RSS

ქართული სამართლის წყაროები

19 Nov

ქართული სამართლის წყაროები

           საქართველოს სამართლის  სისტემის ისტორია საქართველოს სახელმწიფოებრიობის პარალელურად ვითარდებოდა. საქართველოში კანონშემოქმდებითი ტრადიცია, სახელმწიფო პოლიტიკურ ხელისუფლებასთან ერთად, ყოველთვის არსებობდა. როგორც ისტორიიდან არის ცნობილი ქართული სახელმწიფოებრიობა და სამართალი ჩვ.წ.ა პირველ ათასწლეულში ყალიბდება. ბუნებრივია მან საუკუნეების განმავლობაში განვითარების  მრავალი safexuri განვლო  და არაერთი ცვლილებაc განიცადა, ვიდრე დღევანდელი ფორმით ჩამოყალიბდებოდა.

სახელმწიფო და სამართალი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ამiტომ ქართული სამართლის ძეგლების განხილვისას მნიშვნელოვანია  ყურადღება გავამახვილოთ, თუ სად ჩამოყალიბდა ესა თუ ის პოლიტიკური გაერთიანება, როგორი იყო მისი მმართველობის  ფორმები, ვინ იყვნენ თანამდებობის პირები და განვითარების rogori  გზა განვლო man.

“სამეცნიერო ლიტერატურაში გაზიარებულია მოსაზრება, იმის შესახებ, რომ პირველი პოლიტიკური გაერთიანებები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ მხარეებში უნდა ჩამოყალიბებულიყო. კერძოდ, ამგვარი პოლიტიკური გაერთიანებები იყო დიაოხი (ისტორიული ტაო) და კოლხa’’. უფრო მოგვიანებით კი აღმოსავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა, იბერიის სამეფო. პირველი სახელმწიფოების ჩამოყალიბებასთან ერთად, უკვე ფარნავაზის ეპოქიდან, საქართველოში კანონშემოქმდებით ფუნქციას ახორციელებდnen სახალხო კრება და მამასახლისთა საბჭოები.

ქართული სამართლის შესწავლისას აუცილებელია ასევე სამართლის წყაროების განხილვა, რადგან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის უძველესი ისტორიული ძეგლები, რომლიდანაც ქართული სამართალი სათავეს იღებს.

იურიდიულ ლიტერატურაში სამართლის წყარო  ორგვარი გაგებით გამოიყენება: მატერიალურიTa და ფორმალურიT. ”სამართლის თეორიის თვალსაზრისით, სამართლის წყარო ეწოდება იმ კატეგორიას, იმ ძალასა და ფაქტორს, რომელიც ქმნის სამართალს. ტერმინ “სამართლის წყარო”_ს მრავალაზრობრივი მნიშვნელობა აქვს, კერძოდ მასში იგულისხმება:

•               ძალა, რომელიც საფუძვლად უდევს ამა თუ იმ კანონმდებლობას, მაგალითად რომის სამართალი უდევს საფუძვლად, გერმანიის სამოქალაქო კოდექსს.

•               ისტორიული ძეგლები, რომლებსაც “ოდესღაც” ჰქონდათ  მოქმედი სამართლის მნიშვნელობა (ჰამურაბის კანონები)

•               მოქმედი სამართლის შემეცნების საშუალება”

არსებობს სამართლის წყაროების შემდეგი კლასიფიკაცია: საეკლესიო(კანონიკური) და საერო ხასიათის წყაროები; სახელმწოფო-სამართლებრივი(კონსტიტუციური); სამოქალაქო და სისხლის სამართლის წყაროები. ასევე არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი წყაროები. ეს უკანასკნელი ისეთი წყაროებია, რომლებიც თუმცა უშუალოდ არ ეძღვნება სამართალს, მაგრამ გარკვეული კავშირი მათ შორის მაინც ასებობს.

პირდაპირი წყროები უშუალოდ გვაწვდიან ცნობებს ქართული სახელმწიფოსა და სამართლის  სხვადასხვა თემებზე. ასეთი პირდაპირი წყაროებია, მაგალითად ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი; “ხელმწიფის კარის გარიგება”; “დასტურლამალი”; “გიორგი ბრწყინვალის სამართლის წიგნი” ; ბექასა და აღბუღას კანონები ანუ  “წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე” და ა. შ.

როგორც აღვნიშნე, პირდაპiრი წყაროები იყოფა: საერო და საეკლესიო წყაროებად. ხოლო ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, უცხოურ და ადგილობრივ ანუ ქართული ეკლესია-მონასტრების მიერ მიღებულ წყაროებად. უცხოური წყაროებიდან აღსანიშნავია  “დიდი სჯულის კანონი”, რომელიც უცნობ ავტორს ეკუთვნის და XII საუკუნეში, არსენ იყალთოელის მიერ,  ბერძნულიდან ქართულადაც ითარგმნა, მეორე ეს არის “ მცირე სჯულის კანონი”, რომელიც საეკლესიო სამართლის ცნობილმა სპეციალისტმა ექვთიმე მთაწმინდელმა შეადგინა. გარდა უცხოური საეკლესიო სამართლის ძეგლებისა ,არსებობს ასევე ქართული საეკლესიო, საკანონმდებლო ძეგლები, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია: ”რუის_ურბნისის 1103 წლის  საეკლესიო კრების ძეგლისწერა”, რომელიc დავით აღმაშენებლის მიერ იყო მოწვეული და “კათალიკოსთა სამართალი”, რომელიც XVI საუკუნეში დასავლეთ საქართველოs საეკლესიო კრებამ მიიღო.

საეკლესიო წყაროების მსგავსად ორ სახედ იყოფა aseve საერო  ხასიათის ძეგლებიc: სახელმწიფო-სამართლებრივ (კონსტიტუციურ) ძეგლებად და სისხლისა და სამოქალაქო ხასიათის ძეგლებად. სახელმწიფო-სამართლებრივი ძეგლები უამრავია, მათ შორის აღსანიშნავია: “ხელმწიფის კარის გარიგება” და “ დასტურლამალი”.

ერთიანი  ფეოდალური საქართველო შეიქმნა XI საუკუნის დასაწყისში. ამ დროს  სახელმწიფო წეს-წყობილებამ   ძირეული ცვლილებები განიცადა, Seiqmna ახალი სახელმწიფო ორგანოები, რაmaც თავის მხრივ, ბუნებრივად gamoiwvia ყველაფერ ძველის ახალ სისტემაზე მორგება. დავით აღმაშენებელმა  სახელმწიფო რეფორმებს  დასრულებული სახე მისცა  ,ამის დამადასტურებელია გაერთიანებული ფეოდალურi საქართველოს კონსტიტუციური ხასიათის  ძეგლი “ ხელმწიფის კარის გარიგება”, იგი იყო სამეფო კარის წესდება. ამ დროს სახელმწიფო წყობილება_მონარქიული iyo. ქვეყანას განაგებda მეფე_მონარქი, ის ხელმძღვანელობda “დარბაზს” (პარლამენტი, თანამედროვე გაგებით), რომელიც ორგვარად “ მცირე წესით” და “დიდი წესით” მოიწვევა. გარდა ამისა არსებობდა სევე “სავაზიროები” ანუ სამინისტროები, რომელიც მეფის დასაყრდენი ოგრანო იყო და ის ხელს უწყობდა  მეფის ხელისუფლების გაძლიერებას. სავაზირო რამდენიმე  ვაზირისაგან შედგებოდა. პირველი იყო: მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი_საზირთუპირველესი, შემდეგ ათაბაგი, ამირსპასალარი (igive სამხედრო მინისტრი) მანდატურთუხუცესი ანუ საზირობისა და ცერემონიალის დროს  წესრიგისა და წესის დამცველი, ფინანსთა მინისტრი ანუ მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი_სამეფო კარზე სამეურნეო უწყების ხელმძღვანელი.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მეფის უფლებამისილებაში შედიოდა მართლმსაჯულების განხორციელებa, ის იყო უზენაესი მსაჯული, დავითმა შემოიღო სპეციალური სასამართლო  ე.წ. “სააჯო კარი”, რომელიც უზენაესი სასამართლო იყო.

უკვე მოგვიანებით XIV საუკუნის დასაწყისში სპეციალურად  აღმოსავლეთ მთიულეთისათვის  შეიქმნა გიორგი ბრწყინვალის  სამართლის წიგნი. მაშინ, როდესაც გიორგი V-მ კვლავ მოახერხა  საქართველოს გაერთიანება, აღმოსავლეთ საქართველოში სრულ ანარქიას ქონდა ადგილი. ქურდობა, ხულიგნობა, ხელისუფლების მოშლა, მკვლელობა, თვითნებური გასწორება, საკმაოდ გახშირებული ფაქტები იყო. am ყველაფრის მიზეზი კანონის არ ქონა იყო, radgan, არსებული ადათები  ვეღარ უზრუნველყოფდა წესრიგის დაცვას. Swored amitom მთიულეთიდან თბილისში დაბრუნებულმა მეფემ მოიწვია საკანონმდებლო კრება და “ ძეგლი დადო”, ანუ კანონი მიიღო. ეს ძეგლი შედგებოდა  პრეამბულისა და 46 მუხლისაგან. ძეგლისდება ძირითადად  სისხლის სამართლის მუხლებს შიცავდა, misi ძირითადი დანიშნულება  სახელმწიფოებრივი კანონიერებისა და წესრიგის დაცვა iyo.                                       XIII_XIV საუკუნეებში  შედგენილი ძეგლებიდან აღსანიშნავია ბექასა და აღბუღას კანონები.”როგორც სახელწოდებიდან ჩანს,  ეს ძეგლი ორ პიროვნებას ეკუთვნის: ბექა I მანდატურთუხუცეს ჯაყელს(1_65მუხლები),ხოლო 66-98 მუხლები მიეკუთვნება აღბუღა  ათაბაგ_ამირსპასალარს”  ეს ძეგლი ეხება  სამცხე საათაბაგოს და აწესრიგებს სოციალურ-პოტიკურ წესწყობლებას. აღნიშნულ ძეგლში მეფე არც კი მოინხენიება, მისი ადგილი ათაბაგს უჭირავს. ეს ძეგლი ძირითადად სისხლის სამართალს შიეცავს, მაგალითად მკვლელობა, სხეულის დაზიანება, ქალისმოტაცება, ძარცვა ,ქურდობა და ა. შ.   ძეგლი აწესრიგებს  სამოქალაო_ სამართლებრივ  ურთიერTობებსაც. კერძოდ: საკუთრების უფლებაs, გირავნობას, იპოთეკაs, სსესხს, ქირავნობასa da  მემკვიდეობას. ბექა აღბუღას სამართალმა დიდი გავლენა იქონია შემდგომი სამართლებრივი ძეგლების ჩამოყალიბებაში.

სამართალმცოდნეობა XVIII საუკუნემდე არ იცნობდა  კოდიფიკაციას. ”პირველი ნაციონალური კოდიფიკაციები წარმოიშვა დანიასა(1683) და ნორვეგიაში(1687) შემდეგ შვეციასა და ფინეთში(1734).ასევე მნიშვნელოვანია ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის კოდიფიკაციები. საქართველოს  დიდი კოდიფიკაციების პროცესსში მონაწილეობა არ მიუღია. ამ დროისათვის დიდ ყურადღებას იმსახურებს  ვახტანგ VI-ის  დროინდელი სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, მას საქართველოს რუსეთთან შეერთეbის  შეmdegac არ შეუწყვitavs არსებობა და მოქმედება, ის მხოლოდ XIX საუკუნის მეორენახევარში იქნა გაუქმებული.”

ვახტანგ VI-ის სამართლებრივი შემოქმედებიდან აღსანიშნავია  “დასტურლამალი”, რომელიც 1707_1709 წწ.იქნა შედგენილი..” ტერმინი “დასტურლამალი” სპარსულ_არბულია, “დასტურალ-ამალ” მოქმედების წესს, დასტურს  ნიშნავს. ძეგლი შედგება 2 ნაწილისაგან: სადედოფლო და სამეფო დასტურლამალებისაგან”. ეს ძეგლი  მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფო და ეკონომიკური  წყობის  შესასწავლად.

გარდა  “დასტურლამალის”  შექმნისა  ვახტანგ  VI-ის ფასაუდებელი შრომის  შედეგია  სამოქალაქო და სისხლის სამართლის ძეგლების შექმნაc ,ამ მიზნით მან 1705_1709  წლებში შექმნა  “სწავლულ კაცთა” კომისია, რომელთაც შეკრიბეს ქართული სამართლის ისეთი უმნიშvნელოვანესი ძეგლები, როგორიცაა “ გიორგი V-ის ძეგლისდება”; აღბუღას სამართალი, კათალიკოსთა სამართალი. გარდა ამისა ვახტანგმა “საკუთრივ ვახტანგის სამართლის  წიგნი შეადგინა, aseve, უშუალოდ მისi დავალებით ითარგმნა  ებრაული სამართალი ანუ მოსეს სამართალი  და ბერძნული სამართალი.

როგრც დავინახეთ ქართული სახელმწიფო და სამართალი თავისი არსებობის  მრავალ საუკუნეს ითვლის, მიუხედავდ ამისა, მათ თანამედროვე სამართლის განვითარების დონისათვის არ მიუღწევიათ. 1918_1921 წლის მცდელობა,  საქართველო თანამედროვე და განვითრებულ სახელმწიფოd ჩამოყალიბებულიყო, განუხორციელებელი დარჩა. სამწუხაროდ ქართული სამართალი ფეოდალური განვითარების დონეს ვერ გასcდა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო კუთხურობა da პარტიკულარიზმი, რისი ნათელი დადასტურებაცაა  ბექასა და აღბუღას სამართალი, რომelic განკუთვნილი იყო სამცხე-საათაბაგოსთვის და გიორგი V-ის სამართალი, განკუთვნილი მთიულეთისათვის. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქართველომ თავისი არსებობა სხვა სახელმწიფოს შემადგნლობაში გააგრძელა და სახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ნების დამოუკიდებლად განსაზღვრის საშუალება   არ qonda.

იმის გამო რომ, საბჭოთა კავშირის არსებობის  მანძილზე, ქართული სამართლის მეცნიერება მოწყვეტილი იყო დასავლეთის სამართლის მიღწევების გაცნობის შესაძლებლობებს, აუცილებელი გახდა კონტაქტის დამყარება უცხოელ კოლეგებთან. 1995წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის მდიდარი ისტორიული ტრადიციების საფუძველზე შეიქმნა. ხოლო უფრო მოგვიანებით 1997 წლის 26 ივნისს  საქართველოს პარლამენtმა ერთხმად მიიღო საქართველოს სამოქალაქო  კოდექსი. რა თქმა უნდა ქართული სამართალშემოქმედეbის გზა ამით არ დასრულებულა, იგი განვითარდება, ვიდრე არ მოხდება მისი სრულყოფილად ჩამოყალიბება.

ნატო გოგნიაშვილი

გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი   ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა

1.             საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტII,

2.             ჭანტურია,ვ.(1997).შესავალი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილში.თბილისი:გამომცემლობა “სამართალი

3.             მეტრეველი(ვ)(2009).ქართული სამართლის ისტორია.გამომცემლობა

4.             თუმანიშვილი.გ.შესავალი საქართველოს კერძო სამართალში.თბილისი 2010


 

Tags: , , , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: