RSS

Tag Archives: სისხლის სამართლის პროცესი

საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაძლო განვითარება და მნიშვნელობა

             ყოველი სახლმწიფო, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ იყოს დემოკრატიული და სამართლებრივი უნდა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას. ვინაიდან სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკა არის გასაღები დამნაშავეობის შემცირების და გარანტი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების. თუ ხელისუფლება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება, შესაძლებლობათა მაქსიმუმს არ განახორციელებს სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის გატარებისთვის მაშინ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, დამნაშავეობის ზრდის და საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის დაცემის ალბათობა იქნება ძალიან მაღალი.

        სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკა იმდენად პრობლემური საკითხია, რამდენადაც იგი პირდაპირმიმართებაშია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სტაბილურობასთან, სახელმწიფოს დემოკრატიულობასთან, საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთობასთან, სოციალურ ვითარებასთან, სამოქალაქო საზოგადოების ქმედითობასთან, კრიმინალიზაციასთან და დანაშაულებრივ დინამიკასთან.

            საქართველო შედის იმ სახელმწიფოთა რიგებში, რომლებმაც არსებითი ყურადღება ვერ ან არ გაამახვილეს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასა და ჩამოყალიბებაზე. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ერთ ათეულ წელზე მეტი გავიდა რაც დამოუკიდებელმა საქართველომ მიიღო სისხლის სამართლის კოდექსი და ამ პერიოდის განმავლობაში არ ჩამოყალიბებულა სისხლის სამართლის ერთიანი და ქმედითი პოლიტიკა, რომელიც იქნებოდა სამეცნიერო, სამთავრობათშორისო, საზოგადოებრივი, სახელისუფლებო და საერთაშორისო აზრთა ნაზავი.  ყოველივე აღნიშნულმა თუ არა სახელმწიფოს მიერ შემაკავებელი იძულებითი ბერკეტებისა, შესაძლებელია სავალალო შედეგამდე მიიყვანოს ან უგულებელყოფილ იქნეს, როგორც სისხლის სამართლის კანონმდებლობა და დასაბუთებული მეცნიერული აზროვნება, ისე სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებები.

         დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე აღინიშნება სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების ,,ბუმი.’’ იცვლება სულ რამდენიმე წლის ან თვის წინ სისხლის სამართლის კოდექსში შესული ნოვაციები. ყოველივე ეს მეტყველებს უმართებული სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, თავის დროზე, როცა განხორციელდა აღნიშნული ცვლილებები. ზემოთ დასახელებული კრიტერიუმები არის აუცილებელი ასპექტი სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის განსახორციელებლად, ყოველივე აღნიშნული პირდაპირმიმართებაში იქნება  საკანონმდებლო ცვლილებებათა რიცხვის შემცირებასთან და ამავე დროს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ნორმა შეიძენს უფრო სტაბილურ ხასიათს. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ რაც უფრო მართებულია სისხლის სამართლის პოლიტიკა, მით უფრო სტაბილურია კანონმდებლობა.

            განვლილი წლებიდან ხშირია შემთხვევა, როცა სიხლის სამართლის პოლიტიკას აკლია მეცნერული დასაბუთება და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება, სამაგიეროდ ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ხელისუფლების დამოუკიდებელ ნებას დაქვემდებარებულ ჭადრაქის პაიკს, რომელსაც მოთამაშე მხოლოდ თავის ნება-სურვილიდან გამომდინარე აკეთებინებდა სვლებს. სისხლის სამართლის პოლიტიკა უმრავლეს შემთხვევაში ხორციელდებოდა მშრალად, ყოველგვარი კრიმინოლოგიური კვლევების და სამომავლო გათვლების გვერდის ავლით. ყოველივე აღნიშნული კი გახდა ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულობის მაჩვენებლის ზრდის და სასჯელის მიზნების განუხორციელებლობის მიზეზი.

         კითხვას, თუ დღეს როგორ და რა კუთხით უნდა გატარდეს სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკა საქართველოში, შესაძლებელია გაეცეს პასუხი შემდეგნაირად. აღნიშნულის განსახორციელებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს, როგორც სამეცნიერო დასაბუთებული აზრი, სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება, კრიმინოლოგიური მდგომარეობა, რეფორმის შესაძლო უარყოფითი რეაქცია, ისე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, სოციალური ვითარება, საერთაშორისო სტანდარტები, ეკონომიკური სტაბილურობა და ყველა ის სამართლებრივი ასპექტი, რომელიც პირდაპირმიმართებაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის ქმედითობასთან.

         დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, მაშინ როცა საქართველო არის ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების წევრი, რომლებიც ჰუმანურ ელემენტს სძენს სისხლის სამართლის პოლიტიკას, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ პირველ რიგში ხელისუფლება, ისევე როგორც საზოგადოება და მეცნიერება, დროულად დაფიქრდეს აღნიშნული კუთხით მთელი რიგი რეფორმების გატარებაზე. სისხლის სამართლის ნორმის მიზანი (ration legis) თუ წინა წლებში განსაკუთრებული და დაუსაბუთებელი სიმკაცრით ცალსახად მიიღწეოდა, ამ ეტაპზე ყოველივე ეს შესაძლებელია სისხლის სამართლის ჰუმანური პოლიტიკიდან გამომდინარე. თუმცა არც ძალიან ჰუმანური მიდგომა იქნება სასურველი განსაზღვრულ დანაშაულებთან მიმართებაში, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლებელია პირიქით ხელი შეუწყოს რეციდივის მატებას. სისხლის სამართლის პოლიტიკა მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს, როგორც ხელისუფლების და მეცნიერების ისე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ შევიმუშავეთ ერთგვარი რეკომენდაციები სისხლის სამართლის პოლიტიკაში თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს ცვლილებები და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოყვეს ხელისუფლების მხრიდან ერთპიროვნულად მის განხორციელებას.

        1— მოძველებულია თემა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში. სისხლის სამართლის პოლიტიკის მეშვეობით პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორ უნდა მოეპყროს კანონმდებელი ნარკოტიკულ ნივთიერებათა მომხმარებელს და ეწ.სომატონარკომანს, აღიქვას ის როგორც დამნაშავე, თუ როგორც ავადმყოფი და შესაბამისად განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაიწყო მეტადონის პროგრამა და წამალდამოკიდებულთა მდგომარეობის შემამსუბუქებელი მსგავსი ღონისძიებები, მაგრამ ეს ხორციელდება რამდენიმე ათეული პირის მიმართ, რაც ზღვაში წვეთია საქართველოში არსებულ სომატონარკომანთა რიცხვთან მიმართებაში.

           აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს დროულად შემუშავდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც იქნება აღნიშნულ პირთა მდგომარეობის შესაბამისი და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში დაბრუნებას. სისხლის სამართლის კანონმდებლობის დღევანდელი დამოკიდებულება ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში აშკარად არასწორ პოლიტიკაზე მეტყველებს და ასევე იმ ასპექტს ააშკარავებს, რომ ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება დაბალ ინტერესს ავლენს დასახელებულ პირთა მდგომარეობასთან მიმართებაში.

          2—– სისხლის სამართლის პოლიტიკის მეშვეობით აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა და მართლმსაჯულება არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა იყოს იმ კუთხით განვითარებული, რომ მაქსიმალური შესაძლებლობა მიეცეს, როგორც ბრალდების მხარეს, ისე სასამართლოს არასრულწლოვანი აარიდოს სისხლის სამართლის პროცესს და პატიმრობას. აღნიშნულთან დაკავშრებით მისასალმებელია, რომ ამოქმედდა განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტები, რომლებიც სისხლის სამართლის ჰუმანური პოლიტიკის გატარების შედეგია, თუმცა ამ კუთხით უფრო მეტის გაკეთებაა აუცილებელი  თანამედროვე და განვითარებადი სახელმწიფოების მსგავსად. დღემდე არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, როცა მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული ქმედებიდან გამოწვეული ზიანი შესაძლებელია ჩათვლილიყო მცირე მნიშვნელობად, მაგრამ სისხლისსამართლებრივი დევნა მაინც დაიწყო პროკურორმა. სწორედ ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი ტენდენცია, იმასთან დაკავშირებით, რომ არსებითი ყურადღება მიექცეს ქმედების მცირე მნიშვნელობის განსაზღვრას.

          3—-  სისხლის სამართლის პოლიტიკაში მოეძებნება პასუხი კითხვას, რა ღონისძიებების განხორციელების შედეგადაა შესაძლებელი საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის ამაღლება? პასუხი მდგომარეობს შემდეგში; ყოველივე აღნიშნული შესაძლებელია: საზოგადოების ჩართულობით საკანონმდებლო ნოვაციების შემუშავების პროცესში, საზოგადოების ინფორმირებულობით დანაშაულობის მავნე და სახიფათო შედეგებთან დაკავშირებით, სატელევიზიო რეკლამების და გადაცემების დანაშაულის პრევენციის განხორციელებით ყურებად არხებზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისევე როგორც სკოლებში სხვადასხვა პროგრამების ჩამოყალიბებით დანაშაულის პრევენციის შესახებ, არასრულწოვნებთან მიმართებაში საგნმანათლებლო თამაშების მოწყობით ზოგასამართლებრივ საკითხებზე, ნაფიც მსაულთა ინსტიტუტის სწრაფი და დასაბუთებული  ამუშავებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი ლექცია-სემინარების ჩატარებით დანაშაულობის თემებზე. აღნიშნული საკითხი ეკუთვნის კრიმინოლოგიას, თუმცა ცალსახად მაინც სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტია.

          4—- სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკა მცირე პერიოდში ვერ განხორციელდება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ყოველთვის პირდაპირმიმართებაშია გარკვეულ დროსთან. აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელ გარემოებას წარმოაგდენს არსებული ვითარების შესწავლა, საზოგადოებისა და მეცნიერების აზრის გაანალიზება, ხოლო შემდეგ კრიმინოლოგიური და სხვა სოციალურ-სამართლებრივი კვლევების ჩატარება, რომლითაც უნდა განისაზღვროს ,,გადასადგმელი ნაბიჯის მომავალი’’. ყოველივე ეს კი მოითხოვს გონივრულ მუშაობას და დროს, რომელიც აუცილებელი საფუძველია სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის განსახორციელებლად.

         ნაჩქარევად განსაზღვრული პოლიტიკა ყოველთვის გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება. სწორედ ამიტომ ქართველი კანონმდებელი სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით გარკვეული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში უნდა მოქმედებდეს ,,ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი’’-ს პრინციპით, ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში გაპარული ხარვეზი თუ გაუთვლელი ელემენტი ყოველთვის ცუდად აისახება პირველ რიგში ადამიანის უფლებებსა და კრიმინოლოგიურ მდგომარეობაზე.

         5— კანონმდებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს სისხლის სამართლის პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტებს,  როგორც კრიმინალიზაციას და დეკრიმინალიზაციას, ისე პენალიზაციას და დეპენალიზაციას. სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ყოველი ცვლილება, რომელსაც აკლია სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკული გათვლები შესაძლებელია გახდეს სავალალო შედეგების მომტანი. სწორედ ამიტომ აუციელებელ გარემოებას წარდმოაგდენს, რომ კანონმდებელი, ისევე როგორც მეცნიერება,  მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაძლო ცვლილებების და ნოვაციების განხორციელებას.

        6— პოლიტიკა, როგორც ამას ცალკეულ თავებში აღვნიშნავთ, თავისებურად ვლინდება სისხლის სამართლის პროცესშიც. დღეს მართლმსაჯულება გახდა უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტური, ყოველივე ეს  თანამედროვე სტნადარტების შესაბამისია. თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია საპროცესო შეთანმხების ინსტიტუტი, რომელიც არის სწრაფი მართლმსაჯულების საწინდარი. დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე ეს ინსტიტუტი, არის არასწორად ინტერპრეტირებული პრაქტიკაში და შეიძლება ითქვას, რომ ცალსახად წარმოადგენს ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ გზას. ამ შემთხვევაში, აღნიშნული სისხლის სამართლის პოლიტიკის უარყოფით ელემენტად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ საპროცესო შეთანხმება არ უნდა ფორმდებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულზე. აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ კანონმდებელმა, საზოგადოების და მეცნიერების ჩართულობით  დროულად განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები და საპროცესო შეთანხმება დაუშვებელი იყოს მინიმუმ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე.

          7—– ჩვენი აზრით, დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, მაშინ როცა მიმდინარეობს მსჯელობა სასამართლოში ტელე-ვიდეო გადაღების დაშვების თაობაზე, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს საკანონმდებლო დონეზე განხილულ იქნეს საკითხი გამოძიების ეტაპზე, საგამოძიებო ორგანოში დაკითხვა მიმიდნარეობდეს თუ არა, ვიდეო-გადაღების ან/და ჩაწერის რეჟიმში. აქ შესაძლებელია დადგეს  საკითხი მოწმის ან ბრალდებულის პირადი ცხოვრებისეული ან სხვა ცნობების თუ ინფორმაციის გახმაურების თაოაზე. თუმცა აღნიშნული სიახლის სიხლის სამართლის საროცესო კოდექსში ასახვით მეტი გარანტია ექნება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვას და ამავე დროს დაკითხვა იქნება უფრო გამჭვირვალე და კანონიერი.

         8——- ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებთან მიმართებაში აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა გახდეს ჰუმანური. აღნიშნული კუთხით სასურველია არსებითი ყურადღება გამახვილდეს საზოგადოებისათვის  სასარგებლო შრომაზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს სისხლის სამართლის ჰუმანური პოლიტიკის ერთ-ერთ ელემენტს სასჯელის ინსტიტუტიდან გამომიდნარე. სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.’’ ვფიქრობთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლის დასახელებულ ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნა ძირითად სასჯელად დასაშვები უნდა იყოს  იმ შემთხვევაშიც, როცა სსკ-ის შესაბამისი მუხლით არ არის გათვალისწინებული. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულის განხორციელებით და ამასთან ერთად მართლმსაჯულების ორგანოს, ისევე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, არსებითი და ქმედითი ტენდენციით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა უმრავლესობა იქნება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაკავებული. ყოველივე ეს კი პირდაპირმიმართებაშია, როგორც რესოციალიზაციათან და საზოგადოებრივ აქტივობასთან, ისე საბიუჯეტო სახსრებთან.

         9—— მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, თანაბარ პირობებს და შესაძლებლობებს სთავაზობს მხარეებს, რათა თავიანთი ინიციატივით მოიპოვონ და წარადგინონ შესაძლო მტკიცებულებანი სასამართლოში. ამ შემთხვევაში სასამართლო გამოდის მხოლოდ არბიტრის როლში, რომელიც ურთიერსაპირისპირო მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ადგენს განაჩენს. უმრავლეს შემთხვევაში ბრალდების მხარე ყოველთვის სახარბიელო სიტუაციაშია სისხლის სამართლის პროცესზე. დაცვის მხარეს ხშირად არ შესწევს უნარი, შესაძლებლობათა მაქსიმუმიდან გამომდინარე განახორციელოს დაცვა.  ამ შემთხვევაში ბრალდებული ფაქტიურად დაუცველი რჩება. ყოველივე ეს ცალსახად მეტყველებს ადვოკატთა უმრავლესობის  პროფესიულ არაკომპეტენტურობაზე. ხელისუფლებამ, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს მხარეებს სისხლის სამართლის საქმეზე, აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები ადვოკატთა კორპუსის პროფესიული გაძლიერებისთვის. მომწიფდა იმის აუცილებლობა, რომ განვითარდეს და ობიექტური ფორმით გაკონტროლდეს ადვოკატთა უნარ-ჩვევების შემუშავება და სწავლება, რათა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ქვაკუთხედი: მხარეთა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, რეალურად განხორციელდეს ყველა ელემენტის  გათვალისწინებით. ყოველივე ეს ცალსახად პირდაპირ კავშირშია სისხლის სამართლის პოლიტიკასთან, როგორც სახელმწიფოს ხელისუფლების და სამეცნიერო საზოგადოების დამოუკიდებელ ნებასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრულყოფისთვის.

          10—- სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს მაღალი კულტურა, რომ ყოველი ცვლილება სანამ უშუალოდ სისხლის სამართლის მატერიალურ ან საპროცესო კოდექსში აისახება, განხილულ იქნეს სამეცნიერო და დიპლომატიურ საზოგადოებებში.  აღნიშნული კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს, რათა დემოკრატიულობის, მეცნიერულობის და ქმედითობის მაღალ დონეზე იქნეს შესწავლილი შესაძლო ნოვაციები, მაქსიმალურად იქნეს გამორიცხული შესაძლო ხარვეზები და ობიექტურად გაითვალოს ამა თუ იმ ცვლილებათა პრაქტიკაში განხორციელების შესაძლო დადებითი და უარყოფითი მხარეები.

          11—–განვლილი პრაქტიკიდან გამომდინარე, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით ცვლილებების განხორციელებამდე პროგნოზის მაქსიმალური ასპექტებით განისაზღვროს ამა თუ იმ საკანონმდებლო ნოვაციის მომავალი. ყოველივე აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა აქვს სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის განსახორციელებლად.,,გერმანიის ფედერაციული სასამართლო მსგავსი კუთხით ინტერპრეტირებულ პრინციპს საკონსტიტუციო ვალდებულებად მიიჩნევს.’’[2] აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, ქართულ სისხლის სამართლის კანონშემოქმედებით საქმიანობაშიც ჩამოყალიბდეს აღნიშნულის მსგავსად მაღალი კულტურა.

            12—-დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გატარებული რეფორმების შედეგად უარყოფით შეფასებას იმსახურებს და ქართველი კანონმდებლის, ისევე როგორც სამეცნიერო საზოგადოების დაფიქრებას საჭიროებს დაზარალებულის ინსტიტუტი, მისი სტატუსი და უფლება-მოვალეობები. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანამხმად: ,,დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა’’. მაშასადამე პირს, რომელსაც დანაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი უფლება-მოვალეობის კუთხით უტოლდება მოწმეს. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სრულყყოფისა და ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისთვის აუცილებელ, გარემოებას წარმოადგენს გარკვეული სახის რეფორმა გატარდეს დაზარალებული ინსტიტუტთან, მხარეთა თანასწორობის და შეჯიბერბითობის ქვაკუტხედ პრიციპთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ მაგ. შვლიმკვდარ დედას ან გაუპატიურების მსხვერპლას უფლებრივად ვერასდროე ვერ განვიხილავთ მას, როგორც მოწმეს, სწორედ ამიტომ  მეტი უფლებები უნდა მიეცეს დაზარალებულს.

  13—- დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე მოქმედი ხელისუფლების ინიციატივით განხორციელდა სისხლის სამართლის ჰუმანური პოლიტიკა მსჯავრდებულებთან დაკავშირებით. ამნისტიის აქტი შეეხო მსჯავრდებულთა უმრავლესობას, რომელიც თ/აღკვეთის დაწესებულებებში იხდიდა სასჯელს. ყოველივე ეს მისასალმებელია წმინდა ჰუმანურ-ადამიანური ასპექტებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი,რომ მკაცრი პოლიტიკის გატარების შედეგად, საქართველოში არსებული ფაქტიურად თავისუფლების აღკვეთის ყველა დაწესებულება იყო გადატვირთული. ამავე დროს უნდა გამძაფრდეს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა და დანაშაულის გამოვლინების მექანიზმი, ვინაიდან რეციდივს ან კრიმინოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას არ ჰქონდეს ადგილი.

        ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მიმდიმარეობს მსჯელობა სისხლის სამართალში შეკრებითობის პრინციპის გაუქმების თაობაზე, რის შედეგადაც არაერთი მსჯავრდებული დატოვებს საპატიმროებს. ბუნებრივია, რომ ხელისუფლების მსგავსი დამოკიდებულება წმინდა ადამიანურია და მისასალმებლია, თუ შენარჩუნდება ის კრიმინოლოგიური მდგომარეობა, რაც აღნიშნული აქტების მიღებამდე იყო საქართველოში. ხელისუფლება მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოეკიდოს აღნიშნული ნოვაციების განხორციელებას, როცა საქმე ეხება თ/აღკვეთის დაწესებულებებიდან  მსჯავრდებულთა ფართომასშტაბიან გამოშვებას.

          ჩვენი აზრით, შეკრებითობის პრინციპის აბსოლუტური გაუქმება არ იქნება რეკომენდებული, ვინაიდან პრაქტიკაში არის მთელი რიგი დანაშაულები და დანაშაულის ამსრულებლები, რომელთა მიმართებაშიც სასჯელთა შეკრების პრინციპის არარსებობა პირდაპირმიმართებაში იქნება დაზარალებულთა ინტერესების უპატივცემლობასთან. დღეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულს უფლებრივად უთანაბრებს მოწმეს, ამავე დროს დასახელებული პრინციპის აბსოლუტური გაუქმებით ამ უკანასკნელის მდგომარეობა იქნება სრულიად უგულებელყოფილი. ვფიქრობთ, რომ რეკომენდებულია კანონმდებელმა განსაზღვროს დანაშაულის სახეები, რომელთა მიმართებაშიც გაუქმდება აღნიშნული პრინციპი.

         14—–დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს შეიქმნას: ,,სისხლის სამართლის პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმარების ინსტიტუტი,’’[3] რომელიც დაკომპლექტდება, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე სამეცნიერო, დიპლომატიური და სამოქალაქო საზგადოების წევრებისგან. მისი მიზანი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისთვის რეკომენდაციების შემუშავება და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხორციელებამდე მოსალოდნელი შედეგის გათვლა. ყოველივე აღნიშნული იქნება სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის განხორციელების და მოცემული კუთხით დაშვებული შეცდომების გამოსწორების მცდელობა.

          ხელისუფლების მხრიდან უნდა განხორციელდეს გარკვეული სახის გრანტების გამოყოფა და პროგრამების შედგენა მეცნიერთა ფართო საზოგადოებისადმი, რათა სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით მომუშავე მეცნიერებისა თუ მკვლევარებისთვის დაინტერესება იყოს მაღალი და სახელმწიფოს მხრიდან იგრძნონ მხარდეჭერა.

 ვლადიმერ წითლაური

                                    გამოყენებული ლიტერატურა

1-    ავტ.კოლექტივი თსუ – სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი თბ.2007წ.

2-    გამყრელიძე ო. სისხლის სამართლის პრობლემები თბ.2011წ.

3-    გამყრელიძე ო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება თბ.2005წ.

4-    გამყრელიძე ო.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება თბ. 2008წ.

5-    დონჯაშვილი თ.საქართველოს სისხლის სამართალი თბ.2002წ.

6-     ბოილკე ვ. ვესელსი ი.სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი თბ.2010წ.

7-    მჟავანაძე ზ. სისხლის სამართალი ქუთაისი 2000წ.

8-    ცნობილაძე პ. ხუბუა გ. ხმალაძე ვ. როგორ იქმნება კანონი თბ.2000წ.

9-    წერეთელი თ.სისხლის სამართლის პრობლემები თბ.2007წ.

10- ნაჭყებია გ.სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი)თბ.2011 წ.

11- ნაჭყებია გ.ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია თბ. 2011წ.

12- მჭედლიშვილი-ჰედრიხი ქ. სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი) თბ.2011წ.

13- ღლონტი გ.კრიმინოლოგია და სამართლებრივი კონტროლი საქართველოში თბ.2008წ.

14- შალიკაშვილი მ.კრიმინოლოგია თბ.2010წ.

15- ტურავა მ.სისხლის სამართალი (დანაშაულის მოძღვრება) თბ.2011წ.

16- ტურავა მ.სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი) თბ.2010წ.

17- კეკელია მ. ლორთქიფანიძე მ.ლორია ვ. ქართული ჩვეულებითი სამართალი თბ.1988წ.

18- ვახტან მეექვსე რედ.ი.აბულაძე თბ.1955წ.

19- ხუბუა გ. სამართლის თეორია თბ.2004წ.

20- მეტრეველი ვ.ქართული სამართლის ისტორია თბ.2004წ.

21- ზოიძე ბ.საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში თბ.2007წ.

22- ინწკირველი გ. სამართლებრივი რეფორმა საქართველოში თბ.1996წ.

23- დაუთაშვილი პ.სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი თ.2008წ.

24- ბეჟაშვილი ლ. საკანონმდებლო ტექნიკა თბ.2008წ

                                  დისერტაციები და სტატიები

1-      ოშხარელი მ. სადისერტაციო საშრომი ,,მტკიცების არსი სისხლის სამართლის პროცესში’’ თბ.2008წ.

2-      ალანია გ. სადისერტაციო ნაშრომი ,,ბიზნესის სფეროში ჩადენილი თაღლითობის გამოძიების მეთოდიკა’’თბ.2012წ.

3-      ხერხეულიძე ი. სადისერტაციო ნაშრომი ,,აუცილებელი მოგერიება ქართულსა და საერთო (ანგლო-საქსური ტიპის)სამართალში’’თბ.2008წ.

4-      აბრამიშვილი ლ. სადისერტაციო ნაშრომი ,,ქრთამი ძველ ქართულ სამართალში’’ თბ.2008წ.

5-      გიორგიძე ალ. სადისერტაციო ნაშრომი ,,შეზღუდული შერაცხადობა’’თბ.2008წ.

6-      ფაფიაშვილი ლ.,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება’’ ჟურ.საერთაშორისო სამართალი თბ.2011

7-      გაბელია ი. ,,სისხლის სამართალში კანონშემომქედების ცნებისა და არსის გაგებისთვის კრიმინალიზაციისა და მასთან დაკავშირებული პროცესების განმარტება’’ სოხუმის სახელმწიფო ნივერსიტეტის შრომები თბ.2010-2011წ.

                                                უცხოენოვანი ლიტერატურა

1-      Roxin ,,Strafrecht vor den Schranken der Frundrechte’’ (2004)

2-      Roxin C.Strafrecht, ATI. 1994.

3-      Eser A; Huber B. – korruptionsbekampfung durch strafrecht.Freiburg 1997.

4-      Calliess R; Muller-Dietz H. strafvollzugsgesetz. Munchen2002.

5-      Kelsen,Was ist Reine rechtslehre ? Festg.f.Giacometti 1953.

6-       Галиакбаров.П. Проблемы криминализаций многосубьектных общественно

опасных деяний. – Актуальные проблемы криминализаций и декриминализаций

общественно опасных деяний. Омск, 1980.

7-      Кудрявцев. В. Н. Понятие уголовной политики и формы её реализаций1978.

8-      Luderssen.K. Kriminologie, einfuhrung in die probleme. Baden-Baden,1984,

                           


[1] წითლაური ვლადიმერ. ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატრანტი.

[2] ბეჟაშვილი ლ. საკანონმდებლო ტექნიკა თბ.2008.გვ.41

[3] აღნიშნული ინსტიტუტის შექმნა და ჩამოყალიბება ვიმედოვნებთ, რომ ხელს შეუწყობს  სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარებას, რაც პირდაპირმიმართებაში იქნება ამ უკანასკნელის ქმედითობასთან. ვიტოვებთ იმედს, რომ ხელისუფლება, ისევე როგორც სამეცნიერო საზოგადოება, დასახელებული ნოვაციის მიმართ დიდ ინტერესს გამოავლენს.

 

Tags: , , , , , ,

დანაშაული და სასჯელი ანუ მათი ურთიერთკავშირი და სასჯელის გამომწვევი მიზეზები

დანაშაული და სასჯელი ანუ მათი ურთიერთკავშირი და სასჯელის გამომწვევი მიზეზები

      სასჯელი, ანუ კანონის რეაქცია დანაშაულზე. დანაშაული, ანუ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის განმარტებით ‘’ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება’’. დანაშაულს ყოველთვის მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სასჯელი, თუმცა ეს მას შემდეგ რაც შეიქმნა და დაიწერა სისხლის სამართლის კოდექსი, ამ ფაქტამდე ინდივიდები და არა მხოლოდ ინდივიდები ერთმანეთს ‘’თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ’’ პრინციპით უსწორდებოდნენ და ‘’დამნაშავეებს’’ თავად სჯიდნენ. ეს იმ დრომდე სანამ, მსოფლიო მასშტაბით იქნებოდა პირველი პრეცედენტი სისხლის სამართლის კოდექსის შექმნისა, ანუ იქამდე სანამ პირველად არ მოხდა კანონით ადამიანის დასჯა. პირველი სისხლის სამართლის კოდექსი საფრანგეთმა მიიღო და მას ნაპოლეონის კოდექსსაც უწოდებენ, თუმცა, დღესდღეობით, ამ კოდექსის გარკვეული მუხლები მხოლოდ ღიმილს თუ იწვევს, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობის პირობებში (ყოველშემთვევაში მისი არსებობის სურვილის პირობებში მაინც) თუმცა, აქვე აღსანიშნავია რომ საფრანგეთის ზემოთმოყვანილ კოდექსამდე არსებობდა პირველი დაწერილი კოდექსი უროს ნეო შიმერის მიერ, დაახლოებით 2100-2050 წლებში ქრისტეს შობამდე, მაშინ როცა არ არსებობდა არანაირი გამყოფი ხაზი, სისხლის სამართალსა და სამოქალაქო სამართალს შორის. კიდევ უფრო მანამდე არსებობდა ლაგაშელი ურუკაგინას კოდექსიც. სხვა უძველეს კოდექსთაგან მნიშვნელოვანია ასევე ხამურაბის კოდექსი, რომელიც ბაბილონის სამართლის ბირთვს შეადგენდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია გაიუსის კომენტარები, თორმეტი ტაბულის კანონებზე, რომელიც ერთმანეთში ურევდა სისხლისა და სამოქალაქო სამართალს. მათი ერთმანეთისგან გარჩევის პირველი მცდელობა შეიმჩნეოდა ინგლისის, ნორმანების მიერ დაპყრობის პერიოდში. ამ საკითხზე დიდხანს არ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რადგან ვფიქრობ აღნიშნულ თემასთან არცთუ მაინცდამაინც ახლოს დგას, თუმცა კი აღსანიშნად ჩავთვალე.

             დღეს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი პარლამენტმა მიიღო 1999 წლის 12 ივლისს, ხოლო ამოქმედდა 2000 წლის პირველო ივნისიდან. მასში უდიდესი ადგილი აქვს დათმობილი საკითხებს  დანაშაულისა  და სასჯელის შესახებ, ამიტომაც მას  ხშირად  „დასჯის სამართალსაც“ უწოდებენ, როგორ საქართველოში ასევე უცხოეთშიც. მაგალითად ინგლისში სისხლის სამართალს  აგრეთვე  poenal faw ჰქვია, გერმანიაში  Stafrecht და ა.შ.  სასჯელი ეს არის ღონისძიება, რომლის დანიშვნის უფლებაც მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა და არა რომელიმე კონკრეტული ინდივიდისა. დღეს მოქმედი კანონმდებლობის განმარტებით სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. იურიდიული ენციკლოპედია (გამომცემლობა მერიდიანი 2008 წელი) სასჯელს განმარტავს, როგორც სახელმწიფო იძულების ზომას და მისი ერთ-ერთი მიზანი დამნაშავის გამოსწორება და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებაა.

           ცალკე დავის საგანია რამდენად ხდება დღეს მოქმედი  კანონმდებლობით, ციხეებსა და საკნებში არსებული პირობებით, ადამიანთა გამოსწორება, რამდენად აქვთ მათ ციხიდან გამოსულებს გარემოსთან ხელახალი ადაპტირებისა და ‘’ნორმალურ’’ პირობებში ცხოვრების საშუალება, რამდენად არიან დაზღვეულნი სამუშაოს (სამსახურის) საძებნელად მისულები ტერმინისაგან ‘’ნაციხარი’’. დიახ, ეს ცალკე დავის საგანია და მისი ფესვები ბევრად ღრმაა ვიდრე იმ საკითხისა რომელსაც განვიხილავ. მისი ფესვები ადამიანთა ფსიქოლოგიაში და ინდივიდთა ურთიერთდამოკიდებულებაშია. არსებობს საკითხები, პრობლემები რომელთაც კანონი, ხელისუფლება, ცალკეული მუხლი, აქტი, კოდექსი, ნორმა ვერასოდეს გამოასწორებს და რომლის მოგვარებასაც ცნობიერების ცოტაოდენი ცვლილება, დიდი დრო და ადამიანთა შორის სწორი დამოკიდებულება სჭირდება. დიახ, შემიძლია ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის, ამ ქვეყნის ერთი კონკრეტული მოქალაქისათვის, აღნიშნული თემა სწორედ ამ სირთულისაა და მასთან შეჭიდებას დღეს ნამდვილად არ ვაპირებ.

     სისხლის სამართლის კოდექსი განმარტავს დანაშაულის რამოდენიმე სახესა და კატეგორიას: არსებობს ნაკლებად მძიმე დანაშაული, მძიმე დანაშაული და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (დანაშაულის კატეგორია) სასჯელიც სწორედ ამ კატეგორიათა მიხედვით ეკისრება დამნაშავეს. ასევე განმარტავს კოდექსი დანაშაულის სხვადასხვა სახეებსაც.  სწორედ ამიტომ, გამომდინარე იქიდან რომ არსებობს ‘’დანაშაულის სახეები და კატეგორიები’’  არსებობს ‘’სასჯელის ზომები’’ რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ზომის დანაშაულზე ვრცელდება, გარკვეული ზომის სასჯელი.

                      ძველი ქართული სამართლის მიხედვით, სასჯელის მიზანი იყო არა მხოლოდ დამნაშავის გამოსწორება, არამედ დამნაშავეთაგან საზოგადოების გაწმენდა და ამ უკანასკნელისათვის ფიზიკური ვნების მიყენება. საზოგადოების დამნაშავეთაგან გაწმენდა ხდებოდა თემიდან ან სოფლიდან დამნაშავის გაძევებით, ხოლო ფიზიკური ტკივილისა და ვნების მიყენების მაგალითებს საქართველოს მთიან რეგიონებში, სამწუხაროდ, ახლაც ვაწყდებით. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსს ‘’გაჰუმანურება’’ სჭირდება. 2000 წელს იყო პირველი მცდელობა, (სამწუხაროდ მცდელობად დარჩენილი) ‘’არასრულწლოვანთა სასჯელისაგან განრიდების პროგრამა’’, რომელიც  ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ან დანაშაულის პირველად ჩამდენ არასრულწლოვანთა ნაწილის მიმართ, პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმების გამოყენებას გულისხმობდა. კერძოდ, ჩადენილი დანაშაულის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდის სანაცვლოდ, არასრულწლოვანი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ღონისძიებებში ჩართვას. თუმცა 12 წლის შემდეგაც კი უამრავ არასრულწლოვანს ვაწყდებით ციხეში. არ შეიძლება უგულებელვყო ფაქტები, რომელთაც მასშტაბური ხასიათი მიიღეს, ვგულისხმობ პატიმართა შეწყალებისა და ამნისტიების აქტებს.

                   სასჯელის გამომწევ უმთავრეს მიზეზად და ასევე მისი არსებობის უმთავრეს მოტივად, დღესდღეობით მაინც ‘’დაუსჯელობის სინდომი’’ – ს არ-არსებობა მიმაჩნია და მავანთა და მავანთა მტკიცებულებებს, რომ სასჯელი ემსახურება დამნაშავეთა რეაბილიტაციას, რესოციალიზაციასა და გამოსწორებას, არ ვიღებ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაშვებულად მიმაჩნია მისი არ არსებობა, რა თქმა უნდა, სასჯელმა უნდა იარსებობს სხვა შემთხვევაში ‘’განუკითხაობის ბუდე’’ – დ ვიქცევით, თუმცა რამდენად მართებულია მისი ზომები და რამდენად ადეკვატურია კონკრეტულ დანაშაულზე კონკრეტული სასჯელი, რამდენად შორს ვართ და რამდენად ახლოს ციხიდან გამოსულ ადამიანებთან აბსოლუტურ ჰარმონიაში ცხოვრებასთან, რამდენად აქვთ არასრულწლოვან ყოფილ პატიმრებს ნორმალური ცხოვრების პირობები და ნორმალური სამსახურის შოვნის პერსპექტივა, მაშინ როცა უმუშევრობის სტატისტიკა არც თუ ისე სახარბიელოა? ეს ყველაფერი ცალკე განსჯისა და დავის საკითხია. ჩემთვის კი როგორც ზემოთ აღვნიშნე მისი ფესვები სხვა კუთხით ღრმა და ძირეულია.

 

თამთა დევდარიანი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

http://blog.myadvokat.ge/სისხლის-სამართალი/

http://ka.wikipedia.org/wiki/სისხლის_სამართალი

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2220326.html

სისხლის სამართლის კოდექსი

 

Tags: , , , , , , , , , , , ,

სისხლისსამართლებრივი დისკრეცია

სისხლისსამართლებრივი დისკრეცია


ინტერვიუ პროკურორთან – სალომე ჯანუაშვილთან
სალომე ნემსიწვერიძე

“სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით,” – ნათქვამია ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
ამ ნორმის დანერგვა, თავის დროზე კანონმდებლობის ერთ-ერთ ჰუმანურ და ნოვაციურ ნაწილად მოიაზრებოდა.
სწორედ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების ამოქმედების მიზნით, “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებები შევიდა.
როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, მართლმსაჯულების სისტემაში პროკურატურისთვის დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, აუცილებელია, პროკურორისათვის გარკვეული ზომით დისკრეციის მინიჭება. თუ ეს უფლება სწორად იქნება გამოყენებული, იგი ხელს შეუწყობს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მით უმეტეს, რომ ქართული კანონმდებლობით, სას-ჯელის მიზანია, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და არა ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების შელახვა.
მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული თემა ყურადღების ღირსია და გადავწყვიტეთ დაწვრილებითი ინფორმაცია მიგვეღო თბილისის პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორისგან, ქბ. სალომე ჯანუაშვილისგან.

- ქბ.სალომე, თუ შეიძლება განგვიმარტეთ, მარტივად და მოკლედ, რა არის დისკრეცია? რამდენად ახალი ინსტიტუტია ის სისხლის სამართალში?

- დისკრეცია აბსოლუტურად ახალი ინსტიტუტია. მის მსგავს ინსტიტუტს სისხლის სამართლის პროცესი არ იცნობს, ეს არის ახალი უფლებებით აღჭურვა პროკურორის. უპრეცედენტოა ჩვენი სამართლის სისტემისათვის, აქამდე ამის ანალოგი არ მოძებნებოდა. დღესდღეობით ინერგება და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ იგი პრაქტიკაში.
დისკრეციის უფლებით პროკურორი წყვეტს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწებას ან უკვე მიმდინარე პროცესის შეჩერებას (შეწყვეტას). დისკრეცია არის პროკურორის უფლება, ეს არ არის ვალდებულება. ამ უფლებით პროკურორი სარგებლობს ნებაყოფლობით, ის საჯარო ინტერესის გათვალისწინებით წყვეტს დაიწყოს თუ არა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. ეს უფლება გამოყენება თუ პირის მიმართ არ არის საჯარო ინტერესი.
მინდა გავმახვილო ყურადღება, რომ კანონი ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების არსებობის დროს დისკრეციის უფლების გამოყენებას არ ზღუდავს.
- ანუ თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის კატეგორიას სიმძიმის მიხედვით? როდესაც დისკრეციის უფლებაზე ვსაუბრობთ.

- დიახ, ანუ ყიოველშემთხვევაში პირველი განმსაზრვრელი დისკრეციის უფლების გამოყენებაში, პროკურორს აქვს საჯარო ინტერესი და პიროვნება რამდენად იმსახურებს ამ შეღავათის გაწევას.
- ხომ არ თვლით, რომ პროკურორისთვის ამ უფლების მინიჭებით, მისი საქმისადმი მიდგომა უფრო სუბიექტური იქნება და ობიექტურობა ეჭვქვეშ დადგება?

- იცით რა, მე არ მიმაჩნია, რომ შეიძლება ასე მოხდეს. მე ვთვლი, რომ დღევანდელ დღეს ეს გამორიცხულია. პირადი ინტერესის გატარება წარმოუდგენელია, თითოეული პროკურორისათვის პრიორიტეტულია სწორად და სამართლიანად წარმოაჩინოს და განიხილოს, ის სამართლებრივი დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება, რომელსაც ის მოიპოვებს საქმის მსველობისას. ამიტომ ასეთი დიდი პასუხისმგებლობის ფონზე ვთვლი, რომ რისკი პროკურორის საქმისადმი სუბიექტური დამოკიდებულებისა ძალიან დაბალია და თითქმის არ არსებობს. რაც შეეხება პრიკურორის შესაძლო სიმპათიას პოტენციური დამნაშავისადმი, ეს დისკრეციის უფლების გარეშეც შეიძლება მოხდეს, მაგრამ იგი სწორედ იმიტომაა საჯარო მოხელე და ვალდებულებები იმიტომ აქვს აღებული სახელმწიფოს წინაშე, რომ ეს თავისი შესაძლო სუბიექტურობა დარჩეს უკანა პლანზე და უპირატესობა მიენიჭოს ობიექტურ, სამართლიან მიდგომას და გამართლდეს სახელმწიფოსაგან მისდამი გამოცხადებული ნდობა.
- რამდენად ხშირად გამოგიყენებიათ დისკრეციის უფლება?

- ძალიან ხშირად, ეს არის უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებული ინსტიტუტი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი და ნოვაციურია ქართული სისხლის სამართლისათვის. ნორმა დისკრეციის შესახებ ახალია, თუმცა თვითონ პროცესი გადაწყვეტილების მიგებისა, დაიწყოს თუ არა პროკურორმა სისხლისამართლებრივი დევნა კონკრეტული პირისადმი, რასაც თან ახლავს უამრავი ნორმატიული აქტისა და კანონის გათვალისწინება, ვფიქრობ საკმაოდ ნაცნობია ამ უფლების მფლობელისათვის საქართველოში. რაც შეეხება ამის პრაქტიკაში გამოყენებას, მე ვიყენებ საკმაოდ ხშირად.
დღეს ჩემი სამსახურეობრივი პოზიციის მიხედვით მე სახლემწიფო ბრალდებას მხარს ვუჭერ სასამართლოში, ანუ ბრალდების მხარე ვარ. როდესაც ჩემი სამსახურეობრივი პოზიცია ითვალისწინებდა, რომ მომეხდინა სისხლის სამართლის საქმეების ზედამხედველობა, ძალიან ხშირად შემიწყვეტია სისხლისსამართლებრივი დევნა. უფრო ხშირად ეს იყო ოჯახური კონფლიქტები. როდესაც ოჯახურ კონფლიქტზეა საუბარი, აქ არის რაღაც გაღიზიანების მომენტები, რომელსაც საბოლოოდ სისხლის სამართლებრივ დანაშაულამდე მიჰყავს პირი, თუმცა ამას არ მოჰყვება დაზიანების მაღალი ხარისხი, ასევე გათვალისწინებელია, სისტემატურია თუ არა პირის მხრიდან ეს ქმედება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მიუხედავად დისკრეციის ინსტიტუტის ნოვაციურობისა, ძალიან ხშირად გამოიყენება ქართული პროკურატურის სისტემაში.
- ამ უფლების გამოყენების დროს თუ ითვალისწინებთ და აქვს თუ არა მნისვნელობა ბრალდებულის ასაკს? ვგულისხმობ უპირატესობა ხომ არ ენიჭება არასრულწლოვნებს?
- იცით როგორ არის? როდესაც დისკრეციაზე ვსაუბრობთ, კანონი პირდაპირ მიგვითითებს, რომ უნდა გავითვალისწინოთ საჯარო ინტერესი, ყველა კონკრეტული საქმის მიმართ და ვერ ვიტყვი, რომ უპირატესოით სარგებლობს არასრულწლოვანთა საქმეები. ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. გამომდინარე იქედან, რომ მათ მიმართ ისედაც არსებობს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ესეც კარგი ინსტიტუტია მაგ მხრივ. რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ შესაძლო სტატისტიკას, ვერაფერს გეტყვით, თუმცა არამგონია არასრულწლოვნებს უპირატესობა ენიჭებოდეთ.

- დისკრეციის უფლებით სარგებლობისას რა უნდა გაითვალისწინოს პროკურორმა? ვგულისხმობ საჯარო-სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე.
- პირველ რიგში რასაც კანონმდებელი იმპერატიულად ითხოვს, საჯარო ინტერესის გათვალისწინებას. ყოველი კონკრეტული საქმე და ფაქტი უნდა შეფასდეს იმის მიხედვით არის თუ არა საჯარო ინტერესი ფაქტისა და კონკრეტულად ქმედების ჩამდენი პირის მიმართ.

- თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა დისკრეციის ინსტიტუტის არსებობა ჩვენს სისხლის სამართალში?
- იმ ფონზე, როდესაც გაუქმებულია პირის მიმართ კერძო დევნა ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ ეტაპზე დისკრეციის უფელბის არსებობა. ადრე, როდესაც არ არსებობდა ეს ინსტიტუტი, იყო სხვა მექანიზმები, რომელიც აბალანსებდა სამართლებრივ პროცესს. მაგალითად, როცა ხდებოდა პირის მიერ გოგოს მოტაცება და შემდეგ იწყებოდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ბოლოს კი ისე ხდებოდა რომ პროცესის მონაწილე ორივე მხარე რიგდებოდა, პროკურორს ჰქონდა უფლება შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა. ახლა, როცა ყველა სისხლის პროცესი საჯაროა, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საჭირო ინსტიტუტია.

 
2 Comments

Posted by on November 20, 2011 in აზრი

 

Tags: , , , ,

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,153 other followers