RSS

ფრენშაიზინგის წარმოშობა

17 Dec

franchise

შესავალი

იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით, ფრენშაიზინგის ხელშეკრულებას არა აქვს ძალიან დიდი წარსული,თუმცა ის,უკვე დიდი ხანია უკვე არსებობს.

ფრენშაიზინგი,განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა პოპულარული.

ფრენშაიზინგის წარმოშობა

ფრენშაიზინგი,როგორც ტერმნინი და მისი წარმოშობა,საკმაოდ საკამათოა.სამართლის ლიტერატურაში,განსხვავებებსაც ხშირად ვხვდებით.

ინგლისურენოვანი ლიტერატურის მიხედვით „ფრენშაიზინგი“ წარმოიშვა ინგლისური სიტყვისაგან „Franchising” და ქართულად ნიშნავს ,პრივილეგიას.ფრენშაიზინგი,როგორც კომერციული საქმიანობის მეთოდი და ხელშეკრულების სპეციფიკური სახეობა,პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოცენდა და აქედან შემდეგ მთელმსფოფლიოში გავრცელდა.[1]

ისტორიულ ფესვებს,ფრენშაიზინგი იღებს შუა საუკუნეებიდან,როდესაც კათოლიკურმა ეკლესიამ გააკეთა ფრენშაიზის (ფრენშაიზინგი) მსგავსი ხელშეკრულება გადასახადის შემგროვებლებთან,რომლებიც აგროვებდნენ თანხას და დაქვითულ პროცენტებს ეკლესიას უბრუნებდნენ.[2]

ეს ფაქტი,მინიჭებული პრივილეგიების სახით იყო ცნობილი.

შედარებით თანამედროვე სახით ,ფრენშაიზინგი 1800-იანი წლებიდან იწყებს ჩამოყალიბებას აშშ-ში,სადაც პირველად აღნიშნული სისტემის გამოყენება „ზინგერის“ კომპანიამ დაიწყო (singer sewing machine company) ,1898 წელს მას მოჰყვა „ჯენერალ მოტორსი“, „კოკა-კოლა“ და სხვ.[3]

ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ფესვების ძიება,უფრო შეორელ წარშულიც შეიძლება.კერძოდ კი XII საუკუნეში.სავარაუდოდ,მისი წარმოშობა,სწორედ ამ ეპოქას უკავშირდება.

ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან ჩანს,რომ ფრენშაიზინგი არის წარმოშობილი ინგლისური სიტყვიდან.არსებობს მეორე მოსაზრებაც.

ტერმინი „Franchise“,ქართულად – „ფრენშაიზინგი“ ფრანგული წარმოშობისაა.იგი ნაწარმოებია „Franc”-დან,რომელიც 1100 წელს იქნა პირველად გამოყენებული „სიმღერაში როლანდზე“ .ამ სიტყვით ხასიათდებოდა როლანდი,როგორც თავისუფალი,გულწრფელი ადამიანი.“Franchise” პირველად ვილჰემის კანონებში მოიხსენიება და ნიშნავდა ადამიანის თავისუფალ უფლებებს,შეღავათს,პრივილეგიას.“ფრენშაიზინგის“ მნიშვნელობა თანამედროვე გაგებით XVII-XVIII ს.ს-დან შემოვიდა,ხოლო XX საუკუნეში ჩამოყალიბდა,როგორც ხელშეკრულების დამოუკიდებელი სახე.[4]

დასკვნა

მაშ ასე,უნდა ვივარაუდოთ,რომ ფრენშაიზინგი,როგორც ტერმინი წარმოიშვა 1100 წელს და ის ფრანგული წარმოშობისაა (როგორც ტერმინი),ხოლო,ფრენშაიზინგი,როგორც სამეწარმეო საქმიანობა 1800 -იანი წლებიდან იღებს სათავეს.

ფრენშაიზინგის ფორმა საქართველოში და საზღვარგარეთ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 611-ე მუხლის თანახმად,ფრენშაიზინგის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

იტალიაში,2004 წელს მიიღეს სპეციალური კანონი ფრენშაიზინგის ხელშეკრულების რეგულირებასთან დაკავშირებით (RULES ON THE REGULATION OF FRANCHISE).სწორედ ეს კანონი განსაზღვარს იტალიაში ხელშეკრულების დადების ფორმა.ამავე კანონი ,სსკ-ის მსგავსად: ფრენშაიზინგის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.[5]

სპეციალური კანონი ფრენშაიზინგის შესახებ,ბელგიამაც მიიღო 2005 წელს,რომელიც შესაბამისად არეგულირებს ფრენშაიზას.კანონის მე-7 მუხლში ვკითხულობთ,რომ მუხლები/პუნქტები ნათლად და გასაგებად უნდა იყოს ჩამოყალიბებული.[6] თუ ამ მუხლში გაწერილ დათქმას გავითვალისწინებთ,უნდა ვივარაუდოთ,რომ ფრენშაიზინგის ხელშეკრულება,ბელგიაშიც წერილობითი ფორმით იდება.

ფრენშაიზინგული კომპანიები საქართველოში

ფრენშაიზინგის „ინტიტუტს“ საქართველოს კანონმდებლობაც ცნობს.არსებობს რამდენიმე კომპანია,რომელიც ფრენშაიზინგს იყებს და მათი რიცხვი,კიდევ იზრდება.

კომპანიები,რომლებიც ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით მუშაობენ საქართველოში:

„მაკდონალდსი“ ერთ-ერთი მათგანია,რომელიც ფრენშაიზას ხელშეკრულებით მუშაობს საქართველოში.[7]

საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნულ საქმიანობას ეწევა„შერატონი“,“ჰაიტი“,“კოკა-კოლა“.პარფიუმერული სალონი „ივ-როშე“(საფრანგეთი), „ისი-პარი“, „ვულე-ვუ“. რითეილური მაღაზიები – „ნაფ-ნაფი“, „ლინენსი“, „დავი“ , „ბატა“.ბენზინგასამართი სადგურების ქსელი –„ვისოლი“, „ლუკოილი“[8] და სხვ.


ლევან ჯგერენაია

გამოყენებილი ლიტერატურა

1. ქოქიაშვილი, მ. (2009). ფრენშაიზინგი და მისი სამართლებრივირეგულირება. თბილისი: გამომცემლობა “მერიდიანი”.

2. ჯორბენაძე, ს. (1999). ფრენშაიზინგის ხელშეკრულება. თბილისი: თბილისისუნივერსიტეტის სტამბა.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. (2010). თბილისი: გამომცემლობა”ბონა კაუზა”.

4. ფრენშაიზინგი. (n.d.). Retrieved 2011 წლის 13 04 from NATIONAL PARLIAMENTARY LIBRARY OF GEORGIA: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1217

5. Italian Senate. (2004, 04 21). RULES ON THE REGULATION OF FRANCHISE. Retrieved 04 15, 2011, from Italian Franchising Law: http://www.buyusa.gov/italy/en/272.pdf

6. Law relative to pre-contractual information in the framework of. (2005 წლის19 12). Retrieved 2011 წლის 15 04 from Belgium – Franchise Legislation: http://www.eff-franchise.com/IMG/pdf/Belgium_-_Franchise_Legislation_on_Precontractual_.pdf

7. McDonald’s International Franchising. (n.d.). Retrieved 2011 წლის 13 04 from M.: http://www.aboutmcdonalds.com/mcd/franchising/international_franchising_information.html

8. Sharp, A. G. (n.d.). HISTORY OF FRANCHISING. Retrieved 2011 წლის 13 04 from Reference for Business: http://www.referenceforbusiness.com/encyclopedia/For-Gol/Franchising.html


[1] ფრენშაიზინგი. (n.d.). Retrieved 2011 წლის 13 04 from NATIONAL PARLIAMENTARY LIBRARY OF GEORGIA: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1217

[2] Sharp, A. G. (n.d.). HISTORY OF FRANCHISING. Retrieved 2011 წლის 13 04 from Reference for Business: http://www.referenceforbusiness.com/encyclopedia/For-Gol/Franchising.html

[3] ქოქიაშვილი, მ. (2009). ფრენშაიზინგი და მისი სამართლებრივი რეგულირება. თბილისი:გამომცემლობა “მერიდიანი”.გვ.8.

[4] ჯორბენაძე, ს. (1999). ფრენშაიზინგის ხელშეკრულება. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტისსტამბა.გვ.3.

[5] Italian Senate. (2004, 04 21). RULES ON THE REGULATION OF FRANCHISE. Retrieved 04 15, 2011, from Italian Franchising Law: http://www.buyusa.gov/italy/en/272.pdf .article 3.

[6] Law relative to pre-contractual information in the framework of. (2005, 12 19). Retrieved 04 15, 2011, from Belgium – Franchise Legislation: http://www.eff-franchise.com/IMG/pdf/Belgium_-_Franchise_Legislation_on_Precontractual_.pdf article 7.

[7] McDonald’s International Franchising. (n.d.). Retrieved 2011 წლის 13 04 from M.: http://www.aboutmcdonalds.com/mcd/franchising/international_franchising_information.html

[8] ქოქიაშვილი, მ. (2009). ფრენშაიზინგი და მისი სამართლებრივი რეგულირება. თბილისი:გამომცემლობა “მერიდიანი”.გვ.10.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: