RSS

ნოტარიატის შესახებ კანონში განხორციელებული რამდენიმე ცვლილება

31 May

როგორც ცნობილია, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ ინსტიტუტის უფლება-მოსილება გააფართოვა.

ერთ-ერთი ასეთი არის ქორწინების რეგიტრაცია. აქამდე, ქორწინების რეგისტრაცია ხდებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

2012  წლის 21 მარტის კანონით „ნოტარიატების შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ნოტარიუსი სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციას „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ნოტარიუსი ასევე უფლებამოსილია დაქორწინების მსურველ პირებთან შეთანხმებით ქორწინების რეგისტრაცია განახორციელოს საზეიმო ვითარებაში.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ამ ინსტიტუტმა განიცადა, არის, რომ მას დაემატა „სანოტარო მედიაციის“ ფუნქცია.

აღნიშნული სიახლე გულისხმობს, რომ ნოტარიუსი შეიძლება იყოს მედიატორი მოდავე მხარეთა შორის: ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე (გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა); ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე; გ) სამეზობლო სამართლებრივ დავებზე; დ) ნებისმიერ სხვა დავაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის ასეთ დავაზე მედიაციის განხორციელების სპეციალური წესი.

იმისათვის, რომ განხორციელდეს მედიაცია ნოტარიუსის საშუალებით, საჭიროა მოდავე მხარეთა თანხმობა.

იმ შემთხვევაში, თუ  სანოტარო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდა, ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს, რომელიც დასტურდება სანოტარო წესით.

მხარის მიერ სანოტარო მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულება ხორციელდება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

მედიაციასთან დაკავშირებული ცვლილება, ძალაში შევა 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

ლევან ჯგერენაია

About these ads
 

Tags: , , , , , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,153 other followers

%d bloggers like this: