RSS

Tag Archives: იურიდიული ეთიკა

პროფესია ადვოკატი

პროფესია ადვოკატი

ადვოკატის პროფესია ჩემში იწვევს უდიდეს დაინტერესებას და აქედან გამომდინარე უამრავ კითხვას. თუმცა,  ამ პროფესიის ბოლომდე ჩაწვდომას ალბათ დიდი დრო დასჭირდება. ამიტომ, მე გადავწყვიტე დამეწყო იმ კითხვებით, რომელზე პასუხებიც   ამ თემით დაინტერესებული ადამიანებისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ინტერვიუ ბატონ გიორგი ტურაზაშვილთან – სისხლის სამართლის, იურიდიული ეთიკისა და სასამართლო უნარ-ჩვევების სპეციალისტი ადვოკატი.

 

სალომე ნემსიწვერიძე

 

-’’ადვოკატი არის თავისუფალი პროფესია’’  მოდით ეს თავისუფლება განგვიმარტეთ.

-ადვოკატთა კორპორატიული არსი საუბრობს ამას – ადვოკატთა კორპუსი თავად ქმნის თვითმმართველობას, მისი მართვისა და პროფესიული ქცევის წესების დაცვის ორგანოებს, თავად ახორციელებს ცონტროლს ადვოკატთა პროფესიულ განვითარებაზე, თავად ქმნის და ღებულობს ადვოკატთა პროფესიული ქცევის წესებს. ყოველივე სახელწიფოს ჩარევისა და მითითებების გარეშე

- რა როლი ენიჭება ადვოკატის ეთიკის კოდექსს მის საქმიანობაში?

-ეს არის ერთადერთი წესი, ნორმა, რეგულიაცია, რომელიც უშუალოდ ადვოკატს ეხება. ეთიკის კოდექსი არის ადვოკატის ქცევის მარეგულირებელ ნორმათა ერთობლიობა და საზოგადოებას იცავს არაპროფესიონალი, არაკომპეტენტური და ზნეობრივად მიუღებელი ადვოკატებისაგან.

- რა წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობის მთავარ პრინციპებს?

-ა) კლიენტის ინტერესების საკუთარ და სხვათა ინტერესებზე წინ დაყენება – ადვოკატს მუდამ უნდა ახსოვდეს რომ კლიენტის ინტერესს წარმოადგენს და უნდა იმოქმედოს მხოლოდ მისგან გამომდინარე. ის შეუპოვრად, ჯეროვნად და ხარისხიანად უნდა ახორციელებდეს კლიენტის სასარგებლოდ იურიდიულ საქმიანობას. Aბ) დამოუკიდებლობა – ადვოკატი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი გავლენისაგან, როგორც გარეგანი ასევე შინაგანი. იგი უნდა გამოდიოდეს ყოველთვის კლიენტის ინტერესებიდან, რომელიც კანონს უნდა დაუქვემდებაროს და ასეთი ფორმით მიაწოდოს მესამე პირებს, სასამართლოს.  გ) ნდობა – რომლის გარეშეც ადვოკატს გაუჭირდება მისი პროფესიული ფუნქციის განხორციელება თუ არ ექნა კლიენტის ნდობა. ადვოკატს ნდობა გადაეცემა კლიენტისგან და ის ვალდებულია ენდოს კლიენტს (ადვოკატმა არ უნდა განახორციელოს თვითშემოქმედება, განსხვავებული პოზიცია ვიდრე მისი კლიენტი). თუმცა მეორეს მხრივ კლიენტი არ არის ვალდებული ენდოს ადვოკატს.   დ) კონფიდენციალობა – კლიენტის მიერ ადვოკატზე გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია საიდუმლოა, აღნიშნულს იცავს კანონიც, როდესაც ადვოკატის არ შეიძლება დაიკითხოს იმ საკითხების ირგვლივ რომელიც საადვოკატო საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება, რჩევას უკავშირდება. საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება კლიენტის ნებართვით ხდება ან ადვოკატს ამ ინფორმაციის გამჟღავნება ბრალდებას ააცილებს.

- რამდენად მნიშვნელოვანია კლიენტის ინტერესის პრიორიტეტულობა პირად ინტერესთან მიმართებაში?

-უპირატესია

- ყველაზე მთავარი კლიენტთან ურთიერთობისას რა არის?

-თუ ადვოკატი იგრძნობს საკუთარ პროფესიულ პასუხისმგებლობას კლიენტის რჩევისას, დაცვის განხორციელებისას, წარმოდგენისას ის მიხვდება რომ ნაწილობრივ მასზეა დამოკიდებული კლიენტის მდგომარეობა და მისი პერსპექტივა. პასუხისმგებლობის შეგრძნების მთავარი კომპონენტობა ჩანს განსაკუთრებით მაშინ როდესაც კლიენტმა შესაძლებელია ადვოკატის საქმიანობის გამო ზიანი მიიღოს და ეს ზიანი გამოუსწორებელიც კი იყოს. ამდენად პროფესიული პასუხისმგებლობის შეგრძნება კლიენტთა ურთიერთობისას შეიძლება მივამსგავსოთ ადამიანის ურთიერთობას “მომეტებული საფრთხის” წყაროსთან. ამიტომ ანიჭებენ დიდი იურისტები (კონი, ურუსოვი, ბარშევსკი) ადვოკატის რჩევისას თითოეულ ადგილს დიდ  მნიშვნელობას და ამბობენ რომ ადვოკატი უნდა ხვდებოდეს რომ მის რჩევას ცვლილებები, შედეგები მოაქვს.

- ბატონო გიორგი რა არის ყველაზე რთული ამ პროფესიაში?

-ალბათ ნებისყოფისა და ობიექტურობის შენარჩუნება, პრინციპულობა და ბრძოლისუნარიანის შენარჩუნება.

- რამდენად რთულია იყო კარგი ადვოკატი?

-მეტად რთულია. სულ მცირე რამოდენიმე, შეიძლება ითქვას “სასიცოცხლო” მნიშვნელობის პირობას უნდა აკმაყოფილებდეს – თუ გაგიგონიათ ადვოკატი ხასაითითაც უნდა იყოო..  სამართლის ზედმიწევნით ცოდნა (ფუნდამენტურის ჩათვლით); საკითხის სხარტად აღქმის უნარს და დეტალებზე აქცენტების, ანალიზის უნარს.

ადვოკატი უნდა იცნობდეს მის პროფესიულ ეთიკის ანუ მის „პროფესიულ ანატომიას“, რა არის მისი ფუნქცია და რა როლი აქვს მას. აღჭურვილი უნდა იყოს პროფესიულად სპეც უნარ-ჩვევებით – სიტყვის გამოსვლის ტექნიკა (დამაჯერებლობა, მარტივი ენა, ლაკონურობა და ლოგიკურად წარმოჩენა,), უნდა იყენებდეს სხეულის ენას (ჟესტიკულაცია, მზერა და სხვა).

- ძვირადღირებული ადვოკატი ძლიერ ადვოკატს ნიშნავს?

-შეიძლება ასეც ითქვას, რადგან იურიდიული ბაზარი (მომხმარებელი, კლიენტი) არ გადაუხდის და არ მისცემს “შეკეეთებს” თუ ადვოკატი არ არის პროფესიონალი.

-განსაზღვრავთ თუ არა წინასწარ საქმის სავარაუდო შედეგს და რამდენად ხშირად ამართლებს თქვენი ვარაუდი?

-წესით ეს შესაძლებელია გააკეთოს პროფესიონალმა ადვოკატმა, მაგრამ არა საქართველოში რადგან ქართული სასამართლო პრობლემურია მაშინ როდესაც მხარედ სახელმწიფო გამოდის. პრობლემაში იგულიხმება არაობიექტური დამოკიდებულება კანონისადმი. ავიღოთ ორი წარმოება სადაც სახელმწიფო გამოდის ერთ-ერთ მხარედ, ეს არის ადმინისტრაციული სმართალწარმოებაა და სისხლის სამართალწარმოება  პრობლემურია იმ კუთხით,  რომ მოსამართლეებს უჭირთ ობიექტურობის შენარჩუნება კანონისადმი  და შეინარჩუნონ თანასწორობაც კი ზოგჯერ. ამიტომ მოსამართლეები უშვებენ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში განზრახაც.

-ანუ თქვენ თვილთ რომ დღეს მოსამართლეებს ჩვენს ქვეყანაში უჭირთ იყვნენ დამოუკიდებლები და ობიექტურები?

-იცით რა მე ამ სიტუაციის აღსაქმელად ესეთ მაგალითს მოგიყვანთ, ეს ჰგავს  გაქანებულ  ურიკას რომელსაც გააგორებ და მიდის, არ ჩერდება. ერთხელ იყო პრობლემა, როდესაც მოხდა მოსამართლეების  დაპატიმრება და მათი განთავისუფლება რამაც ალბათ გამოიწვია  სასამართლოს შეჯანჯრარება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ამ პრობლემის მომგვარებელი არავინ არ არის, აქ არაფერ შუაში არ არის არც მთავრობა, არც პერსონალურად ერთი ადამიანი. მოესამართლე არის მართლმსაჯულების სახე რომელიც უნდა მიხვდეს თუ რაშია მისი ფუნქცია და ეს  არის პრობლემის გადაწყვეტა.

-როგორ ფიქრობთ ადვოკატის პროფესია რა სიმაღლეზე დგას დღეს საქართველოში?

-ძალიან უჭირს და ამაში წვლილი მიუძღვის სასამართლოს და თავად ადვოკატთა კორპორატიულად არასწორ მენეჯმეტს.

                                                

 
Leave a comment

Posted by on May 5, 2012 in აზრი

 

Tags: , , , , , , ,

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,156 other followers