე და მის სამართლებრივ რეგულირებაზე, ხოლო პრაქტიკული ღირებულება იმ შემთხვევაში ექნება თუ კანონმდებლები და ჯანდაცვის სფერო დაინტერესდება აღნიშნული თემით და ჩემ პოზიციაზე მყოფი ხალხის შეხედულებით და პრაქტიკაში განახორციელებენ მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ნაშრომის სოციალური ეფექტურობა მდგომარეობს შემდგომში – ნაშრომი გახლავთ სოციალურადაც ეფექტური. ის მოსახლეობას და დაინტერესებულ უშვილო წყვილებისთვის საგანმანათლებლო ფუნქციას ითავსებს და ასეთ წყვილებს უსვამს კითხვას, რომ მანამ რაიმეს გადაწყვეტენ კარგად დაფიქრდნენ, ისე არ მოხდეს, რომ თავიანთი “ნაკლის” შევსების მიზნით უარეს მორალურ, სამართლებრივ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. შესავლის დასასრულს მინდა აღვნიშნო რომ ნაშრომი სრულად მაინც ვერ ასახავს იმ საკითხებს, თუ რა პრობლემებიც დგას, რადგან უამრავი სამართლებრივი პრობლემა ღრმა მეცნიერულ ცოდნას და მუშაობა მოითხოვს. ასევე მინდამადლიერება გამოვხატო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის თეონა ხუციშვილის მიმართ, რომლის ნაშრომი და რეკომენდაციების ძალზე დამეხმარა თემის შესაქმნელად.

ტემინთა განმართება

რეპროდუქციული უფლებები – ქალისა და მამაკაცის უფლებაა ინფორმირებული იყვნენ და ამავე დროს მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მათ მიერ შერჩეული ოჯახის დაგეგმვისა და შობადობის რეგულირების უსაფრთხო, ეფექტური და მისაღები მეთოდი თუეს არ ეწინააღმდეგება კანონს, აგრეთვე უფლება მიიღონ სათანადო სამეცნიერო მომსახურება რაც უზრუნველყოფს ქალისთვის უსაფრთხო ორსულობას და მშობიარობას, ხოლო წყვილისთვის ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსს [4]

ხელოვნური ინსემინაცია – საშვილოსნოში სპერმის შეყვანა სქესობრივი კონტაქტის გარეშე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით..[5]

განაყოფიერება ორგანიზმის გარეთ – განაყოფიერება ‘სინჯარაში” (IVF – ინ ვიტრო ფერტილისატიონ) და ემბრიონის შემდგომი იმლანტაცია ქალის საშვილოსნოში.[6]

სუროგატი დედა – ქალი რომელიც მუცლად ატარებს ნაყოფს სხვა ადამიანისთვის და ორსულობამდე აქვს განცხადებული თანხმობა რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ამ ადამიანს გადაეცემა.[7]

in vitro ვერტილიზაცია – ინსტრუმენტული გზით მიღებული ადამიანის კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმა ხელოვნურად შერწყმულ ჭურჭელში. აღსანიშნავია ისიც რომ 2000 წელს 21 ივლისს წარმატებით დამტავრდა აღნიშნული გზით ბავშვის დაბადება ჟორდანიას სახელობის კლინიკაში. დაიბადა ბიჭი აღნიშნულ სინჯარაში.

დონორი – ადამიანის , სუროგატული დედის გარდა, რომელიც გადასცემს გამეტებს ან ემბრიონს სხვის სასარგებლოდ.

ემბრიონი – ადამიანის გამეტების შეერთების შედეგი განვითარების ყველა სტადიაზე ნაყოფის ჩამოყალიბებამდე.

იმპლანტაცია – ბლასტოცისტას საშვილოსნოს კედელში ჩამყნობის პროცესი.

აქტიური დონორი – დონორი რომელიც თანახმაა რეგულარულად ჩააბაროს სპერმა.

ხელოვნური განაყოფიერება, ხელოვნური ინსემინაცია

უშვილობა 21 _ე საუკუნის სენია. თანამედროვე მედიცინა იძლევა იმის საშუალებას რომ დაიძლიოს უშვილობის პრობლემები. Mკურნალობის ერთ_ერთ საუკეთესო მეთოდათ ხელოვნური განაყოფიერება ითვლება, მაგრამ ხელოვნური განაყოფიერებაც არის რამდენიმენაირი.მოდით დავიწყოთ “ხელოვნური ინსემინაციით” განვიხილოთ მისი სამართლებრივი რეგულირება საქართველოში.

ხელოვნური ინსემინაციის მეთოდი მდგომარეობს საშვილოსნოში სპერმის შეყვანასი სქესობრივი კონტაქტის გარეშე. ხელოვნური ინსემინაცია შეიძლება იყოს ჰომოლოგიური ქმრის სპერმის გამოყენებით (ხგქ) და ჰეტეროლოგიური დონორის სპერმის გამოყენებით (ხგდ). Hომოლოგიური მეთოდის წარმატებულათ გამოყენებისას ბავშვის ბიოლოგიური და სოციალური მშობლები ერთიდაიგივეა ეს მეთოდი ნაკლებათ მორალურ და სამართლებრივ შეკითხვებს იწვევს, მაგრამ

ჰეტეროლოგიური მეთოდი ბევრ სამართლებრივ კითხვას სვამს.[8]

და სპეციალურ იურიდიულ ნორმებს მოითხოვს.მოდიტ ჩვენ სწოროდ ჰეტეროლოგიურ (დონორი სპერმის გამოყენებაზე) მეთოდზე შევჩერდეთ და სამართლებრივი კუთხით დავახასიათოთ ამ ქმედების არსი.

საქართველოს კანონი “ჯამრთელობის დაცვის შესახებ” ამბობს: “უშვილობის გამო, ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას ან მარტოხელა ქალის განაყოფიერებისათვის, თუ მიღებულია უშვილო წყვილის ან მარტოხელა ქალის წერილობითი თანხმობა ბავშვის დაბადების შემთხვევაში უშვილო წყვილი ან მარტოხელა ქალი ითვლება მშობლად Aაქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით დონორს არ აქვს განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მამად ცნობის უფლება”[9]

დამეთანხმებით რომ საკმაოდ ზოგადი და ბუნდოვანი მუხლია, ანუ ეს მუხლი თითქმის ყველაფერს უშვებს მხოლოდ საჭიროა უშვილო წყვილის ან მარტოხელა ქალის წერილობითი თანხმობა. კრძალავს მხოლოდ ერთს, კერძოდ დონორს უკრძალავს მამად ცნობის უფლებას. შესაბამისად დონორს არანაირი სამართლებრივი უფლება აღარ გააჩნია  ე.წ. მომავალი “შვილის” მიმართ,  არც ქონებრივი პასუხისმგებლობა, არც რჩენის ვალდებულება. ისინი თითქმის არაფერი არ არიან ერთმანეთისთვის. სსკ_ც არ ამბობს ამის შესახებ არაფერს იქაც ძალზე ბუნდოვანი მუხლია, როდესაც დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადგენა ხდება ერთობლივი განცხადების შეტანის საფუძველზე.[10]

ქართულმა კანონმდებლობამ დონორი მამა გაათავისუფლა ყველანაირი “მამობრივი”ვალდებულებისაგან ამ საკითხზე ქვევით კიდევ შევჩერდებით.ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე, როდესაც უშვილო წყვილი დონორის სპერმით დაბადებს შვილს, როდესაც დონორს ვამბობტ აქვე ისიც ვახსენოთ რომ არიან აქტიური დონორები რომელთაც ბავშვების თეორიული შესაძლო რაოდენობა 100_ს უახლოვდება [11] ეს კი ინცესტის საბრთხეს ქმნის, ანუ გავაგრძელოთ თემა და მაგალითზე არგუმენტირებულათ დავასაბუთოთ ჩვენი მოსაზრება, როგორც ვთქვით ზემოთ აღნისნულმა უშვილო წყვილმა, აქტიური დონორისგან(ხაზს ვუსვამ აქტიურ დონორს) გააჩინა შვილი და ხდება ისე რომ იმავე აქტიური დონორისგან შვილს აჩენს სხვა უშვილო წყვილის იზრდებიან აღნიშნული გზით გაჩენილი პირები,  ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უყვარდებათ ერთმანეთი  და გადაწყვეტენ ოჯახის შექმნას. მათ არ ეცოდინებათ რომ ისინი ერთმანეთის და_ძმანი არიან, აი აქ კი ინცესტის საფრთხემ იჩინა თავი. აღნიშნულ პირებს არც სამართლებრივად და არც მორალურად არ აქვთ ერთმანეთზე ქორწინების უფლება.მათი ქორწინებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებანი არსებობს [12]

სადაც კანონი და_ძმას შორის, იქნებიან ისინი ბიოლოგიური თუ არაბიოლოგიური და_ძმა ქორწინებას კრძალავს, ხედავთ რამხელა სამართლებრივი დილემა წარმოიშვა?(მორალურზე აღარ ვლაპარაკობ) ხედავთ რა გამოიწვია კანონმდებლობის უხეშმა, ამორალურმა რეგულირებამ. ხედავთ სად დადგა დონორის პასუხისმგებლობა? Kანონმდებლობა ხომ კრძალავს დონორის ვინაობის გამხელას, იქნებდა აღნიშნულ პირებს რომ სცოდნოდათ დონორი მამის ვინაობა ეს შედეგი არც დამდგარიყო, ყოველი შემთხვევისთვის ჩემი რეკომენდაცია სწოროდ დონორის ვინაობის გამხელა იქნება კანონმდებლისთვის, ამით მწამს რომ ბევრ უკუშედეგს ავიცილებთ თავიდან.

განაყოფიერება ორგანიზმის გარეთ

განაყოფიერება “სინჯარაში” (IVF – ინ ვიტრო ფერტილისატიონ) ერთ-ერთ თანამედროვე რეპროდუქციულ ტექნოლოგიად ითვლება, რომელსაც სხვაგვარად “ექსტრაკორპორული განაყოფიერება და ემბრიონის გატანა” (ეკგ და ეგ) ეწოდება.

1978 წელს ივლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტის კლინიკაში დაიბადა პირველი “ბავშვი სინჯარიდან” ლუიზ ბრაუნი[13] ეკგ-ის და ეგ-ის მეთოდის გამოყენების მაჩვენებლად პირველ რიგში ქალის აბსულიტური უნაყოფობა ითვლება. ამ Mეთოდის გამოყენება დაკავშირებულია რთულ მორალურ საკითხთან. მსოფლიოს სამედიცინო ასოციაციამ 1987 წელს მიიღო “დებულება ინ ვიტრო განაყოფიერებისა და ემბრიონთა ტრანსპლანტაციის შესახებ”, რომელშიც ნათქვამია რომ ეკგ-ისა და ეგ-ის მეთოდის გამოყენება გამართლებულია როცა უნაყოფობის მკურნალობის სხვა მეთოდები (მედიკამენტური, ქირურგიული) არაეფექტურია.[14]

in vitro განაყოფიერების მეთოდი სამართლებრივ რეგულირებას საჭიროებს საქართველოში, განვიხილოთ კონკრეტული საკითხები.

3.1

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 143 მუხლში, რომელიც ეხება ექსტრაკორპორულ განაყოფიერებას არ არის მითითებული, რომ ჩარევის აუცილებელი პირობაა სამედიცინო დაწესებულების ლიცენზირება და მისი განხორციელება სამედიცინო პერსონალის მიერ.აქედან გამომდინარე ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარების აუცილებელ პირობად უნდა იყოს მიჩნეული შესაბამისი დაწესებულების ანდა პერსონალის ლიცენზირება. კანონში არაფერია ნათქვამი ექიმის პასუხისმგებლობაზე პაციენტისთვის მიყენებული ზიანის დროს, მისი ქმედება დაუსჯელი არ უნდა დარჩესდა უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ზიანი გამოწვეულია ობიექტური აუცილებლობით, მნიშვნელოვანია, რომ მიყენებული ზიანი არ უნდა აჭარბებდეს იმ სიკეთეს რაც სამედიცინო ჩარევის შედეგად მიიღება15

3.2

მნიშვნელოვანია, რომ სინჯარაში განაყოფიერების დროს, სპეციალისტს შეუძლია ჩანასახის სქესის განსაზღვრა, ეს კი ახალ კითხვებს აჩენს. ამასთან მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის “ დებულებაში” ნათქვამია: “ რეკომენდაციის სახით აძლევს ექიმებს, თავი შეიკავონ კვლავწარმოების პროცესში სამედიცინო ჩარევისაგან ნაყოფის სქესის არჩევის მიზნით, თუ ეს კეთდება არა იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ სქესთან დაკავშირებული სერიოზული დაავადებების გადაცემა”[15]

ის ნორმატიული ბაზა რითიც ხელოვნური განაყოფიერების რეგულირება ხდება საქართველოში, ასეთი პრაქტიკა საერთოდ არაა ასახული და შესაბამისად ვერც დაარეგულირებს, საჭიროა კანონმდებლობაში მთელი რიგი დამატებები მოხდეს და ამ საკითხის დარეგულირება გახდეს შესაძლებელი.

3.3

ამორალურ საქციელად შეგვიძლია მივიჩნიოთ ინ ვიტრო მეთოდით განაყოფიერების დროს ზედმეტი ემბრიონის განადგურება, ანუ განაყოფიერების ალბათობის ამაღლების მიზნიტ, რამდენიმე კვერცხუჯრედი და სპერმა თავსდება სინჯარაში, რომლებიც განაყოფიერდება და უკვე მზად არის რამდენიმე ემბრიონი საშვილოშნოში იმნპალტირებისათვის, ორსულობის ალბათობის ასამაღლებლად, თუ პირველივე ცდა წარმატებით დასრულდა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედებს შემდეგი ბედი უწერიათ: 1 გალღობა და დაღუპვა, 2 ზედმეტი ემბრიონი შეიძლება გახდეს დონორობის საგანი, 3 ზედმეტი ემბრიონები შეიძლება გახდნენ სამეცნიერო გამოკვლევების ობიექტები.[16]

ევროპირ პარლამენტის რეზოლუციებმა, დაადგინეს რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშვილოსნოს შესაძლებლობას და რომ სიცოცხლეუნარიან ემპრიონთა კრიოგენში შეინახვას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართონ, როცა განაყოფიერების დროს წარმოშობილი ამათუ იმ გარემოებების გამო შეუძლებელია ემბრიონის სწრაფად შეყვანა საშვილოსნოში.

არც აღნიშნნული ამორალური და ანტისამართლებრივი ქმედება არ რეგულირდება ჩვენი კანონმდებლობით. ეს მუხლებიც მთელ რიგ ცვლილებებს საჭიროებს. კერძოდ: კანონი (ჯანმრთელობის დაცვის შესახებ) რომელიც ეხება ექსტრაკორპოლურ განაყოფიერებას, არაფერია ნათქვამი გაყინულ მდგომარეობაში მყოფ ემბრიონებზე.

განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც დაფეხმძიმება, პირველივე ჯერზე ვერ ხდება, ამიტომ გაყინულ მდგომარეობაში მყოფი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება გამოყენებულ იქნას მომვდევნო ციკლშიც.

მთელი რიგი სირთულეების თავიდან ასაცილებლად უნდა განისაზღვროს ვადა, თუ რა დროის განმავლობაში უნდა იყოს გაყინულ მდგომარეობაში მეუღლეების ან წყვილის მიერ შენახული ემბრიონი.

სხვა შემთხვევაში ჩნდება მრავალი პრობლემა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე–11 მუხლის 2–ე ნაწილის თანახმად, მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; აღსანიშნავია, რომ 3 თვემდე ჩანასახი ითვლება ემბრიონად განაყოფიერების მომენტიდან, ხოლო 3 თვიდან–ნაყოფად. წესი “მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვის თანავე” ვრცელდება ორივეზე. ჩასახვის მომენტში კი კვერცხუჯრედის შერწყმა იგულისხმება.

სამოქალაქო კოდექსის 1307–ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: “კანონით მემკვიდრეობის დროს–პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხლები დაიბადებიან”.მნივნელოვანია განიმარტოს, ჩაითვლება თუ არა კანონიერ მემკვიდრედ, “გაყინულ მდგომარეობაში მყოფი” ემბრიონი. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ იგი დაიბადება, მაგალითად, ორი წლის შემდეგ.

განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა: მეუღლეებმა თანხმობა განაცხადეს რომ “განაყოფიერებული კვერცხუჯრედები” გაყინულ მდგომარეობაში შეენახათ და მიუთითეს გარკვეული ვადა. ვადის გასვლამდე, მეუღლეებს შორის წარმოიშვა დავა და საქმე განქორწინებამდე მივიდა. საინტერერსოა, განქორწინებისას აღნიშნული “გაყინულ მდგომარეობაში მყოფი ემბრიონი” შეძლება თუ არა გახდეს დავის საგანი?[17]

სუროგატი დედა

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კამათი მიმდინარეობს ე. წ. “სუროგატი დედების” შესახებ. ამ შემთხვევაში ერთი ქალის კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება ინ ვიტრო შემდეგ ხდება ემბრიონის გადატანა მეორე ქალის საშვილოსნოში. Mსგავსი მანიპულაციის შედეგად დაბადებულ ბავშვს შეიძლება აღმოაჩნდეს ხუთი მშობელი: სამი ბიოლოგიური (კაცის სპერმის დონორი, ქალი კვერცხუჯრედის დონორი, ქალი მუცლის დონორი) და ორი სოციალური შემკვეთი მშობლების სახით. არ გავჩერდეთ მხოლოდ ამ ამორალურ ქმედებაზე და სრულად განვიხილოთ სურაგატი დედობის “მომხიბვლელობა”. შუროგატი დედობა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიზესს ქალის საშვილოსნოს უქონლობა წარმოადგენს.უნდა ავღნიშნოთ რომ ნათესაური კავშირები ამ დროს ძალიან ჩახლართულია, რადგან სუროგატის დედის ფუნქციას ასრულებს უნაყოფო ქალის დედა ან და. შედეგად ვიღებთ “დედა მატარებელი”, გარკვეული აზრით არის როგორც დედა, ასევე დაბადებული ბავშვის ბებიაც, ასევე არა მართო დედა არამედ დამკვეთი ქალის დაც.[18]

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ მხოლოდ აღნიშნული ქმედებები საკმარისია იმისთვის, რომ სუროგატი დედობა ქართული კანონმდებლობის წინააღმდეგ “ილაშქრებს”. უამრავ ამორალურ და ინცესტურ პრობლემას სახავს, ამიტომ მიმაჩნია რომ სურაგატი დედობის “ინსტიტუტი” ქართული კანონმდებლობიდან ამოღებული უნდა იქნას.

დასკვა

აღნიშნულ თემაში არ მისაუბრია იმის შესახებ ვემხრობი თუ არა ხელოვნურ განაყოფიერებას. ჩემი მიზანი იყო გამეშისვლებინა ქართული კანონმდებლობის უსუსურობა, სიბრმავე და გულგრილი დამოკიდებულება აღნიშნული საკთხისადმი. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ყველა სამართლებრივი საკითხი წამომეწიაწინ, მიმეცა მათთვის ჩემი შეხედულებები და ერთგვარი “რეკომენდაციები” გამეწია, როგორც დავინახეთ პრობლემა მართლაც დიდია, სასწრაფოდ შესაცვლელი და დასამატებელია მთელი რიგი მუხლები. იმედს ვიტოვებ და ღრმად მწამს, რომ ქართული სახელმწიფო დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში ამ “მაჩანჩალა”, მოძველებული მუხლებით არ დაკმაყოფილდება, ის მთელ ნორმატიულ ცვლილებებს განახორციელებს და საერთაშორისო კანონმდებლობას შეუთავსებს აღნიშნულ საკითხებში.

გიორგი პაპიაშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.ginsc.netlmain.php?opinion=view_article8mode=08article=74538lang=9

კოლეგია, ა. (2011). ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა. თბილისი: ფონდი ”ღია საზოგადოება”.

მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

ხუციშვილი, თ. (2010). ”სიჯარის ბავშვი”., (გვ. თბილისი).

[1] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”. გვ.146 

[2] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”. 146                                   

[3] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.

[4] ხუციშვილი, თ. (2010). ”სიჯარის ბავშვი”. თბილისი.

[5] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.

[6] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.

[7] ხუციშვილი, თ. (2010). ”სიჯარის ბავშვი”. თბილისი.

[8] კოლეგია, ა. (2011). ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა. თბილისი: ფონდი ”ღია საზოგადოება”.

[9] საქართველოს კანონი ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”. მუხლი 142 პუნქტი ”ა’.

[10] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 1190 პუნქტი 1

[11] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”. გვ. 152

[12] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 1120 პუნქტი ”გ”.

[14] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.გვ. 155

[15] ხუციშვილი, თ. (2010). ”სიჯარის ბავშვი”., (გვ. თბილისი).

[16] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.გვ. 161

[17] ხუციშვილი, თ. (2010). ”სიჯარის ბავშვი”., (გვ. თბილისი).

[18] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.გვ 164

 

Tags: , , , , , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,150 other followers

%d bloggers like this: