RSS

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება და შეწყვეტა

19 Nov

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება და შეწყვეტა

საქართველოს მოქალაქეობის საკითხსი, ქართული კანონმდებლობით, რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“.

კონსტიტუცია ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით.ასევე დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქე ამავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება, ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან.

საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება: ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა და ცხოვრობს ( საქართველოს მოქალაქეობის შესახებ) ამ კანონის სამოქმედოდ მიღების დღისათვის, თუ ექვსი თვის ვადაში არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე. ბ) საქართველოში დაბადებული პირი, რომელიც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია და ამდენად აკმაყოფილებს „ა“ პუნქტის მოთხოვნებს, თუ მას არა აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. გ) პირი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა კანონის შესაბამისად.

საქართველოს მოქალაქეობის შეძენა ხდება რამდენიმე გზით: ა) დაბადებით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით); გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და (საქართველოს მოქალაქეობის შესახებ) ამ კანონის შესაბამისად.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ბავში, რომლის ორივე მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქედ ითვლება დაბადების ადგილის მიუხედავად.

იმ შემთხვევაში, თუ მშობლები სხვადასხვა მოქალაქება აქვთ და ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა ბავშის დაბადების მომენტისათვის, ბავშვი ჩაითვლება საქართველოს მოქალაქედ, თუ:   ა) დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) დაიბადა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ მის ერთ-ერთ მშობელს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს საქართველოს ტერიტორიაზე; გ) ერთ-ერთი მშოველი, მისი დაბადების მომენტისათვის (დაბადების ადგილის მიუხედავად) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მეორე – მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცნობია.

იმ ბავშვის მამობის დადგენის შემთხვევაში, რომლის დედა მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მამად მიჩნეულია საქართველოს მოქალაქე, ბავშვი ხდება საქართველოს მოქალაქე დაბადების ადგილის მიუხედავად.

საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუ ისინი დაიბადნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

სრულწლოვან პირს, უფლება აქვს აირჩიოს მოქალაქეობა. თუ მშობლებს სხვადასხვა მოქალაქეობა აქვთ და ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, პირი სრულწლოვანების მიღწევისას სურვილისამებრ ირჩევს ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობას.

საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, საჭიროა, რომ პირი აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს, კერძოდ კი: ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასნკნელი 5 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

პირს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობაზე, თუ მან ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანის წინააღმდეგ. ასევე თუ ის მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულში. კიდევ ერთი პირობა უარის თქმისა, ეს არის თუ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენს უფლება აქვს, უკვე ჩამოთვლილი პირობების „გვერდის ავლით“ მიანიჭოს პირს საქართველოს მოქალაქეობა. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირს ა) საქართველოსა და კაცობრიოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო. ბ) მისი მიღება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

კანონმდებლობა ასევე ცნობს მოქალაქეობის შეწყვეტას. მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძლად მიჩნეულია: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;  გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ კანონით (საქართველოს მოქალაქეობის შესახებ) გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

მოქალაქეობის დაკარგვა ხდება, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში; ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში; გ) საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით; დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.

კანონმდებლობის მიხედვით, არავის არ შეიძლება ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა.

 

 

ლევან ჯგერენაია

 

Tags: , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: