RSS

მემკვიდრეობა კანონით თუ ანდერძით?

09 Nov

                               მემკვიდრეობა   კანონით  თუ  ანდერძით?

        ჩვენი საზოგადოების დაბალი სამართლებრივი კულტურა საყოველთაოდ   ცნობილი  ფაქტია, მაგრამ როცა საქმე სამემკვიდრეო სამართალს ეხება, ეს საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებიც კი სამკვდრო–სასიცოცხლოდ გადაემტერებიან ხოლმე ერთმანეთს. ეს კი იმის ბრალია, რომ მამკვიდრებელთა უმრავლესობას (უფროს თაობას) წარმოდგენაც არა აქვს არსებულ საკანონმდებლო პროცედურებზე და დამკვიდრებული ჩვეულებებით (რომელიც ხშირად მანკიერიცაა)  ხელმძღვანელობენ.

             ქართული სამემკვიდრეო სამართლის ისტორიის საკითხებზე გარკვეულ ცნობებს გვაწვდის დავით აღმაშენებლის ანდერძები,  სამემკვიდრეო სამართალის საკითხებს არეგულირებს ბაგრატ კურაპალატის, გიორგი ბრწყინვალეს, ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნები, ხოლო XVIII საუკუნიდან ვახტანგის სამართლის წიგნი და მის მიერ შედგენილი კოდიკო. საინტერესო ცნობებია მოცემული XIX საუკუნის დასაწყისის შედგენილ ძეგლებში “საქართველოს ჩვეულებითი სჯული” და სხვა.
ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, მემკვიდრეობითი სამართალი შეიძლებოდა მხოლოდ მაშინ გაჩენილიყო, როცა კერძო საკუთრება გაჩნდა. უკვე VIII-IX საუკუნეებში საქართველოში მემკვიდრეობითი სამართალი არსებობდა. თუმცა მეცნიერთა უმრავლესობა არ უარყოფს, რომ მემკვიდრეობის დაუწერელი ადათ-წესები  სავარაუდოდ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე  იყო.

           მემკვიდრეობის სამართლის წარმოშობა და განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული საკუთრებასთან. მას, როგორც საზოგადოების იურიდიულ ზედნაშენს, განსაზღვრავს მატერიალური ცხოვრების წარმოების წესი, რაც უდიდეს გავლენას ახდენს როგორც ქონების განაწილებაზე, ისე ცხოვრების პირობების განვითარებაზე.
სამართლის წარმოშობისა და განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ კერძო საკუთრების უფლების აღმოცენებასთან დაკავშირებით იქმნებოდა ისეთი სამართლებრივი ნორმების შემუშავების აუცილებლობა, რომლის საფუძველზეც მოწესრიგდებოდა სამართლის სუბიექტთა უფლებრივი ურთიერთობა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად ჩაითვალა შემუშავებული ყოფილიყო სამართლის ნორმები, რომლის შესაბამისადაც მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ, მისი სამკვიდრო ქონება გადაეცემოდა უფლების სხვა სუბიექტს.
სამართლის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ გარდაცვლილი პირის ქონების მემკვიდრეებზე გადასვლის წესს და ფარგლებს,  შეადგენენ სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ  ნაწილს  რომელსაც    მემკვიდრეობითი  სამართალი   ეწოდება.

          მემკვიდრეობის უფლება კონსტიტუციური უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ვიდრე  მემკვიდრეობის  ფორმებს  შევეხებოდეთ,  ძალიან  მნიშვნელობავია  გავითვალისწინოთ ,  რომ  კანონისათვის  ქალიშვილიც  და  ვაჟიც  თანაბარია  და  სამკვიდრო  წილიც  ორივე  მათგანს  თანაბრად  ეკუთვნის.  ძალიან  სამწუხაროა  მაგრამ  საქართველოში  ჯერ  კიდევ  შემორჩენილია  ვაჟის,  როგორც  გვარის  გამგრძელებლის  კულტი,  თუმცა  სადაო  არ  არის  ვაჟის  მიჩნება  როგორც  გვარის  გამგრძელებლად,  მაგრამ  ამ  მოტივით  ქალიშვილის  დატოვება  მემკვიდრეობის  გარეშე  ჩვენს  თანამედროვეობაში,  მშობლების  მხრიდან  სამართლიანად  არ  მიმაჩნია.

              მოქმედი კანონმდებლობით არსებობს  ორი  სახის  მემკვიდრეობა: ანდერძით  მემკვიდრეობა  და  კანონით  მემკვიდრეობა.  როდესაც  საქმე  ეხება  კანონით მემკვიდრეობას აქ  ყველაფერი  გარკვეულია.  საქართველოს  მოქმედი  სამოქალაქო  კოდექსის  ითვალისწინებს  კანონით  მემკვიდრეთა  ხუთ  რიგს.    კანონით  მემკვიდრეობის  დროს  თანასწორი  წილის მიღების  უფლებით  სარგებლობენ  თითოეულ  რიგში  გაერთიანებული  მემკვიდრეები. საბჭოთა  პერიოდში  მოქმედი  სამოქალაქო  კოდექსი  ითვალისწინებდა  კანონით  მემკვიდრეთა  მხოლოდ  ორ რიგს.  პირველ  რიგში  შედიოდნენ:  მეუღლე,  შვილები  და  მშობლები.  მეორე  რიგში  კი:  და-ძმები  და  პაპა-ბებიები. ზამოთ  აღნიშნული  კანონით  მემკვიდრეთა  ხუთრიგიანი  სასტემა  ქართული  კანონმდებლობისათვის  საკმაოდ  პროგრესული  სიახლე  იყო. საქართველოს  მოქმედი  სამოქალაქო  კოდექსის  1336  მუხლით:

I რიგისმემკვიდრეებადითვლებიან: გარდაცვლილისშვილები (შვილადაყვანილები),  გარდაცვლილისშვილი, რომელიცმისისიკვდილისშემდეგდაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები);

II რიგშიგარდაცვლილისდებიდაძმები;

III რიგშიბებიადაპაპა;

IV რიგშიბიძები, დეიდები, მამიდები;

V რიგშიბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები.

საყურადღებოა, რომ თუ წინა რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრე ცოცხალია, დანარჩენი რიგის მემკვიდრეები მემკვიდრეობას ვერ მიიღებენ. კანონით  მემკვიდრეობის  მიღების  უფლების  მქონე  პირთა  წრე  უნდა დადგინდეს  მხოლოდ  მაშინ,  როცა  არ  არსებობს  მამკვიდრებლის ანდერძი. აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახად ჩანს, რომ კანონში განმტკიცებულ კანონით მემკვიდრეობაზე უფრო მაღლა დგას მოანდერძის ნება, რომელსაც ის ანდერძის საშუალებით გადასცემს. ამ მოთხოვნას შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის  მიხედვითაც  კანონით  მემკვიდრეობა, ანუ გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ  პირებზე  მოქმედებს  მხოლოდ იმ  შემთხვევაში, “თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი” (სსკ 1306-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
მოქმედი  კანონმდებლობა  განამტკიცებს  ანდერძის  თავისუფლების  პრინციპს. კანონი, ანდერძით  მემკვიდრეობის  ინსტიტუტის  განმტკიცებით,  მამკვიდრებელს  მემკვიდრეთა ამორჩევის  უფლებას  აძლევს.   სამემკვიდრეო  ურთიერთობათა  განვითარებამ  ანდერძის  საყოველთაო  დამკვიდრება  განაპირობა.  ივ.  ჯავახიშვილის  განმარტებით  ,,ჩვეულებრივ  განსაცდელის  მოლოდინში  მყოფის  ან  მომაკვდავის   სიტყვიერად  თუ  წერილობით  გამოთქმულს,    სიკვდილის  შემდგომ  ასასრულებლად  განკუთვნილს,  უკანასკნელის  ნების  გამოცხადებას,  ანდერძი  ეწოდება’’ .  თანამედროვეობაში ანდერძი არის  მოქალაქის  განკარგულება საკუთარი  ქონების  შესახებ საკვდილის  შემთხვევაში მემკვიდრეთა  დანიშვნა.   აღნიშნულ  ცნებას  ეყრდნობა  რა  სამოქალაქო  კანონმდებლობა,  სსკ-ს  1344  მუხლით: ,,ფიზიკურ  პირს  შეუძლია  სიკვდილის  შემთხვევისათვის  თავისი  ქონება  ან  მისი  ნაწილი  ანდერძით  დაუტოვოს  ერთ  ან  რამდენიმე  პირს,  როგორც   მემკვიდრეთა  წრიდან,  ისე  გარეშე  პირებსაც’’.

       ანდერძი  შედგენილი  უნდა  იქნეს  მხოლოდ  წერილობითი  ფორმით,  პირადად  მოანდერძის  მიერ. იგი  ცალმხრივი  გარიგებაა ,  პირადული  ხასიათის  და  არ  მოიცავს  სხვა  პირის  რაიმე  შემხვედრი  ნების გამოხატვას. მოანდერძე  შეიძლება  იყოს  მხოლოდ   სრულწლოვანი,  ქმედუნარიანი  პირი.  დაუშვებელია  ორი  ან  მეტი  პირის  მიერ  ერთობრიბი  ანდერძის   შედგენა,  გამონაკლისია  მხოლოდ მეუღლეების ერთობრივი  ანდერძი  ურთიერთმემკვიდრეობის  შესახებ

(სსკ-1347მ.).  ანდერძით   მოანდერძეს  შეუძლია  გაანაწილოს  როგორც  თავისი  მთლიანი  ქონება  ისე  მისი  ნაწილი.   ანდერძი  შეიძლება  იყოს  ორი  სახის:  შინაურული  და  სანოტარო  ფორმით  შედგენილი.  შინაურული  ანდერძი  შეიძლება  შეადგინოს  მოანდერძემ,  მოაწეროს  ხელი   და  საკუთარი  სურვილისამებრ  შეინახოს.  თუმცა  სანოტარო  ფორმა  უფრო  საიმედოა.  სანოტარო  ფორმა  გულისხმობს,  რომ  მოანდერძის  მიერ  შედგენილი  ანდერძი  უნდა  დაადასტუროს ნოტარიუსმა,  ხოლო  სადაც  ნოტარიუსი  არ  არის  კანონი  ითვალისწინებს  თანამდებობის  პირთა  წრეს  რომლებიც  გათანაბრებულნი  არიან  ნოტარიუსთან

( სსკ-1359 მ.),  ესენი  არიან:

 ) საავადმყოფოს, ჰოსპიტლისა და სხვა სამკურნალო დაწესებულების, სანატორიუმის მთავარი ექიმი, უფროსი, მათი მოადგილე სამედიცინო ნაწილში, მორიგე ექიმი, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ მოანდერძე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს;

) საძიებო, გეოგრაფიული და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი, თუ მოანდერძე ასეთ ექსპედიციაში იმყოფება;

) გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური, თუ მოანდერძე გემზე ან საჰაერო ხომალდზე იმყოფება;

) სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური (უფროსი), თუ სამხედრო ნაწილების დისლოკაციის პუნქტში ნოტარიუსი არ არის და თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ნაწილში მომსახურე სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია;

ე) პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი, თუ მოანდერძე პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფება.

 

მოანდერძეს  სურვილისამებრ  შეუძლია  შეცვალოს  ან  გააუქმოს  ანდერძი  ნებისმიერ  დროს  და  შეადგინოს  ახალი.  ანდერძზე  აუცილებლად  უნდა  მიეთითოს  თარიღი. თუკი  მოანდერძემ  შეადგინა  ერთზე  მეტი  ანდერძი,  ძალაშია  ის,  რომელიც  უფრო  გვიანდელი  თარიღით  არის  დათარიღებული.  ხოლო  თუკი  არსებობს  შინაურული  და  სანოტარო  ფორმის  ანდერძები,  ძალაშია  სანოტარო  ფორმით  შედგენილი  ანდერძი   შედგენის  თარიღის  მიუხედავად.  რაც  შეეხება  ანდერძის  შინაარს  მოანდერძეს  სურვილისამებრ  შეუძლია  უანდერძოს  თავისი  ქონება  ნებისმიერ  პირს,  მათ  შორის  სახელმწიფოსაც.  მოანდერძეს  უფლება  აქვს  მემკვიდრეობის  გარეშე  დატოვოს  როგორც  ერთი  ასევე  ყველა  კანონით  მემკვიდრე,  ისე  რომ  ამის  მოტივი  არ  მიუთითოს. ანდერძის  გახსნა   და  აღსრულება  ხდება  მხოლოდ  მოანდერძის  გარდაცვალების  შემდეგ. ანდერძის  დატოვებით  მოანდერძე  ბევრ  გაუგებრობას  ააცილებს  თავის  მემკვიდრეებს  მემკვიდრეობის  განაწილების  დროს.

      საქართველოს  სამოქალაქო  კოდექსი  ითვალისწინებს  კანონით მემკვიდრეთა  ინტერესებს  და  გამომდინარე  აქედან  ადგენს  სავალდებულო  წილის  ცნებას  (სსკ.1371მ.).  ეს  ნორმა  განსაზღვრული  ზომით  ზღუდავს  ანდერძით  მემკვიდრეთა  ამორჩევის  თავისუფლებას. მასში  გათვალისწინებულ  მემკვიდრეებს  აქვთ  სავალდებულო  წილის  მიღების  უფლება,  მიუხედავად  იმისა  არიან  თუ  არა  ისინი  გათვალისწინებულნი  ანდერძში.ესენი  არიან  პირველი  რიგის  მემკვიდრეები:  შვილები,  მეუღლე, მშობლები,  ეს  ის  მემკვიდრეები  არიან  რომელთა  ინტერესსაც  მკაცრად  იცავს  კანონი,  რათა  ისინი  არ  დარჩნენ  მემკვიდრეობის  გარეშე.  სავალდებულო  წილი  შეადგენს  იმ  წილის  ნახევარს,  რასაც  მესაკუთრე  კანონით  მემკვიდრეობის  დროს  მიიღებდა.  მაგალითად  თუ  კანონით  მემკვიდრე  მიიღებდა  ხუთი  ათას  ლარს,  სავალდებულო  წილი  იქნება  მისი  ნახევარი.

         ამ  კანონით  სამოქალაქო  კოდექსი  იცავს მოანდერძის  ყველაზე  ახლობელ  ადამიანებს  მემკვიდრეობის  გარეშე  დარჩენისგან,  რადგან  არცთუ  იშვიათი  შემთხვევევია  როდესაც  გაბრაზებულ  გულზე  შეუდგენია  მოანდერძეს  ანდერძი,  რომელიც  გათვლილი  იყო  რომელიმე  მემკვიდრის  დასჯაზე,  რაც  ყოვლად  დაუშვებელია,  რადგან  მოანდერძეს   მალე  გასვლია  წყენა,  მაგრამ  უცაბედად  გარდაცვლილა    ისე  რომ  ანდერძის  შეცვლა  ვერ  მოუსწრია.  ანდერძის  შედგენაში  და  საკუთარი  ქონების  საკუთარი  შეხედულობის  მიხედვით  განაწილებაში   ცუდი და  სამარცხვინო  არაფერია,  თუმცა  როგორც  ავღნიშვეთ  ანდერძი  შედგენილ  უნდა  იქნეს  შეგნებულად  საღი  აზროვნების  დროს,  რადგან  კანონი  ვერ  გაითვალისწინებს,  თუ  რა  სამსახურუ  გაუწიეს  თითოეულ  შვილის  მშობლებმა  და  შესაბამისად  კანონი  ვერ  გაანაწილებს  მემკვიდრეობას  ისე,  როგორც  ეს  მათ  მიაჩნიათ  სამართლებრივად.

      შერჩევითი  პრინციპით ჩატარებული  გამოკითხვის  საფუძველზე, რომლის  შედეგებითაც  200 გამოკითხულიდან,  რომელთა  ასაკი  შეადგენდა 50-65 წელს, გამოკითხულთა 50%  არ  ფიქრობდა  ანდერძის  შედგენაზე, 30% ადამიანი ფიქრობდა  ანდერძის  დატოვებაზე,  ხოლო  20% – ს  პასუხი არ  ჰქონდა. აქედან  გამომდინარე    რეალურად  ცხოვრებაში  კანონით  მემკვიდრეობას  უფრო   ხშირი  გამოყენაბა აქვს,  ვიდრე  ანდერძით  მემკვიდრეობას.   რატომ?  მიზეზი  ალბათ  რამდენიმეა.  პირველყოვლისა  მოქალაქეებს  აკმაყოფილებთ  კანონით  მემკვიდრეთა  რიგითობა.  მეორე  მიზეზი  კი  ალბათ  ისაა,  რომ  ადამიანი  სიკვდილზე  არ  ფიქრობს,   სიკვდილი  ყოველთვის  მოულოდნელია  და  ყველა  ვერ  ასწრებს  ანდერძის  შედგენას.   მესამე  მიზეზი – სუფთა  ფსიქოლოგიურია. ზოგიერთისთვის  ანდერძი  შედგენა  თითქოსდა  სიკვდილის  ტოლფასია,  რადგან  ხალხში  დამკვიდრებულია  აზრი,  რომ  ანდერძი  სიკვდილის  წინ  იწერება.

          მაგრამ,  როგორც  არ  უნდა  იყოს  ფაქტი  ფაქტად  რჩება  და  კანონით  მემკვიდრეობა უფრო  ხშირია   ვიდრე,  ანდერძით  მემკვიდრეობა. სამწუხარო  ფაქტია,  მაგრამ  რეალური,  რომ  მემკვიდრეობის   განაწილება  ხშირად  ხდება  გაუგებრობის  მიზეზი  როგორც  დედ-მამიშვილებში,  ისე  სხვა  ნათესავებს  შორის.  ამ  საკითხთან  დაკავშირებული  გაუგებრობის  თავიდან  აცილების  საუკეთესო  გამოსავალი  ალბათ  ანდერძის  შედგენაშია.

                      ნ. როსეფაშვილი

სტუ-ს  ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დოქტორანტი,

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს კონსტიტუცია ,თბილისი 2009;
  2. იურიდიული  ენციკლოპედია, თბილისი 2008;
  3. რ. და ე. შენგელიების,  მემკვიდრეობითი  სამართალი, თბილისი 2009;
  4. ზ. ახვლედიანი, მემკვიდრეობიტი სამარტალი, თბილისი 2007;
  5. გ. ლობჟანიძე, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბილისი 2001;
  6. საქართველოს სამოქალაქო  კოდექსის  კომენტარი; თბილისი 2000;
  7. ივ. ჯავახიშვილის, თხუზებანი, ტ.VII, თბილისი 1984.
About these ads
 

Tags: , , ,

2 responses to “მემკვიდრეობა კანონით თუ ანდერძით?

  1. tamuna

    January 27, 2013 at 5:40 pm

    gardacvlilis bebia babuamde disSvilebi da Zmis Svilebi ar dganan?????
    madlob wisaswar pasuxisTvis

     
  2. elawjournal

    January 27, 2013 at 8:23 pm

    კი, მეორე რიგში შედიან, უბრალოდ ამ სტატიაში სრული ჩამონათვალი არაა,მაგრამ არც ის წერია,რომ “დისწულები და ძმისწულები” , “ბებიის და პაპის” შემდეგ არიან.
    ანუ,რიგითობა დაცულია,უბრალოდ სრული ჩამონათვალი არაა.

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,156 other followers

%d bloggers like this: