RSS

Tag Archives: სამართლის ჟურნალი

საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაძლო განვითარება და მნიშვნელობა

             ყოველი სახლმწიფო, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ იყოს დემოკრატიული და სამართლებრივი უნდა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას. ვინაიდან სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკა არის გასაღები დამნაშავეობის შემცირების და გარანტი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების. თუ ხელისუფლება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება, შესაძლებლობათა მაქსიმუმს არ განახორციელებს სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის გატარებისთვის მაშინ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, დამნაშავეობის ზრდის და საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის დაცემის ალბათობა იქნება ძალიან მაღალი.

        სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკა იმდენად პრობლემური საკითხია, რამდენადაც იგი პირდაპირმიმართებაშია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სტაბილურობასთან, სახელმწიფოს დემოკრატიულობასთან, საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთობასთან, სოციალურ ვითარებასთან, სამოქალაქო საზოგადოების ქმედითობასთან, კრიმინალიზაციასთან და დანაშაულებრივ დინამიკასთან.

            საქართველო შედის იმ სახელმწიფოთა რიგებში, რომლებმაც არსებითი ყურადღება ვერ ან არ გაამახვილეს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასა და ჩამოყალიბებაზე. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ერთ ათეულ წელზე მეტი გავიდა რაც დამოუკიდებელმა საქართველომ მიიღო სისხლის სამართლის კოდექსი და ამ პერიოდის განმავლობაში არ ჩამოყალიბებულა სისხლის სამართლის ერთიანი და ქმედითი პოლიტიკა, რომელიც იქნებოდა სამეცნიერო, სამთავრობათშორისო, საზოგადოებრივი, სახელისუფლებო და საერთაშორისო აზრთა ნაზავი.  ყოველივე აღნიშნულმა თუ არა სახელმწიფოს მიერ შემაკავებელი იძულებითი ბერკეტებისა, შესაძლებელია სავალალო შედეგამდე მიიყვანოს ან უგულებელყოფილ იქნეს, როგორც სისხლის სამართლის კანონმდებლობა და დასაბუთებული მეცნიერული აზროვნება, ისე სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებები.

         დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე აღინიშნება სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების ,,ბუმი.’’ იცვლება სულ რამდენიმე წლის ან თვის წინ სისხლის სამართლის კოდექსში შესული ნოვაციები. ყოველივე ეს მეტყველებს უმართებული სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, თავის დროზე, როცა განხორციელდა აღნიშნული ცვლილებები. ზემოთ დასახელებული კრიტერიუმები არის აუცილებელი ასპექტი სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის განსახორციელებლად, ყოველივე აღნიშნული პირდაპირმიმართებაში იქნება  საკანონმდებლო ცვლილებებათა რიცხვის შემცირებასთან და ამავე დროს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ნორმა შეიძენს უფრო სტაბილურ ხასიათს. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ რაც უფრო მართებულია სისხლის სამართლის პოლიტიკა, მით უფრო სტაბილურია კანონმდებლობა.

            განვლილი წლებიდან ხშირია შემთხვევა, როცა სიხლის სამართლის პოლიტიკას აკლია მეცნერული დასაბუთება და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება, სამაგიეროდ ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ხელისუფლების დამოუკიდებელ ნებას დაქვემდებარებულ ჭადრაქის პაიკს, რომელსაც მოთამაშე მხოლოდ თავის ნება-სურვილიდან გამომდინარე აკეთებინებდა სვლებს. სისხლის სამართლის პოლიტიკა უმრავლეს შემთხვევაში ხორციელდებოდა მშრალად, ყოველგვარი კრიმინოლოგიური კვლევების და სამომავლო გათვლების გვერდის ავლით. ყოველივე აღნიშნული კი გახდა ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულობის მაჩვენებლის ზრდის და სასჯელის მიზნების განუხორციელებლობის მიზეზი.

         კითხვას, თუ დღეს როგორ და რა კუთხით უნდა გატარდეს სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკა საქართველოში, შესაძლებელია გაეცეს პასუხი შემდეგნაირად. აღნიშნულის განსახორციელებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს, როგორც სამეცნიერო დასაბუთებული აზრი, სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება, კრიმინოლოგიური მდგომარეობა, რეფორმის შესაძლო უარყოფითი რეაქცია, ისე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, სოციალური ვითარება, საერთაშორისო სტანდარტები, ეკონომიკური სტაბილურობა და ყველა ის სამართლებრივი ასპექტი, რომელიც პირდაპირმიმართებაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის ქმედითობასთან.

         დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, მაშინ როცა საქართველო არის ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების წევრი, რომლებიც ჰუმანურ ელემენტს სძენს სისხლის სამართლის პოლიტიკას, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ პირველ რიგში ხელისუფლება, ისევე როგორც საზოგადოება და მეცნიერება, დროულად დაფიქრდეს აღნიშნული კუთხით მთელი რიგი რეფორმების გატარებაზე. სისხლის სამართლის ნორმის მიზანი (ration legis) თუ წინა წლებში განსაკუთრებული და დაუსაბუთებელი სიმკაცრით ცალსახად მიიღწეოდა, ამ ეტაპზე ყოველივე ეს შესაძლებელია სისხლის სამართლის ჰუმანური პოლიტიკიდან გამომდინარე. თუმცა არც ძალიან ჰუმანური მიდგომა იქნება სასურველი განსაზღვრულ დანაშაულებთან მიმართებაში, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლებელია პირიქით ხელი შეუწყოს რეციდივის მატებას. სისხლის სამართლის პოლიტიკა მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს, როგორც ხელისუფლების და მეცნიერების ისე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ შევიმუშავეთ ერთგვარი რეკომენდაციები სისხლის სამართლის პოლიტიკაში თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს ცვლილებები და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოყვეს ხელისუფლების მხრიდან ერთპიროვნულად მის განხორციელებას.

        1— მოძველებულია თემა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში. სისხლის სამართლის პოლიტიკის მეშვეობით პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორ უნდა მოეპყროს კანონმდებელი ნარკოტიკულ ნივთიერებათა მომხმარებელს და ეწ.სომატონარკომანს, აღიქვას ის როგორც დამნაშავე, თუ როგორც ავადმყოფი და შესაბამისად განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაიწყო მეტადონის პროგრამა და წამალდამოკიდებულთა მდგომარეობის შემამსუბუქებელი მსგავსი ღონისძიებები, მაგრამ ეს ხორციელდება რამდენიმე ათეული პირის მიმართ, რაც ზღვაში წვეთია საქართველოში არსებულ სომატონარკომანთა რიცხვთან მიმართებაში.

           აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს დროულად შემუშავდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც იქნება აღნიშნულ პირთა მდგომარეობის შესაბამისი და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში დაბრუნებას. სისხლის სამართლის კანონმდებლობის დღევანდელი დამოკიდებულება ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში აშკარად არასწორ პოლიტიკაზე მეტყველებს და ასევე იმ ასპექტს ააშკარავებს, რომ ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება დაბალ ინტერესს ავლენს დასახელებულ პირთა მდგომარეობასთან მიმართებაში.

          2—– სისხლის სამართლის პოლიტიკის მეშვეობით აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა და მართლმსაჯულება არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა იყოს იმ კუთხით განვითარებული, რომ მაქსიმალური შესაძლებლობა მიეცეს, როგორც ბრალდების მხარეს, ისე სასამართლოს არასრულწლოვანი აარიდოს სისხლის სამართლის პროცესს და პატიმრობას. აღნიშნულთან დაკავშრებით მისასალმებელია, რომ ამოქმედდა განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტები, რომლებიც სისხლის სამართლის ჰუმანური პოლიტიკის გატარების შედეგია, თუმცა ამ კუთხით უფრო მეტის გაკეთებაა აუცილებელი  თანამედროვე და განვითარებადი სახელმწიფოების მსგავსად. დღემდე არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, როცა მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული ქმედებიდან გამოწვეული ზიანი შესაძლებელია ჩათვლილიყო მცირე მნიშვნელობად, მაგრამ სისხლისსამართლებრივი დევნა მაინც დაიწყო პროკურორმა. სწორედ ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი ტენდენცია, იმასთან დაკავშირებით, რომ არსებითი ყურადღება მიექცეს ქმედების მცირე მნიშვნელობის განსაზღვრას.

          3—-  სისხლის სამართლის პოლიტიკაში მოეძებნება პასუხი კითხვას, რა ღონისძიებების განხორციელების შედეგადაა შესაძლებელი საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის ამაღლება? პასუხი მდგომარეობს შემდეგში; ყოველივე აღნიშნული შესაძლებელია: საზოგადოების ჩართულობით საკანონმდებლო ნოვაციების შემუშავების პროცესში, საზოგადოების ინფორმირებულობით დანაშაულობის მავნე და სახიფათო შედეგებთან დაკავშირებით, სატელევიზიო რეკლამების და გადაცემების დანაშაულის პრევენციის განხორციელებით ყურებად არხებზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისევე როგორც სკოლებში სხვადასხვა პროგრამების ჩამოყალიბებით დანაშაულის პრევენციის შესახებ, არასრულწოვნებთან მიმართებაში საგნმანათლებლო თამაშების მოწყობით ზოგასამართლებრივ საკითხებზე, ნაფიც მსაულთა ინსტიტუტის სწრაფი და დასაბუთებული  ამუშავებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი ლექცია-სემინარების ჩატარებით დანაშაულობის თემებზე. აღნიშნული საკითხი ეკუთვნის კრიმინოლოგიას, თუმცა ცალსახად მაინც სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტია.

          4—- სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკა მცირე პერიოდში ვერ განხორციელდება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ყოველთვის პირდაპირმიმართებაშია გარკვეულ დროსთან. აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელ გარემოებას წარმოაგდენს არსებული ვითარების შესწავლა, საზოგადოებისა და მეცნიერების აზრის გაანალიზება, ხოლო შემდეგ კრიმინოლოგიური და სხვა სოციალურ-სამართლებრივი კვლევების ჩატარება, რომლითაც უნდა განისაზღვროს ,,გადასადგმელი ნაბიჯის მომავალი’’. ყოველივე ეს კი მოითხოვს გონივრულ მუშაობას და დროს, რომელიც აუცილებელი საფუძველია სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის განსახორციელებლად.

         ნაჩქარევად განსაზღვრული პოლიტიკა ყოველთვის გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება. სწორედ ამიტომ ქართველი კანონმდებელი სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით გარკვეული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში უნდა მოქმედებდეს ,,ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი’’-ს პრინციპით, ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში გაპარული ხარვეზი თუ გაუთვლელი ელემენტი ყოველთვის ცუდად აისახება პირველ რიგში ადამიანის უფლებებსა და კრიმინოლოგიურ მდგომარეობაზე.

         5— კანონმდებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს სისხლის სამართლის პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტებს,  როგორც კრიმინალიზაციას და დეკრიმინალიზაციას, ისე პენალიზაციას და დეპენალიზაციას. სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ყოველი ცვლილება, რომელსაც აკლია სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკული გათვლები შესაძლებელია გახდეს სავალალო შედეგების მომტანი. სწორედ ამიტომ აუციელებელ გარემოებას წარდმოაგდენს, რომ კანონმდებელი, ისევე როგორც მეცნიერება,  მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაძლო ცვლილებების და ნოვაციების განხორციელებას.

        6— პოლიტიკა, როგორც ამას ცალკეულ თავებში აღვნიშნავთ, თავისებურად ვლინდება სისხლის სამართლის პროცესშიც. დღეს მართლმსაჯულება გახდა უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტური, ყოველივე ეს  თანამედროვე სტნადარტების შესაბამისია. თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია საპროცესო შეთანმხების ინსტიტუტი, რომელიც არის სწრაფი მართლმსაჯულების საწინდარი. დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე ეს ინსტიტუტი, არის არასწორად ინტერპრეტირებული პრაქტიკაში და შეიძლება ითქვას, რომ ცალსახად წარმოადგენს ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ გზას. ამ შემთხვევაში, აღნიშნული სისხლის სამართლის პოლიტიკის უარყოფით ელემენტად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ საპროცესო შეთანხმება არ უნდა ფორმდებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულზე. აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ კანონმდებელმა, საზოგადოების და მეცნიერების ჩართულობით  დროულად განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები და საპროცესო შეთანხმება დაუშვებელი იყოს მინიმუმ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე.

          7—– ჩვენი აზრით, დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, მაშინ როცა მიმდინარეობს მსჯელობა სასამართლოში ტელე-ვიდეო გადაღების დაშვების თაობაზე, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს საკანონმდებლო დონეზე განხილულ იქნეს საკითხი გამოძიების ეტაპზე, საგამოძიებო ორგანოში დაკითხვა მიმიდნარეობდეს თუ არა, ვიდეო-გადაღების ან/და ჩაწერის რეჟიმში. აქ შესაძლებელია დადგეს  საკითხი მოწმის ან ბრალდებულის პირადი ცხოვრებისეული ან სხვა ცნობების თუ ინფორმაციის გახმაურების თაოაზე. თუმცა აღნიშნული სიახლის სიხლის სამართლის საროცესო კოდექსში ასახვით მეტი გარანტია ექნება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვას და ამავე დროს დაკითხვა იქნება უფრო გამჭვირვალე და კანონიერი.

         8——- ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებთან მიმართებაში აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა გახდეს ჰუმანური. აღნიშნული კუთხით სასურველია არსებითი ყურადღება გამახვილდეს საზოგადოებისათვის  სასარგებლო შრომაზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს სისხლის სამართლის ჰუმანური პოლიტიკის ერთ-ერთ ელემენტს სასჯელის ინსტიტუტიდან გამომიდნარე. სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.’’ ვფიქრობთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლის დასახელებულ ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნა ძირითად სასჯელად დასაშვები უნდა იყოს  იმ შემთხვევაშიც, როცა სსკ-ის შესაბამისი მუხლით არ არის გათვალისწინებული. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულის განხორციელებით და ამასთან ერთად მართლმსაჯულების ორგანოს, ისევე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, არსებითი და ქმედითი ტენდენციით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა უმრავლესობა იქნება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაკავებული. ყოველივე ეს კი პირდაპირმიმართებაშია, როგორც რესოციალიზაციათან და საზოგადოებრივ აქტივობასთან, ისე საბიუჯეტო სახსრებთან.

         9—— მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, თანაბარ პირობებს და შესაძლებლობებს სთავაზობს მხარეებს, რათა თავიანთი ინიციატივით მოიპოვონ და წარადგინონ შესაძლო მტკიცებულებანი სასამართლოში. ამ შემთხვევაში სასამართლო გამოდის მხოლოდ არბიტრის როლში, რომელიც ურთიერსაპირისპირო მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ადგენს განაჩენს. უმრავლეს შემთხვევაში ბრალდების მხარე ყოველთვის სახარბიელო სიტუაციაშია სისხლის სამართლის პროცესზე. დაცვის მხარეს ხშირად არ შესწევს უნარი, შესაძლებლობათა მაქსიმუმიდან გამომდინარე განახორციელოს დაცვა.  ამ შემთხვევაში ბრალდებული ფაქტიურად დაუცველი რჩება. ყოველივე ეს ცალსახად მეტყველებს ადვოკატთა უმრავლესობის  პროფესიულ არაკომპეტენტურობაზე. ხელისუფლებამ, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს მხარეებს სისხლის სამართლის საქმეზე, აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები ადვოკატთა კორპუსის პროფესიული გაძლიერებისთვის. მომწიფდა იმის აუცილებლობა, რომ განვითარდეს და ობიექტური ფორმით გაკონტროლდეს ადვოკატთა უნარ-ჩვევების შემუშავება და სწავლება, რათა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ქვაკუთხედი: მხარეთა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, რეალურად განხორციელდეს ყველა ელემენტის  გათვალისწინებით. ყოველივე ეს ცალსახად პირდაპირ კავშირშია სისხლის სამართლის პოლიტიკასთან, როგორც სახელმწიფოს ხელისუფლების და სამეცნიერო საზოგადოების დამოუკიდებელ ნებასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრულყოფისთვის.

          10—- სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს მაღალი კულტურა, რომ ყოველი ცვლილება სანამ უშუალოდ სისხლის სამართლის მატერიალურ ან საპროცესო კოდექსში აისახება, განხილულ იქნეს სამეცნიერო და დიპლომატიურ საზოგადოებებში.  აღნიშნული კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს, რათა დემოკრატიულობის, მეცნიერულობის და ქმედითობის მაღალ დონეზე იქნეს შესწავლილი შესაძლო ნოვაციები, მაქსიმალურად იქნეს გამორიცხული შესაძლო ხარვეზები და ობიექტურად გაითვალოს ამა თუ იმ ცვლილებათა პრაქტიკაში განხორციელების შესაძლო დადებითი და უარყოფითი მხარეები.

          11—–განვლილი პრაქტიკიდან გამომდინარე, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით ცვლილებების განხორციელებამდე პროგნოზის მაქსიმალური ასპექტებით განისაზღვროს ამა თუ იმ საკანონმდებლო ნოვაციის მომავალი. ყოველივე აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა აქვს სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის განსახორციელებლად.,,გერმანიის ფედერაციული სასამართლო მსგავსი კუთხით ინტერპრეტირებულ პრინციპს საკონსტიტუციო ვალდებულებად მიიჩნევს.’’[2] აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, ქართულ სისხლის სამართლის კანონშემოქმედებით საქმიანობაშიც ჩამოყალიბდეს აღნიშნულის მსგავსად მაღალი კულტურა.

            12—-დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გატარებული რეფორმების შედეგად უარყოფით შეფასებას იმსახურებს და ქართველი კანონმდებლის, ისევე როგორც სამეცნიერო საზოგადოების დაფიქრებას საჭიროებს დაზარალებულის ინსტიტუტი, მისი სტატუსი და უფლება-მოვალეობები. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანამხმად: ,,დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა’’. მაშასადამე პირს, რომელსაც დანაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი უფლება-მოვალეობის კუთხით უტოლდება მოწმეს. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სრულყყოფისა და ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისთვის აუცილებელ, გარემოებას წარმოადგენს გარკვეული სახის რეფორმა გატარდეს დაზარალებული ინსტიტუტთან, მხარეთა თანასწორობის და შეჯიბერბითობის ქვაკუტხედ პრიციპთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ მაგ. შვლიმკვდარ დედას ან გაუპატიურების მსხვერპლას უფლებრივად ვერასდროე ვერ განვიხილავთ მას, როგორც მოწმეს, სწორედ ამიტომ  მეტი უფლებები უნდა მიეცეს დაზარალებულს.

  13—- დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე მოქმედი ხელისუფლების ინიციატივით განხორციელდა სისხლის სამართლის ჰუმანური პოლიტიკა მსჯავრდებულებთან დაკავშირებით. ამნისტიის აქტი შეეხო მსჯავრდებულთა უმრავლესობას, რომელიც თ/აღკვეთის დაწესებულებებში იხდიდა სასჯელს. ყოველივე ეს მისასალმებელია წმინდა ჰუმანურ-ადამიანური ასპექტებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი,რომ მკაცრი პოლიტიკის გატარების შედეგად, საქართველოში არსებული ფაქტიურად თავისუფლების აღკვეთის ყველა დაწესებულება იყო გადატვირთული. ამავე დროს უნდა გამძაფრდეს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა და დანაშაულის გამოვლინების მექანიზმი, ვინაიდან რეციდივს ან კრიმინოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას არ ჰქონდეს ადგილი.

        ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მიმდიმარეობს მსჯელობა სისხლის სამართალში შეკრებითობის პრინციპის გაუქმების თაობაზე, რის შედეგადაც არაერთი მსჯავრდებული დატოვებს საპატიმროებს. ბუნებრივია, რომ ხელისუფლების მსგავსი დამოკიდებულება წმინდა ადამიანურია და მისასალმებლია, თუ შენარჩუნდება ის კრიმინოლოგიური მდგომარეობა, რაც აღნიშნული აქტების მიღებამდე იყო საქართველოში. ხელისუფლება მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოეკიდოს აღნიშნული ნოვაციების განხორციელებას, როცა საქმე ეხება თ/აღკვეთის დაწესებულებებიდან  მსჯავრდებულთა ფართომასშტაბიან გამოშვებას.

          ჩვენი აზრით, შეკრებითობის პრინციპის აბსოლუტური გაუქმება არ იქნება რეკომენდებული, ვინაიდან პრაქტიკაში არის მთელი რიგი დანაშაულები და დანაშაულის ამსრულებლები, რომელთა მიმართებაშიც სასჯელთა შეკრების პრინციპის არარსებობა პირდაპირმიმართებაში იქნება დაზარალებულთა ინტერესების უპატივცემლობასთან. დღეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულს უფლებრივად უთანაბრებს მოწმეს, ამავე დროს დასახელებული პრინციპის აბსოლუტური გაუქმებით ამ უკანასკნელის მდგომარეობა იქნება სრულიად უგულებელყოფილი. ვფიქრობთ, რომ რეკომენდებულია კანონმდებელმა განსაზღვროს დანაშაულის სახეები, რომელთა მიმართებაშიც გაუქმდება აღნიშნული პრინციპი.

         14—–დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს შეიქმნას: ,,სისხლის სამართლის პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმარების ინსტიტუტი,’’[3] რომელიც დაკომპლექტდება, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე სამეცნიერო, დიპლომატიური და სამოქალაქო საზგადოების წევრებისგან. მისი მიზანი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისთვის რეკომენდაციების შემუშავება და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხორციელებამდე მოსალოდნელი შედეგის გათვლა. ყოველივე აღნიშნული იქნება სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის განხორციელების და მოცემული კუთხით დაშვებული შეცდომების გამოსწორების მცდელობა.

          ხელისუფლების მხრიდან უნდა განხორციელდეს გარკვეული სახის გრანტების გამოყოფა და პროგრამების შედგენა მეცნიერთა ფართო საზოგადოებისადმი, რათა სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით მომუშავე მეცნიერებისა თუ მკვლევარებისთვის დაინტერესება იყოს მაღალი და სახელმწიფოს მხრიდან იგრძნონ მხარდეჭერა.

 ვლადიმერ წითლაური

                                    გამოყენებული ლიტერატურა

1-    ავტ.კოლექტივი თსუ – სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი თბ.2007წ.

2-    გამყრელიძე ო. სისხლის სამართლის პრობლემები თბ.2011წ.

3-    გამყრელიძე ო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება თბ.2005წ.

4-    გამყრელიძე ო.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება თბ. 2008წ.

5-    დონჯაშვილი თ.საქართველოს სისხლის სამართალი თბ.2002წ.

6-     ბოილკე ვ. ვესელსი ი.სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი თბ.2010წ.

7-    მჟავანაძე ზ. სისხლის სამართალი ქუთაისი 2000წ.

8-    ცნობილაძე პ. ხუბუა გ. ხმალაძე ვ. როგორ იქმნება კანონი თბ.2000წ.

9-    წერეთელი თ.სისხლის სამართლის პრობლემები თბ.2007წ.

10- ნაჭყებია გ.სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი)თბ.2011 წ.

11- ნაჭყებია გ.ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია თბ. 2011წ.

12- მჭედლიშვილი-ჰედრიხი ქ. სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი) თბ.2011წ.

13- ღლონტი გ.კრიმინოლოგია და სამართლებრივი კონტროლი საქართველოში თბ.2008წ.

14- შალიკაშვილი მ.კრიმინოლოგია თბ.2010წ.

15- ტურავა მ.სისხლის სამართალი (დანაშაულის მოძღვრება) თბ.2011წ.

16- ტურავა მ.სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი) თბ.2010წ.

17- კეკელია მ. ლორთქიფანიძე მ.ლორია ვ. ქართული ჩვეულებითი სამართალი თბ.1988წ.

18- ვახტან მეექვსე რედ.ი.აბულაძე თბ.1955წ.

19- ხუბუა გ. სამართლის თეორია თბ.2004წ.

20- მეტრეველი ვ.ქართული სამართლის ისტორია თბ.2004წ.

21- ზოიძე ბ.საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში თბ.2007წ.

22- ინწკირველი გ. სამართლებრივი რეფორმა საქართველოში თბ.1996წ.

23- დაუთაშვილი პ.სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი თ.2008წ.

24- ბეჟაშვილი ლ. საკანონმდებლო ტექნიკა თბ.2008წ

                                  დისერტაციები და სტატიები

1-      ოშხარელი მ. სადისერტაციო საშრომი ,,მტკიცების არსი სისხლის სამართლის პროცესში’’ თბ.2008წ.

2-      ალანია გ. სადისერტაციო ნაშრომი ,,ბიზნესის სფეროში ჩადენილი თაღლითობის გამოძიების მეთოდიკა’’თბ.2012წ.

3-      ხერხეულიძე ი. სადისერტაციო ნაშრომი ,,აუცილებელი მოგერიება ქართულსა და საერთო (ანგლო-საქსური ტიპის)სამართალში’’თბ.2008წ.

4-      აბრამიშვილი ლ. სადისერტაციო ნაშრომი ,,ქრთამი ძველ ქართულ სამართალში’’ თბ.2008წ.

5-      გიორგიძე ალ. სადისერტაციო ნაშრომი ,,შეზღუდული შერაცხადობა’’თბ.2008წ.

6-      ფაფიაშვილი ლ.,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება’’ ჟურ.საერთაშორისო სამართალი თბ.2011

7-      გაბელია ი. ,,სისხლის სამართალში კანონშემომქედების ცნებისა და არსის გაგებისთვის კრიმინალიზაციისა და მასთან დაკავშირებული პროცესების განმარტება’’ სოხუმის სახელმწიფო ნივერსიტეტის შრომები თბ.2010-2011წ.

                                                უცხოენოვანი ლიტერატურა

1-      Roxin ,,Strafrecht vor den Schranken der Frundrechte’’ (2004)

2-      Roxin C.Strafrecht, ATI. 1994.

3-      Eser A; Huber B. – korruptionsbekampfung durch strafrecht.Freiburg 1997.

4-      Calliess R; Muller-Dietz H. strafvollzugsgesetz. Munchen2002.

5-      Kelsen,Was ist Reine rechtslehre ? Festg.f.Giacometti 1953.

6-       Галиакбаров.П. Проблемы криминализаций многосубьектных общественно

опасных деяний. – Актуальные проблемы криминализаций и декриминализаций

общественно опасных деяний. Омск, 1980.

7-      Кудрявцев. В. Н. Понятие уголовной политики и формы её реализаций1978.

8-      Luderssen.K. Kriminologie, einfuhrung in die probleme. Baden-Baden,1984,

                           


[1] წითლაური ვლადიმერ. ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატრანტი.

[2] ბეჟაშვილი ლ. საკანონმდებლო ტექნიკა თბ.2008.გვ.41

[3] აღნიშნული ინსტიტუტის შექმნა და ჩამოყალიბება ვიმედოვნებთ, რომ ხელს შეუწყობს  სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარებას, რაც პირდაპირმიმართებაში იქნება ამ უკანასკნელის ქმედითობასთან. ვიტოვებთ იმედს, რომ ხელისუფლება, ისევე როგორც სამეცნიერო საზოგადოება, დასახელებული ნოვაციის მიმართ დიდ ინტერესს გამოავლენს.

 

Tags: , , , , , ,

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გარანტიები საქართველოში დასაერთაშორისო ასპექტები

შესავალი

წინამდებარე თემის კვლევის საგანს წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
დაცვის გარანტიები ქართულ კანონმებლობაში, კერძოდ კი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში და მისი საერთაშორისო ასპექტები.
ნაშრომში განხილულია საქართველოს კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავენ, ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონი. ასევე შემოთავაზებულია იმ პრობლემატური საკითხების გადაჭრის
გზები, რომელიც აღმოჩენილია აღნიშნული კანონის განხილვისას.
ნაშრომში ნათლად არის წარმოჩენილი ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც
უკავშირდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას საქართველოში.
წარმოჩენილ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, შემუშავებულია მისი გადაჭრის
გზები და გარკვეული რეკომენდაციები.
კვლევაში ასევე გაანალიზებულია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები,
რომლებიც მოცემულ თემას უკავშირდება.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა განხილულია სხვადასხვა კუთხით.
თემი აქტუალობა
თემის აქტუალობას წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეულეხლობის დაცვის
მექანიზმების გააზრება. იმ საკონმდებლო ხარვეზების წარმოჩენა, რომელიც უკავშირდება
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.
თემის მიზანი
წინამდებარე თემის მიზანია, წარმოაჩინოს ის ხარვეზები და პრობლემები, რომელიც
დაკავშირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხელობის დაცვასთან. ასევე მათი გადაჭრის
გზები და გარკვეული რეკომენდაციები.
სამეცნიერო სიახლე
ნაშრომის სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენს:
1. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მექანიზმების ანალიზი, მათი
გააზრება, შედარება საერთაშორის ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;
2. პირადი ცხოვრების წარმოჩენა სხვადასხვა ასპექტებში. იმ სფეროების დადგენა,
რომელიც მოიცავს პირად ცხოვრებას;
3. კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზები.

ლევან ჯგერენაია

ოხ. სრული ვერსია  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გარანტიები საქართველოში დასაერთაშორისო ასპექტები

 

Tags: , , , , , , , ,

მორალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრის კრიტერიუმები


ანოტაცია

წინამდებარე ნაშრეომში განხილულია საკიტხი „მორალური ზიანის ანაზრაურების განსაზღვრის კრიტერიუმები“. ეს საკიტხი სამოქალაქო სამართალში წარმოადგენს მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკიტხს. ჩემს მიზანს წარმოადგენს კრიტერიუმების მიხედვით ანაზრაურების განსაზღვრა. ნაშრომში განხილულია ყველა ის საკიტხი, რომელიც მნიშნელოვამნია კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის. ნაშრომში მოცემულია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი მორალური ზიანის ანაზღაურების საკიტხთან მიმართებაში. ნაშრომის დასკვნის ნაწილში მოცემულია არსებული პრობლემის გადაჭღის მექანიზმი.

სამეცნიერო კვლევის პრობლემა

კვლევის განსახილველ საკითხს წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრის კრიტერიუმების დადგენა.

პრობლემის არსი

პრობლემის მთავარ არსს წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების გამოხატულება ფულად სახსრებში. ამ უფლებების ხშირი დარღვევა.

ნაშრომის თემა

მორალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრის კრიტერიუმები.

თემის აქტუალობა

თემის აქტუალობას განაპირობებს ამ უფლებების ხშირი დარღვევა და კომპენსაციის კრიტერიუმების არარსებობა.

თემის მიზანი

თემის მიზანს წარდმოადგენს მორალური ზიანის კრიტერიუმების განსაზღვრა და არსებული პრობლემის გადაჭრა.

მორალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრა

 

$1. შესავალი

მორალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრის ოდენობის კრიტერიუმი წარმოადგენს ერთ–ერთ მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხს სამოქალაქო სამართალში.

ვინაიდან და რადგანაც ადამიანის უფლება და თავისუფლება წარმოადგენს უმაღლეს ფასეულობას ეს ღირებულებები სათანადოდ უნდა იყოს დაცული სახელმწიფოს მხრიდან.

ყველასათვის ცხადი და გასაგებია რომ საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია აღიარებს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციით დაცული და აღიარებულია ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა, პატივი და ღირსება, სინდისის აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება,. პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა და სხვა.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვადასხა ნორმატიული აქტებით ამ უფლებების შელახვის ფაქტი მაინც ხშირია. საყურადღებოდ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ უფლებების დარღვევით გამოწვეული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა:

  1. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევა
  2. პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის უფლების დარღვევა
  3. თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებათა დარღვევა
  4. პირადი საიდუმლოების უფლებათა დარღვევა.

საქართველოს სამოქლაქაო სამართალში მორალური ზიანის ფულადი ანაზრაურების ინსტიტუტი საჭიროებს დახვეწას, ვინაიდან ეს დარგი საკმაოდ დინამიურია. ამ ინსტიტუტის მოწესრიგება ჰარმონიზაცია კანონმდებლობასთან იქნება, არამარტო სამოქალქო სამართლის განვითარებაში, არამედ ზოგად ქვეყნის დემოკრატიულობისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯი.

$2. მორალური ზიანის ცნება და ისტორიული განვითარება

სანამ საკითხის არსებით განხილვაზე გადავიდოდე ყურადღება მინდა შევაჩერო მორალური ზიანის ცნებაზე. მორალური ზიანის ცნების დეფინიცია მოცემულია მე–18–ე მუხლის 1–ლ პუნქტში: „ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერსებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე[1].

მორალური ზიანის ანაზღაურებას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია გააჩნია. ამ არგუმენტს ადასტურებს ის ფაქტი, რომ: „ჰამურაბის კანონებით დაწესებული იყო ფულადი თანხის გადახდა არაქონებრივი ზიანისათვის, მაგალითად თუ ავიღებთ (სრულუფლებიანი მოქალაქე) სილას გააწნავდა სხვა თანაბარუფლებიან პირს უნდა გადაეხადა 500 გრამი ვერცხლი“[2]

ჰამურაბის კანონებში მოცემული ნორმა საფუძვლიან მტკიცებულებას გვაძლევს იმის შესახებ, რომ მორალური ნორმების დაცვა საზოგადოების განვითრების ყველა ეტაპზე განსაკუთღებული ყურადღების ობიექტს წარმოადგენდა, თუმცა აქვე არის ერთი ნიუანსიც ჰამურაბის კანონები არ ვრცელდებოდა მონაზე, რადგან ის არ წარმოადგენდა სამართლის სუბიექტს, შესაბამისად მონამფლობელურ ეპოქაში მონას არ ჰქონდა არანაირი უფლება, მოეთხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება.

თუმცა მონის საკითხი ძველი ეგვიპტის სამართლის მიხედვით მონას ჰქონდა უფლება: „თუკი მას სასტიკად მოექცეოდნენ და მძიმედ შეურაცხოფდნენ, ამ უკანასკნელს უფლება ჰქონდა მესაკუთრისათვის ეჩივლა ან ტაძრისათვის შეეფარებინა თავი, სადაც მასზე, როგორც ღმერთისადმი შეწირულზე  ყოფილი მეპატრონის იურისდიქცია აღარ ვრცელდებოდა“.[3]

რომის სამოქალაქო სამართალი ცნობილი იყო მონათმფლობელურ სამყაროში როგორც ყველაზე დახვეწილი ნორმებით მორალური ნორმების საკითხში, ეს ნორმები თავიდანვე გამორჩეულად მაღალ რანგში იქმნა აყვანილი. „რომის სამართლის პირველი წერილობითი წყარო, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირადი შეურაცხყოფისათვის, თორმეტი ტაბულის კანონია. კერძოდ, მე–8 ტაბულის მიხედვით სასამართლოს შეეძლო შეურაცხმყოფისათვის დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრებინა ჯარიმის გადახდა. თანხის ოდენობას განსაზღვრავდა თავად დაზარალებული. მოსამართლე (პრეტორი) კი თავისი შეხედულებისამებრ აფასებდა მოთხოვნილი თანხის ოდენობის სამართლიანობას.[4]

რომის სამართლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავდა სასამართლო. როგორც სჩანს, ეს პროცესი იმდენად დახვეწილი იყო ფაქტიურად ფუნდამენტალყური ცვლილებები არ განუცდია ჩვენს დრომდე. ამის მაგალითია სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოს პრაქტიკა ამ საკითხთან მიმართებაში. საქართველოს სასამართლო პრაქტიკამ ამ საკითხთან მიმართებაში ასეთი მიდგომით გამოირჩევა: „მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც იგი ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ხორციელი ტკივლის კომპენსაციისათვის. მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით გადასაწყვეტია. სამოქალაქო კოდექის 413–ე მუხლის თანახმად, მორალური ზიანის ფულადი კომპენსაცია უნდა განხორციელდეს „გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“.[5]

$3. სამოქალაქო–სამართლებრივი პასუხისმგებლობა მორალური ზიანის მიყენებისათვის

მორალური ზიანის განსაზღვრისათვის პირველ რიგში საჭიროა განისაზღვროს თუ რა სახის მორალური ზიანი განიცადა პირმა. სამართლიანი სახელმწიფოს მთავარი და უპირატესი პრინციპია დაიცვას კანონიერების და მართლწესრიგის პრინციპი. სახელმწიფო დემოკრატიისა და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით ვალდებულია უზრუნველყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის მინიჭებული უფლებათა რეალიზაციაში ხელი შეუწყოს, თუკი ამ უფლებების დარღვევა მოხდება აღკვეთოს და აღადგინოს პირვანდელ მდგომარეობაში.

მიყენებული მორალური ზიანისათვის პასუხისმგებლობის საკითხი მნიშვნელოვანია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მორალური ზიანი გაცილებით უფრო მძიმე შედეგს იწვევს, ვიდრე სხვა ქონებრივი დანაშაული.

„უნდა ითქვას, რომ მორალური ზიანი, ხშირად უფრო ძნელად ასატანია დაზარალებულისათვის, ვიდრე ქონებრივი ზიანი. მან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მთელი ცხოვრების დამახინჯება, რომელსაც, ამავე დროს თანს სდევს ძლიერი ნერვული მოშლილობა, რომელიც იწვევს სერიოზულ დაავადებებს, ზოგ შემთვევაში, სიკვდილსაც კი“.[6]

როგორც უკვე ვნახეთ მორალური ზიანის მიყენების ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქიკური იძულება.

მიყენებული ზიანის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები ცდება სამოქალაქო სამართლის კომპეტენციის სფეროს ა) იგი მოიცავს საკითხთა დიდ წრეს, რომელთა გადაწყვეტა არსებითად განსხვავდება სახელშეკრულებო ურთიერთობების სფეროში წარმოშობილი საკითხების მოწესრიგებისაგან. ბ) მასში კონცენტრირებულია არა მხოლოდ სამოქალაქო–სამართლებრივი ურთიერთობები, არამედ მთლიანად სამართლის მეცნიერების პრობლემები (მაგალითად, სამართალდარღვევის ცნების, სამართალსუბიექტების ცნების პასუხისმგებლობის, ზიანისა და ზარალის ცნების პრობლემა და ა.შ).“[7]

მორალური ზიანის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მიეკუთვნება, თითქმის ყველა სახის სამართლებრივ ურთიერთობის სახეს, როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროს კომპეტენციას. ამის ნათელი დადასტურებაა რომ ეს უფლებები დაცულია საქართველოში სხვადასხვა ნორმატიული აქტით.

როგორც უკვე აღვნიშნე მორალური ზიანის ერთ–ერთი მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. მორალური ზიანის ერთ–ერთ სახეს განეკუთვნება პირისათვის ცრუ ცნობების გავრცელება. მნიშვნელოვან და საყურადღებო ფაქტად მიმაჩნია განვიხილო აშშ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცილისწამების საკითხთან მიმართებაში. „აღნიშნული საქმეს განიხილავდა მოპასუხის აპელაციით კალიფორნიის შტატის სასამართლო ძირითდი სარჩელი წარდგენილი იყო ცილისწამებისათვის, რასაც თან ახლდა მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ჟიურიმ გამოიტანა ვერდიქტი ცილისწამებისათვის 20 ათასი დოლარის ანაზღაურებისა და მორალური ზიანის 16 ათასი დოლარის ანაზღაურების შესახებ. სარჩელის საფუძველი იყო მოპასუხის ცილისწამება მის კოლეგებთან ცრუ და ყალბი, დამამცირებელი ცნობების გავრცელება, რამაც კოლეგებს საბაბი მისცა ეფიქრათ, რომ იგი „ლესბიანკა“ იყო“.[8]

ჩემი აზრით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკამათო იყო საკითხი, მოსარჩელეზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი ცნობების შესახებ. გაუგებრობას იწვევს ის ფაქტიც, რომ რატომ დააკისრა სასამართლომ ცილისმწამებელს ორი სახის ვალდებულება თუკი ცილისწამება უკვე წარმოადგენს მორალური ზიანის ერთ–ერთ სახეს.

ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებს გააჩნიათ ხარვეზები მოცემულ საკითხთან მიმართებაში.

ყოველივე ზემოთ მოცემული ფაქტიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის საკითხი მორალური ზიანისათვის კომპენსაცია უნდა განისაზღვროის ამ უფლებების კონკრეტული სამართალდარღვევისათვის.

$4. მორალური ზიანის განსაზღვრის კრიტერიუმები სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით

ადამიანის ხელშეუვალი და გაუსხვისებელი უფლებები ყოველთვის მორალთან არის დაკავშირებული. ფეოდალური სისტემის რღვევამ და ბურჟუაზიული წეს–წყობილების წარმოშობამ მე–18–ე საუკუნეში ხელი შეუწყო კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის შემუშავებას. სადაც გათვალისწინებული იყო მორალური ნორმები. ეს ნორმები კომუნისტური იდეოლოგიის ქვეყნებშიც აისახა. თუმცა ეს უფლებები არაერთხელ დარღვეულა ამ ქვეყნებში.

გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით: „პირადი არაქონებრივი უფლებებიდან მხოლოდ უფლებას განამტკიცებს. თუმცა ამ უფლების ხელყოფის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სასამართლო პრაქტიკის მიერ დელიქტური სამართლის საფუძველზე კმაყოფილდება – სახელიც განეკუთვნება დელიქტური სამართლით დაცულ სიკეთეს“.[9]

მორალური ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ყველაზე ადრე განავითარა ინგლისმა. „მორალური ზიანის ანაზღაურების ინგლისური სისტემა იწვევს განცვიფრებას თავისი ცხოვრებისეული მოქნილობით და პრაქტიკული აზრით“[10]

მორალური ზიანის ცნების დამკვიდრებას გერმანულ სამართალში რთული ხანგრძლივი პროცესი ახლდა. „გერმანიის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ტერმინი „მორალური ზიანის“ გამოიყენება არაქონებრივი ზიანი. „გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 847–ე მუხლი, რომელიც არეგულირებს მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, იყო სპეციალური ნორმა. ზოგადი მუხლი, რომელიც ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა არის 253–ე მუხლი.

როგორც უკვე აღვნიშნე ის ფაქტი, რომ გერმანიაში მორალურ ზიანთან დაკავშირებული საკითხები ნელი ტემპით ვითარდებოდა და შესაბამისად არ იყო მოქნილი, დახვეწილი, როგორც ეს იყო ინგლისის შემთხვევაში. „გერმანიის სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებებით (2000 წლის 19 ივლისი) მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი რეგულირების საკითხში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა“.[11]

მნიშვნელოვან გარემოებად მიმაჩნია ინგლისელი კანონმდებლების მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები მორალური ზიანისა. „მათ ცხრილების შემოღებით შეეძლეს განესაზღვრათ ანაზღაურების ოდენობა, აქ სხვადასხვა ტიპის სიმძიმის ზიანის ანაზღაურება სხვადსხვანაირად ხორციელდება. გერმანიისა და საფრანგეთში სასამართლო პტაქტიკის მეშვეობით სასამართლოებით ხორციელდებოდა.“[12]

$5. მორალური ზიანის განსაზღვრის კრიტერიუმები ცალკეული სამართლადრღვევისათვის

$5.1. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევა

 ქონებრივი უფლების დაერღვევა განსაღვრელად არ არის რთული, რადგან მისი ფულადი სახსრებით დადგენა  შესაძლებელია. რაც შეეხება იმ საკითხს როცა ხდება სიცოცხლისა და ჯანმრეთელობის უფლების დარღვევა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება შეფასება ოჯახის წევრების მხრიდან კომპენსაციის ოდენობის შესახებ. ვინაიდან რადგანაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის დარღვევის შეფასება შეუძლებელია `ზიანის კომპენასაციას განსაზღვრისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მაგალითად დაღუპული, იყო თუ არა ერთადერთი შვილი მშობლებისა და შეუძლიათ თუ არა მოამვალში იყოლიონ მათ შვილი~[13]

ჯანმრთელობის დაზიანების საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება იმის დადგენა თუ რამდენად მძიმედ მოხდა მისი ჯანმრთელობის დაზიანება.

$5.2. პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის უფლების დარღვევა

პოლიტიკური, იდეოლოგიური, გლობალიზაციის ტრანსნაციონალური პროცესების ფონზე მნიშვნელოვანი იქნება ამ უფლების მეტი დაცულობა და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ თვალსაზრისით არ უნდა იყოს აქტიური, რადგან ეს ნორმები კონტიტუციით არის დაცული, მიუხედავად ამ ფაქტისა საქართველოში ასეთი ტიპის უფლებების ხელყოფის არ არის  იშივათი. ასეთი პიტის უფლებისათვის უფლებების დარღვევა ზიანის ანაზღაურების განსზღვრა რთულია მითუმეტეს ფულად სახსრებში ასახვა. თუმცა ამის განსაზღვრა შეუძლებელი არ არის მაგალითად პოლიტიკოსის რომლის საქმიანობის რეპუტაცია ირღვევა დამრღვევი ვალდებული უნდა იყოს მას საჯაროდ მოუხადოს ბოდიში და მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს.

$5.3 თავისუფლებებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებათა დარღვევა

ადამიანის თავისუფლება და პირადი ხელშეუხებლობის უფლება წარმოადგენს იმ უფლებათა კატეგორიას რომელიც კონსტიტუციითაა დაცული. ეს უფლებები დაცულია საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს მე-18-ე მუხლის შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შესაბამისად ეს ნორმები ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციას.

$5.4 პირადი საიდუმლოების დარღვევა

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თითოეულ ადამიანს პირადი საიდუმლოების უფლება არის დაცული. პირადი და საუდუმლოების დარღვეად მიიჩნევა: ხელყოფა იმ უფლებებისა რომელიც ეხება: „პირადი ცხოვრებისა, პირადი საქმიანობის ადგილისა მიმოწერა, სატელეფონო საუბრები და სხვა“[14]

ყოველთვის, როცა საქმე ეხება პირადი საიდუმლოების დარღვევას, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა თუ რამდენად ფართო წრემ შეიტყო პირის საიდუმლოების ამბავი და გასათვალისწინებელია ის ფაქტიც თუ მომავაშლი რამდენად გაიზრდება ეს წრე. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მოხდეს მორალური ზიანი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა.

$6. დასკვნა

 როგორც ვნახეთ ერთი შეხედვით მორალური ზიანის ნორმები დახვეწილია და არ საჭროებს ფუნდამენტურ ცვლილებას. თუმცა მეორე საკთხი მორალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრის კრიტერიუმები, ეს საკითხი ბუნდოვნაია და მორალური ზიანის განსაზღვრა სასამართლების მიერ ზოგ შემთხვევაში ხდება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უნდა მორალური ზიანისათვის პირისთვის უარის თქმა ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა გარეშე. ჩემი აზრით, რთულია მოსამართლემ განსაზღვროს მორალური ზიანის კომპენსაცია ამა თუ იმ სამართლებრივი სიკეთის დარღვევისათვის. თუ ქვეყანაში არ არსებობს სხვადსხვა სახის მორალური ზიანის განსაზღვრის კრიტერიუმი. დავფიქრდეთ წინა თავში განხილულ საკითხზე ინგლისში მორალური ზიანის კომნპენასაციის განსაზღვრის დახვეწილობაზე. იქ საუბარი იყო ცხრილებზე სადაც დეტალურად იყო აღწერილი კომპენასიის ოდენობაზე სხვადასხვა სიმძიმის მორალური ზიანის გარღვევისათვის. საქართველოში ასეთი ტიპის ცხრილების შემუშავება არ იქნება გონივრულ აზრს მოკლებული.

ცხრილის შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს კომპედენტურმა პირებმა სხვადასხვა პროფესიის წარმოამადგენლებმა მათ შორის: იურისტემა, ფსიქოლოგმა, ეკონომისტებმა და რადგან მორალური ზიანის ანაზღაურების განსაზღვრის კრიტერიუმებშ თითოეულ პროფესიის წარმომადგენელის კომპეტენციის საფეროში შედის.

ვფიქრობ ამ პრობლემის გადაჭრა ქართულ რეალობაში იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისაკენ.

ცოტნე პაჭკორია

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ავტორთა კოლეგია, საქართველოს სამქოალაქო კოდექსის კონეტარი წინგი პირველი მთავარი რედაქტორი: ლადო ჭანტურია, გამომცემლობა „სამართალი“ თბილისი 2002 წ.
  2. ბარაბაძე ნინო, მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები ჟურნალი. ადამიანი და კონსტიტუცია 2004 წერლი #2 რედქტორი: ჯონ ხეცურიანი
  3. დოღონაძე ლევან, ნინო ხაბალაშვილი, არაქონებრივი (მორალური) ზიანი გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად. ჟურნალი „თეუსუ“ 2009 წერლი #1(9) რედქტორი: ანზორ თოთაძე
  4. თოფჩიაშვილი მარინე, მორალური ზიანის ანაზღაურება ახალი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. ჟურნალი ადამიანი და კონტიტუცია 1999 წელი #1 მთავარი რედქტორი: ლევან ალექსიძე
  5. მონიავა პოლიკარპე (თემურ), პირადი არაქონებრივი უფლებები გამომცემლობა „მერიდიანი“ თბილისი: 2004 წ. რედაქტორი: გ. ფერაძე
  6. საქართველოს კონსტიტუცია, გამომცემლობა: იურიდიული ფირმა „ბინა კაუზა“ თბილისი: 2009 წ.
  7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, გამომცემლობა: RISE. თბილისი: 2010 წ.
  8. ჩიკვაიშვილი შალვა. მორალური ზიანი სამოქალაქო სამართალში რედაქტორი: თედო ნინიძე გამომცემლობა „მერიდიანი“ თბილისი 1998 წ.
  9. ჭანტურია ლადო, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში. რედქტორი: სერგო ჯორბენაძე. გამომცემლობა: სამართალი 2000 წ.


[1] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. გვ. 7.

[2] ლევან დოღონაძე, ნინო ხაბალაშვილი. თეუსუ, გვ. 87.

[3] პოლიკარპე (თემურ) მონიავა, პირადი არაქონებრივი უფლებები, გვ. 13.

[4] პოლიკარპე (თემურ) მონიავა, პირადი არაქონებრივი უფლებები, გვ. 14.

[5] საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. გვ. 74.

[6] მარინე თოფჩიშვილი, მორალური ზიანის ანაზღაურება ახალი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. გვ. 61–62.

[7] შალვა ჩიკვაშვილი, მორალური ზიანი სამოქალაქო სამართალში, გვ. 68.

 

[8] შალვა ჩიკვაშვილი, მორალური ზიანი სამოქალაქო სამართალში, გვ. 76.

[9] ლადო ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაო სამართლის ზოგად ნაწილშ, გვ. 191.

[10] ლევან დოღონაძე. არაქონებრივი (მორალური) ზიანი გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად, გვ. 86.

[11] ლევან დოღონაძე, ნინო ხაბალაშვილი, არაქონებრივი (მორალური) ზიანი გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად, გვ. 89.

[12] ნინო ბარაბაძე, მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები, გვ. 78

[13] შალვა ჩიკვაიშვილი, მორალური ზიანი სამოქალაქო სამართალში გვ. 118

[14] საქართველოს კონსტიტუცია გვ. 11

 

Tags: , , , , , , , , ,

ფრენშაიზინგი ქართულ და ავსტრალიურ კანონმდებლობაში

ფრენშაიზინგი ქართულ და ავსტრალიურ კანონმდებლობაში

 შესავალი

კერძო სამართალი ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი ურთიერთობები. სწორედ აღნიშნული ურთიერთობების დარეგურირებისა და მოწესრიგების მიზნით იქმნება სამოქალაქო სამართლის ესათუის ნორმა. სამოქალაქო სამართლის მეცნიერების კვლევის ობიექტი უშუალოდ სამოქალაქო კანონმდებლობაა. ის ახორციელებს ამ (სამოქალაქო კოდექსი) კანონმდებლობის მეცნიერულ ანალიზს, როგორც ისტორიული თვალსაზრისით , ისე პოზიტიური გაგებით და მისი განვითარების პერსპექტივით.[1]

ჩემთვის საინტესესოა წარმოგიდგინოთ საქართველოს კანონმდებლობის კვლევითი და შედარებითი ანალიზი პრეცენდენტული სამართლის ოჯახის ქვეყნის კანონმდებლობასთან, როგორც ზოგადი ასპექტებით ასევე კონკრეტულად ფრენშაიზინგის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, შედარებითი კვლევის შემდეგ კი ვეცდები, მოკლედ და გასაგებად გესაუბროთ იმ სიკეთეთა შესახებ, რომელსაც ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით იღებს როგორც ფრენშაიზორი, ასევე ფრენშაიზის მიმღები და რაღა თქმა უნდა მომხმარებელი.

ფრენშაიზინგის ზოგადი მიმოხილვა

ფრენშაიზინგი წარმოიშვა მე-19 საუკუნეში, როდესაც ისეთმა კომპანიებმა, როგორიცა არის „ზინგერი“, „ინტერნეიშენალ ჰარვესტერი“ და სხვა, მსოფლიოში დააფუძნეს ფირმები, რომელთაც  გააჩნდათ მათი საქონლის ექსკლუზიური გაყიდვის უფლება. მე-20 საუკუნეში ისეთი კომპანიები, როგორიცაა „კოკა-კოლა“, „ჯენერალ მოტორსი“ და სხვა აქტიურად იყენებდნენ ფრენშაიზინგს საკუთარი საქონლისა და მომსახურების გასაყიდად.[2]

როგორც ვხედავთ ფრენშაიზინგი წარმოადგენს ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც წარმოიშვა სახელშეკრულებო პრაქტიკის შედეგად, სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი იმპლემენტაცია სამოქალაქო კოდექსში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში კანონმდებელი ფრენშიზინგის ცნებას შემდეგნაირად აყალიბებს, ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას.[3]

როგორც აღვნიშნე ფრენშაიზინგი არის სავაჭრო პრაქტიკის შედეგი, ურთიერთობის ეს ფორმა შექმნა არა მეცნიერულმა ანალიზმა, არამედ პრაქტიკამ, სავაჭრო პრაქტიკამ, ფრენშაიზინგის კანონმდებლობას პრეცენდენტული სამართლის ერთ- ერთ წამყვან ქვეყანაში, როგორიცაა ავსტრალია ეწოდება „სავაჭრო პრაქტიკა (მეწარმეთა კოდიქსი- ფრანჩაიზინგი)“ (Trade Practices (Industry Codes — Franchising)), რომლის საბოლოო ვერსია 1998 წელს არის გადამუშავებული. სწორედ აღნიშნულ კანონმდებლობასთან შედარებით ანალიზს შემოგთავაზებთ მოცემულ ნაშრომში.

ავსტრალიის სავაჭრო პრაქტიკა (მეწარმეთა კოდიქსი- ფრანშაიზინგი) Trade Practices (Industry Codes — Franchising)

როგორც ვიცით ავსტრალია ანგლო საქსონური სამართლის ქვეყანაა და იქ კანონმდებლობაც შესაბამისად განსხვავებულია რომაულ გერმანული პოზიტიური სამართლის ოჯახისგან. პირველრიგში უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიის „მეწარმეთა კოდექსი-ფრენშაიზინგი“ არ წარმოადგენს რომელიმე კოდექსის ნაწილს, მისი ნორმები არ არის რომელიმე კოდექსის ნაწილი. ის წარმოადგენს დამოუკიდებელ სამართლებრივ აქტს, პრეცენდენტული სამართლის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კოდიფიკაციის თავისებურებით.

ავსტრალიის „მეწარმეთა კოდექსი-ფრენშაიზინგში“ კანონმდებლის მიერ ჩამოყალიბებული და განსაზღვრულია ფრენშაიზინგის სახეები, მათი გამოყენება დროისა და სივრცის მიხედვით, ასევე აღნიშნულ კოდექსში დეტალურად არის აღწერილი ფრენშაიზის ხელშეკრულების მხართა უფლება-მოვალეობანი აღნიშნული ხელშეკრულების  მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მომენტში.

ამ დოკუმენტში საუბარია არა მარტო ფრენშაიზის მონაწილეთა ურთიერთობის მარეგულირებერ ნორმებზე, არამედ დიდი რაოდენობით შეიცავს ტერმინტა განმარტებებს პოზიტიური სამართლის კოდიფიკაციის სტილისგან განსხვავებით  მაგალითად:

სავაჭრო ნიშნის მინიჭება ხდება სავაჭრო ნიშნების აქტით 1995.

შენიშვნა:   სავაჭრო ნიშანი არის სიმბოლო (დაწერილი, სიტყვა, სახელი, ხელმოწერა, ციფრები, მოწყობილობი, ბრენდი, სასაქონლო, ეტიკეტები, ბილეთი, ასპექტი შეფუთვა, ფორმის, ფერის, ხმის ან სუნი (ან ამათი ნებისმიერი კომბინაცია))  რომელიც გამოიყენება ან აპირებენ გამოიყენონ, რათა გამოირჩეოდნენ მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხით. სავაჭრო ნიშნის მინიჭება ხდება პროვაიდერის მოთხოვნის საფუძველზე (see Trade Marks Act 1995, s 17)(იხ.სავაჭრო ნიშნის აქტი 1995s .17)[4]

აღნიშნულ კოდექსში აგრეთვე საუბარია ფრენშაიზინგის დადების ფორმაზე, ავსტრალიერი კანონმდებლები, ფრენშაიზინგის ხელშეკრულების მსურველ პირებს, სთავაზობენ ხელშეკრულების დადების ფორმის არჩევისას ფართო ლავირების[5] საშუალებას, მათ შეუძლიათ სასურველი ფორმით დადონ ხელშეკრულება (კონტრაქტი). ამას ავსტრალიის კანონმდებლობა შემდეგნაირად გვისახავს:

(1)   ფრენშაიზი  არის შეთანხმება:

               (a)    რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად იდება შემდეგი ფორმით:

(i)         წერილობითი შეთანხმება;

 (ii)       სიტყვიერი შეთანხმება;

 (iii)      ნაგულისხმევი შეთანხმება[6];

როგორც ვიცით ფრენშაიზინგის ხელშეკრულება კერძო სამართლის სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა, მასზე მოქმედებს სამოქალაქო სამართლის აღიარებული პრინციპები, რომელსაც თავის მხრივ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, პირველ მუხლში გადმოგვცემს[7], როგორც  პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ და სხვა სახის სამოქალაქო ურთიერთობებს. მიუხედავად სამოქალაქო სამართლის მკვეთრად ჩამოყალიბებული სახისა, ავსტრიის „სავაჭრო პრაქტიკის-ფრენშაიზინგის“ კვლევის შედეგად ჩვენ ვნახავთ მუხლს, რომელიც ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აღნიშნული კანონმდებლობის დარღვევისთვის ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე.

მაგალითად ავსტრიის სავაჭრო პრაქტიკის მესამე თავის მიხედვით:

 „მნიშვნელოვანი სამართალ დარღვევა ნიშნავს:

(a)  დანაშაულს, რომლითაც დაირღვა თანამეგობრობის, ან შიდასახელმწიფოებრივი, ან ადგილობრივი კანონი,  მოქმედებით ან უმოქმედობით, თუ დანაშაული ჩადენილ იქნა ჯერვის ბაის[8] ტერიტორიაზე, და თუ კანონდამრღვევი ნასამართლევია მიესაჯოს პატიმრობის ვადა არანაკლებ 5 წელი;“[9]

ავსტრალიის სამოქალაქო კოდექსი ფრენშაიზის ცნების საინტერესო და ამომწურავ დეფინიციას გვაძლევს:

„ფრენშაიზი  არის შეთანხმება, რომელშიც პირი (franchisor-ფრენშაიზორი) ლიცენზიას ანიჭებს სხვა პირს (franchisee-ფრენშაიზის მიმღებს), ესეიგი  უფლებას-აწარმოოს საქონლის ან მომსახურეობის შეთავაზების, მომარაგების ან გავრცელების ბიზნესი, ავსტრალიის იურისდუქციის ქვეშ. ფრენშაიზის მიმღების მარკეტინგული გეგმა არსებითად განისაზღვრება და კონტროლირდება ფრენშაიზორის ან ასოცირებული ფრენშაიზორის[10] მიერ.  ხელშეკრულების ფარგლებში, ფრენშაიზის მიმღები ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე ან საქმიანობის გაგრძელებამდე, შესაბამისი თანხა გადაუხადოს ფრენშაიზორს ან ასოცირებულ ფრენშაიზორს“

ავსტრიის „ვაჭრობის პრაქტიკა- ფრენშაიზინგის“ კოდექსში გვხვდება მუხლები, რომელიც განკუთვნილია ამათუიმ წელში დადებულ ხელშეკრულებაზე, კოდექსის ნორმები დროში არსებობას აგრძელებენ, განსხვავებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსისგან, მას შემდეგაც, რაც აღნიშნული ურთიერთობის გარკვეული ასპექტის დასარეგურირებლად ახალი ნორმატიული აქტი იქნა მიღებული, კანონმდებლის მიერ, მანამ სანამ არსებობს კოდექსის ძველი კომპილაციის[11] დროს. ასე მაგალითად:

(1)           ეს კოდექსი ვრცელდება იმ ფრენშაიზის ხელშეკრულებაზე რომელიც 1998წლის 1 ოქტომბრის   შემდეგ დაიდო.

(1A)          კოდექსში ცვლილება შევიდა   2008 წლის 1 მარტიდან, ცვლილებები ვრცელდება იმ ფრენშაიზის შეთანხმებაზე, რომელიც ძალაში შევიდა ცვლილებების შეტანის შემდეგ.

(1B)          კოდექსში ცვლილება შევიდა   2010 წლის 1 ივლისიდან, ცვლილებები ვრცელდება იმ ფრენშაიზიას შეთანხმებაზე, რომელიც ძალაში შევიდა ცვლილებების შეტანის შემდეგ.[12]

 

იმისათვის რომ ნათლად დავინახოთ მსგავსებები და განსხვავებები ავსტრიის ფრენშაიზინგისკანონმდებლობასა და ქართულ კანონმდებლობას შორის, სასურველია, გავეცნოთ ქართულ ანალოგსაც.

ფრენშაიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში

ქართული სამოქალაქო კანონმდებლობა ავსტრიულისგან განსხვავებით წარმოადგენს რომაულ-გერმანული პოზიტიური სამართლის სისტემას, ის ხასიათხება კოდიფიკაციის მაღალი სტანდარტით. საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე როგორც სხვა პოზიტიურ სამართლის ოჯახის კანონმდებლობებში არ გვხვდება აღრევა სისხლის სამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების. ის ხასიათდება მკვეთრი გამიჯნურობით.

სამოქალაქო ხასიათის ურთიერთობები საქართველოს კანონმდებლობით, ძირითადი პრინციპების დონეზე თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (განსხვავებით ავსტრალიის კანონმდებლობისგან). ფრენშაიზინგის აღნიშნული კოდექსის ნაწილს წარმოადგენს. განსხვავებით ავსტრალიის „სავაჭრო პრაქტიკის-ფრენშაიზინგის“ მოცულობისგან, ქართული კანონმდებლობა აღნიშნული ურთიერთობის დასარეგურილებლად სულ რამდენიმე ნორმას გვთავაზობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 607 მუხლი გვაძლევს ფრენშაიზინგის სამართლებრივ დეფინიციას[13].

დღეს დღეისობით ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით დარეგურირებული სამართლებრივი ურთიერთობები ფეხს იკიდებს, მისი შედეგებიდან და სამხრივი ინტერესიდან გამომდინარე. ფრენშაიზინგის ქართული კანონმდებლობა აქცენტს აკეთებს ფრენშაიზის ხელშეკრულების პირთა შორის არსებულ უფლება მოვალეობებზე ასე მაგალითად:

 ფრენშაიზის მიმცემი(ფრენშაიზორი)[14] ვალდებულია ფრენშაიზის მიმღებს წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ფორმით არამატერიალური ქონებრივი უფლებები, სასაქონლო (სავაჭრო)[15] ნიშნები, ნიმუშები, შეფუთვა, საქონლის წარმოების, შეძენის,გასაღებისა და საქმიანობის ორგანიზაციის კონცეფცია, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გასაღებისთვის ხელშესაწყობად.  ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია დაიცვას ერთიანი მოქმედების სისტემა მესამე პირთა ჩარევებისაგან, განუწყვეტლივ განავითაროს იგი და საქმიანი ჩვევების გაზიარებით, ინფორმაციების მიწოდებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით მხარი დაუჭიროს ფრენშაიზის მიმღებს.

თავის მხრივ ფრენშაიზის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური, რომლის ოდენობაც არსებითად გამოითვლება ფრენშაიზინგის სისტემის განხორციელებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, კეთილსინდისიერი მეწარმის გულისხმიერებით აქტიურად განახორციელოს საქმიანობა, მიიღოს მომსახურება და შეიძინოს საქონელი ფრენშაიზის მიმცემის ან მის მიერ დასახელებულ პირთა მეშვეობით, თუკი ეს უშუალო კავშირშია ხელშეკრულების მიზანთან. [16]

განსხვავებით ავსტრალიის სამოქალაქო კოდექსისგან, რომელიც მხარეებს, ხელშეკრულების ფორმის არჩევაში ფართო თავისუფლებას ანიჭებს, ქართული კანონმდებლობის მიხედვით:  ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ნამდვილობისათვის საჭიროებს წერილობით ფორმას. გარდა მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების, ხელშეკრულების ხანგრძლივობის, მოშლის ან ვადის გაგრძელებისა და ხელშეკრულების სხვა არსებითი ელემენტების თვალნათლივ აღნიშვნისა, მხარეებმა ხელშეკრულების ტექსტში უნდა შეიტანონ ფრენშაიზინგის სისტემის სრულყოფილი აღწერა.

პროფესორი გიორგი თუმანიშვილი დიდი ბრიტნეთის ფრენშაიზინგის ხელშეკრულების/ურთიერთობის პრინციპთან დაკავშირებით, საინტერესო სქემას წარმოგვიდგენს:

„ფრენშაიზინგი ეს არის საკონტროლო ლიცენზია, გაცემული ერთი პირის მიერ(ფრენშაიზორი) მეორის მიმართ (ფრენშაიზის მიმღები). რომელიც:

  • აძლევს უფლებას ან აიძულებს ფრენშაიზის მიმღებს ფრენშაიზინგის პერიოდში დასაქმებულ იქნას განსაზღვრული ბიზნესით, გამოიყენოს სპეციალური სახელწოდება, რომელიც ეკუთვნის ფრენშაიზის მიმცემს.
  • აძლევს ნებას ფრენშაიზის მიმცემს ფრენშაიზინგის ხელშეკრულებისპერიოდში განახორციელოს კონტროლი განსაზღვრულ ბიზნესზე, რომელიც ფრენშაიზინგის ხელშეკრულების საგანია;
  • აიძულბს ფრენშაიზის მიმცემს დახმარბა გაუწიოს ფრენშაიზის მიმღებს ბიზნესის წარმართვაში, რომელიც ხელშეკრულების საგანია;
  • აიძულებს ფრენშაიზის მიმღებს რეგურალურად გადაუხადოს ფრენშაიზის მიმცემს ფრენშაიზის ხელშეკრულების პერიოდში განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება იმ საქონლისა და მომსახურებისთვის, რასც ფრენშაიზის მიმცემი უწევს ფრენშაიზის მიმღებს;
  • გარიგება ჰოლდინგურ და მის შვილობილ კომპანიას შორის ა არის ჩვეულებრივი, ან შვილობილ კომპანიებსა და ერთ ჰოლგინგურ კომპანიას შორის, ან კერძო პირსა და კომპანიას შორის, რომლიც მას უწევს კონტროლს.“[17]

ფრეჩაიზინგი ეკონომიკისა და სამართლის მიჯნაზე

 ჩვენ მიმოვიხილეთ რა ქართული და ავსტრიული კანონმდებლობა ფრეშაიზინთან დაკავშირებით, კვლევის ამ ნაწილში უპრიანი იქნება განვიხილოთ თუ როგორ გამოიყენება ფრენშაიზინგის ხელშეკრულებები პრაქტიკაში, როგორ რეგულირდება მხარეების მიერ და რა უპირატესობა გააჩნია სხვა ხელშეკრულებეთან შედარებით.

სამოქალაქო ურთიერთობების ამოსავალ წერტილს პირთა კერძო ავტონომია წარმოადგენს, პირები საკუთარი ნამდვილი ნების შესაბამისად ამყარებენ სახელშეკრულებო ურთიერთობებს სასურველ პარტნიორთან, გარკვეული მიზნის მისაღწევად. მთავარია პირთა ურთიერთობა არ გასცდენ კანონით დაშვებულ ნორმებს, აქედან გამომდინარე მათ შეუძლიათ თავისუფლად იურთიერთონ სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში. სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ ერთი ფორმაა ფრენშაიზინგი[18].

როგორც ზევით აღვნიშნე ფრენშაიზინგი ბიზნეს პრაქტიკიდან იღებს სათავეს, ის ერთ-ერთი მეთოდია ახლად დაარსებული კომპანიისთვის ჩაიბაროს და მართოს უკვე აწყობილი ბიზნესი, ფრენშაიზინგი არის ბიზნესის ორგანიზაციული ფორმა, რომელიც აძლევს მეწარმეს უკვე ცნობილი საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის უფლებას, ანუ ეს არის ლიცენზია, რომელიც იძლევა უფრო მსხვილი კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოყენების შესაძლებლობას, ან მისი საქონლის სხვა რეგიონში გაყიდვის უფლებას. ამ უფლების გამო, ფრენშაიზის მფლობელი, როგორც წესი, წვრილი ფირმის მეპატრონე, მსხვილი ფიმის მეპატრონეს უხდის ერთჯერადად, ხოლო ხოლო შემდგომ თვეში ყოველთვიურ შენატანს.

ფრანჩაიზინგის არის სტრატეგიული ალიანსი პირებს შორის, რომელსაც აქვს კონკრეტული ურთიერთობებით და პასუხისმგებლობით ერთად საერთო მიზანი დომინირება ბაზარზე, ანუ მიიღოს და შეინარჩუნოს მეტი მომხმარებელი, ვიდრე მათმა კონკურენტებმა. როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა ფრენშაიზინგი არის ის, რომლითაც მცირე კომპანიას, შეუძლია შეისყიდოს ლიცენზია,  მეორე მხარის ოპერაციული სისტემა  ლიცენზირებულმა გამოიყენოს, ასევე ისარგებლოს  ბრენდის სახელითა და რეპუტაციით.

როგორც უმეტესი ბიზნეს ურთიერთობა, ფრენშაიზინგიც სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ ერთი ფორმაა, რომელიც პრაქტიკიდან დაინერგა კანონმდებლობაში. როგორც ვიცით ხელშეკრულების დადების დროს ხელშეკრულების მხარეებს გარკვეულ პრინციპებს კანონმდებლობა თავიდანვე უყენებს ზოგადი წესების სახით[19].

Ø  ფრენშაიზინგის სახეები

როგორც ვხედავთ ფრენშაიზინგი არის ბიზნესისა და სამართლის ერთობლივი პროდუქტი. ფრენშაიზინგის სახელშეკრულებო ურთიერთობის მრავალი სახე ჩამოყალიბდა, შეიძლება ითქვას რომ ყოველი ახალი დოკუმენტი ფრენშაიზინგის ახალი სახეა,  თუმცა ძირითადი ნიშნების მიხედვით ფრენშაიზინგის ხელშეკრულებებს ოთხ ფორმას გამოყოფენ:

სასაქონლე ნიშნის გამოყენების ფრენშაიზინგი, როდესაც ფრენშაიზის მყიდველი კორპორაციას უხდის ფულს სასაქონლო ნიშნის გამოყენებისთვის;

მზა პროდუქციის გაყიდვის ფრენშაიზინგი, როდესაც მყიდველი ყიდულობს საქონელს პარტნიორისგან, ხოლო შემდეგ ახდენენ მის რეალიზაციას საკუთარ ფასებით.

საქონლის წარმოების ფრენშაიზინგი, როდესაც ლიცენზიანტიდედობილი კომპანიისგან იღებს მისი საქონლის წარმოებისა და რეალიზაციის უფლებას. ამასთან, გამოიყენება კომპანიისაგან ნაყიდი ნედლეული და მასალები.[20]

საქმიანობის სახეობაზე ფრენშაიზინგი: რომლის მიხედვით ლიცენზიანტი ყიდულობს საკუთარი ფირმის გახსნის უფლებას დედობილის სახელწოდების გამოყენებით, მისი საქმიანობის პროფილის შენარჩუნებით.[21] [22]

ზემოთხსენებული პირველი ორი კატეგორია  ხშირად მოიხსენიება, როგორც პროდუქტის და სავაჭრო ნიშნის (tradename) ფრენშაიზება. ეს მოიცავს ღონისძიებებს, რომელშიც ფრენშაიზის[23] ეძლევათ უფლება გაავრცელოთ ფრენშაიზორის[24] პროდუქტი მისი საფირმო სახელის გამოყენებით, ხელშეკრულებაში მითითებულ ტერიტორიაზე ან კონკრეტულ ადგილამდე. ამის  სანაცვლოდ გადაიხადოს დედობილის სასარგებლოდ მოსაკრებელი ან ჰონორალი.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გულისხმობს ფრენშაიზის   სტანდარტიზირებულ სისტემაში ჩასმას, როგორიცაა ბიზნესის დაგეგმვა, მენეჯმენტის სისტემის მოდერნიზება, ადგილმდებარეობა, იერსახე, იმიჯი, და საქონლის ხარისხი.

სტანდარტიზაცია, თანმიმდევრულობა და ერთგვაროვნებაზე ორიენტირი  დამახასიათებელი ნიშნებია ბიზნეს ფორმატის ფრენშაიზინგის.

სწორედ ამ ფორმატის ფრანჩაიზინგი არის დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი მსოფლიო ეკონომიკის ფრანჩაიზინგის  სექტორში. თუმცა აღნიშნული მოდელი ხელშეკრულებრივი ასპექტებიდან გამომდინარე ძირითადად გვხვდება ლოკალიზებურ ადგილებში, ამგვარი ურთიერთობის ფორმით კი ძირითადად მაღაზიები სარგებლობენ.[25]

ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით „კომერციულ ქორწინებაში“ მყოფი პირთა (ფრენშაიზორი და ფრენშაიზი) ურთიერთობაში შედის პროდუქციის, მომსახურების, სავაჭრო ნიშნის, ბაზრის კონცეფციის, სტრატეგიისა და გეგმის, საოპერაციო სტანდარტების ასევე სისტემატისირების გადაცემა, ფორმირება, სწავლება. შემდგომ ეტაპზე კი ხარისხის კონტროლი, მიმდინარე დახმარება და ზედამხედველობა.

მოკლედ, მოცემული სახელშეკრულებო ურთიერთობა უზრუნველყოფს მცირე ბიზნესისთვის (ფრენშაიზისთვის) ისეთი  შესაძლებლობების მიცემას როგორიც აქვს დიდი ბიზნესს (ფრენშაიზორს). ამავე დროს ეს არის ასევე მომგებიანი ურთიერთობა ფრენშაიზორისთვის, მას შეუძლია გაზარდოს თავისი პროდუქცია და გაფართოვდეს ბაზარზე ყოფნის  გარეშე, მიიღოს კაპიტალი ფრენშაიზის მიღწევების მეშვეობით,  დაბალ რისკის და საკუთარი კომერციული უპირატესობის გამო.

ზოგადად „კომერციული ქორწინება“ ფრენშაიზორსა და ფრენშაიზის შორის არის სამართლებრივი ურთიერთობის ფორმა, რომელიც დამყარებულია ფრენშაიზინგის ხელშეკრულებაზე, მასში ასახულია კონტრაჰენტების სრული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, ასევე უფლებები. ფრენშაიზინგის ხელშეკრულება კი ფორმდება წერილობითი სახით. ეს კომერსიულ სამართლებრივი ხელშეკრულება, მერყეობს ზემოთ ჩამოთვლილ ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ფორმებს შორის, შეიძლება ითქვას რომ არ არსებობს ორი იდენტური ფორმა აღნიშნული ხელშეკრულების, რადგან იგი დაფუძნებულია ადამიანის ინდივიდუალურ ნებაზე.

ბუნებრივია ფრენშაიზინგის ხელშეკრულებაში ყოველთვის არის უფლებრივი ბალასი ფრენშაიზორის სასარგებლოდ, რადგან ფრენშაიზორს ნებისმიერ დროს აქვს კონტროლის უფლება, ფრენშაიზის მიმართ, სტანდარტების, ბიზნესის წარმატებისა და საფირმო ხარისხის ასპექტში.[26]

ფრენშაიზინგის წარმატების ძირითადი ფაქტორები

ფრენშაიზინგის ხელშეკრულების შინაარსობრივი მხარიდან გამომდინარე, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, კმაყოფილია როგორც ფრენშაიზის მიმღები, ისე ფრენშაიზორი და ბრენდის მომხმარებელი.

ლიცენზიის გამყიდველი (ფრენშაიზორი) ამყარებს თავის საქმიანობის საფუძველს.

ლიცენზიის მყიდველი (ფრენშაიზი) იყენებს ფრენშაიზორის უკვე ცნობილ და აპრობილებულ მეთოდოლოგიას.

საზოგადოება (მომხმარებელი)-უწყვეტად იღებს საქონელსა და მომსახურებას,ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე,ეს არის გარატი იმისა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში (სადაც ვრცელდება ფრენშაიზი) მიიღოს მისთვის ცნობილი და სასურველი მომსახურება.

როგორც წესი ყველაზე დიდ მოგებას იღებს ფრენშაიზორი, რომელსაც შეუძლია ფრეჩაიზის ხარჯზე ბიზნესის გაფართოება საკუთარი კაპიტალის ამ საქმეში ჩაუდებლად[27].

თუმცა ფრენშაიზინგი ფრენშაიზისთვისაც მომგებიანია, რადგან ბიზნესის ამგვარი წამოწყება ნაკლებ რისკებთან არის დაკავშირებული. ფრენშაიზინგში ფულის ჩადებით ის ყიდულობს ფუნქციონირებად, წარმატებულად მოქმედ საწარმოს. გარდა ამისა საზოგადოება იცნობს ფირმის დასახელებას და იქმნება რეკლამის უპრობლემო წარმოების შეაძლებლობა.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართალურთიერთობის წარმატებული მაგალითია ფირმა „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელი, რომელიც მსოფლიოს სხვადასსხვა კუთხეში მდებარე რამოდენიმე ათას რესტორანს აერთიანებს.[28]

ეს გულისხმობს , იმას რომ „მაკდონალდსის“ მომხმარებელი  მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იღებს იმ მომსახრებას, რომელიც მისთვის ცნობილია.ეს ხელსაყრელია როგორც ამ ქვეყენბის მაცხოვრებელტატვის, ისე იმ ტურისტებისთვისაც რომლებსაც უხდებათ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა.პრაქტიკიდან გამომდინარე ტურისტული მოგზაურობის დაგეგმვის დროს მრავალი ტურისტვისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ქვეყანაში მისთვის სასურველი და ნაცნობი რესტორნების  ქსელის არსებობა.

შენიშვნა:

ცნობები მაკდონალდსის შესახებ

დაარსდა: 1940

ფრენშაიზის ხელშეკრულებით: 1955 წლიდან.

კორპორაციული ოფისი: 2111 McDonald’s Dr Oak Brook, IL 60523

მაკდონალდსი წამყვანი გლობალური კვების სერვისია, მის  30000-ზე მეტი  რესტორანს  ემსახურება 52 მილიონ ადამიანზე მეტი,  100-მდე ქვეყანაში ყოველ დღე.   მაკდონალდსის რესტორნების 70%-ის მფლობელი  მსოფლიოს მასშტაბით არის ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით სამართალ ურთიერტობაში ცენტრალურ ოფისთან. დასაქმებულ პირთა უმრავლესობა დგილობრივი კადრია.[29]

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ურიგო არ იქნება თუ დაკსვნის სახით წარმოვადგენთ პატარა ფრაზას, რომელიც სრულიად აღწერს ფრენშაიზის უპირატესობებს.

 ძნელია ახალი ღვეზელის გამოგონებით კონკურენცია გაუწიო ბაზარზე უკვე არსებულ „ჩიზბურგერს“ ან „ჰამბურგერს“ [30]

26 იანვარი 2013 წელი

მიხეილ ბოჭორიშვილი

ბიბლიოგრაფია

ü  თუმანიშვილი, გ. (2012). ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა და ვალდებულებით-სამართლებრივი ნორმატიული რეგულირება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ü  კობახიძე, ა. (2001). სამოქალაქო სამართალი. თბილისი: შპს გაზეთი “საქართველოს მაცნე”.

ü  შენგელაია, თ. (2008). ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები (ნაწ I, II). თბილისი: “ახალი საქართველო”.

  • გამოყენებილი ნორმატიული მასალა:
  • პარლამენტი. (1997). საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. თბილისი.
  • სამინიასტრო, ი. (Ed.). (1998). ავსტრალიის სავაჭრო პრაქტიკა-ფრენშაიზინგი. ავსტრალია.


[1] კობახიძე, ა. (2001). სმოქალაქო სამართალი. თბილისი: შპს გაზეთი “საქართველოს მაცნე”-ს სტამბა.

[2] შენგელაია, თ. (2008). ბიზნესის ადმინისტრირების საბუძვლები(ნაწილი I,II). თბილისი: “ახალი საქართველო).

 

[3] პარლამენტი, ს. (1997). საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. თბილისი: საკანონმდებლო მაცნე.(მუხლი 607)

[4] ავსტრალიის სავაჭრო პრაქტიკა-ფრენშაიზინგი (საკანონმდებლო  აქტი 1998 No. 162)

[5] Du. Laveeren (გერმ) 1.იალქნიანი გემის სვლა, ცურვა ისე, რომ ქარი ხან ერთი მხრიდან უბერავდეს, ხან მეორიდან; საერთოდ, გემის სვლა კურსის (მიმართულების) ხშირი ცვლით წყალქვეშა ქვების, თავთხელების და მისთ. გვერდის ასაქცევად. 2. გადატ. მოხერხებულად გვერდის ავლა სიძნელეებისათვის; რამესთვის თავის არიდება; მდგომარეობასთან მარჯვედ შეგუება.

[6] ნაგულისხმევი შეთანხმება-აღნიშნული ტერმინი ნიშნავს ურთიერთობის იმგვარ ფორმას, როდესაც სამოქალაქო ურთიერთობის პრაქტიკიდან გამომდინარე, პირთა შორის ჩამოყალიბდება იმგვარი ურთიერთობის ფორმა, რომელიც თავდაპირველად არ იყო გამიზნული ფრენშაიზინგის ხელშეკრულებად, თუმცა შემდეგ ამგვარ ურთიერთობად ჩამოყალიბდა, ჩამოყალიბებული უფთიერთობის ფორმა კი სჭიროა დარეგურირდეს იმ ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობით, რომლის დაცვად სფეროშიც ექცევა ის, სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინატე.

[7] საქ. სამოქ. კოდექსი: :ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.“

[8] შენიშვნა: ჯერვის ბეი ( Jervis Bay) არის ტერიტორია ავსტრალიაში, რომელიც უშუალოდ თნამეგობრობის სისხლის სამართლის იურისდიქციაშია.

[9] დედანში: serious offence means: an offence under any law of the Commonwealth or a State or a Territory for which, if the act or omission had taken place in the Jervis Bay Territory, a person would be liable, on first conviction, to imprisonment for a period of not less than 5 years;

[10] ასოცირებული ფრენშაიზორი-პირი,რომელიც წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი მესაკუთრე ფრენშაიზორის მიერ, ან პირი რომელიც საქმიანობიდან გამომდინარე შეგვიძლია მივიჩნიოთ ფრენშაიზორად.

[11] იგვ.-კოდიფიკაცია

[12] იუსტიც. სამინიასტრო,(Ed.). (1998). ავსტრალიის სავაჭრო პრაქტიკა-ფრენშაიზინგი. ავსტრალია.

[13] ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას.  (სსკ. მუხლი 607)

[14] საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს ფრენშაიზორი/ფრენშაიზერი. იგი ქართულ სამოქალაქო კოდექსში მოხსენიებულია, როგორც ფრენშაიზის გამცემი.

[15] იხ. გვ. 5

[16] პარლამენტი. (1997). საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. თბილისი: საკანონმდებლო მაცნე.

[17] თუმანიშვილი, გ. (2012). ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა და ვალდებულებით-სამართლებრივი ნორმატიული რეგულირება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

[18] Franchise- 1. n. პრივილეგია; უპირატესობა; სასაქონლო ნიშნის გამოყრნრბით ვაჭრობის ლიცენზია და ამისთვის როიელთის გადახდა; he has bought a printing-or a hot dog – მან შეიძინა ბეჭდვის ან ცხელ სოსისიანი ბუტრბროდის (ჰოთ-დოგის) გაყიდვის უფლება; 2. v. ადამიანებისათვის სასაქონლე ნიშნის გამოყენებით ვაჭრობის ლიცენზიის მიყიდვა და სათანადოდ როიალთი გადაიხადონ; his sandwich bar was so successful that he decided tu – it – მის სენდვიჩის ბარს ისეთი წარმატება ჰქონდა, რომ მან გადაწყვიტა მისი ლიცენზიის შეძენა

 

[19]  სამოქ. კოდექსი. მუხლი 319.  კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათაშინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

[20] მაგალითად- „კოკა-კოლას“ წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ასხამს გამაგრილებელ სასმელებს, კონცენტრანტებს ამ პროდუქციის წარმოებისთვის იღებს სათაო ოფისიდან.

[21] მაგალითად-„ნიკალას“ ტიპის კვების ობიექების ქსელი საქართველოში

[22]What is Franchising? (2013 წლის 25 იანვარი). From Retrieved from franchise council of australia: http://www.franchise.org.au/what-is-franchising-.html

 

[23] ფრენშაიზი(franchisee)-პირი რომელიც ფრენშაიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იღებს ლიცენზიას. (ავსტრალიის  სავაჭრო პრაქტიკა (მეწარმეთა კოდიქსი- ფრანჩაიზინგი) დებულება) Franchisee-(ფრენშაიზის მიმღები) მწარმოებელი ფირმისგან სავაჭრო ნიშნიანი საქონლის გაყიდვის უფლებამინიჭებული პირი

 

[24] ფრენშაიზორი(franchisor)-პირი რომელიც ფრენშაიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინახე გასცემს ლიცენზიას.

[25] (2013 წლის 23 იანვარი). From Business Format’s Franchising: http://www.drycarpet.com/franchise/franchise_facts.htm

[26] What is Franchising? (2010 წლის 11 Nov ).  franchise council of australia: http://www.franchise.org.au/what-is-franchising-.html

[27] აშშ-ს სამხრეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბილ და ჯულია ბრაიტსებმა ათი ათასი დოლარი წარუმატებელ მაღაზიაში ჩადეს, რომელიც იოგურტით ვაჭრობდა. ყურადღებიანი მომსახურების, კარგი რეკლამის. მართვის სწორი მეთოდების შედეგად ბრაიტსებმა ფუნქციონირების მეოთხე თვეს მიიღეს მოგება. შემდეგი ექვსი წლის გამავლობაში მათ გახსნეს კიდევ შვიდი მაღაზია, შემდეგი გაფართოება მოითხოვდა კრედიტს, ამიტომ ამ მეწარმეებმა დაიწყეს ფრენშაიზინგის ლიცენზიის გაცემა და დღეს ეს კომპანია მოიცავს სამას ობიექტს. ლიცენზიის გაცემით ისინი არა მარტო აფართოვებდნენ თავიანთ ბიზნესს სხვისი სახსრების ხარჯზე, არამედ დამატებით ღებულობდნენ მოგებას ლიცენზიის მყიდველებისგან (შენგელაია, თ. (2008). ბიზნესის ადმინისტრირების საბუძვლები(ნაწილი I,II). თბილისი: “ახალი საქართველო). (გვ. 197))

[28] თუმანიშვილი, გ. (2012). ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა და ვალდებულებით-სამართლებრივი ნორმატიული რეგულირება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

[29] McDonald’s Franchise Opportunity. (2013 წლის 26 იანვარი). From franchising.com: http://www.franchising.com/mcdonalds/

[30] შენგელაია, თ. (2008). ბიზნესის ადმინისტრირების საბუძვლები(ნაწილი I,II). თბილისი: “ახალი საქართველო).

 

Tags: , , , , , , , , , , , ,

ფსიქოზი, როგორც ქმედუუნარობის საფუძველი

შესავალი

წინამდებარე სტატიაში მსურს გაგაცნოთ და განვიხილო პრობლემა რომელიც რეალურია, დღევანდელი ქართული კანონმდებლობით კი არ რეგურირდება და შესაბამისად  საჭიროებს რეაგირებას. პრობლემა ეხება აფექტური ფსიქოზის და შიზოაფექტურ ფსიქოზის[1] დროს ფიზიკური პირის ქმედუუნაროდ ცნობას. აფექტური ფსიქოზი ასევე შიზოაფექტური ფსიქოზი, როგორც სამედიცინო კვლევებიდან ირკვევა ხასიათდება პერიოდულობით, მას ახასიათებს რემისიისა და აფექტის ფაზები. რემისიის ფაზის დროს ადამიანი სრულად და ადეკვატურად აღიქვამს გარემო ფაქტორებს, აფასებს მას,  აფექტის ფაზისგან განსხვავებით როცა პირს აღენიშნება ინდეფერენტულობა, არაჯანსაღი ნება,  ასევე აღქმის, მეხსიერების, აზროვნების, აფექტურობის და სხვა ფუნქციათა დარღვევა.

ვეცადე ჩემი დაწერილი ესსეთი დამენახებინა ის პრობლემა რომელიც შეიძლება გაჩნდეს აფექტური ფზიქოზით დაავადებული პირის ქმედუუნაროდ აღიარების დროს. დაგაფიქროთ კანონიერი წარმომადგენლის (მეურვის) კეთილსინდისიერებაზე აღნიშნულ შემთხვევაში, მითუმეტეს თუ საქმეში  ქმედუუნარო პირის ქონება და მისი განკარგვის უფლება ერთვება.

ფსიქოზი როგორც ქმედუუნარობის საფუძველი

ადამიანის, როგორც ინდივიდის უფლებაა (უფლება რომელის არსებობისთვის აუცილებელია პირი აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს (ასაკი, ჯანმრთელობა)) იყოს ქმედუნარიანი, ეს უფლება განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. თუმცა, ის არ არის აბსოლიტური უფლება  და რიგ შემთხვევებში, გარკვეულ პირობათა არარსებობის დროს იზღუდება კიდეც. ფიზიკური პირის ქმედუნარიანობის ცნებას  სსკ  შემდეგნაირად განმარტავს: ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედების სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (ქმედუნარიანობა), წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე[2]. აღსანიშნავია, რომ ადამიანი ქმედუნარიანობას დაბადებისთანავე არ იძენს, მისი მიღება დამოკიდებულია გარკვეული პირობების არსებობაზე[3], ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ასაკი. კარგად განვითარებული ადამიანის ცხოვრება დაბადებიდან-სიკვდილამდე შეგვიძლია ქმედუნარიანობის მიხედვით, სამართლებრივად დავყათ სამ ეტაპად, 0-7 წლამდე (ქმედუუნარო), 7-18 (შეზღუდული ქმედუნარიანი) და 18 წლის ზევით (ქმედუნარიანი). აქედან გამომდინარეობს რომ ქმედუნარიანობა დამოკიდებულია ასაკზე, თუმცა მხოლოდ ასაკი არ მიიჩნევა ქმედუნარიანობის განმსაზღვრელ ფაქტორად. სსკ-ის მეთორმეტე მუხლის მეხუთე პუნქტი განმარტავს, რომ ქმედუუნაროდ მიიჩნევა  პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად (ქმედუუნაროდ) იქნება აღიარებული. ამ პირის უფლებებს ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი. ქმედუუნაროდ აღიარების პრეროგატივა მხოლოდ სასამართლოს  აქვს, ეს უფლებამოსილება არ გააჩნია არცერთ სხვა სახელმწიფო ორგანოს[4].

როგორც ვხედავთ, ადამიანი შეიძლება იყოს სრულწლოვანი, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდეს მას ნორმალური განსჯის უნარს. უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა ჯანმრთელი არ აღნიშნავს ფიზიკურ სრულყოფილებას. აქვე უნდა ითქვას, რომ ფიზიკური ნაკლი არ წარმოადგენს ქმედუუნარობის საფუძველს.[5]

სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარების დროს ვაწყდებით პრობლემას, კერძოდ ფსიქოზით დაავადებული  პირი, დაავადების სახიდან ან/და მკურნალობის კურსიდან გამომდინარე (აფექტური ფსიქოზი) შესაძლოა რეალურად ქმედუუნარო იყოს წელიწადის განმავლობაში სულ რამდენიმე დღე, რასაც კვლევებიც ადასტურებს.[6] ამ შემთხვევაში კი რემისიის პერიოდში (როდესაც პირი აცნობიერებს რეალურ გარემოებას და ადეკვატურია გარემო პირობებთან) მას სასამართლო გადაწყვეტილების გამო არ შეუძლია იმოქმედოს როგორც ქმედუნარიანმა პირმა, რადგან ის დიაგნოზი “ფსიქოზის” გამო მიჩნეულია ქმედუუნაროდ და მას კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგენს კანონიერი წარმომადგენელი მეურვის სახით.

ფსიქოზი შედის სულით ავადმყოფობის კლასიციკაციაში, სწორედ ამის გამო ხდება ფსიქოზით დაავადებული ადამიანებისთვის ქმედუუნაროდ აღიარება სასამართლოს მიერ. სულით ავადმყოფობა კი შემდეგნაირად შეგვიძლია გავიგოთ, ნერვული სისტემის ავადმყოფური მდგომარეობა რომელსაც იწვევს უნებური ნერვული დენები, რომლებიც თავის მხრივ აღძრავენ არასწორ მგრძნობელობებს და წარმოდგენებს (ჰალუცინაციებს). ორგანოთა რაიმე არანორმალური დაძაბულობით პირი ვარდება შეცდომაში, კარგავს გარესამყაროს ნათელ ხედვას, კარგავს ნებას და სხვ. (ნება როგორც ვიცით სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, მისი ნაკლიკი სამართლებრივი შედეგის დადგომას შეიძლება ითქვას შეუძლებელს ხდის, სწორედ ნების არარსებობა, რომელიც გვხვდება სულიერი ავადმყოფობის დროს არის საფუძველი ამგვარი პირის (სულიერი ავადმყოფის) ქმედუუნაროდ ცნობის დროს). ეს ნიშნავს იმას, რომ  პირი სულიერი  მოშლილობის კვალობაზე კარგავს სწორი აზროვნების წესს, ხატოვნად რომ ვთქვათ, უკრავს მოშლილ ინსტრუმენტზე.

ახლა ვეცდები დეტალურად განვიხილო ფსიქოზი და მისი სახეები. ფსიქოზები ფსიქიკურ დარღვევათა გამოხატული  ფორმებია, რომელთა დროსაც ავადმყოფის ფსიქიკური ფუნქცია გარემომცველი რეალობისადმი მკვეთრი შეუსაბამობით გამოირჩევა. რეალური სამყაროს აღქმა ამ

დროს უხეშად არის დარღვეული, ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, ქცევის დარღვევით, განსაზღვრული სიმპტომებითა და სინდრომებით ვლინდება (იგულისხმება აღქმის, მეხსიერების, აზროვნების, აფექტურობის და სხვა ფუნქციათა დარღვევა). ფსიქოზი, ჩვეულებრივ, უმაღლეს ნერვულ მოქმედებათა გამოვარდნის შედეგია, რომელიც თავის მხრის იწვევს პირის ნების არარსებაბას, ან მის მცდარ გააზრებას. თავად ის სხვა, ახალ გამოვლინებებს დასაბამს არ აძლევს. განასხვავებენ ფსიქოზის რამდენიმე ფორმას, მათ შორის:

. ჰალუცინაციურს;

. ბოდვითს;

. ჰალუცინაციურ-ბოდვითს;

. აფექტურს (დეპრესიულს; მანიაკურს; მანიაკურ-დეპრესიულს);

. ალკოჰოლურს;

. ისტერიულს;

. შიზოაფექტურს და აშ.[7]

ამათგან შიზოფრენიის სიმპტომებს წარმოადგენს ჰალუცინაციური, ბოდვითი, ვიზუაკლური ინტერაქციული ხმოვანი, ჰალუცინაციურ-ბოდვითი, აფექტური, დეპრესიული, მანიაკალური, მანიაკალურ-დეპრესიული, ისტერიული შიზოაფექტური.

აქვე მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო აფექტურ ფსიქოზზე.   აფექტური ფსიქოზი ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს გუნება-განწყობის პერიოდული დარღვევა მანიაკურ, დეპრესიულ ან შერეულ მდგომარეობათა სახით (შეტევათა ფაზების ეპიზოდებით), სრული შექცევადობით, რემისიით, (როცა დაავადებულს აფსოლიტურად არ აღენიშნება დაავადების ნიშნები, ამ პერიოდში იგი აღიქვამს ყოველივეს და შეუძლია სათანადო რეაქციების ქონაც, ამავე დროს პირს გააჩნია სრუნი ნებელობა), (თუმც რას მოიმოქმედებს იგი დეპრესიულ პერიოდში ეს ძნელი განსასაზღვრია) ფსიქიკური ფუნქციებისა და პიროვნულ თვისებათა აღდგენით[8]. აფექტურ ფსიქოზს აქვს აფექტური ფაზა, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა სიღრმისა და ხანგრძლივობისა იყოს. მანიაკური ფაზა, ჩვეულებრივ, დეპრესიულზე ხანმოკლეა – ამ უკანასკნელის ხანგრძლივობა საშუალოდ 4-9 თვეა, მანიაკურისა კი 5-6 თვე. რაც შეეხება აფექტურ ფაზას, მან შესაძლოა რამდენიმე თვე და წელიც კი (15-18 წლამდე) გასტანოს. ამ მონაცემებს ამტკიცებს ელ.ჟურნალ Oxfordjournals – ში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, ფსიქოზით დაავადებულთა სტაციონალში ერთი წლის მკურნალობის კურსის შემდეგ პაციენთთა 77% რემისიის ფაზაში გადადის და მათ როგორც ზევით აღვნიშნე სრულად გააზრებული ქმედებები აღენიშნებათ.[9]

აფექტურ ფსიქოზს განანსხვავებენ:

მონოპოლიურ დეპრესიულზე- როცა ავარმყოფობის კლინიკურ სურათში პერიოდულად იქმნება მხოლოდ დეპრესიული ფაზები;

მონოპოლარული მანიაკალური- როდესაც აღინიშნება მხოლოდ მანიაკალური საზები;

ბიოპოლარული- დეპრესიული მდგომარეობის მოზღვავება;

ბიოპოლარული- მანიაკალური მდგომარეობის მოზღვავება;

მკაფიო ბიოპოლარული- ტყუპი მანიაკალური და დეპრესიული ფაზების ერთობლიობით.[10]

აფექტური ფსიქოზის შემდეგ საინტერესოა ყურადღება გავამახვილოთ შიზოაფექტურ ფზიქოზზე- ეს არის არაპროგრედიენტული ენდოგენური ფსიქიკური დაავადება შედარებით სასიკეთო პროგნოზით, პერიოდული შეტევებით, რომელთა სურათში და დინამიკაში ერთდროულად თანაარსებობენ ან თანმიმდევრობით ვითარდებიან ცირკულარული აფექტური დარღვევები (დეპრესიული, მანიაკალური და შერეული ასევე რემისიის ფაზები) ენდროგენული ხასიათისა და შიზოფრენიისათვის დამახასიათებელი ბსიქოტური სიმპტომები (ბოდვითი და ჰალუცინატორული)

შიზოაფექტური ფსიქოზის თავისებურებებია:

მიმდინარეობის პერიოდული ხასიათი შიზოაფექტური და აფექტური შეტევების მონაცვლეობით;

სასიკეთო პროგნოზი ნეგატიური დარღვევების ხილვადი დამახასიათებელი ზრდის გარეშე;

ხილვადი პიროვნული ძვრების დაავადების დინამიკაში და შიზოფრენული დეფექტის თვისებების არქონა;

ფსიქოზის სურათში ცირკულარული აფექტური დარღვევების და შიზოფრენული ბოდვითი სიმპტომების აუცილებელი შერწყმა[11]

შიზოაფექტური ფსიქოზის დროს მკურნალობას დიდი ეფექტიანობა აქვს, მკურნალობის კურსის შედეგად მცირდება აფექტურ ფაზათა შიზოიდური გამოვლინება, და მკურნალობის უწყვეტობის პირობებში მიიღწევა რემისიული ფაზების მაქსიმალურად შენარჩუნება, იშვიათად გამოვლენილი ფსიქოიტური შეტევების ფონზე, რომელიც მკურნალობის შედეგად თანდათან მცირდება.[12] აღნიშნული დაავადების მქონე პირს შესაძლოა სასამართლოს მიერ  დაუდგინდეს ქმედუუნარობის სტატუსი, რომელიც როგორც ვხედავთ მკურნალობის შემდეგ რეალურობას კარგავს და რეალურად მხოლოდ იურიდიულ დოკუმენტებში არსედოდს. ფაქტიურად კი სირთულეებს უქმნის “ჯანმრთელ ქმედუუნაროს” (პირი რომელსაც დაუდგინდა ქმედუუნარობა სასამართლოს მიერ, მაგრამ შემდგომში ქმედუუნარობის საფუძვლის არარსებობის შემთხვევაშიც, გარკვეულ გარემოებათა გამო, უნარჩუნდება ქმედუუნაროს სტატუსი)

როგორც საქართველოს სასამართლო პრაქტიკა გვიჩვენებს ფსიქოზით დაავადებულ პაციენტებს აღნიშნული დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში, სასამართლო აცხადებს ქმედუუნაროდ და უნიშნავს კანონიერ წარმომადგენელს (მეურვეს).  მიუხედავად კვლევებისა სასამართლო  არ ითვალისწინებს დაავადების ტიპს, არადა როგორც დასტურდება, (ასევე ექიმ მანანა ლობჯანიძესთან გასაუბრების დროს გავარკვიე) აფექტური ფსიქოზისა და შიზოაფექტური ფსიქოზის დროს, როგორც ზევით აღვნიშნე, მკურნალობის შედეგად არის ეგრეთწოდებული რემისიის ფაზა,  რომლის ხანრგრძლივობა შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს (რემისიის ფაზის დროს პირი ადეკვატური ქცევებით გამოირჩევა, სწორად აღიქვმს მის გარშემო არსებულ რეალობასდა მისი ნება ნამდვილია, არ აღინიშნება ფსიქიკიდან გამომგინარე ნების დარღვევა). ამ დროს კი თუ მას (ქმედუუნაროდ აღარებულ პირს) სასამართლოს მიერ დადგენილი აქვს ქმედუუნაროს სტატუსი ის ვერ განახორციელებს სამოქალაქო ურთიერთობებში საკუთარი თავის წარმოდგენას, ვერ შეძლებს საკუთარი ქონების უშუალოდ განკარგვას, მიუხედავად იმისა რომ სრულიად ჯანმრთელი და გარემოსთან ადაპტირებულია, ის ვერ იმოქმედებს მეურვისგან დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა რომ რემისიის დროს სახეზეა ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.[13]

როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ვიცით ქმედუუნაროდ აღიარებული პირის განკურნების ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში სასამართლო აღიარებს მას ქმედუნარიანად[14] ამასთან ავადმყოფობის გამო ქმედუუნაროდ აღიარებული პირის განკურნების შემთხვევაშიც მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი აღაროს პირი კვლავ ქმედუნარიანად.[15]  ქმედუნარიანად აღარების რეგულაცია როგორც ვხედავთ არსებობს კოდექსში, მაგრამ ვის აქვს სარჩელის შეტანის უფლება სასამართლოში, ქმედუუნარობის მოხსნასთან დაკავშირებით? რა თქნა უნდა კანონიერ წარმომადგენელს (მეურვეს) ან/და მზრუნველობის მქონე ორგანოს, რომელსაც არამარტო მზრუნველობაში მყოფი პირის მეურვეობა, არამედ მისი საკუთრების განკარგვა შეუძლია და ევალება კიდეც პირის ქმედუნარიანობის აღდგენამდე. ამ შემთხვევაში ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე დიდად სავარაუდოა მეურვის არაკეთილსინდისიერება, მან არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში შესაძლოა სასამართლოში არცკი შეიტანოს სარჩელი, ქმედუუნარობის მოხსნასთან დაკავშირებით, რათა “ჯანმრთელი ქმედუუნაროს” საკუთრებაში არსებული ქონება გამოიყენოს სათავისოდ, პირადი მიზნებისთვის.

დღევანდელი ქართული გამოცდილება გვაჩვენებს რომ წინა აბზაცში მოყვანილი დაშვება რეალურია. სამწუხაროდ ყველაფერი მხოლოდ ეს არ არის, “ქმედუუნაროს” ქონების განკარგვის პრივილეგიას ასევე ემატება “ქმედუუნარობის პენსია” რომლითაც მრავალი მეურვე სარგებლობს და საკუთარი ნებისდა მიხედვით განკარგავს. საქართველოში დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანს დაუფიქსირდა სულიერი ავადმყოფობა, მშობლებმა სასამართლოს გზით დაუნიშნეს პენსია ქმედუუნარობის საბაბით, განკურნების შემდეგ კი სასამართლოსთვის აღარ მიუმართავთ  ქმედუუნარობის მოსახსნელად, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხომ პენსია მოეხსნებოდათ.

და ბოლოს. ზემოთქმულიდან გამომდინარე ვფიქრობ მიზანშეწონილია კანონმდებლებმა გაითვალისწინონ და დაიცვან “ჯანმრთელი ქმედუუნაროების” უფლებები. დაიცვან ისინი საკუთარი მშობლების/მეურვეების არაკეთილსინდისიები მოპყრობისგან, რომელიც ძირფესვიანად ლახავს მათ სამოქალაქო უფლებებს, საკუთარი თავი წარმოაჩინონ სამოქალაქო ურთიერთობებში. ვთვლი რომ სამზნე ადამიანთა უფლებათა დასაცავად, კარგი იქნება თუ ქმედუუნარობასთან  ერთად ამგვარ პირებს ექნებათ  სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, შინაგანი რწმენით გაცნობიერებული რეალური ჯანმრთელობის საფუძველზე (ქმედუუნაროდ აღიარებული პირის განკურნების დროს ჩვენ სახეზე გვაქვს რეალურად ჯანმრთელი ადამიანი, მისი ქმედუუნარობა მხოლოდ იურიდიული ფიქცია ხდება, აქედან გამომდინარე მისი შინაგანი რწმენა და ნება რეალურ ჯანმრთელობაზეა დაფუძნებული, მიუხედავად იმისა რომ პირი აღიარებულია ქმედუუნაროდ). ამ შემთხვევაში მეტად გარანტირებული იქნება ადამიანის ქმედუნარიანობის უნარის უფლება. ქმედუნარიანობა ხომ ეს არის  ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრულიმოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (ქმედუნარიანობა).[16]

მიხეილ ბოჭორიშვილი

გამოყენებული მასალები


[1] ზურაბაშვილი, ა. (1988). სამედიცინო დეონტოლოგია ფსიქიატრიაში. თბილისი: საბჭ.საქართველო.

მამულაშვილი, ბ. (2008). ვიოეთიკა. თბილისი: უნივერსალი.

[2] საკანონმდებლომაცნე. (1997). საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. (ს. მაცნე, Red.) N786-IIს

[3] თუმანიშვილი, გ. (2010). სალექციო კურსი შესავალი საქართველოს კერძო სამართალში.  თბილისი. გვ.31.

[4] ჭანტურია, ლ. (1997). შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში. (ს. ჯორბენაძე, Red.) თბილისი: “სამართალი. გვ. 154.

[5] ჭანტურია, ლ. (2011). სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილი. (რ.ჭანტურია, Red.) თბილისი: “სამართალი. გვ.181.

[6] Center, M. P. (2006). Predictors of Psychosis Remission in Psychotic Disorders That Co-occur With Substance Use. oxfordjournals .

[7]

მამულაშვილი, ბ. (2008). ვიოეთიკა. თბილისი: უნივერსალი.

[8] ზურაბაშვილი, ა. (1988). სამედიცინო დეონტოლოგია ფსიქიატრიაში. თბილისი: საბჭ.საქართველო.

[9] Center, M. P. (2006). Predictors of Psychosis Remission in Psychotic Disorders That Co-occur With Substance Use. oxfordjournals .

[10] ზურაბაშვილი, ა. (1988). სამედიცინო დეონტოლოგია ფსიქიატრიაში. თბილისი: საბჭ.საქართველო.

[11] MedGeoNet. (2010). ფსიქოზი. MedGeoNet . http://www.medgeo.net/2009/10/25/%E1%83%A4%E1%83%A1/

[12] მამულაშვილი, ბ. (2008). ვიოეთიკა. თბილისი: უნივერსალი.

[13] საკანონმდებლომაცნე. (1997). საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. (ს. მაცნე, Red.) N786-IIს მუხლი12, პუნქტი 6.

[14] საკანონმდებლომაცნე. (1997). საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. (ს. მაცნე, Red.) N786-IIს

[15] ჭანტურია, ლ. (1997). შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში. (ს. ჯორბენაძე,) თბილისი: “სამართალი”. გვ.154.

[16] საკანონმდებლომაცნე. (1997). საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. (ს. მაცნე, Red.) N786-IIს მუხლი 12. პუნქტი1.

 

Tags: , , , ,

ხელოვნური განაყოფიერების გზით შობილი ბავშვები და ქართული კანონმდებლობა

ხელოვნური განაყოფიერების გზით შობილი ბავშვები და ქართული კანონმდებლობა

შესავალი

ნაშრომში განხილულ პრობლემის არსს წარმოადგენს – საქართველოს კანონმდებლობის არასრული, ჩამორჩენილი მუხლები თანამედროვე მოთხოვნილებებისადმი.

პრობლემის აქტუალობა – პრობლემა მეტად აქტუალურია,დღითიდღე იზრდება იმ უშვილო მშობელთა რიცხვი, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილის გაჩენაზე. ჩვენი კანონმდებლობა საშუალებას იძლევა მათ განახორციელონ აღნიშნული ქმედება, მაგრამ იგივე ჩვენი კანონმდებლობა უპასუხოდ ტოვებს ბევრსამართლებრივ კითხვას.

თემა წარმოდგენილია ნაშრომში პრობლემური კომპლექსის სახით – წინამდებარე ნაშრომიშედგება შესავლისა და ხუთი პარაგრაფისგან. პირველი პარაგრაფი შეიძლება განვიხილოთ ნაშრომის შესავლის ერთგვარ გაგრძელებად. Aმ პარაგრაფის მიზანია იმ ტერმინთა განმარტება მოახდინოს, რომლებიც გამოყენებული იქნება ნაშრომის მომდევნო პარაგრაფებში. იგი გაადვილებს შემდგომში სხვა პარაგრაფების აღქმას ტერმინოლოგიური თვალსაზრისით.[1] მეორე პარაგრაფში საუბარი გვექნება ზოგადად ხელოვნური განაყოფიერების არსზე და ხელოვნური ინსემინაციას დონორის ან ქმრის სპერმით (უფრო კონკრეტულად დონორის მეშვეობით ინსემინაციას), წარმოვაჩენთ მის სამართლებრივ მხარეს დეტალურად შევისწავლით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ მარეგულირებელ ნორმებს, ვიმსჯელებთ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. მესამე პარაგრაფი ეხება განაყოფიერებას ორგანიზმის გარეთ (ექსტრაკორპორული IN-VIთღO), ემბრიონის შემდგომი იმპლანტაციით ქალის საშვილოსნოში.[2]

ამპარაგრაფშიც შევაჯერებთ აღნიშნული საკითხის სამართლებრივ ასპექტებზე, რეგულირებაზე და მომავლის რეკომენდაციებს მივცემთ. მეოთხე პარაგრაფი შეეხება “სუროგატულ დედობას”, მისი დაშვების წინაპირობაზე ქართულ რეალობაში და რეკომენდაციის სახით წარმოდგენილი იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ მარეგულირებელ ნორმებზე. და საკანონმდებლო ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, ხოლო მეხუთე პარაგრაფი იქნება დასკვნა სადაც შევაჯერებ და სამართლებრივ შეფასებას მივცემ ჩემ პოზიციებს.

კლევა-ძიების აქტუალობა – აღნიშნულ საკითხზე კვლევა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილის გაჩენა, მნიშვნელოვანია თითოეულ ნაბიჯს მივცეთ სამართლებრივი შეფასება რამდენად კანონიერია? ღამდენად სამართლიანია? ეს იქნება პაციენტის ნაბიჯები, დონორის ნაბიჯი თუ ექიმის პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველაფერს შევხედავთ სამართლებრივი კუთხით იმისთვის რომ ყველა ნაბიჯი კანონიერად გავზომოთ, გამოვიყენებთ ქართულ საკანონმდებლო ბაზას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

სამეცნიერო სიახლე – ახალი რეპროდიქციული ტექნოლოგიების გამოყენება დაკავშირებულია სამართლებრივ პრობლემებთან[3]

უნდა მოხდეს საკითხის ანალიზი ახლებურად გადაწყვეტა და სამართლებრივი მეთოდოლოგიის პოზიციის შემუშავება. წინამდებარე ნაშრომში შევხვდებით ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს, კერძოდ ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას, კერძოდ როდესაც წყვილი ბუნებრივად ვერ ახდენს შვილის გაჩენას ახალმა ტექნოლოგიებმა მისცა იმის საშუალება რომ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიები გააჩინონ შვილი.

ნაშრონის თეორიულ პრაქტიკული ღირებულება – ვიმედოვნებ და ღრმად მწამს,რომ ნაშრომი მართლაც ღირებულია, მისი თეორიული ღირებულება იმაში გამოიხატება რომ ის ზოგად წარმოდგენას შეგვიქმნის ხელოვნური განაყოფიერების არსზე და მის სამართლებრივ რეგულირებაზე, ხოლო პრაქტიკული ღირებულება იმ შემთხვევაში ექნება თუ კანონმდებლები და ჯანდაცვის სფერო დაინტერესდება აღნიშნული თემით და ჩემ პოზიციაზე მყოფი ხალხის შეხედულებით და პრაქტიკაში განახორციელებენ მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ნაშრომის სოციალური ეფექტურობა მდგომარეობს შემდგომში – ნაშრომი გახლავთ სოციალურადაც ეფექტური. ის მოსახლეობას და დაინტერესებულ უშვილო წყვილებისთვის საგანმანათლებლო ფუნქციას ითავსებს და ასეთ წყვილებს უსვამს კითხვას, რომ მანამ რაიმეს გადაწყვეტენ კარგად დაფიქრდნენ, ისე არ მოხდეს, რომ თავიანთი “ნაკლის” შევსების მიზნით უარეს მორალურ, სამართლებრივ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. შესავლის დასასრულს მინდა აღვნიშნო რომ ნაშრომი სრულად მაინც ვერ ასახავს იმ საკითხებს, თუ რა პრობლემებიც დგას, რადგან უამრავი სამართლებრივი პრობლემა ღრმა მეცნიერულ ცოდნას და მუშაობა მოითხოვს. ასევე მინდამადლიერება გამოვხატო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის თეონა ხუციშვილის მიმართ, რომლის ნაშრომი და რეკომენდაციების ძალზე დამეხმარა თემის შესაქმნელად.

ტემინთა განმართება

რეპროდუქციული უფლებები – ქალისა და მამაკაცის უფლებაა ინფორმირებული იყვნენ და ამავე დროს მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მათ მიერ შერჩეული ოჯახის დაგეგმვისა და შობადობის რეგულირების უსაფრთხო, ეფექტური და მისაღები მეთოდი თუეს არ ეწინააღმდეგება კანონს, აგრეთვე უფლება მიიღონ სათანადო სამეცნიერო მომსახურება რაც უზრუნველყოფს ქალისთვის უსაფრთხო ორსულობას და მშობიარობას, ხოლო წყვილისთვის ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსს [4]

ხელოვნური ინსემინაცია – საშვილოსნოში სპერმის შეყვანა სქესობრივი კონტაქტის გარეშე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით..[5]

განაყოფიერება ორგანიზმის გარეთ – განაყოფიერება ‘სინჯარაში” (IVF – ინ ვიტრო ფერტილისატიონ) და ემბრიონის შემდგომი იმლანტაცია ქალის საშვილოსნოში.[6]

სუროგატი დედა – ქალი რომელიც მუცლად ატარებს ნაყოფს სხვა ადამიანისთვის და ორსულობამდე აქვს განცხადებული თანხმობა რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ამ ადამიანს გადაეცემა.[7]

in vitro ვერტილიზაცია – ინსტრუმენტული გზით მიღებული ადამიანის კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმა ხელოვნურად შერწყმულ ჭურჭელში. აღსანიშნავია ისიც რომ 2000 წელს 21 ივლისს წარმატებით დამტავრდა აღნიშნული გზით ბავშვის დაბადება ჟორდანიას სახელობის კლინიკაში. დაიბადა ბიჭი აღნიშნულ სინჯარაში.

დონორი – ადამიანის , სუროგატული დედის გარდა, რომელიც გადასცემს გამეტებს ან ემბრიონს სხვის სასარგებლოდ.

ემბრიონი – ადამიანის გამეტების შეერთების შედეგი განვითარების ყველა სტადიაზე ნაყოფის ჩამოყალიბებამდე.

იმპლანტაცია – ბლასტოცისტას საშვილოსნოს კედელში ჩამყნობის პროცესი.

აქტიური დონორი – დონორი რომელიც თანახმაა რეგულარულად ჩააბაროს სპერმა.

ხელოვნური განაყოფიერება, ხელოვნური ინსემინაცია

უშვილობა 21 _ე საუკუნის სენია. თანამედროვე მედიცინა იძლევა იმის საშუალებას რომ დაიძლიოს უშვილობის პრობლემები. Mკურნალობის ერთ_ერთ საუკეთესო მეთოდათ ხელოვნური განაყოფიერება ითვლება, მაგრამ ხელოვნური განაყოფიერებაც არის რამდენიმენაირი.მოდით დავიწყოთ “ხელოვნური ინსემინაციით” განვიხილოთ მისი სამართლებრივი რეგულირება საქართველოში.

ხელოვნური ინსემინაციის მეთოდი მდგომარეობს საშვილოსნოში სპერმის შეყვანასი სქესობრივი კონტაქტის გარეშე. ხელოვნური ინსემინაცია შეიძლება იყოს ჰომოლოგიური ქმრის სპერმის გამოყენებით (ხგქ) და ჰეტეროლოგიური დონორის სპერმის გამოყენებით (ხგდ). Hომოლოგიური მეთოდის წარმატებულათ გამოყენებისას ბავშვის ბიოლოგიური და სოციალური მშობლები ერთიდაიგივეა ეს მეთოდი ნაკლებათ მორალურ და სამართლებრივ შეკითხვებს იწვევს, მაგრამ

ჰეტეროლოგიური მეთოდი ბევრ სამართლებრივ კითხვას სვამს.[8]

და სპეციალურ იურიდიულ ნორმებს მოითხოვს.მოდიტ ჩვენ სწოროდ ჰეტეროლოგიურ (დონორი სპერმის გამოყენებაზე) მეთოდზე შევჩერდეთ და სამართლებრივი კუთხით დავახასიათოთ ამ ქმედების არსი.

საქართველოს კანონი “ჯამრთელობის დაცვის შესახებ” ამბობს: “უშვილობის გამო, ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას ან მარტოხელა ქალის განაყოფიერებისათვის, თუ მიღებულია უშვილო წყვილის ან მარტოხელა ქალის წერილობითი თანხმობა ბავშვის დაბადების შემთხვევაში უშვილო წყვილი ან მარტოხელა ქალი ითვლება მშობლად Aაქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით დონორს არ აქვს განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მამად ცნობის უფლება”[9]

დამეთანხმებით რომ საკმაოდ ზოგადი და ბუნდოვანი მუხლია, ანუ ეს მუხლი თითქმის ყველაფერს უშვებს მხოლოდ საჭიროა უშვილო წყვილის ან მარტოხელა ქალის წერილობითი თანხმობა. კრძალავს მხოლოდ ერთს, კერძოდ დონორს უკრძალავს მამად ცნობის უფლებას. შესაბამისად დონორს არანაირი სამართლებრივი უფლება აღარ გააჩნია  ე.წ. მომავალი “შვილის” მიმართ,  არც ქონებრივი პასუხისმგებლობა, არც რჩენის ვალდებულება. ისინი თითქმის არაფერი არ არიან ერთმანეთისთვის. სსკ_ც არ ამბობს ამის შესახებ არაფერს იქაც ძალზე ბუნდოვანი მუხლია, როდესაც დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადგენა ხდება ერთობლივი განცხადების შეტანის საფუძველზე.[10]

ქართულმა კანონმდებლობამ დონორი მამა გაათავისუფლა ყველანაირი “მამობრივი”ვალდებულებისაგან ამ საკითხზე ქვევით კიდევ შევჩერდებით.ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე, როდესაც უშვილო წყვილი დონორის სპერმით დაბადებს შვილს, როდესაც დონორს ვამბობტ აქვე ისიც ვახსენოთ რომ არიან აქტიური დონორები რომელთაც ბავშვების თეორიული შესაძლო რაოდენობა 100_ს უახლოვდება [11] ეს კი ინცესტის საბრთხეს ქმნის, ანუ გავაგრძელოთ თემა და მაგალითზე არგუმენტირებულათ დავასაბუთოთ ჩვენი მოსაზრება, როგორც ვთქვით ზემოთ აღნისნულმა უშვილო წყვილმა, აქტიური დონორისგან(ხაზს ვუსვამ აქტიურ დონორს) გააჩინა შვილი და ხდება ისე რომ იმავე აქტიური დონორისგან შვილს აჩენს სხვა უშვილო წყვილის იზრდებიან აღნიშნული გზით გაჩენილი პირები,  ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უყვარდებათ ერთმანეთი  და გადაწყვეტენ ოჯახის შექმნას. მათ არ ეცოდინებათ რომ ისინი ერთმანეთის და_ძმანი არიან, აი აქ კი ინცესტის საფრთხემ იჩინა თავი. აღნიშნულ პირებს არც სამართლებრივად და არც მორალურად არ აქვთ ერთმანეთზე ქორწინების უფლება.მათი ქორწინებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებანი არსებობს [12]

სადაც კანონი და_ძმას შორის, იქნებიან ისინი ბიოლოგიური თუ არაბიოლოგიური და_ძმა ქორწინებას კრძალავს, ხედავთ რამხელა სამართლებრივი დილემა წარმოიშვა?(მორალურზე აღარ ვლაპარაკობ) ხედავთ რა გამოიწვია კანონმდებლობის უხეშმა, ამორალურმა რეგულირებამ. ხედავთ სად დადგა დონორის პასუხისმგებლობა? Kანონმდებლობა ხომ კრძალავს დონორის ვინაობის გამხელას, იქნებდა აღნიშნულ პირებს რომ სცოდნოდათ დონორი მამის ვინაობა ეს შედეგი არც დამდგარიყო, ყოველი შემთხვევისთვის ჩემი რეკომენდაცია სწოროდ დონორის ვინაობის გამხელა იქნება კანონმდებლისთვის, ამით მწამს რომ ბევრ უკუშედეგს ავიცილებთ თავიდან.

განაყოფიერება ორგანიზმის გარეთ

განაყოფიერება “სინჯარაში” (IVF – ინ ვიტრო ფერტილისატიონ) ერთ-ერთ თანამედროვე რეპროდუქციულ ტექნოლოგიად ითვლება, რომელსაც სხვაგვარად “ექსტრაკორპორული განაყოფიერება და ემბრიონის გატანა” (ეკგ და ეგ) ეწოდება.

1978 წელს ივლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტის კლინიკაში დაიბადა პირველი “ბავშვი სინჯარიდან” ლუიზ ბრაუნი[13] ეკგ-ის და ეგ-ის მეთოდის გამოყენების მაჩვენებლად პირველ რიგში ქალის აბსულიტური უნაყოფობა ითვლება. ამ Mეთოდის გამოყენება დაკავშირებულია რთულ მორალურ საკითხთან. მსოფლიოს სამედიცინო ასოციაციამ 1987 წელს მიიღო “დებულება ინ ვიტრო განაყოფიერებისა და ემბრიონთა ტრანსპლანტაციის შესახებ”, რომელშიც ნათქვამია რომ ეკგ-ისა და ეგ-ის მეთოდის გამოყენება გამართლებულია როცა უნაყოფობის მკურნალობის სხვა მეთოდები (მედიკამენტური, ქირურგიული) არაეფექტურია.[14]

in vitro განაყოფიერების მეთოდი სამართლებრივ რეგულირებას საჭიროებს საქართველოში, განვიხილოთ კონკრეტული საკითხები.

3.1

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 143 მუხლში, რომელიც ეხება ექსტრაკორპორულ განაყოფიერებას არ არის მითითებული, რომ ჩარევის აუცილებელი პირობაა სამედიცინო დაწესებულების ლიცენზირება და მისი განხორციელება სამედიცინო პერსონალის მიერ.აქედან გამომდინარე ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარების აუცილებელ პირობად უნდა იყოს მიჩნეული შესაბამისი დაწესებულების ანდა პერსონალის ლიცენზირება. კანონში არაფერია ნათქვამი ექიმის პასუხისმგებლობაზე პაციენტისთვის მიყენებული ზიანის დროს, მისი ქმედება დაუსჯელი არ უნდა დარჩესდა უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ზიანი გამოწვეულია ობიექტური აუცილებლობით, მნიშვნელოვანია, რომ მიყენებული ზიანი არ უნდა აჭარბებდეს იმ სიკეთეს რაც სამედიცინო ჩარევის შედეგად მიიღება15

3.2

მნიშვნელოვანია, რომ სინჯარაში განაყოფიერების დროს, სპეციალისტს შეუძლია ჩანასახის სქესის განსაზღვრა, ეს კი ახალ კითხვებს აჩენს. ამასთან მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის “ დებულებაში” ნათქვამია: “ რეკომენდაციის სახით აძლევს ექიმებს, თავი შეიკავონ კვლავწარმოების პროცესში სამედიცინო ჩარევისაგან ნაყოფის სქესის არჩევის მიზნით, თუ ეს კეთდება არა იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ სქესთან დაკავშირებული სერიოზული დაავადებების გადაცემა”[15]

ის ნორმატიული ბაზა რითიც ხელოვნური განაყოფიერების რეგულირება ხდება საქართველოში, ასეთი პრაქტიკა საერთოდ არაა ასახული და შესაბამისად ვერც დაარეგულირებს, საჭიროა კანონმდებლობაში მთელი რიგი დამატებები მოხდეს და ამ საკითხის დარეგულირება გახდეს შესაძლებელი.

3.3

ამორალურ საქციელად შეგვიძლია მივიჩნიოთ ინ ვიტრო მეთოდით განაყოფიერების დროს ზედმეტი ემბრიონის განადგურება, ანუ განაყოფიერების ალბათობის ამაღლების მიზნიტ, რამდენიმე კვერცხუჯრედი და სპერმა თავსდება სინჯარაში, რომლებიც განაყოფიერდება და უკვე მზად არის რამდენიმე ემბრიონი საშვილოშნოში იმნპალტირებისათვის, ორსულობის ალბათობის ასამაღლებლად, თუ პირველივე ცდა წარმატებით დასრულდა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედებს შემდეგი ბედი უწერიათ: 1 გალღობა და დაღუპვა, 2 ზედმეტი ემბრიონი შეიძლება გახდეს დონორობის საგანი, 3 ზედმეტი ემბრიონები შეიძლება გახდნენ სამეცნიერო გამოკვლევების ობიექტები.[16]

ევროპირ პარლამენტის რეზოლუციებმა, დაადგინეს რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშვილოსნოს შესაძლებლობას და რომ სიცოცხლეუნარიან ემპრიონთა კრიოგენში შეინახვას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართონ, როცა განაყოფიერების დროს წარმოშობილი ამათუ იმ გარემოებების გამო შეუძლებელია ემბრიონის სწრაფად შეყვანა საშვილოსნოში.

არც აღნიშნნული ამორალური და ანტისამართლებრივი ქმედება არ რეგულირდება ჩვენი კანონმდებლობით. ეს მუხლებიც მთელ რიგ ცვლილებებს საჭიროებს. კერძოდ: კანონი (ჯანმრთელობის დაცვის შესახებ) რომელიც ეხება ექსტრაკორპოლურ განაყოფიერებას, არაფერია ნათქვამი გაყინულ მდგომარეობაში მყოფ ემბრიონებზე.

განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც დაფეხმძიმება, პირველივე ჯერზე ვერ ხდება, ამიტომ გაყინულ მდგომარეობაში მყოფი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება გამოყენებულ იქნას მომვდევნო ციკლშიც.

მთელი რიგი სირთულეების თავიდან ასაცილებლად უნდა განისაზღვროს ვადა, თუ რა დროის განმავლობაში უნდა იყოს გაყინულ მდგომარეობაში მეუღლეების ან წყვილის მიერ შენახული ემბრიონი.

სხვა შემთხვევაში ჩნდება მრავალი პრობლემა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე–11 მუხლის 2–ე ნაწილის თანახმად, მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; აღსანიშნავია, რომ 3 თვემდე ჩანასახი ითვლება ემბრიონად განაყოფიერების მომენტიდან, ხოლო 3 თვიდან–ნაყოფად. წესი “მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვის თანავე” ვრცელდება ორივეზე. ჩასახვის მომენტში კი კვერცხუჯრედის შერწყმა იგულისხმება.

სამოქალაქო კოდექსის 1307–ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: “კანონით მემკვიდრეობის დროს–პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხლები დაიბადებიან”.მნივნელოვანია განიმარტოს, ჩაითვლება თუ არა კანონიერ მემკვიდრედ, “გაყინულ მდგომარეობაში მყოფი” ემბრიონი. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ იგი დაიბადება, მაგალითად, ორი წლის შემდეგ.

განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა: მეუღლეებმა თანხმობა განაცხადეს რომ “განაყოფიერებული კვერცხუჯრედები” გაყინულ მდგომარეობაში შეენახათ და მიუთითეს გარკვეული ვადა. ვადის გასვლამდე, მეუღლეებს შორის წარმოიშვა დავა და საქმე განქორწინებამდე მივიდა. საინტერერსოა, განქორწინებისას აღნიშნული “გაყინულ მდგომარეობაში მყოფი ემბრიონი” შეძლება თუ არა გახდეს დავის საგანი?[17]

სუროგატი დედა

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კამათი მიმდინარეობს ე. წ. “სუროგატი დედების” შესახებ. ამ შემთხვევაში ერთი ქალის კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება ინ ვიტრო შემდეგ ხდება ემბრიონის გადატანა მეორე ქალის საშვილოსნოში. Mსგავსი მანიპულაციის შედეგად დაბადებულ ბავშვს შეიძლება აღმოაჩნდეს ხუთი მშობელი: სამი ბიოლოგიური (კაცის სპერმის დონორი, ქალი კვერცხუჯრედის დონორი, ქალი მუცლის დონორი) და ორი სოციალური შემკვეთი მშობლების სახით. არ გავჩერდეთ მხოლოდ ამ ამორალურ ქმედებაზე და სრულად განვიხილოთ სურაგატი დედობის “მომხიბვლელობა”. შუროგატი დედობა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიზესს ქალის საშვილოსნოს უქონლობა წარმოადგენს.უნდა ავღნიშნოთ რომ ნათესაური კავშირები ამ დროს ძალიან ჩახლართულია, რადგან სუროგატის დედის ფუნქციას ასრულებს უნაყოფო ქალის დედა ან და. შედეგად ვიღებთ “დედა მატარებელი”, გარკვეული აზრით არის როგორც დედა, ასევე დაბადებული ბავშვის ბებიაც, ასევე არა მართო დედა არამედ დამკვეთი ქალის დაც.[18]

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ მხოლოდ აღნიშნული ქმედებები საკმარისია იმისთვის, რომ სუროგატი დედობა ქართული კანონმდებლობის წინააღმდეგ “ილაშქრებს”. უამრავ ამორალურ და ინცესტურ პრობლემას სახავს, ამიტომ მიმაჩნია რომ სურაგატი დედობის “ინსტიტუტი” ქართული კანონმდებლობიდან ამოღებული უნდა იქნას.

დასკვა

აღნიშნულ თემაში არ მისაუბრია იმის შესახებ ვემხრობი თუ არა ხელოვნურ განაყოფიერებას. ჩემი მიზანი იყო გამეშისვლებინა ქართული კანონმდებლობის უსუსურობა, სიბრმავე და გულგრილი დამოკიდებულება აღნიშნული საკთხისადმი. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ყველა სამართლებრივი საკითხი წამომეწიაწინ, მიმეცა მათთვის ჩემი შეხედულებები და ერთგვარი “რეკომენდაციები” გამეწია, როგორც დავინახეთ პრობლემა მართლაც დიდია, სასწრაფოდ შესაცვლელი და დასამატებელია მთელი რიგი მუხლები. იმედს ვიტოვებ და ღრმად მწამს, რომ ქართული სახელმწიფო დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში ამ “მაჩანჩალა”, მოძველებული მუხლებით არ დაკმაყოფილდება, ის მთელ ნორმატიულ ცვლილებებს განახორციელებს და საერთაშორისო კანონმდებლობას შეუთავსებს აღნიშნულ საკითხებში.

გიორგი პაპიაშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.ginsc.netlmain.php?opinion=view_article8mode=08article=74538lang=9

კოლეგია, ა. (2011). ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა. თბილისი: ფონდი ”ღია საზოგადოება”.

მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

ხუციშვილი, თ. (2010). ”სიჯარის ბავშვი”., (გვ. თბილისი).

[1] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”. გვ.146 

[2] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”. 146                                   

[3] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.

[4] ხუციშვილი, თ. (2010). ”სიჯარის ბავშვი”. თბილისი.

[5] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.

[6] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.

[7] ხუციშვილი, თ. (2010). ”სიჯარის ბავშვი”. თბილისი.

[8] კოლეგია, ა. (2011). ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა. თბილისი: ფონდი ”ღია საზოგადოება”.

[9] საქართველოს კანონი ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”. მუხლი 142 პუნქტი ”ა’.

[10] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 1190 პუნქტი 1

[11] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”. გვ. 152

[12] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 1120 პუნქტი ”გ”.

[14] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.გვ. 155

[15] ხუციშვილი, თ. (2010). ”სიჯარის ბავშვი”., (გვ. თბილისი).

[16] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.გვ. 161

[17] ხუციშვილი, თ. (2010). ”სიჯარის ბავშვი”., (გვ. თბილისი).

[18] მამულაშვილი, ბ. (2007). ”ბიოეთიკა”. თბილისი: გამომცემლობა ”უნივერსალი”.გვ 164

 

Tags: , , , , , , ,

საერთაშორისო სამართლის ისტორია

საერთაშორისო სამართლის ისტორია

მეცამეტე საუკუნის ბოლოს გერმანიის იმპერიის ქვეშ გაერთიანებული იყო ასზე მეტი საეკლესიო სუვერენული სახელმწიფო. ახლა კი ჩვენ ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს იყო  შეჯიბრი ფეოდალიზმსა და რომის სამართალს შორის. ეპისკოპოსები ზრუნავდნენ ამ უკანასკნელ სისტემაზე, ისინი მტრულად იყვნენ განწყობილები ფეოდალურ წყობის მიმართ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ფედერალური სისტემის პირობებში ვერ შეძლებდნენ თავიანთი ოჯახების უკვდავი გავლენის შენარჩუნებას. შესაბამისად ყველა საეკლესიო ქვეყნებში რომის სამართლის პრინციპები იყო  უფრო მეტად ან ნაკლები ხარისხით გაცნობილი ან აღდგენილი. ზუსტად იგივე მოხდა ჩრდილოეთის თავისუფალ ქვეყნებში.

ამ ყველაფერმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა გერმანიაში ფეოდალური სამართლის გვერდით   რომანული სამართლის სისტემის ჩამოყალიბებაში და უკვდავყო იგი. სწორედ სასულიერო პირების მიერ გერმანიის მონარქისთვის იმპერიული სახელწოდების გადაცემა, და ხშირი ვიზიტები გერმანიის იმპერატორთან მიუთითებდა რომში მის გამეფებაზე,მათ სურდათ ერთად არამხოლოდ რომის იმპერიის აღორძინება, არამედ როგორც რომის იმპერიისთვის იყო მნიშვნელოვანი რომის სამართლის პრინციპები, ასევე წამყვანი როლი უნდა ეთამაშა გერმანიის იმპერიაში რომანული სამართლის აღდგენასაც. ლუთერანმა რეფორმატორებმა შეამოწმეს ძალაუფლების გავრცელების მოძრაობა წვრილი ფეოდალების მიერ, რომლებიც ამის შედეგად გახდნენ აბსოლუტური მმართველები თავიანთ სამფლობელოებში, და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ფეოდალიზმის სისტემის პრინციპების გამოყენებით მიიღწეოდა უფრო მეტად ეგოისტური ზრახვები, ვიდრე რომანული სამართლის პრინციპების გამოყენებით. მაგრამ თავისუფალი სული, რომელიც პირველმა ნახა ამერიკის რევოლუციამ და რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში, საბოლოო ჯამში მოჰყვა საფრანგეთის 1789 წლის რევოლუცია, ასევე წარმატებით  იმავე პერიოდში გააგრძელა გერმანიაშიც, და გამოიწვია როგორც პრუსიაში, ასევე ავსტრიაში ახალი სამართლის კოდიფიკაციის გამოქვეყნება, ძირითადად მიუყვებოდა რომის სამართლის პრინციპების ხაზებს, და საბოლოო ჯამში ცნობილია ნაპოლეონის კოდიფიკაციის სახელით.

ამის შემდეგ დაიწყო კიდევ ერთი დაპირისპირების ეტაპი.დასაწყისისათვის საეკლესიო სამართალმა საფუძველი ჩაუყარა თნამედროვე საერთაშორისო სამართალს.საერთაშორისო კერძო სამართალი, ან როგორც მას უწოდებენ, კონფლიქტების სამართალი, როგორც ეს ცნობილია, საკმაოდ სრულად იყო შემუშავებული Preator Peregrinus- ის მიერ რომის მოქალაქეთა და რომში მუდმივად მცხოვრები უცხოელებისთვის, სხვადასხვა წარმოსობის საფუძველზე ამ ხალხებს შორის ხდებოდა დაპირისპირება, რაც ნაკლებად განსხვავდება თანამედროვე ცივილიზებული სამყაროსგან, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით მთლიანად დაეყრდნო რომანულ სამართალს მცირედი დამატებით.მაგრამ შუა საუკუნეებში ფრთხილად უდგებოდა ხალხთაშორის ურთიერთობას ქრისტიანული ეკლესია, და იპოვა გამოსავალი მათთან  გამკლავებაში ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ საერთო სამართლის ოჯახის ქვეყნები,სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით, და ასევე ქრისტიანული პრინციპების შესაბამისად. ფეოდალიზმი იყო ორგანიზებულ ყაჩაღობაზე მეტი, ეს ტენდეცია შექმნა ყველა ერმა, ყველა წვრილმა მთავარმა,ყოველმა ადამიანმა, ყველა ერის მტერმა თუ სამთავრომ.

ფეოდალიზმი იყო ისეთი საზოგადოების სახელმწიფოში, სადაც ყველა ადამიანს, რომელსაც შეეძლო დამოუკიდებლად დაყრდნობოდა თავის მკლავებს ეძინათ იარაღზე, რადგან ყოველთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ იმისთვის, რომ ყოველწუთას შეიძლება გაეგოთ ბრძოლის ყიჟინა, და ყველა უცხო მიიჩნეოდა მტრად.

ქრისტიანული ეკლესია სულ ცდილობდა უფრო კეთილმოსურნის შთაბეჭდილება დაეტოვებინა და ხალხებს მოუწოდებდა არ დაეწყოთ  ქვეყნების საზღვრებთან ომი, ამის ნაცვლად შეეძლოთ თავიანთი დაპირისპირება გადეაწყვიტათ არბიტრის მეშვეიბით,ძალიან ბევრი ხალხთა შორის დაპირისპირება გადაწყდა შუა საუკუნეებში რომის ეპისკოპოსების მიერ, რომლებიც ერთგვარ არბიტრის როლს თამაშობდნენ. ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ ამ პერიოდის დასასრულს ერთი ცნობილი დაპირისპირება, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა ამერიკელებისთვის.

მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს, როდესაც კოლუმბს სულ ახალი აღმოჩენილი ჰქონდა ამერიკა, მთელი ევროპის ქვეყნებსა და საზღვაო ზონას განაგებდა და ხელმძღვანელობდა ესპანეთი და პორტუგალია. იმ დროს, როდესაც დიდი გენიოსი   ალონსო დე ოჯადა, ამერიგო ვესპუჩი და სხვა ცნობილი ავანტიურისტები იღებდნენ მონაწილეობას ახალი  სამყაროს კვლევასა და აღმოჩენაში, და ბართლომეო დიაზი ემსახურებოდა პორტუგალიის სახელმწიფოს, მათმა მოქმედებამ უბიძგა ინტერესის გაღვიძებას აფრიკის სამხრეთი სანაპირო ზოლისკენ, მაშინ, როცა ეგვიპტეში ფარაონი ნეხო მეფობდა. ამ გამოღვიძების შემდეგ უდიდესი ზღვაოსანი ვასკო და გამა მიადგა მოზამბიკის ზღუდეებს,მან მკვეთრად შეცურა მისთვის უცნობ ინდოეთის ოკიანის მხარეში და მიადგა ინდოეთი სანაპიროს.

ესპანეთსა და პორტუგალიას შორის დაპირისპირება დაიწყო  თავიანთი მოქმედების სფეროების გადანაწილების გამო, რომელიც იმყოფებოდა ახლად აღმოჩენილი სამყაროს მიღმა. ამ დაპირისპირების მოგვარების საკითხი, როგორც არბიტრს გადაეცა რომის პაპ ალექსანდრე მე-6-ს. ხაზავს მერიდიანს ჩრდილოეთის და სამხრეთის მიმართულებით, ოდნავი დაშორებით დასავლეთ აზორიდან, ეპისკოპოსი გამოყოფს ყველა აღმოჩენილ ტერიტორიებს ხაზის დასავლეთით ესპანეთისთვის და ყველას აღმოსავლეთისკენ პორტუგალიისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენი წელთაღრიცხვით 1500 წელს პორტუგალიელი მეზღვაური პედრო ალვარეს კაბრალი, რომელიც მიემართებოდა ინდოეთისკენ, მოყვა ქარიშხალში, რომელმაც გადაიყვანა ბრაზილის  სანაპიროებისკენ. ეს მიჭა იყო იმ ხაზის აღმოსავლეთით, რომელიც რომის პაპმა ალექსანდრე მეექვსემ გაავლო და ეს მიწა გახდა პორტუგალიის, იმ დროისათვის  დასავლეთის მხარეს ტერიტორიებზე დომინანტი გახდა ესპანეთი. არბიტრის მიერ მიღებული შეთანხმებაში საყურადღებოა ერთი რამ, ეს შეთანხმება მოხდა ძალიან ადვილად ორივე მხარისთვის, ის მიიჩნიეს ყველა დროის ყველაზე საშიშად ესპანეთსა და პორტუგალიას შორის, რომელიც მიმართული იყო მათი საზღვაო სფეროების ხელმძღვანელობასა და მართვისკენ, ამიტომაც გადაწყდა ამოღება ამ შეთანხმების.

წყარო

თარგმნა: თამუნა ჩადუნელი

 
3 Comments

Posted by on February 15, 2012 in თარგმანები

 

Tags: , , , , , , , , , , , ,

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,154 other followers