RSS

სისხლისსამართლებრივი დისკრეცია

20 Nov

სისხლისსამართლებრივი დისკრეცია


ინტერვიუ პროკურორთან – სალომე ჯანუაშვილთან
სალომე ნემსიწვერიძე

“სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით,” – ნათქვამია ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
ამ ნორმის დანერგვა, თავის დროზე კანონმდებლობის ერთ-ერთ ჰუმანურ და ნოვაციურ ნაწილად მოიაზრებოდა.
სწორედ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების ამოქმედების მიზნით, “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებები შევიდა.
როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, მართლმსაჯულების სისტემაში პროკურატურისთვის დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, აუცილებელია, პროკურორისათვის გარკვეული ზომით დისკრეციის მინიჭება. თუ ეს უფლება სწორად იქნება გამოყენებული, იგი ხელს შეუწყობს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მით უმეტეს, რომ ქართული კანონმდებლობით, სას-ჯელის მიზანია, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და არა ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების შელახვა.
მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული თემა ყურადღების ღირსია და გადავწყვიტეთ დაწვრილებითი ინფორმაცია მიგვეღო თბილისის პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორისგან, ქბ. სალომე ჯანუაშვილისგან.

– ქბ.სალომე, თუ შეიძლება განგვიმარტეთ, მარტივად და მოკლედ, რა არის დისკრეცია? რამდენად ახალი ინსტიტუტია ის სისხლის სამართალში?

– დისკრეცია აბსოლუტურად ახალი ინსტიტუტია. მის მსგავს ინსტიტუტს სისხლის სამართლის პროცესი არ იცნობს, ეს არის ახალი უფლებებით აღჭურვა პროკურორის. უპრეცედენტოა ჩვენი სამართლის სისტემისათვის, აქამდე ამის ანალოგი არ მოძებნებოდა. დღესდღეობით ინერგება და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ იგი პრაქტიკაში.
დისკრეციის უფლებით პროკურორი წყვეტს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწებას ან უკვე მიმდინარე პროცესის შეჩერებას (შეწყვეტას). დისკრეცია არის პროკურორის უფლება, ეს არ არის ვალდებულება. ამ უფლებით პროკურორი სარგებლობს ნებაყოფლობით, ის საჯარო ინტერესის გათვალისწინებით წყვეტს დაიწყოს თუ არა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. ეს უფლება გამოყენება თუ პირის მიმართ არ არის საჯარო ინტერესი.
მინდა გავმახვილო ყურადღება, რომ კანონი ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების არსებობის დროს დისკრეციის უფლების გამოყენებას არ ზღუდავს.
– ანუ თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის კატეგორიას სიმძიმის მიხედვით? როდესაც დისკრეციის უფლებაზე ვსაუბრობთ.

– დიახ, ანუ ყიოველშემთხვევაში პირველი განმსაზრვრელი დისკრეციის უფლების გამოყენებაში, პროკურორს აქვს საჯარო ინტერესი და პიროვნება რამდენად იმსახურებს ამ შეღავათის გაწევას.
– ხომ არ თვლით, რომ პროკურორისთვის ამ უფლების მინიჭებით, მისი საქმისადმი მიდგომა უფრო სუბიექტური იქნება და ობიექტურობა ეჭვქვეშ დადგება?

– იცით რა, მე არ მიმაჩნია, რომ შეიძლება ასე მოხდეს. მე ვთვლი, რომ დღევანდელ დღეს ეს გამორიცხულია. პირადი ინტერესის გატარება წარმოუდგენელია, თითოეული პროკურორისათვის პრიორიტეტულია სწორად და სამართლიანად წარმოაჩინოს და განიხილოს, ის სამართლებრივი დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება, რომელსაც ის მოიპოვებს საქმის მსველობისას. ამიტომ ასეთი დიდი პასუხისმგებლობის ფონზე ვთვლი, რომ რისკი პროკურორის საქმისადმი სუბიექტური დამოკიდებულებისა ძალიან დაბალია და თითქმის არ არსებობს. რაც შეეხება პრიკურორის შესაძლო სიმპათიას პოტენციური დამნაშავისადმი, ეს დისკრეციის უფლების გარეშეც შეიძლება მოხდეს, მაგრამ იგი სწორედ იმიტომაა საჯარო მოხელე და ვალდებულებები იმიტომ აქვს აღებული სახელმწიფოს წინაშე, რომ ეს თავისი შესაძლო სუბიექტურობა დარჩეს უკანა პლანზე და უპირატესობა მიენიჭოს ობიექტურ, სამართლიან მიდგომას და გამართლდეს სახელმწიფოსაგან მისდამი გამოცხადებული ნდობა.
– რამდენად ხშირად გამოგიყენებიათ დისკრეციის უფლება?

– ძალიან ხშირად, ეს არის უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებული ინსტიტუტი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი და ნოვაციურია ქართული სისხლის სამართლისათვის. ნორმა დისკრეციის შესახებ ახალია, თუმცა თვითონ პროცესი გადაწყვეტილების მიგებისა, დაიწყოს თუ არა პროკურორმა სისხლისამართლებრივი დევნა კონკრეტული პირისადმი, რასაც თან ახლავს უამრავი ნორმატიული აქტისა და კანონის გათვალისწინება, ვფიქრობ საკმაოდ ნაცნობია ამ უფლების მფლობელისათვის საქართველოში. რაც შეეხება ამის პრაქტიკაში გამოყენებას, მე ვიყენებ საკმაოდ ხშირად.
დღეს ჩემი სამსახურეობრივი პოზიციის მიხედვით მე სახლემწიფო ბრალდებას მხარს ვუჭერ სასამართლოში, ანუ ბრალდების მხარე ვარ. როდესაც ჩემი სამსახურეობრივი პოზიცია ითვალისწინებდა, რომ მომეხდინა სისხლის სამართლის საქმეების ზედამხედველობა, ძალიან ხშირად შემიწყვეტია სისხლისსამართლებრივი დევნა. უფრო ხშირად ეს იყო ოჯახური კონფლიქტები. როდესაც ოჯახურ კონფლიქტზეა საუბარი, აქ არის რაღაც გაღიზიანების მომენტები, რომელსაც საბოლოოდ სისხლის სამართლებრივ დანაშაულამდე მიჰყავს პირი, თუმცა ამას არ მოჰყვება დაზიანების მაღალი ხარისხი, ასევე გათვალისწინებელია, სისტემატურია თუ არა პირის მხრიდან ეს ქმედება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მიუხედავად დისკრეციის ინსტიტუტის ნოვაციურობისა, ძალიან ხშირად გამოიყენება ქართული პროკურატურის სისტემაში.
– ამ უფლების გამოყენების დროს თუ ითვალისწინებთ და აქვს თუ არა მნისვნელობა ბრალდებულის ასაკს? ვგულისხმობ უპირატესობა ხომ არ ენიჭება არასრულწლოვნებს?
– იცით როგორ არის? როდესაც დისკრეციაზე ვსაუბრობთ, კანონი პირდაპირ მიგვითითებს, რომ უნდა გავითვალისწინოთ საჯარო ინტერესი, ყველა კონკრეტული საქმის მიმართ და ვერ ვიტყვი, რომ უპირატესოით სარგებლობს არასრულწლოვანთა საქმეები. ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. გამომდინარე იქედან, რომ მათ მიმართ ისედაც არსებობს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ესეც კარგი ინსტიტუტია მაგ მხრივ. რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ შესაძლო სტატისტიკას, ვერაფერს გეტყვით, თუმცა არამგონია არასრულწლოვნებს უპირატესობა ენიჭებოდეთ.

– დისკრეციის უფლებით სარგებლობისას რა უნდა გაითვალისწინოს პროკურორმა? ვგულისხმობ საჯარო-სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე.
– პირველ რიგში რასაც კანონმდებელი იმპერატიულად ითხოვს, საჯარო ინტერესის გათვალისწინებას. ყოველი კონკრეტული საქმე და ფაქტი უნდა შეფასდეს იმის მიხედვით არის თუ არა საჯარო ინტერესი ფაქტისა და კონკრეტულად ქმედების ჩამდენი პირის მიმართ.

– თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა დისკრეციის ინსტიტუტის არსებობა ჩვენს სისხლის სამართალში?
– იმ ფონზე, როდესაც გაუქმებულია პირის მიმართ კერძო დევნა ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ ეტაპზე დისკრეციის უფელბის არსებობა. ადრე, როდესაც არ არსებობდა ეს ინსტიტუტი, იყო სხვა მექანიზმები, რომელიც აბალანსებდა სამართლებრივ პროცესს. მაგალითად, როცა ხდებოდა პირის მიერ გოგოს მოტაცება და შემდეგ იწყებოდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ბოლოს კი ისე ხდებოდა რომ პროცესის მონაწილე ორივე მხარე რიგდებოდა, პროკურორს ჰქონდა უფლება შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა. ახლა, როცა ყველა სისხლის პროცესი საჯაროა, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საჭირო ინსტიტუტია.

 
2 Comments

Posted by on November 20, 2011 in აზრი

 

Tags: , , , ,

2 responses to “სისხლისსამართლებრივი დისკრეცია

  1. muxodo

    March 26, 2013 at 9:06 am

    ვაი თქვენ პატრონს უბედურს, როგორ შეიძლება პროკურორმა კანონი გვერდზე გადადოს და რაღაც ბუნდოვანი ”საჯარო ინტერესით” იხელმძღვანელოს, საჯარო ინტერესის გაზომვა როგორ ხდება, კურიერში გასული რეპორტაჟებით თუ რაიმე სხვა საზომიც არის ?

     
    • Levan Jgerenaia

      March 26, 2013 at 9:31 am

      სანამ რამეს დაწერდეთ,მით უმეტეს ლანძღვაზე გადავიდოდეთ, კარგი იქნება, სისხლის სამართალში “პირველი კლასის სახელმძღვანელოს” მაინც თუ გადავხედავთ, ხოლო თუ ვერ გავიგებთ, უფროსებს ვკითხავთ აზრს.
      ასევე, “პირველი კლასის სახელმძღვანელო” (აქ, უკვე,ქცევის წესების) გადახედვა კარგი იქნება, რათა ვისწავლოთ სხვების პატივისცემა და უზრდელულად არ გამოგვივიდეს რაღაცები.

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: