RSS

iuristebi.ge – საიტი იურისტებისათვის

iuristebi.ge

iuristebi.ge

იურიდიული კომპანია Tbilisi Legal Consulting გთავაზობთ ახალ პროექტს iuristebi.ge
საიტი Iuristebi.ge სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევარებს/სტატიის ავტორებს და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას საიტზე განათავსონ საკუთარი ნაშრომები.
საიტი მოიცავს რამდენიმე კატეგორიას: სტატიები (სამართლის სხვადასხვა მიმართულებიდან: ადმინისტრაციული, კონსტიტუციური, სამოქალაქო და სისხლის სამართალი). ინტერვიუები, ვიდეო-ლექციები, სამართლის ძეგლები.
საიტზე თქვენ ასევე ნახავთ სიახლეებს სამართლის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვაწოდოთ საკუთარი იდეები, თუ რის განთავსებას ისურვებდით საიტზე. რჩევები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
დაინტერესებულ პირებს უკვე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ საკუთარი ნაშრომები მეილზე: article@iuristebi.ge
ასევე, შეგიძლიათ ეწვიათ ჩვენს facebook გვერდს:https://www.facebook.com/iuristebi.ge

 
Leave a comment

Posted by on May 25, 2014 in აზრი

 

Tags: ,

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქართულ საზოგადოებასა და მართლმსაჯულებაში

                           

                    

 Image

 სალომე ნემსიწვერიძე      

 ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქართულ საზოგადოებასა და მართლმსაჯულებაში

 

         ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. კანონის მიხედვით, საქართველოში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მკვიდრდება.

 განვითარების რა ეტაპზეა და რამდენად მოქნილია ეს ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებისთვის, არის თუ არა მისი შემოღება გამართლებული  და  რა სიძნელეებს აწყდებიან ამ ინსტიტუტთან შემხები იურისტები. ამ და  სხვა კითხვებით მივმართეთ ბატონ გიორგი ტურაზაშვილს, რომელიც გახლავთ: სისხლის სამართლის, იურიდიული ეთიკის, ნაფიც მსაჯულთა უნარ ჩვევებისა და სამართლებრივი მართლწერის სპეციალისტი. ამასთანავე ის  ადვოკატი ბრძანდებოდა, საქართველოში პინაფიცმსაჯულთა მონაწილეობით  გამართულ პირველ სასამართლო პროცესზე.

  1. 1.    ბატონო გიორგი როგორ პიქრობთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც აპრობირებულია დასავლეთისთვის რამდენად დადებითი რეზულტატის მქონე იქნება ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებისთვის  ან  ხომ არ თვლით რომ ეს შედეგი უკვე გვაქვს?

   გმადლობთ ამ თემაზე ინტერვიუსათვის. არსებობენ სახელმწიფოები, რომელთა დიდმა ნაწილმა სხვა და სხვა ფორმებით (კლასიკური, შერეული, საერთო და ა.შ.) გადაწყვიტა რომ დემოკრატიულობისათვის ხელისუფლების ერთ ერთ უმთავრეს ნაწილს – სასამართლოს დაუწესა  ეგრეთწოდებული საზოგადოებრივი მონიტორინგი და როლი, „სპეციალურმა იურისტმა (მოსამართლემ)“ „არასპეციალისტებთან (საზოგადოების წევრებთან – ჟიურისთან)“ ერთად მიიღონ ადამიანის ფიზიკური, მორალური და ქონებრივი ინტერესების შესახებ გადაწყვeტილება, დაადგინონ ფაქტი და შეაფასონ მისი მისაღებობა და სისწორე საზოგაოდებისათვის. საქართველომ ბოლო წლებია ავად თუ კარგად მოიტოვა ბევრი არაცივილური სამართლერბივი „ინსტიტუტი“ მაგ: ინკვიზიციური გამოძიება ანუ ერთი სისხლის სამართლის საქმის არსებობა, სასამართლოში საქმის წარმართვა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და დაცვის მხარის ერთგვარი პოზიცია–მონიტორინგი, ფაქტების შეფასება მხოლოდ ერთი მოსამართლის მიერ, რომელსაც მხარის ნებართვის გარეშე შეეძლო ჩარეულიყო მტკიცებულებების გამოკვლევაში – დაესვა კითხვები და თავისი ინიციატივით გამოეთხოვა ინფორმაცია ან მტკიცებულება ნებისმიერი ორგანიზაციიდან ან ფიზიკური პირიდან. მოსამართლე უფლებამოსილი იყო ბრალდების მხარისთვის როდესაც ჩათვლიდა, რომ არ გააჩნდა სათანადო მტკიცებულებები არ გაემართლებინა ბრალდებული და მისი ბრალდებისათვის მიეცა კიდევ ერთი „შანსი“.

   ასეთი ისტორიის შემდგომ საქართველომ აირჩია საინტერესო, ახალი და მაღალი სტანდარტი მართლმსაჯულებისა, რომელიც მოიცავს, როგორც იურისტის ისე საზოგაოდების როლს და არჩევანი კი ძირითადად იმ ადამიანზეა  ვინც ბრალდებულად არის წარგდენილი სასამართლოში.

   ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტს ჰყავს ოპონენტები საქართველოში. ეს ნორმალურია, თუმცა მთავარი ალბათ ის არის რომ თუ რა არგუმენტები და მიზეზებია იმისა, რომ ნაფიც მსაჯულთა ჟიური ვერ იმუშავებს ჩვენი მართლმსაჯულებისათვის. არის მოსაზრება, რომ პატარა ქვეყანა გაგვაჩნია და ხალხიც ტრადიციული ანუ ნათესაური და მეგორბული დამოკიდებულებები ჭარბობს ჩვენს საქმეშიც. შეიძლება, რომ ამან გარკვეული დოზით შეუშალოს ხელი ნაფიც მსაჯულთა სისტემის დამკვიდრებას, თუმცა ყოველი დღე გვინდა თუ არა განვითარებას ემსახურება, უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია შეჩერება და ეს შეიძლება იყოს იმის საფუძველი რომ ნაფიც მსაჯულთა სისტემის სასამართლო გაივლის და ჩააბარებს გამოცდას საქართველოში. ის პრესტიჟულია და ქვეყნის დემოკრატიულობის დონზეზეც ლაპარაკობს. მოსამართლე რა თქმა უნდა მთავარი ფიგურაა, მაგრამ მისი გადაწყვეტილებისადმი ნდობა ზოგჯერ ჩვენს ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აქ რა თქმა უნდა ჩანს მოსამართლის უნარი რამდენად იცის არა სამართალი და კანონი, არამედ გადაწყვტილების დასაბუთების ტექნიკა, რაც ჩვენთან არ შეისწავლება და არა მხოლოდ მნშვნელოვანია არამედ საინტერესოც კი. ამიტომ ნდობა შეიძლება საზოაგდოების ჩართულობითაც გავზარდოთ. ხომ იცით რომ ვერდიქტი არ საბუთდება. და რატომ არ გაინტერესებთ? იმიტომ რომ ეს ხედვაა, საზოაგოდებრივი ხედვა. წარმოგიდგენიათ ასეთი ვერდიქტი მკვლელობის ბრალდების საქმე, როცა მკვლელობის ფაქტი დაადგინეს მსაჯულებმა, ხოლო შეფასება კი: „უდანაშაულო“. შეიძლება აქ რიტორიკულად მეტიც კი ვიფიქროთ: „ღირსი იყო“ – ს მსგავსი და ა.შ. 

 

  1. 2.    ჩვენი სპეციპიური საზოგადოებისთვის რამდენად ახლოსაა ეს ინსტიტუტი?

    ვფიქრობ რომ ახლოსაა, ჩვენ მართალია არ გვაქვს ძალზედ დიდი გამოცდილება ისტორიულად სწორი სამართალწარმობის, ისტორიის მანძილზე ხელისუფლებაც კი არ იყო დანაწილებული  და მეფე გახლდათ მოსამართლეც – „სააჯო კარი“ და პრეზიდენტიც, შემდგომ გაჩნდა „ბჭე“ – ს ინსტიტუტი და რაც ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივია 1921 წელს ქართველებმა მივიღეთ ეს ინსტიტუტი და მან კონსტიტუციაც კი „დამშვენა“. გაგიკივირდებათ და ეგრეთწოდებულ ბურჟუაზიულ საქართველოში ჯერ კიდევ სრულ ოკუპაციამდე მაგალითად 1923–24 წლამდე ორი ნაფიც მსაჯულთა სისტემის სასამართლო სხდომა ჩატარდა საქართველოში და ვერდიქტიც იქნა გამოტანილი. მათ შორის ერთი გახლდათ უდანაშაულო, რომელიც  თბილისში ცნობილ კომპოზიტორს შეეხებოდა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულად ცნობილს.

    წმინდა ილია მართალი წერს თავის „ცხოვრება და კანონში“, რომ ქართველები დაუცხრომელი ხალხია, ემოციური, თუმცა წარმოიდგინეთ და ძალიან დამთმენნი. არა მგონია რომ ჩვენ შორს ვიყოთ ევროული მენტალობსიგან. მით უფრო რომ საქართველოში მიუხედავად ოპონენტებისა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა უკვე მე 10 სხდომის სახით ჩააბარა გამოცდა. მართალია ჯერ არ გვაქვს გამამართლებელი ვერდიქტი, მაგრამ ჟიურის სისტემამ გაამართლა თუ არა საზომად ვერ ვიხელმძღვანელებთ ვერდიქტებით. ვფიქრობ რომ უნდა ვცადოთ და გავაგრძელოთ ასეთი მართლმსაჯულების გამოყენება, შეიძლება არა წინასწარი, არამედ უკვე ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში საფუძვლიანი მონიტორინგისა და ანგარიშების მომზადება, რაც მოგვცემს საშუალებას შევაფასოდ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მუშაობა.

   გავიხსენებდი პირველ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომამდე სწორედ რომ საზოგადოებისათვის შემდგარ იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სხდომას, რომელიც ტელევიზიითაც გაშუქდა. ამ იმიტირებულ პროცესში მოწვეულნი იყვნენ სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლები მსაჯულებად და ზოგიერთი მათგანისათვის არ უთქვამთ ორგანიზატორებს, რომ რეალური პროცესი არ გაიმართებოდა. როდესაც სხდომა დაიწყო და მივიდა იმ კონდიციამდე რომ, დარბაზში მჯდომი ბრალდებული რეალურად არ იყო ბრალდებული და უნდა მომხდარიყო ვერდიქტის იმიტაცია ერთ ერთმა მსაჯულად მოწვეულმა ქალბატონმა გააპროტესტა, რადგან ჰქონდა რეალური პროცესის და ვერდიქტის გამოტანილი მოლოდინი. ასეთი დაინტერესება და სტიმული შეიძლება არსებობდეს საზოგადოებაში და გვაძლევს იმის თქმის საფუძველს რომ უნდა გავაგრძელოთ ამ სისტემით სარგებლობა.

 

  1. 3.    ხომ არ ფიქრობთ, რომ ვერდიქტი როგორიც არ უნდა იყოს მაინც საკამათო იქნება ქართველი „კაცისთვის“?

    დიახ იქნება, პირველ რიგში ეს ბრალდებულის მხარის თუ დამნაშავედ სცნეს და პირიქით დაზარალებულისათვის, რომელსაც თავისი ინტერესი აქვს სასამართლოში. ეს ნორმალურია, რადგან ხდება ინტერესთა შეჯახება: საჯარო ინტერესის, რომელიც პროკურორმა უნდა წარმოადგინოს და რომელშიც უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული დაზარალებულის კერძო ინტერესიც და მეორეს მხრივ კი ბრალდებულის კერძო ინტერესი – იყოს მართალი სანამ საპირისპიროს არ ეტყვიან ან არ დაეთანმხებიან სასამართლოში. ჩვენ ხომ გვუსრს და ავირჩიეთ მხარეთა კლასიკური შეჯიბრებითობა ანუ მხარეებს ეძლევათ სასამართლოს დაანახონ თავიანთი მტკიცებულებები და გამოთქვან მოსაზრებები რომლის შედეგია ვერდიქტი და რაც არის არგუმენტებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობილი,რამეთუ მოსამართლე აჩვენებს და უმარტავს მსაჯულებს რომ პროცესში ინსტრუმენტად მხარეები იყენებენ მასთან დაშვებულ მტკიცებულებებს. ასე რომ ვერდიქტი არ არის „ჰაერზე“ გამოტანილია, ის მტკიცებულებებზე აგებული, თანასწრორობის პრინციპზე აგებული საზოგადოების ხედვაა პირის კონკრეტულ სამართლერბრივ დისკრედიტაციაზე.

 

  1. 4.    თქვენი ნება , რომ ყოფილიყო დანერგავდით თუი არა ამ ინსტიტუტს ჩვენს მართლმსაჯულებაში?

    აუცილებლად! ის საინტერესო, დემოკრატიული და საზოგადოებრივი ხედვის მაღალ სტანდარტზეც მეტყველებს. ასეთ სასამართლოებში მხოლოდ სამართლებრივი ცოდნის გამოვლინება არ კმარა, ის უწყობს იურიდიული პროფესიების უნარების დახვეწა–განვითარებასაც. თავად პროცესი ეფექტურიც არის და არ წააგავს მხარეთა მიერ მხოლოდ წერილობით მონოლოგებს. პროცესი მეტად ზეპირია და ენაც მარტივი. ასეთი  პროცესი  ვფიქრობ  უფრო  ვუადვილებს  მოსამართლეს  საქმეს  და  შედეგი  ნდობას  მოემსახურება.

 

  1. 5.    ბატონო გიორგი თქვენ იყავით ადვოკატი საქართველოში გამართულ პირველ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე, გვითხარით შედეგი (ვერდიქტს ვგულისხმობ) რამდენად ახლოს ოყო თქვენს ვარაუდთან?

    მახსოვს ჩემი დასკვნითი სიტყვის დროს ახლოს მივედი მსაჯულებთან. ჩემს წინ ისხდნენ ქალბატონები თუ არ ვცდები ხუთნი და მათ წინაშე დავუსვი საკუთარ თავს კითხვა: „უდანაშაულო რომ არ უნდა დაისაჯოს ხომ მეთანხმებით“ თქო და თან უკან დავიხიე და ზურგით დავდექი ჩემს კლიენტთან ანუ ბრალდებულთამ, რაზედაც ქალბატონებმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნიეს. როგორ მეგონა რომ ეს 5 ხმა ჩემი იყო,  რითაც მე ვიგებდი პროცესს. გამიცრუვდა იმედები და მხოლოდ 2 ხმა იყო დაცვის სასარგბელო. აი ასეთი არართგვაროვანნი არიან ადამიანები. ადამიანები ანუ მსაჯულები. 

 

 

  1. 6.    რამდენად  კონკურენტუნარიანნი არიან ქართველი ადვოკატები პროკურორებთან ასეთ პროცეზებზე?

    ამჟამად შეიძლება ითქვას რომ ცდილობენ იყვნენ კომპეტენტურები. მეტიც, თავად პროფესიული თავისუფლება აძლევს ადვოკატებს პროცესზე კრეატიულობის, რიტორიკებისა და სიტყვის ხელოვნების გამომჟღავნების საშუალებას, რაც შეიძლება ნაკლებად ვნახოთ პროკურორებში, რადგან ისინი მაინც საჯარო ინტერესს წარმოადგენენ და თავადაც სახელმწიფო აპარატში „იხარშებიან“.  ადვოკატებს  დღეს უკვე ბერვი ტრეინინგი აქვთ გავლილი და მოტივირებულნიც არიან, რამეთუ სასამართლოში აშკარად შეიცვალა მდგომარეობა.  ამას ემატება ისიც, რომ უკვე მე 10 ნაფიც მსაჯულთა პროცესს ვითვლით. დამერწმუნეთ, რომ მალე ვიხილავთ ვერდიქტებს – უდანაშაულოა!

  1. 7.    არის თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოდემოკრატიის იდეალი

     ჯერჯერობით კაცობრიობას მეტი მაღალი ან განსხვავებული სტანდარტი არ გამოუგონებია. იდეალური ვფიქრობ არაფერია, მასთან მიახლოვებული შეიძლება. ვიტყოდი რომ დემოკრატიული ქყვეყანა უნდა ცდილობდეს რომ გააჩნდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა, ეს „განაცხადი“ არ არის მსუბუქი სატარებელი, მაგრამ თუ შეძლო ქვეყანამ, საზოგადოებამ ნამდვილად ამბიციურია მისი მდგომარეობა.

  1. 8.    ბევრი იურისტი აღნიშნავს ხშირად, რომ ჩვენი მართლმსაჯულება გასამართია, თქვენი აზრით რა გვჭირდება იმისთვის რომ იმ იდეალურთან წყობასთან ახლოს მაინც მივიდეთ?

        განთლებიდან დავიწყებდი. იმისათვის რომ ვიყოთ ჰარმონიზაციაში პრინციპთან „ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს“ საჭიროა პროფესიული არჩევანი და მისი მუდმივი განახლება, სწავლა და კომპეტენციის გაღრმავება, სწრაფვა პროფესიონალიზმისკენ. მაგალითად ადვოკატი მაშინ არის პროფესიონალი, როდესაც მას პირველ რიგში უყვარს თავისი საქმე, იცის რა უნდა გააკეთოს (ეთიკა), იცის როგორ უნდა გააკეთოს (უნარ ჩვევები) და იცის რა ესაჭიროება საამისოდ (სამართლისმცოდნეობა)…

  1. 9.    ყველაზე პრობლემატურ საკითხად რას მიიჩნევთ ჩვენს მართლმსაჯულებაში?

    მოსამართლის მიერ მისივე გადაწყვტილების დასაბუთების ტექნიკის, უნარის არ არსებობას. ადვოკატთა და პროკურორთა შეჯიბრებითობის სისტემის ცოდნის ნაკლებ კვალიფიციურობას.

10. როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები?

ამის დაძლევა შესაძლებელია, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ნელი ტემპით, დაჩქარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსამართლის, პროკურორის და ადვოკატის პროფესიების არსის გაგება მოხდება განათლებისა და ხშირი ტრეინინგების მეშვეობით. თუმცა იურიდიული სკოლის არსებობა აუცილებელია. ეს არის გამოსავავალი.

 

Tags: , , ,

საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაძლო განვითარება და მნიშვნელობა

             ყოველი სახლმწიფო, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ იყოს დემოკრატიული და სამართლებრივი უნდა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას. ვინაიდან სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკა არის გასაღები დამნაშავეობის შემცირების და გარანტი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების. თუ ხელისუფლება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება, შესაძლებლობათა მაქსიმუმს არ განახორციელებს სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის გატარებისთვის მაშინ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, დამნაშავეობის ზრდის და საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის დაცემის ალბათობა იქნება ძალიან მაღალი.

        სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკა იმდენად პრობლემური საკითხია, რამდენადაც იგი პირდაპირმიმართებაშია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სტაბილურობასთან, სახელმწიფოს დემოკრატიულობასთან, საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთობასთან, სოციალურ ვითარებასთან, სამოქალაქო საზოგადოების ქმედითობასთან, კრიმინალიზაციასთან და დანაშაულებრივ დინამიკასთან.

            საქართველო შედის იმ სახელმწიფოთა რიგებში, რომლებმაც არსებითი ყურადღება ვერ ან არ გაამახვილეს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასა და ჩამოყალიბებაზე. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ერთ ათეულ წელზე მეტი გავიდა რაც დამოუკიდებელმა საქართველომ მიიღო სისხლის სამართლის კოდექსი და ამ პერიოდის განმავლობაში არ ჩამოყალიბებულა სისხლის სამართლის ერთიანი და ქმედითი პოლიტიკა, რომელიც იქნებოდა სამეცნიერო, სამთავრობათშორისო, საზოგადოებრივი, სახელისუფლებო და საერთაშორისო აზრთა ნაზავი.  ყოველივე აღნიშნულმა თუ არა სახელმწიფოს მიერ შემაკავებელი იძულებითი ბერკეტებისა, შესაძლებელია სავალალო შედეგამდე მიიყვანოს ან უგულებელყოფილ იქნეს, როგორც სისხლის სამართლის კანონმდებლობა და დასაბუთებული მეცნიერული აზროვნება, ისე სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებები.

         დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე აღინიშნება სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების ,,ბუმი.’’ იცვლება სულ რამდენიმე წლის ან თვის წინ სისხლის სამართლის კოდექსში შესული ნოვაციები. ყოველივე ეს მეტყველებს უმართებული სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, თავის დროზე, როცა განხორციელდა აღნიშნული ცვლილებები. ზემოთ დასახელებული კრიტერიუმები არის აუცილებელი ასპექტი სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის განსახორციელებლად, ყოველივე აღნიშნული პირდაპირმიმართებაში იქნება  საკანონმდებლო ცვლილებებათა რიცხვის შემცირებასთან და ამავე დროს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ნორმა შეიძენს უფრო სტაბილურ ხასიათს. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ რაც უფრო მართებულია სისხლის სამართლის პოლიტიკა, მით უფრო სტაბილურია კანონმდებლობა.

            განვლილი წლებიდან ხშირია შემთხვევა, როცა სიხლის სამართლის პოლიტიკას აკლია მეცნერული დასაბუთება და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება, სამაგიეროდ ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ხელისუფლების დამოუკიდებელ ნებას დაქვემდებარებულ ჭადრაქის პაიკს, რომელსაც მოთამაშე მხოლოდ თავის ნება-სურვილიდან გამომდინარე აკეთებინებდა სვლებს. სისხლის სამართლის პოლიტიკა უმრავლეს შემთხვევაში ხორციელდებოდა მშრალად, ყოველგვარი კრიმინოლოგიური კვლევების და სამომავლო გათვლების გვერდის ავლით. ყოველივე აღნიშნული კი გახდა ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულობის მაჩვენებლის ზრდის და სასჯელის მიზნების განუხორციელებლობის მიზეზი.

         კითხვას, თუ დღეს როგორ და რა კუთხით უნდა გატარდეს სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკა საქართველოში, შესაძლებელია გაეცეს პასუხი შემდეგნაირად. აღნიშნულის განსახორციელებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს, როგორც სამეცნიერო დასაბუთებული აზრი, სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება, კრიმინოლოგიური მდგომარეობა, რეფორმის შესაძლო უარყოფითი რეაქცია, ისე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, სოციალური ვითარება, საერთაშორისო სტანდარტები, ეკონომიკური სტაბილურობა და ყველა ის სამართლებრივი ასპექტი, რომელიც პირდაპირმიმართებაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის ქმედითობასთან.

         დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, მაშინ როცა საქართველო არის ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების წევრი, რომლებიც ჰუმანურ ელემენტს სძენს სისხლის სამართლის პოლიტიკას, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ პირველ რიგში ხელისუფლება, ისევე როგორც საზოგადოება და მეცნიერება, დროულად დაფიქრდეს აღნიშნული კუთხით მთელი რიგი რეფორმების გატარებაზე. სისხლის სამართლის ნორმის მიზანი (ration legis) თუ წინა წლებში განსაკუთრებული და დაუსაბუთებელი სიმკაცრით ცალსახად მიიღწეოდა, ამ ეტაპზე ყოველივე ეს შესაძლებელია სისხლის სამართლის ჰუმანური პოლიტიკიდან გამომდინარე. თუმცა არც ძალიან ჰუმანური მიდგომა იქნება სასურველი განსაზღვრულ დანაშაულებთან მიმართებაში, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლებელია პირიქით ხელი შეუწყოს რეციდივის მატებას. სისხლის სამართლის პოლიტიკა მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს, როგორც ხელისუფლების და მეცნიერების ისე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ შევიმუშავეთ ერთგვარი რეკომენდაციები სისხლის სამართლის პოლიტიკაში თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს ცვლილებები და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოყვეს ხელისუფლების მხრიდან ერთპიროვნულად მის განხორციელებას.

        1— მოძველებულია თემა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში. სისხლის სამართლის პოლიტიკის მეშვეობით პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორ უნდა მოეპყროს კანონმდებელი ნარკოტიკულ ნივთიერებათა მომხმარებელს და ეწ.სომატონარკომანს, აღიქვას ის როგორც დამნაშავე, თუ როგორც ავადმყოფი და შესაბამისად განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაიწყო მეტადონის პროგრამა და წამალდამოკიდებულთა მდგომარეობის შემამსუბუქებელი მსგავსი ღონისძიებები, მაგრამ ეს ხორციელდება რამდენიმე ათეული პირის მიმართ, რაც ზღვაში წვეთია საქართველოში არსებულ სომატონარკომანთა რიცხვთან მიმართებაში.

           აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს დროულად შემუშავდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც იქნება აღნიშნულ პირთა მდგომარეობის შესაბამისი და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში დაბრუნებას. სისხლის სამართლის კანონმდებლობის დღევანდელი დამოკიდებულება ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში აშკარად არასწორ პოლიტიკაზე მეტყველებს და ასევე იმ ასპექტს ააშკარავებს, რომ ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება დაბალ ინტერესს ავლენს დასახელებულ პირთა მდგომარეობასთან მიმართებაში.

          2—– სისხლის სამართლის პოლიტიკის მეშვეობით აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა და მართლმსაჯულება არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა იყოს იმ კუთხით განვითარებული, რომ მაქსიმალური შესაძლებლობა მიეცეს, როგორც ბრალდების მხარეს, ისე სასამართლოს არასრულწლოვანი აარიდოს სისხლის სამართლის პროცესს და პატიმრობას. აღნიშნულთან დაკავშრებით მისასალმებელია, რომ ამოქმედდა განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტები, რომლებიც სისხლის სამართლის ჰუმანური პოლიტიკის გატარების შედეგია, თუმცა ამ კუთხით უფრო მეტის გაკეთებაა აუცილებელი  თანამედროვე და განვითარებადი სახელმწიფოების მსგავსად. დღემდე არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, როცა მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული ქმედებიდან გამოწვეული ზიანი შესაძლებელია ჩათვლილიყო მცირე მნიშვნელობად, მაგრამ სისხლისსამართლებრივი დევნა მაინც დაიწყო პროკურორმა. სწორედ ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი ტენდენცია, იმასთან დაკავშირებით, რომ არსებითი ყურადღება მიექცეს ქმედების მცირე მნიშვნელობის განსაზღვრას.

          3—-  სისხლის სამართლის პოლიტიკაში მოეძებნება პასუხი კითხვას, რა ღონისძიებების განხორციელების შედეგადაა შესაძლებელი საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის ამაღლება? პასუხი მდგომარეობს შემდეგში; ყოველივე აღნიშნული შესაძლებელია: საზოგადოების ჩართულობით საკანონმდებლო ნოვაციების შემუშავების პროცესში, საზოგადოების ინფორმირებულობით დანაშაულობის მავნე და სახიფათო შედეგებთან დაკავშირებით, სატელევიზიო რეკლამების და გადაცემების დანაშაულის პრევენციის განხორციელებით ყურებად არხებზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისევე როგორც სკოლებში სხვადასხვა პროგრამების ჩამოყალიბებით დანაშაულის პრევენციის შესახებ, არასრულწოვნებთან მიმართებაში საგნმანათლებლო თამაშების მოწყობით ზოგასამართლებრივ საკითხებზე, ნაფიც მსაულთა ინსტიტუტის სწრაფი და დასაბუთებული  ამუშავებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი ლექცია-სემინარების ჩატარებით დანაშაულობის თემებზე. აღნიშნული საკითხი ეკუთვნის კრიმინოლოგიას, თუმცა ცალსახად მაინც სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტია.

          4—- სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკა მცირე პერიოდში ვერ განხორციელდება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ყოველთვის პირდაპირმიმართებაშია გარკვეულ დროსთან. აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელ გარემოებას წარმოაგდენს არსებული ვითარების შესწავლა, საზოგადოებისა და მეცნიერების აზრის გაანალიზება, ხოლო შემდეგ კრიმინოლოგიური და სხვა სოციალურ-სამართლებრივი კვლევების ჩატარება, რომლითაც უნდა განისაზღვროს ,,გადასადგმელი ნაბიჯის მომავალი’’. ყოველივე ეს კი მოითხოვს გონივრულ მუშაობას და დროს, რომელიც აუცილებელი საფუძველია სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის განსახორციელებლად.

         ნაჩქარევად განსაზღვრული პოლიტიკა ყოველთვის გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება. სწორედ ამიტომ ქართველი კანონმდებელი სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით გარკვეული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში უნდა მოქმედებდეს ,,ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი’’-ს პრინციპით, ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში გაპარული ხარვეზი თუ გაუთვლელი ელემენტი ყოველთვის ცუდად აისახება პირველ რიგში ადამიანის უფლებებსა და კრიმინოლოგიურ მდგომარეობაზე.

         5— კანონმდებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს სისხლის სამართლის პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტებს,  როგორც კრიმინალიზაციას და დეკრიმინალიზაციას, ისე პენალიზაციას და დეპენალიზაციას. სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ყოველი ცვლილება, რომელსაც აკლია სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკული გათვლები შესაძლებელია გახდეს სავალალო შედეგების მომტანი. სწორედ ამიტომ აუციელებელ გარემოებას წარდმოაგდენს, რომ კანონმდებელი, ისევე როგორც მეცნიერება,  მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაძლო ცვლილებების და ნოვაციების განხორციელებას.

        6— პოლიტიკა, როგორც ამას ცალკეულ თავებში აღვნიშნავთ, თავისებურად ვლინდება სისხლის სამართლის პროცესშიც. დღეს მართლმსაჯულება გახდა უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტური, ყოველივე ეს  თანამედროვე სტნადარტების შესაბამისია. თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია საპროცესო შეთანმხების ინსტიტუტი, რომელიც არის სწრაფი მართლმსაჯულების საწინდარი. დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე ეს ინსტიტუტი, არის არასწორად ინტერპრეტირებული პრაქტიკაში და შეიძლება ითქვას, რომ ცალსახად წარმოადგენს ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ გზას. ამ შემთხვევაში, აღნიშნული სისხლის სამართლის პოლიტიკის უარყოფით ელემენტად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ საპროცესო შეთანხმება არ უნდა ფორმდებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულზე. აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ კანონმდებელმა, საზოგადოების და მეცნიერების ჩართულობით  დროულად განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები და საპროცესო შეთანხმება დაუშვებელი იყოს მინიმუმ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე.

          7—– ჩვენი აზრით, დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, მაშინ როცა მიმდინარეობს მსჯელობა სასამართლოში ტელე-ვიდეო გადაღების დაშვების თაობაზე, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს საკანონმდებლო დონეზე განხილულ იქნეს საკითხი გამოძიების ეტაპზე, საგამოძიებო ორგანოში დაკითხვა მიმიდნარეობდეს თუ არა, ვიდეო-გადაღების ან/და ჩაწერის რეჟიმში. აქ შესაძლებელია დადგეს  საკითხი მოწმის ან ბრალდებულის პირადი ცხოვრებისეული ან სხვა ცნობების თუ ინფორმაციის გახმაურების თაოაზე. თუმცა აღნიშნული სიახლის სიხლის სამართლის საროცესო კოდექსში ასახვით მეტი გარანტია ექნება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვას და ამავე დროს დაკითხვა იქნება უფრო გამჭვირვალე და კანონიერი.

         8——- ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებთან მიმართებაში აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა გახდეს ჰუმანური. აღნიშნული კუთხით სასურველია არსებითი ყურადღება გამახვილდეს საზოგადოებისათვის  სასარგებლო შრომაზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს სისხლის სამართლის ჰუმანური პოლიტიკის ერთ-ერთ ელემენტს სასჯელის ინსტიტუტიდან გამომიდნარე. სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.’’ ვფიქრობთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლის დასახელებულ ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნა ძირითად სასჯელად დასაშვები უნდა იყოს  იმ შემთხვევაშიც, როცა სსკ-ის შესაბამისი მუხლით არ არის გათვალისწინებული. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულის განხორციელებით და ამასთან ერთად მართლმსაჯულების ორგანოს, ისევე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, არსებითი და ქმედითი ტენდენციით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა უმრავლესობა იქნება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაკავებული. ყოველივე ეს კი პირდაპირმიმართებაშია, როგორც რესოციალიზაციათან და საზოგადოებრივ აქტივობასთან, ისე საბიუჯეტო სახსრებთან.

         9—— მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, თანაბარ პირობებს და შესაძლებლობებს სთავაზობს მხარეებს, რათა თავიანთი ინიციატივით მოიპოვონ და წარადგინონ შესაძლო მტკიცებულებანი სასამართლოში. ამ შემთხვევაში სასამართლო გამოდის მხოლოდ არბიტრის როლში, რომელიც ურთიერსაპირისპირო მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ადგენს განაჩენს. უმრავლეს შემთხვევაში ბრალდების მხარე ყოველთვის სახარბიელო სიტუაციაშია სისხლის სამართლის პროცესზე. დაცვის მხარეს ხშირად არ შესწევს უნარი, შესაძლებლობათა მაქსიმუმიდან გამომდინარე განახორციელოს დაცვა.  ამ შემთხვევაში ბრალდებული ფაქტიურად დაუცველი რჩება. ყოველივე ეს ცალსახად მეტყველებს ადვოკატთა უმრავლესობის  პროფესიულ არაკომპეტენტურობაზე. ხელისუფლებამ, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს მხარეებს სისხლის სამართლის საქმეზე, აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები ადვოკატთა კორპუსის პროფესიული გაძლიერებისთვის. მომწიფდა იმის აუცილებლობა, რომ განვითარდეს და ობიექტური ფორმით გაკონტროლდეს ადვოკატთა უნარ-ჩვევების შემუშავება და სწავლება, რათა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ქვაკუთხედი: მხარეთა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, რეალურად განხორციელდეს ყველა ელემენტის  გათვალისწინებით. ყოველივე ეს ცალსახად პირდაპირ კავშირშია სისხლის სამართლის პოლიტიკასთან, როგორც სახელმწიფოს ხელისუფლების და სამეცნიერო საზოგადოების დამოუკიდებელ ნებასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრულყოფისთვის.

          10—- სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს მაღალი კულტურა, რომ ყოველი ცვლილება სანამ უშუალოდ სისხლის სამართლის მატერიალურ ან საპროცესო კოდექსში აისახება, განხილულ იქნეს სამეცნიერო და დიპლომატიურ საზოგადოებებში.  აღნიშნული კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს, რათა დემოკრატიულობის, მეცნიერულობის და ქმედითობის მაღალ დონეზე იქნეს შესწავლილი შესაძლო ნოვაციები, მაქსიმალურად იქნეს გამორიცხული შესაძლო ხარვეზები და ობიექტურად გაითვალოს ამა თუ იმ ცვლილებათა პრაქტიკაში განხორციელების შესაძლო დადებითი და უარყოფითი მხარეები.

          11—–განვლილი პრაქტიკიდან გამომდინარე, აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით ცვლილებების განხორციელებამდე პროგნოზის მაქსიმალური ასპექტებით განისაზღვროს ამა თუ იმ საკანონმდებლო ნოვაციის მომავალი. ყოველივე აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა აქვს სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის განსახორციელებლად.,,გერმანიის ფედერაციული სასამართლო მსგავსი კუთხით ინტერპრეტირებულ პრინციპს საკონსტიტუციო ვალდებულებად მიიჩნევს.’’[2] აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, ქართულ სისხლის სამართლის კანონშემოქმედებით საქმიანობაშიც ჩამოყალიბდეს აღნიშნულის მსგავსად მაღალი კულტურა.

            12—-დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გატარებული რეფორმების შედეგად უარყოფით შეფასებას იმსახურებს და ქართველი კანონმდებლის, ისევე როგორც სამეცნიერო საზოგადოების დაფიქრებას საჭიროებს დაზარალებულის ინსტიტუტი, მისი სტატუსი და უფლება-მოვალეობები. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანამხმად: ,,დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა’’. მაშასადამე პირს, რომელსაც დანაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი უფლება-მოვალეობის კუთხით უტოლდება მოწმეს. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სრულყყოფისა და ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისთვის აუცილებელ, გარემოებას წარმოადგენს გარკვეული სახის რეფორმა გატარდეს დაზარალებული ინსტიტუტთან, მხარეთა თანასწორობის და შეჯიბერბითობის ქვაკუტხედ პრიციპთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ მაგ. შვლიმკვდარ დედას ან გაუპატიურების მსხვერპლას უფლებრივად ვერასდროე ვერ განვიხილავთ მას, როგორც მოწმეს, სწორედ ამიტომ  მეტი უფლებები უნდა მიეცეს დაზარალებულს.

  13—- დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე მოქმედი ხელისუფლების ინიციატივით განხორციელდა სისხლის სამართლის ჰუმანური პოლიტიკა მსჯავრდებულებთან დაკავშირებით. ამნისტიის აქტი შეეხო მსჯავრდებულთა უმრავლესობას, რომელიც თ/აღკვეთის დაწესებულებებში იხდიდა სასჯელს. ყოველივე ეს მისასალმებელია წმინდა ჰუმანურ-ადამიანური ასპექტებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი,რომ მკაცრი პოლიტიკის გატარების შედეგად, საქართველოში არსებული ფაქტიურად თავისუფლების აღკვეთის ყველა დაწესებულება იყო გადატვირთული. ამავე დროს უნდა გამძაფრდეს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა და დანაშაულის გამოვლინების მექანიზმი, ვინაიდან რეციდივს ან კრიმინოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას არ ჰქონდეს ადგილი.

        ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მიმდიმარეობს მსჯელობა სისხლის სამართალში შეკრებითობის პრინციპის გაუქმების თაობაზე, რის შედეგადაც არაერთი მსჯავრდებული დატოვებს საპატიმროებს. ბუნებრივია, რომ ხელისუფლების მსგავსი დამოკიდებულება წმინდა ადამიანურია და მისასალმებლია, თუ შენარჩუნდება ის კრიმინოლოგიური მდგომარეობა, რაც აღნიშნული აქტების მიღებამდე იყო საქართველოში. ხელისუფლება მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოეკიდოს აღნიშნული ნოვაციების განხორციელებას, როცა საქმე ეხება თ/აღკვეთის დაწესებულებებიდან  მსჯავრდებულთა ფართომასშტაბიან გამოშვებას.

          ჩვენი აზრით, შეკრებითობის პრინციპის აბსოლუტური გაუქმება არ იქნება რეკომენდებული, ვინაიდან პრაქტიკაში არის მთელი რიგი დანაშაულები და დანაშაულის ამსრულებლები, რომელთა მიმართებაშიც სასჯელთა შეკრების პრინციპის არარსებობა პირდაპირმიმართებაში იქნება დაზარალებულთა ინტერესების უპატივცემლობასთან. დღეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულს უფლებრივად უთანაბრებს მოწმეს, ამავე დროს დასახელებული პრინციპის აბსოლუტური გაუქმებით ამ უკანასკნელის მდგომარეობა იქნება სრულიად უგულებელყოფილი. ვფიქრობთ, რომ რეკომენდებულია კანონმდებელმა განსაზღვროს დანაშაულის სახეები, რომელთა მიმართებაშიც გაუქმდება აღნიშნული პრინციპი.

         14—–დღევანდელი გადასახედიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს შეიქმნას: ,,სისხლის სამართლის პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმარების ინსტიტუტი,’’[3] რომელიც დაკომპლექტდება, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე სამეცნიერო, დიპლომატიური და სამოქალაქო საზგადოების წევრებისგან. მისი მიზანი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისთვის რეკომენდაციების შემუშავება და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხორციელებამდე მოსალოდნელი შედეგის გათვლა. ყოველივე აღნიშნული იქნება სისხლის სამართლის მართებული პოლიტიკის განხორციელების და მოცემული კუთხით დაშვებული შეცდომების გამოსწორების მცდელობა.

          ხელისუფლების მხრიდან უნდა განხორციელდეს გარკვეული სახის გრანტების გამოყოფა და პროგრამების შედგენა მეცნიერთა ფართო საზოგადოებისადმი, რათა სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით მომუშავე მეცნიერებისა თუ მკვლევარებისთვის დაინტერესება იყოს მაღალი და სახელმწიფოს მხრიდან იგრძნონ მხარდეჭერა.

 ვლადიმერ წითლაური

                                    გამოყენებული ლიტერატურა

1-    ავტ.კოლექტივი თსუ – სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი თბ.2007წ.

2-    გამყრელიძე ო. სისხლის სამართლის პრობლემები თბ.2011წ.

3-    გამყრელიძე ო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება თბ.2005წ.

4-    გამყრელიძე ო.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება თბ. 2008წ.

5-    დონჯაშვილი თ.საქართველოს სისხლის სამართალი თბ.2002წ.

6-     ბოილკე ვ. ვესელსი ი.სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი თბ.2010წ.

7-    მჟავანაძე ზ. სისხლის სამართალი ქუთაისი 2000წ.

8-    ცნობილაძე პ. ხუბუა გ. ხმალაძე ვ. როგორ იქმნება კანონი თბ.2000წ.

9-    წერეთელი თ.სისხლის სამართლის პრობლემები თბ.2007წ.

10- ნაჭყებია გ.სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი)თბ.2011 წ.

11- ნაჭყებია გ.ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორია თბ. 2011წ.

12- მჭედლიშვილი-ჰედრიხი ქ. სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი) თბ.2011წ.

13- ღლონტი გ.კრიმინოლოგია და სამართლებრივი კონტროლი საქართველოში თბ.2008წ.

14- შალიკაშვილი მ.კრიმინოლოგია თბ.2010წ.

15- ტურავა მ.სისხლის სამართალი (დანაშაულის მოძღვრება) თბ.2011წ.

16- ტურავა მ.სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი) თბ.2010წ.

17- კეკელია მ. ლორთქიფანიძე მ.ლორია ვ. ქართული ჩვეულებითი სამართალი თბ.1988წ.

18- ვახტან მეექვსე რედ.ი.აბულაძე თბ.1955წ.

19- ხუბუა გ. სამართლის თეორია თბ.2004წ.

20- მეტრეველი ვ.ქართული სამართლის ისტორია თბ.2004წ.

21- ზოიძე ბ.საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში თბ.2007წ.

22- ინწკირველი გ. სამართლებრივი რეფორმა საქართველოში თბ.1996წ.

23- დაუთაშვილი პ.სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი თ.2008წ.

24- ბეჟაშვილი ლ. საკანონმდებლო ტექნიკა თბ.2008წ

                                  დისერტაციები და სტატიები

1-      ოშხარელი მ. სადისერტაციო საშრომი ,,მტკიცების არსი სისხლის სამართლის პროცესში’’ თბ.2008წ.

2-      ალანია გ. სადისერტაციო ნაშრომი ,,ბიზნესის სფეროში ჩადენილი თაღლითობის გამოძიების მეთოდიკა’’თბ.2012წ.

3-      ხერხეულიძე ი. სადისერტაციო ნაშრომი ,,აუცილებელი მოგერიება ქართულსა და საერთო (ანგლო-საქსური ტიპის)სამართალში’’თბ.2008წ.

4-      აბრამიშვილი ლ. სადისერტაციო ნაშრომი ,,ქრთამი ძველ ქართულ სამართალში’’ თბ.2008წ.

5-      გიორგიძე ალ. სადისერტაციო ნაშრომი ,,შეზღუდული შერაცხადობა’’თბ.2008წ.

6-      ფაფიაშვილი ლ.,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება’’ ჟურ.საერთაშორისო სამართალი თბ.2011

7-      გაბელია ი. ,,სისხლის სამართალში კანონშემომქედების ცნებისა და არსის გაგებისთვის კრიმინალიზაციისა და მასთან დაკავშირებული პროცესების განმარტება’’ სოხუმის სახელმწიფო ნივერსიტეტის შრომები თბ.2010-2011წ.

                                                უცხოენოვანი ლიტერატურა

1-      Roxin ,,Strafrecht vor den Schranken der Frundrechte’’ (2004)

2-      Roxin C.Strafrecht, ATI. 1994.

3-      Eser A; Huber B. – korruptionsbekampfung durch strafrecht.Freiburg 1997.

4-      Calliess R; Muller-Dietz H. strafvollzugsgesetz. Munchen2002.

5-      Kelsen,Was ist Reine rechtslehre ? Festg.f.Giacometti 1953.

6-       Галиакбаров.П. Проблемы криминализаций многосубьектных общественно

опасных деяний. – Актуальные проблемы криминализаций и декриминализаций

общественно опасных деяний. Омск, 1980.

7-      Кудрявцев. В. Н. Понятие уголовной политики и формы её реализаций1978.

8-      Luderssen.K. Kriminologie, einfuhrung in die probleme. Baden-Baden,1984,

                           


[1] წითლაური ვლადიმერ. ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატრანტი.

[2] ბეჟაშვილი ლ. საკანონმდებლო ტექნიკა თბ.2008.გვ.41

[3] აღნიშნული ინსტიტუტის შექმნა და ჩამოყალიბება ვიმედოვნებთ, რომ ხელს შეუწყობს  სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარებას, რაც პირდაპირმიმართებაში იქნება ამ უკანასკნელის ქმედითობასთან. ვიტოვებთ იმედს, რომ ხელისუფლება, ისევე როგორც სამეცნიერო საზოგადოება, დასახელებული ნოვაციის მიმართ დიდ ინტერესს გამოავლენს.

 

Tags: , , , , , ,

Cyrus Cylinder – მსფოსლიოს პირველი ადამიანის უფლებათა დეკლარაცია

Cyrus Cylinder სპარსული  2.600 წლისა რელიკვია (Cyrus Cylinder) მიჩნეულია მსოფლიოს პირველ, ადმიანის უფლებათა დეკლარაციად.

გამოფენაზე პირველად ნაჩვენები იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აღნიშნული რელიკვია მოიცავს მეფე Cyrus დიდის განკარგულებებს.

მეფე Cyrus დიდი იყო სპარსეთი მეფე (ჩვ. წ. აღ. 539-530).

ლევან ჯგერენაია

წყარო: http://www.minds.com/blog/view/48206/cyrus-cylinder-world039s-first-declaration-of-human-rights#

http://www.britishmuseum.org/explore/highlights/highlight_objects/me/c/cyrus_cylinder.aspx

 

Tags: , , , , , , , ,

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გარანტიები საქართველოში დასაერთაშორისო ასპექტები

შესავალი

წინამდებარე თემის კვლევის საგანს წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
დაცვის გარანტიები ქართულ კანონმებლობაში, კერძოდ კი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში და მისი საერთაშორისო ასპექტები.
ნაშრომში განხილულია საქართველოს კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავენ, ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონი. ასევე შემოთავაზებულია იმ პრობლემატური საკითხების გადაჭრის
გზები, რომელიც აღმოჩენილია აღნიშნული კანონის განხილვისას.
ნაშრომში ნათლად არის წარმოჩენილი ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც
უკავშირდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას საქართველოში.
წარმოჩენილ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, შემუშავებულია მისი გადაჭრის
გზები და გარკვეული რეკომენდაციები.
კვლევაში ასევე გაანალიზებულია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები,
რომლებიც მოცემულ თემას უკავშირდება.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა განხილულია სხვადასხვა კუთხით.
თემი აქტუალობა
თემის აქტუალობას წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეულეხლობის დაცვის
მექანიზმების გააზრება. იმ საკონმდებლო ხარვეზების წარმოჩენა, რომელიც უკავშირდება
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.
თემის მიზანი
წინამდებარე თემის მიზანია, წარმოაჩინოს ის ხარვეზები და პრობლემები, რომელიც
დაკავშირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხელობის დაცვასთან. ასევე მათი გადაჭრის
გზები და გარკვეული რეკომენდაციები.
სამეცნიერო სიახლე
ნაშრომის სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენს:
1. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მექანიზმების ანალიზი, მათი
გააზრება, შედარება საერთაშორის ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;
2. პირადი ცხოვრების წარმოჩენა სხვადასხვა ასპექტებში. იმ სფეროების დადგენა,
რომელიც მოიცავს პირად ცხოვრებას;
3. კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზები.

ლევან ჯგერენაია

ოხ. სრული ვერსია  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის გარანტიები საქართველოში დასაერთაშორისო ასპექტები

 

Tags: , , , , , , , ,