RSS

სეკულარიზაცია

16 Dec

სეკულარიზაცია

შესავალი

დღეს, სეკულარიზაციის თემა საქართველოში ისეთივე აქტუალურია, როგორც რიგ
ისლამურ და პოსტ საბჭოთა სივრცეში. ევროპაში სეკულარიზაციის შესახემ
მსჯელობამ სხვა ელფერი შეიძინა, თუმცა იყო დრო როდესაც სეკულარიზაცია
სოციუმის მთავარი მსჯელობის საგანი იყო.
საქართველოში ადგილი აქვს რწმენის ,,რელატივაზიციას”, ანუ დემოკრატიის შეღწევას რელიგიაში.
დასაწყისში შევეხები და მომოვიხილავ სხვადასხვა სოციოლოგების ნააზრევს
სეკულარიზაციის არსთან დაკავშირებით, ხოლო შემდგომ შევეცდები ,,გავაშიშვლო”
საზოგადოებაში არარევალანტური სიტყვის , ,,სეკულარიზაციის”, აზრი. მთლიანობაში
თემა არის საინტერესო, ვინაიდან სეკულარიზაცია თავის თავში დამაინტრიგებელი და საკამათოა.

1.სეკულარიზაციის არსი

დავიწყოთ ტერმინ სეკულარიზაციით, რომელსაც ბევრი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ კონტექსტში ყველაზე გავრცელებულ და იმპერიულ ინტერპრეტაციას გამოვიყენებ.
ვესტფაილის ზავის დროს, როდესაც საეკლესიო ქონება გადაეცა საეროს, მოხდა
ტერმინ ,,სეკულარიზაციის” წარმოშობა. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიგა ზედანია
განმარტავს, ამის შემდგომ, ეს ტერმინი პოლიტიკურ-იურიდიულ დისკურსში
ეკლესიასა და სახელმწიფოს გამიჯვნის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა.
მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში სეკულარიზაცია განხილული იყო როგორც რელიგიის დაკნინება, მისი სოციალური მნიშვნელობისა და როგორც ინდივიდუალური მოტივაციის ძალის საფუძვლის დაკარგვა, და ეს მიჩნეული იყო ურყევ
ჭეშმარიტებად. Mმაგრამ ამის მიუხედავად, ის არასდროს განხილულა, როგორც
რელიგასთან დაუკავშირებელი რამ. როგორც ნ.ლუმანი აღნიშნავს, თანამედროვე
რელიგიის სოციოლოგიაში გადაწყვეტილად მიიჩნევა, რომ სეკულარიზაციაზე
მსჯელობისას შეიძლება ვილაპარაკოთ ,,განეკლესიურობაზე”,
,,დეინსტიტუციონალიზებაზე” ან რელიგიურ ქცევაზე, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს ზოგადად რელიგიურის მნიშვნელობის დაკარგვას.
საერთოდ, სეკულარიზაცია შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უპირველესად კათოლიკურ
ქვეყნებში იდეურ-პოლიტიკური პროგრამა რელიგიური გავლენების დემონტაჟისა
საზოგადოებაზე, სკოლაზე, მეცნიერებაზე და ცალკეულ ინდივიდების მიერ თავიანთი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობისათვის.
ლარი შილნერმა გამოიმუშავა ტიპოლოგია, რომელიც განასხვავებს
სეკულარიზაციის ხუთ მნიშვნელობას და, შესაბამისად, წარმოადგენს სხვადასხვა
ავტორთა თვალსაზრისებს ამ ცნების შესახებ:

•სეკულარიზაცია, როგორც რელიგიის დაკნინება;
•სეკულარიზაცია, როგორც საეროებასთან მისადაგება,
რაც ნიშნავს გასაეროებას და რაციონალიზმის კავშირს;
•სეკულარიზაცია, როგორც სამყაროს დესაკრალიზაცია,რაც უშუალო
მიმართებაშია მაქს ვებერის განჯადოების თეორიასთანა(იხ. აგრეთვე გიგი
თევზაძე, ,,განჯადოება);
•სეკულარიზაცია, როგორც საზოგადოების რელიგიისგან გათავისუფლება;
•სეკულარიზაცია როგორც ტრანსპოზიცია, ანუ რწმენის და ქცევის ნორმების
რელიგიურიდან საერო სფეროში გადატანა.

არასეკულარულ სახელმწიფოთ განიხილავენ ისეთ ქვეყნებს, სადაც რელიგია არის დეტრანსცენდეტული ანუ სახელმწიფოს ერთ-ერთი მამოძრავებელი იდეა. მაგალითად, ირანი წარმოუდგენელია სახელმწიფოს გარეშე და პირიქით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თეირანელი უფრო მეტად მორწმუნეა, ვიდრე ბაღდადელი, ან დამასკოელი.
პირიქით, ჩემი აზრით, რელიგიის დეტრანცედენტიზმის ის სენია, რომელიც მსოფლიოს
შეეყარა და მასთან გამკვლავებას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.
მაგალითად, ესპანეთში, მოსახლეობის 26% დადის კვირაში ერთხელ მაინც
საეკლესიო რიტუალებზე, როდესაც დანიაში მათი მაჩვენებელი 3% არ აღემატება. ეს სულაც არ გულისხმობს ,,არათეიზმობას” (ათეიზმს შეგნებულად არ ვიყენებ).
დეტრანსცენდენტიზმის შედეგად ესპანეთში რელიგია გახდა ტირანიული და
კოლექტიური, ხოლო დანიაში ის განთავისუფლებულია ყოველგვარი იდენტობისგან,
ემსახურება თავის რელურ მიზანს.

სეკულარულ სახელმწიფოებში, რელიგიის როლზე, ვებერი ასეთ რამეს ამბობდა:
,,რელიგია არ ქრება სახელმწიფოდან,

არამედ რელიგია და რელიგიურობა
ხდება ერთ-ერთი ავტორიტეტი სხვა
ავტორიტეტებს შორის – როგორიცაა
მეცნიერება,პოლიტიკა და სხვა”

ამდენად, რელიგიურობის თვალსაზრისი ხდება ერთ-ერთი მრავალს შორის და რელიგიის მსახურებ ააქვთ ნაკლები ავტორიტეტი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, და სამედიცინოს საკითხების გადაწყვეტაში, ვიდრე ეს მათ ჰქონდათ წარსულში.

1.1 მოდერნულობა და სეკულარიზაცია

მოდერნულობა თავისი არსით გულისხმობს განვითარებას, იქნება ეს ეკონომიკური
სოციალური, თუ სხვა ფაქტორებით. მოდერნული საზოგადოება, შეიძლება
სეკულარიზაციის გარეშეც არსებობდეს, მაგრამ მისი გავლენის უარყოფა საზოგადოების სხვადასხვა სფეროზე გაუმართლებელია.

2. სეკულარიზაცია ახლო აღმოსავლეთში

სოციალური-კულტურული პროგრესის გარეშე რომელიმე ქვეყნის რეალურ
წარმატებაზე ლაპარაკი შეუძლებელია, თუნდაც ნავთობიდან შემოსული უზარმაზარი
შემოსავალი საშუალებას აძლევდეს გუშინდელ ბედუინს აქლემიდან მერსედესზე

გადაჯდეს, კარავინად სასახლეში გადასახლდეს და შვილები სასწავლებლად
ადგილობრივი მედრესეს (რელიგიური სკოლის) ნაცვლად ბოლონიასა და კემბრიჯში გაგზავნოს.
დასავლეთში განათლებამიღებული შვილები უბრუნდებიან იმ საზოგადოებას, სადაც
შუა საუკუნეების ნორმები ბატონობს.
შედარებისათვის გავიხსენოთ ევროპა, რომელმაც ჯერ მოახდინა რელიგიური
რეფორმაცია, შემდეგ სეკულარიზაცია. რელიგიური დოგმატიზმი უკუგდებულ იქნა და ადამიანის სულიერი განვითარებისათვის ბევრად უფრო თავისუფალი გარემო შეიქმნა.
მეცნიერების კულტი, როგორც განმანათლებლობის იდეაფიქსი. მართალია, ახლო
აღმოსავლეთისათვის ეს არ არის აუცილებლად მისაბაძი და მისაღები მაგალითი.
ევროპული განვითარების მოდელის პირდაპირი გადმოღება რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში უშედეგო შიძლება აღმოჩნდეს.
Aმის ყველაზე მკაფიო მაგალითია ირანი, სადაც 1979 წლამდე შაჰის სეკულარული რეჟიმი თრგუნავდა რელიგიას. ამას ისლამური რევოლუცია მოჰყვა და სამიოდე წლის
წინ საკმაოდ ემანსიპირებულ თეირან ქალებს 21-ე საუკუნის დამდეგს უხდებათ
თხემით-ტერფამდე შებურულებმა იარონ ქუჩაში.
ახლო აღმოსავლეთის ყვეყნებს შორის სეკულარულ რეჟიმს ყველაზე მეტად უახლოვდება თურქეთი და კვიპროსი(კვიპროსის რესპუბლიკა).
თურქეთს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ევროპულ მოდელთან დასაახლოებლად და
გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. შეკულარიზაციის დანერგვის პირველი ცდა
ოსმალეთში უკვე 1876 წელს განხორციელდა; იქ შექმნილია მრავალი დემოკრატიული ინსტიტუტი; გამიჯნულია ხელისუფლების შტოები. Kკანონის უზენაესობის ძირითადი პრინციპი დაცულია.
მაგრამ, რაც თურქეთში მრავალპარტიულობა დამკვიდრდა, რამოდენიმე
გადატრიალება მოხდა. იზეზი ძირითადად იყო არასეკულარული მმართველობა.
სამოქალაქო (სეკულარული) საზოგადოება ერთგვარი სიფრთხილით ეკიდება ამ რთულ
ფენომენს. შიში იმისა, რომ თურქეთში კვლავ ისლამური ბატონობა დაბრუნდება
ძალიან დიდი. რის გამოც, ყველაგან და ყველაფერში ზღუდავენ რელიგიას. მუსტაფა ქემალ ათათურქის მოსვლის შემდეგ (1923წ) სასულიერო სკოლები გაუქმდა; მოლას,
იმამს და სხვა რელიგიურ პირს სახელმწიფო აკონტროლებს; რამოდენიმე წელი
დრესკოდიც კი მოქმედებდა. როგორც ორჰან ფამუქი აღნიშნავს, თურქებს გარკვეული
პერიოდის განმავლობაში ნაციონალური სამოსის ტარებაც კი ეკრძალებოდათ;

2.1 სეკულარზაცია და ისლამი

ისლამური სამყაროს სეკულარიზაციის იდეა წარმოიშვა თანამედროვე სეკულარული დემოკრატიის კონცეფციიდან, სადაც სეპარირებულია სახელმწიფო და ეკლესია.
ისი ფესვებს უნდა ვეძიოთ შუა საუკუნეებიდან. ისლამური ინტელიგენცია,
ყოველთვის სეკულარიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდა და ამიტომაც ის
არაპოპულარულია მორწმუნე მუსულმანისთვის, მეტიც მას განიხილავენ, როგორც
ანტი რელიგიურ და კოლონიალურ გადმონაშთად.

2.2 სეკულარიზაციის ისტორია ირანში
1925-1941 წლები: ამ პერიოდში, რეზა შაჰ უფროსმა დაიწყო ირანული საზოგადოების ცნობიერების
დრამატული ცვლილება, რომელიც მიმართული იყო მოდერნიზაციის და სახელმწიფოს
სეკულარიზაციისაკენ. მან ჩაანაცვლა სასულიერო სკოლები საერო სკოლებით,
დაარსა ირანის პირველი უნივეერსიტეტი და აკრძალა ჰიჯაბის ტარება საჯარო
დაწესებულებებში. იუხედავად ამისა, რეჟიმი განიხილებოდა, როგორც არადემოკრატიული და ტირანული (ესეც ნათელი მაგალითი იმისა, რომ
სეკულარიზაცია არ ნიშნავს დემოკრატიას, და პირიქით, დემოკრატიული სახელმწიფო
შეიძლება იყოს არასეკულარული).

1951-1953 წლები:
1950 წლის დასაწყისში პრემიერ მინისტრმა, დოქტორმა მუჰამედ მოსადეყმა კვლავ
მოახდინა ფორმირება პროსეკულარული მთავრობისა და ქვეყნიდან გააძევა რეზა შაჰ
უმცროსი. მისი მოღვაწეობა ტრაგიკულიც და ამავე დროს საინტერესოც არის,
მოსადეყი მკვეთრად სოციალისტური იდეებით, ცდილობდა რელიგიოუს განდევნას საჯარო სფეროდან. Pპრემიერი ცდილობდა მოეხდინა ნავთობის ნაციონალიზაცია,
რამაც გააღიზიანა ბრიტანეთი (ბრიტიშ პეტროლეუმს ირანის კონცერნების უდიდესი

ნაწილი ჰქონდა შესყიდული, ჯერ კიდევ უინსტონ ჩერჩილის დროიდან) და ჩაშალა მისი
გეგმები. დაზვერვის სამსახურმა გამოიწვია ქვეყანაში არეულობა, ხოლო რეზა
ფაჰლავს მიეცა შანსი დაბრუნებულიყო და დაეკავებინა თავისი ყოფილი პოზიცია.
მოსადეყმა შაჰს მოღალატე და მტერს ზურგს უკან ამოფარებულუ ლაჩარიც კი უწოდა.

1962-1963:
ამ პერიოდში, სეკულარზაციის თემა კვლავ პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილი
გახდა, რაც დრამატული ცვლილებებით ხასიათდება. შემდგომ თეთრი რევოლუცია დაეერქვა.
მრავალი წარმატებული რეფორმის მოთავედ კვლავ, ,,ლაჩრად” წოდებული, რეზა
ფაჰლავი გამოვიდა. ის ისეთ სფეროებს შეეხო, რომელიც სეკულარიზაციას გზას
უღობავდა:

•მუშათა უფლებები;
•კანონების შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
• ქალთა უფლებების აღიარება;
•და კიდევ მრავალი ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც მოდერნიზაციისაკენ
იყო მიმართული;

1983-1973;
ქვეყნის წარმატებულმა ეკონომიკურმა კურსმა და მოდერნულობამ, ვერ მოიპოვა
საკმარისი მხარდაჭერა ადგილობრივი მოსახლეობისა, ხოლო ისლამისტური
მოძრაობები პოპულარობით სარგებლობდნენ. რეზა შაჰის პოლიტიკური პატიმარი და
გადასახლებაში მყოფი აიათოლა რუჰოლა ალ-იმამ ალ-ხომეინი გახდა გმირი ირანელი
ხალხის, და 70-იანი წლების ბოლოს მოხდა სიტუაციის რადიკალიზაცია. 1979 წელს ირანის 25000 წლიანი ფაჰლავთა დინასტია დაემხო და ირანის ისლამური რევოლუცია
მოხდა. რეზა შაჰი ქვეყნიდან გაიქცა!

2.3 სეკულარიზაცია სირიაში

სეკულარიზაციის პროცესი სირიაში დაიწყო ფრანგული მანდატის დროს, 1920 წელს.
1963 წლის შემდეგ, სირია იმართება არაბი ნაციონალისტების, პარტია ბაასის მიერ. Bბაასი ხასიათდება სოციალიზმით, სეკულარული იდეოლოგიით და ავტორიტარული
პოლიტიკური სისტემით (იხ. სადამ ჰუსეინის მმართველობა ერაყში, პარტია ბასის
ავტოკრატია).
შირიის კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგის თავისუფლება, სახელმწიფო
აღიარებს სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარობებს, მათ შორის, ქრისტიანულ
მიმდევრობებს. შკოლები სახელმწიფოს მფლობელობაშია და არ ფუნქციონირებს
სასულიერო სწავლებები. ნებისმიერ ექსტრემისტულ გამოხატულებებს სახლმწიფო
გმობს.
სირიის კანონმდებლობა დაფუძნებულია ცივილურ სამართალზე, რაზეც ფრანგული მანდატის გავლენა აშკარაა.
სირიაში არსებობს, როგორც საერო ისე, საეკლესიო სასამართლოები.

3 ადამიანის რელიგიური უფლებები და საერო სახელმწიფო:
წიგნიდან – ,,რელიგიის თავისუფლება” (თავისუფლების ინსტიტუტი)

ავტორი უშვებს პრეცედენტს, რომ ეს ნაშრომი ჯერ არ მოუსვრიათ და უტიფრად ახალ თავს თავაზობს მკითხველს.

ადამიანის რელიგიურ უფლებათა აპოლოგია უნდა დავინახოთ საერო სახელმწიფოს კონცეფციაში.
არსებობს როგორც ისტორიული, ისე ფილოსოფიური კავშირი რელიგიურ
უფლებებსა და საერო სახელმწიფოს შორის. საერო არის ის სახელმწიფო, სადაც
ხელისუფლების ძალაუფლება სეკულარული სფეროთი შემოიფარგლება; სახელმწიფო თავისუფალია ინსტიტუციური რელიგიის ან ეკლესიის ზეგავლენისგან და პირიქით,
ინსტიტუციური რელიგია დამოუკიდებელია სახელმწიფო ან პოლიტიკური
კონტროლისგან. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია იურისდიქცია
რელიგიურ საქმეებზე, არა იმიტომ, რომ ისინი სახელმწიფოს ინტერესის მიღმაა,
არამედ უფრო იმიტომ, რომ რელიგიური ინტერესები განიხილება ძალზე წმინდად იმისათვის, რომ იქცეს შეცდომებისაკენ მიდრეკილი სამოქალაქო ხელისუფლების
წარმომადგენელთა ნების ობიექტად. პრაქტიკაში საეროა ის სახელმწიფო, რომელიც
უარს ამბობს პოლიტიკური საშუალებების გამოყენებაზე რელიგიური მიზნების
მისაღწევად ან რელიგიური შესაძლებლობებით სარგებლობაზე პოლიტიკური მიზნის
განხორციელებისათვის.
ვინაიდან მისი ხელისუფლება საერო საქმეებით იზღუდება, ურთიერთობა
სახელმწიფოსა და რელიგიას შორის ნეიტრალური უნდა იყოს, როგორც
მრავალრიცხოვან მორწმუნეთა საზოგადოებების, ისე არარელიგიების მიმართ, ანუ
საერო სახელმწიფოში მოქალაქეები არ უნდა სარგებლობდნენ ხელისუფლების
მხრიდან კეთილგანწყობით ან უარყოფითი დამოკიდებულებით რელიგიურ ნიადაგზე. ეს არის სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებას არ გააჩნია რელიგიის ინსტიტუტებზე
დომინირების უფლება და არც რელიგიურ ინსტიტუტებს აქვთ მსგავსი უფლება სახელმწიფოს მიმართ.
რელიგიის თავისუფლების მსგავსად საერო სახელმწიფოს წარმოქმნასაც ღრმა
ფესვები აქვს ისტორიაში. თანამედროვე ეპოქამდე საერო სახელმწიფოს იდეა მჭიდროდ იყო დაკავშირებული დასავლურ ცივილიზაციასთან. ისტორიულად იგი გულისხმობდა ქრისტიანულ ან ზოგადად რელიგიურ სახელმწიფოზე უარის თქმას, რაც, შესაბამისად,
ეწინააღმდეგებოდა განსაკუთრებულ რელიგიურ ტრადიციაზე დაფუძნებულ
ეროვნული იდენტურობის კონცეფციას.
საერო სახელმწიფოსათვის დამახასიათებელია სეკულარულ და სულიერ
ხელისუფლებასა და, ზოგადად, რელიგიურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის მკაფიო სეპარაცია.
საერო სახელმწიფოს შემთხვევაში სახელმწიფო ხელისუფლების საფუძველს
წარმოადგენს სამოქალაქო და ბუნებითი სამართალი და არა რელიგიური დეკრეტი ან
საღვთო სამართალი.განსაზღვრული პოლიტიკური ხელისუფლების, როგორც მონარქის, ისე სხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან ხდება თავის არიდება მტკიცებისათვის, რომ მისი ძალაუფლება საღვთო სამართალს ეფუძნება.
ანალოგიურად, ნებისმიერი განცხადება ამა თუ იმ ნაციის რელიგიურ
სახელმწიფოდ ყოფნაზე სრულებით ეწინააღმდეგება საერო სახელმწიფოს
კონცეფციას. საერო სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად მოიაზრება
მარსილიუს პადუელი, მე-14 საუკუნის სახელგანთქმული რომაელი კათოლიკე მოაზროვნე. 1324 წელს გამოქვეყნებულ მის დიდებულ სამეცნიერო ნაშრომში

გააკრიტიკა სახელმწიფოზე ეკლესიის უზენაესობის შესახებ მტკიცებანი და უარყო
ქრისტიანული სახელმწიფოს იდეაც. მან ეს გააკეთა მკაცრი განსხვავების
საფუძველზე, რომელიც, მარსილიუსის მოსაზრებით, აუცილებლად უნდა
განისაზღვროს საღვთო და ადამიანურ სამართალს შორის. იგი დაჟინებით მოითხოვდა,
რომ სახელმწიფო დაფუძნებული ყოფილიყო ბუნებით სამართალზე და ეკლესიას არ
ჰქონოდა იურისდიქცია სახელმწიფოზე.
მარსილიუსმა აშკარად გაუსწრო თავის დროს. მან განაცხადა:
,,კანონები ძალაუფლებას იძენენ ერისგან და მისი მოწონების გარეშე კანონიერი
ძალა არ გააჩნიათ. ვინაიდან მთელი ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე მისი
ნებისმიერი ნაწილი, არ არის სწორი, როდესაც ნაწილი კანონს იღებს
: მთელისთვ ის ნებისმიერი ნაწილი, არ არის სწორი, როდესაც ნაწილი კანონს
იღებს მთელისთვის;
ვინაიდან ადამიანები თანასწორნი არიან, არასწორია, რომ ერთი იყოს შებოჭილი
მეორის მიღებული კანონით. იმ კანონებისადმი დამორჩილებით, რომლებზედაც
ყველა ადამიანი შეთანხმდა, ყველა მათგანი რეალურად მართავს საკუთარ თავს
… იგი (მონარქი) პასუხისმგებელია ერზე და ექვემდებარება ამ კანონს; და ერმა,
რომელიც ნიშნავს მას და ანიჭებს ვალდებულებებს, მეთვალყურეობა უნდა
გაუწიოს მის მიერ კონსტიტუციის შესრულებას და დაითხოვოს, თუკი დაარღვევს”.

3. 1 Religion V.S  State?

სეკულარული სახელმწიფოს კონცეფციის თაობაზე აუცილებელია აღინიშნოს, რომ
იგი არ აღმოცენებულა რელიგიისადმი მტრობის საფუძველზე. პირიქით, რელიგიისადმი
მტრობა შეუსაბამოა სეკულარული სახელმწიფოს ბუნებასთან, ვინაიდან ის
თავისუფალია ნებისმიერი რელიგიის თუ უზენაესი რწმენის საკითხებისგან; საერო
სახელმწიფოს იდეა ღრმად არის გამჯდარი სინდისის თავისუფლების განუყოფელ
უფლებასა და რელიგიური ვოლუნტარიზმის პრინციპში. ის, რომ არსებობს
დაძაბულობა და კონფლიქტიც კი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის — რელიგიურ
საზოგადოებასა და პოლიტიკურ ხელისუფლებას შორის — არა მარტო
გარდაუვალი, არამედ მისასალმებელიცაა. ეს არის კონფლიქტი, რომლის სრული
მოგვარებაც შეუძლებელია სწორედ რელიგიის ბუნების გათვალისწინებით, რომელიც
ეფუძნება რელიგიურ თვალთახედვას როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.
ამავე დროს, სეკულარული სახელმწიფოს კონცეფცია ჰარმონიაშია როგორც
რელიგიის, ისე სახელმწიფოს (რელიგიისგან) თავისუფლებასთან. აღნიშნული
მიზეზების გამო, საერო სახელმწიფო საუკეთესოა როგორც თავად სახელმწიფოს, ისე
რელიგიისათვის და მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ორივეს თავისუფლებას. თუ
ისტორიას გადავხედავთ, სეკულარული სახელმწიფოს წარმოქმნას უდიდესი
ისტორიული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის რელიგიური უფლებებისა და რელიგიის თავისუფლების წარმოშობისათვის.

დასკვნა

ფილოსოფოსმა გიგა ზედანიამ სახელმწიფოს ურთიერთობა ,,ეკლესიასთან”
შემდეგნაირად დაახასიათა:,,დემოკრატია არის მრავალი სეპარაცია, მათ შორის
ფუნდამენტური, რელიგიის და სახელმწიფოს გაყოფა”- რის შემდეგაც ალბათ ნათელია,
რომ პოტენციურად მე-4 ხელისუფლებასთან და ალბათ ცივილიზაციათა დაპირისპირებამდეც კი მივდივართ.
მე შევეცადე, მოკლედ აღმეწერა სახელმწიფოს და რელიგიის როლის
საზოგადოებაში, მათი შედეგები და სეკულარიზაციის დღევანდელობა.

დათო ლაღიძე

გამოყენებული ლიტერატურის სია:

სეკულარიზაცია:კონცეპტიდაკონტექსტი
თბილისი: ილიას სახელმწიო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2009
ჟურნალი- ,,სოლიდარობა”
ჟურნალი- ,,ტაბულა”
,,ახლო აღმოსავლეთი: სივრცე,ხალხი და პოლიტიკა”- რევაზ გაჩეჩილაძე
ნოამ ჩომსკი – ,,იმპერიალური ამბიციები”

ორჰან ფამუქი – ,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები”
შაჰის ცხოვრება
ნიკიტა ხრუშჩოვის მემუარები.

 

One response to “სეკულარიზაცია

  1. ადვოკატი ნინო პეპანაშვილი

    September 20, 2012 at 12:04 pm

    ყოჩაღ, მე ძალიან მომწონს ეს სტატია.

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: