RSS

Tag Archives: კონსტიტუცია

ფრენშაიზინგი ქართულ და ავსტრალიურ კანონმდებლობაში

ფრენშაიზინგი ქართულ და ავსტრალიურ კანონმდებლობაში

 შესავალი

კერძო სამართალი ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი ურთიერთობები. სწორედ აღნიშნული ურთიერთობების დარეგურირებისა და მოწესრიგების მიზნით იქმნება სამოქალაქო სამართლის ესათუის ნორმა. სამოქალაქო სამართლის მეცნიერების კვლევის ობიექტი უშუალოდ სამოქალაქო კანონმდებლობაა. ის ახორციელებს ამ (სამოქალაქო კოდექსი) კანონმდებლობის მეცნიერულ ანალიზს, როგორც ისტორიული თვალსაზრისით , ისე პოზიტიური გაგებით და მისი განვითარების პერსპექტივით.[1]

ჩემთვის საინტესესოა წარმოგიდგინოთ საქართველოს კანონმდებლობის კვლევითი და შედარებითი ანალიზი პრეცენდენტული სამართლის ოჯახის ქვეყნის კანონმდებლობასთან, როგორც ზოგადი ასპექტებით ასევე კონკრეტულად ფრენშაიზინგის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, შედარებითი კვლევის შემდეგ კი ვეცდები, მოკლედ და გასაგებად გესაუბროთ იმ სიკეთეთა შესახებ, რომელსაც ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით იღებს როგორც ფრენშაიზორი, ასევე ფრენშაიზის მიმღები და რაღა თქმა უნდა მომხმარებელი.

ფრენშაიზინგის ზოგადი მიმოხილვა

ფრენშაიზინგი წარმოიშვა მე-19 საუკუნეში, როდესაც ისეთმა კომპანიებმა, როგორიცა არის „ზინგერი“, „ინტერნეიშენალ ჰარვესტერი“ და სხვა, მსოფლიოში დააფუძნეს ფირმები, რომელთაც  გააჩნდათ მათი საქონლის ექსკლუზიური გაყიდვის უფლება. მე-20 საუკუნეში ისეთი კომპანიები, როგორიცაა „კოკა-კოლა“, „ჯენერალ მოტორსი“ და სხვა აქტიურად იყენებდნენ ფრენშაიზინგს საკუთარი საქონლისა და მომსახურების გასაყიდად.[2]

როგორც ვხედავთ ფრენშაიზინგი წარმოადგენს ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც წარმოიშვა სახელშეკრულებო პრაქტიკის შედეგად, სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი იმპლემენტაცია სამოქალაქო კოდექსში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში კანონმდებელი ფრენშიზინგის ცნებას შემდეგნაირად აყალიბებს, ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას.[3]

როგორც აღვნიშნე ფრენშაიზინგი არის სავაჭრო პრაქტიკის შედეგი, ურთიერთობის ეს ფორმა შექმნა არა მეცნიერულმა ანალიზმა, არამედ პრაქტიკამ, სავაჭრო პრაქტიკამ, ფრენშაიზინგის კანონმდებლობას პრეცენდენტული სამართლის ერთ- ერთ წამყვან ქვეყანაში, როგორიცაა ავსტრალია ეწოდება „სავაჭრო პრაქტიკა (მეწარმეთა კოდიქსი- ფრანჩაიზინგი)“ (Trade Practices (Industry Codes — Franchising)), რომლის საბოლოო ვერსია 1998 წელს არის გადამუშავებული. სწორედ აღნიშნულ კანონმდებლობასთან შედარებით ანალიზს შემოგთავაზებთ მოცემულ ნაშრომში.

ავსტრალიის სავაჭრო პრაქტიკა (მეწარმეთა კოდიქსი- ფრანშაიზინგი) Trade Practices (Industry Codes — Franchising)

როგორც ვიცით ავსტრალია ანგლო საქსონური სამართლის ქვეყანაა და იქ კანონმდებლობაც შესაბამისად განსხვავებულია რომაულ გერმანული პოზიტიური სამართლის ოჯახისგან. პირველრიგში უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიის „მეწარმეთა კოდექსი-ფრენშაიზინგი“ არ წარმოადგენს რომელიმე კოდექსის ნაწილს, მისი ნორმები არ არის რომელიმე კოდექსის ნაწილი. ის წარმოადგენს დამოუკიდებელ სამართლებრივ აქტს, პრეცენდენტული სამართლის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კოდიფიკაციის თავისებურებით.

ავსტრალიის „მეწარმეთა კოდექსი-ფრენშაიზინგში“ კანონმდებლის მიერ ჩამოყალიბებული და განსაზღვრულია ფრენშაიზინგის სახეები, მათი გამოყენება დროისა და სივრცის მიხედვით, ასევე აღნიშნულ კოდექსში დეტალურად არის აღწერილი ფრენშაიზის ხელშეკრულების მხართა უფლება-მოვალეობანი აღნიშნული ხელშეკრულების  მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მომენტში.

ამ დოკუმენტში საუბარია არა მარტო ფრენშაიზის მონაწილეთა ურთიერთობის მარეგულირებერ ნორმებზე, არამედ დიდი რაოდენობით შეიცავს ტერმინტა განმარტებებს პოზიტიური სამართლის კოდიფიკაციის სტილისგან განსხვავებით  მაგალითად:

სავაჭრო ნიშნის მინიჭება ხდება სავაჭრო ნიშნების აქტით 1995.

შენიშვნა:   სავაჭრო ნიშანი არის სიმბოლო (დაწერილი, სიტყვა, სახელი, ხელმოწერა, ციფრები, მოწყობილობი, ბრენდი, სასაქონლო, ეტიკეტები, ბილეთი, ასპექტი შეფუთვა, ფორმის, ფერის, ხმის ან სუნი (ან ამათი ნებისმიერი კომბინაცია))  რომელიც გამოიყენება ან აპირებენ გამოიყენონ, რათა გამოირჩეოდნენ მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხით. სავაჭრო ნიშნის მინიჭება ხდება პროვაიდერის მოთხოვნის საფუძველზე (see Trade Marks Act 1995, s 17)(იხ.სავაჭრო ნიშნის აქტი 1995s .17)[4]

აღნიშნულ კოდექსში აგრეთვე საუბარია ფრენშაიზინგის დადების ფორმაზე, ავსტრალიერი კანონმდებლები, ფრენშაიზინგის ხელშეკრულების მსურველ პირებს, სთავაზობენ ხელშეკრულების დადების ფორმის არჩევისას ფართო ლავირების[5] საშუალებას, მათ შეუძლიათ სასურველი ფორმით დადონ ხელშეკრულება (კონტრაქტი). ამას ავსტრალიის კანონმდებლობა შემდეგნაირად გვისახავს:

(1)   ფრენშაიზი  არის შეთანხმება:

               (a)    რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად იდება შემდეგი ფორმით:

(i)         წერილობითი შეთანხმება;

 (ii)       სიტყვიერი შეთანხმება;

 (iii)      ნაგულისხმევი შეთანხმება[6];

როგორც ვიცით ფრენშაიზინგის ხელშეკრულება კერძო სამართლის სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმაა, მასზე მოქმედებს სამოქალაქო სამართლის აღიარებული პრინციპები, რომელსაც თავის მხრივ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, პირველ მუხლში გადმოგვცემს[7], როგორც  პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ და სხვა სახის სამოქალაქო ურთიერთობებს. მიუხედავად სამოქალაქო სამართლის მკვეთრად ჩამოყალიბებული სახისა, ავსტრიის „სავაჭრო პრაქტიკის-ფრენშაიზინგის“ კვლევის შედეგად ჩვენ ვნახავთ მუხლს, რომელიც ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აღნიშნული კანონმდებლობის დარღვევისთვის ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე.

მაგალითად ავსტრიის სავაჭრო პრაქტიკის მესამე თავის მიხედვით:

 „მნიშვნელოვანი სამართალ დარღვევა ნიშნავს:

(a)  დანაშაულს, რომლითაც დაირღვა თანამეგობრობის, ან შიდასახელმწიფოებრივი, ან ადგილობრივი კანონი,  მოქმედებით ან უმოქმედობით, თუ დანაშაული ჩადენილ იქნა ჯერვის ბაის[8] ტერიტორიაზე, და თუ კანონდამრღვევი ნასამართლევია მიესაჯოს პატიმრობის ვადა არანაკლებ 5 წელი;“[9]

ავსტრალიის სამოქალაქო კოდექსი ფრენშაიზის ცნების საინტერესო და ამომწურავ დეფინიციას გვაძლევს:

„ფრენშაიზი  არის შეთანხმება, რომელშიც პირი (franchisor-ფრენშაიზორი) ლიცენზიას ანიჭებს სხვა პირს (franchisee-ფრენშაიზის მიმღებს), ესეიგი  უფლებას-აწარმოოს საქონლის ან მომსახურეობის შეთავაზების, მომარაგების ან გავრცელების ბიზნესი, ავსტრალიის იურისდუქციის ქვეშ. ფრენშაიზის მიმღების მარკეტინგული გეგმა არსებითად განისაზღვრება და კონტროლირდება ფრენშაიზორის ან ასოცირებული ფრენშაიზორის[10] მიერ.  ხელშეკრულების ფარგლებში, ფრენშაიზის მიმღები ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე ან საქმიანობის გაგრძელებამდე, შესაბამისი თანხა გადაუხადოს ფრენშაიზორს ან ასოცირებულ ფრენშაიზორს“

ავსტრიის „ვაჭრობის პრაქტიკა- ფრენშაიზინგის“ კოდექსში გვხვდება მუხლები, რომელიც განკუთვნილია ამათუიმ წელში დადებულ ხელშეკრულებაზე, კოდექსის ნორმები დროში არსებობას აგრძელებენ, განსხვავებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსისგან, მას შემდეგაც, რაც აღნიშნული ურთიერთობის გარკვეული ასპექტის დასარეგურირებლად ახალი ნორმატიული აქტი იქნა მიღებული, კანონმდებლის მიერ, მანამ სანამ არსებობს კოდექსის ძველი კომპილაციის[11] დროს. ასე მაგალითად:

(1)           ეს კოდექსი ვრცელდება იმ ფრენშაიზის ხელშეკრულებაზე რომელიც 1998წლის 1 ოქტომბრის   შემდეგ დაიდო.

(1A)          კოდექსში ცვლილება შევიდა   2008 წლის 1 მარტიდან, ცვლილებები ვრცელდება იმ ფრენშაიზის შეთანხმებაზე, რომელიც ძალაში შევიდა ცვლილებების შეტანის შემდეგ.

(1B)          კოდექსში ცვლილება შევიდა   2010 წლის 1 ივლისიდან, ცვლილებები ვრცელდება იმ ფრენშაიზიას შეთანხმებაზე, რომელიც ძალაში შევიდა ცვლილებების შეტანის შემდეგ.[12]

 

იმისათვის რომ ნათლად დავინახოთ მსგავსებები და განსხვავებები ავსტრიის ფრენშაიზინგისკანონმდებლობასა და ქართულ კანონმდებლობას შორის, სასურველია, გავეცნოთ ქართულ ანალოგსაც.

ფრენშაიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში

ქართული სამოქალაქო კანონმდებლობა ავსტრიულისგან განსხვავებით წარმოადგენს რომაულ-გერმანული პოზიტიური სამართლის სისტემას, ის ხასიათხება კოდიფიკაციის მაღალი სტანდარტით. საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე როგორც სხვა პოზიტიურ სამართლის ოჯახის კანონმდებლობებში არ გვხვდება აღრევა სისხლის სამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების. ის ხასიათდება მკვეთრი გამიჯნურობით.

სამოქალაქო ხასიათის ურთიერთობები საქართველოს კანონმდებლობით, ძირითადი პრინციპების დონეზე თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (განსხვავებით ავსტრალიის კანონმდებლობისგან). ფრენშაიზინგის აღნიშნული კოდექსის ნაწილს წარმოადგენს. განსხვავებით ავსტრალიის „სავაჭრო პრაქტიკის-ფრენშაიზინგის“ მოცულობისგან, ქართული კანონმდებლობა აღნიშნული ურთიერთობის დასარეგურილებლად სულ რამდენიმე ნორმას გვთავაზობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 607 მუხლი გვაძლევს ფრენშაიზინგის სამართლებრივ დეფინიციას[13].

დღეს დღეისობით ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით დარეგურირებული სამართლებრივი ურთიერთობები ფეხს იკიდებს, მისი შედეგებიდან და სამხრივი ინტერესიდან გამომდინარე. ფრენშაიზინგის ქართული კანონმდებლობა აქცენტს აკეთებს ფრენშაიზის ხელშეკრულების პირთა შორის არსებულ უფლება მოვალეობებზე ასე მაგალითად:

 ფრენშაიზის მიმცემი(ფრენშაიზორი)[14] ვალდებულია ფრენშაიზის მიმღებს წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ფორმით არამატერიალური ქონებრივი უფლებები, სასაქონლო (სავაჭრო)[15] ნიშნები, ნიმუშები, შეფუთვა, საქონლის წარმოების, შეძენის,გასაღებისა და საქმიანობის ორგანიზაციის კონცეფცია, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გასაღებისთვის ხელშესაწყობად.  ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია დაიცვას ერთიანი მოქმედების სისტემა მესამე პირთა ჩარევებისაგან, განუწყვეტლივ განავითაროს იგი და საქმიანი ჩვევების გაზიარებით, ინფორმაციების მიწოდებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით მხარი დაუჭიროს ფრენშაიზის მიმღებს.

თავის მხრივ ფრენშაიზის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური, რომლის ოდენობაც არსებითად გამოითვლება ფრენშაიზინგის სისტემის განხორციელებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, კეთილსინდისიერი მეწარმის გულისხმიერებით აქტიურად განახორციელოს საქმიანობა, მიიღოს მომსახურება და შეიძინოს საქონელი ფრენშაიზის მიმცემის ან მის მიერ დასახელებულ პირთა მეშვეობით, თუკი ეს უშუალო კავშირშია ხელშეკრულების მიზანთან. [16]

განსხვავებით ავსტრალიის სამოქალაქო კოდექსისგან, რომელიც მხარეებს, ხელშეკრულების ფორმის არჩევაში ფართო თავისუფლებას ანიჭებს, ქართული კანონმდებლობის მიხედვით:  ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ნამდვილობისათვის საჭიროებს წერილობით ფორმას. გარდა მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების, ხელშეკრულების ხანგრძლივობის, მოშლის ან ვადის გაგრძელებისა და ხელშეკრულების სხვა არსებითი ელემენტების თვალნათლივ აღნიშვნისა, მხარეებმა ხელშეკრულების ტექსტში უნდა შეიტანონ ფრენშაიზინგის სისტემის სრულყოფილი აღწერა.

პროფესორი გიორგი თუმანიშვილი დიდი ბრიტნეთის ფრენშაიზინგის ხელშეკრულების/ურთიერთობის პრინციპთან დაკავშირებით, საინტერესო სქემას წარმოგვიდგენს:

„ფრენშაიზინგი ეს არის საკონტროლო ლიცენზია, გაცემული ერთი პირის მიერ(ფრენშაიზორი) მეორის მიმართ (ფრენშაიზის მიმღები). რომელიც:

  • აძლევს უფლებას ან აიძულებს ფრენშაიზის მიმღებს ფრენშაიზინგის პერიოდში დასაქმებულ იქნას განსაზღვრული ბიზნესით, გამოიყენოს სპეციალური სახელწოდება, რომელიც ეკუთვნის ფრენშაიზის მიმცემს.
  • აძლევს ნებას ფრენშაიზის მიმცემს ფრენშაიზინგის ხელშეკრულებისპერიოდში განახორციელოს კონტროლი განსაზღვრულ ბიზნესზე, რომელიც ფრენშაიზინგის ხელშეკრულების საგანია;
  • აიძულბს ფრენშაიზის მიმცემს დახმარბა გაუწიოს ფრენშაიზის მიმღებს ბიზნესის წარმართვაში, რომელიც ხელშეკრულების საგანია;
  • აიძულებს ფრენშაიზის მიმღებს რეგურალურად გადაუხადოს ფრენშაიზის მიმცემს ფრენშაიზის ხელშეკრულების პერიოდში განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება იმ საქონლისა და მომსახურებისთვის, რასც ფრენშაიზის მიმცემი უწევს ფრენშაიზის მიმღებს;
  • გარიგება ჰოლდინგურ და მის შვილობილ კომპანიას შორის ა არის ჩვეულებრივი, ან შვილობილ კომპანიებსა და ერთ ჰოლგინგურ კომპანიას შორის, ან კერძო პირსა და კომპანიას შორის, რომლიც მას უწევს კონტროლს.“[17]

ფრეჩაიზინგი ეკონომიკისა და სამართლის მიჯნაზე

 ჩვენ მიმოვიხილეთ რა ქართული და ავსტრიული კანონმდებლობა ფრეშაიზინთან დაკავშირებით, კვლევის ამ ნაწილში უპრიანი იქნება განვიხილოთ თუ როგორ გამოიყენება ფრენშაიზინგის ხელშეკრულებები პრაქტიკაში, როგორ რეგულირდება მხარეების მიერ და რა უპირატესობა გააჩნია სხვა ხელშეკრულებეთან შედარებით.

სამოქალაქო ურთიერთობების ამოსავალ წერტილს პირთა კერძო ავტონომია წარმოადგენს, პირები საკუთარი ნამდვილი ნების შესაბამისად ამყარებენ სახელშეკრულებო ურთიერთობებს სასურველ პარტნიორთან, გარკვეული მიზნის მისაღწევად. მთავარია პირთა ურთიერთობა არ გასცდენ კანონით დაშვებულ ნორმებს, აქედან გამომდინარე მათ შეუძლიათ თავისუფლად იურთიერთონ სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში. სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ ერთი ფორმაა ფრენშაიზინგი[18].

როგორც ზევით აღვნიშნე ფრენშაიზინგი ბიზნეს პრაქტიკიდან იღებს სათავეს, ის ერთ-ერთი მეთოდია ახლად დაარსებული კომპანიისთვის ჩაიბაროს და მართოს უკვე აწყობილი ბიზნესი, ფრენშაიზინგი არის ბიზნესის ორგანიზაციული ფორმა, რომელიც აძლევს მეწარმეს უკვე ცნობილი საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის უფლებას, ანუ ეს არის ლიცენზია, რომელიც იძლევა უფრო მსხვილი კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოყენების შესაძლებლობას, ან მისი საქონლის სხვა რეგიონში გაყიდვის უფლებას. ამ უფლების გამო, ფრენშაიზის მფლობელი, როგორც წესი, წვრილი ფირმის მეპატრონე, მსხვილი ფიმის მეპატრონეს უხდის ერთჯერადად, ხოლო ხოლო შემდგომ თვეში ყოველთვიურ შენატანს.

ფრანჩაიზინგის არის სტრატეგიული ალიანსი პირებს შორის, რომელსაც აქვს კონკრეტული ურთიერთობებით და პასუხისმგებლობით ერთად საერთო მიზანი დომინირება ბაზარზე, ანუ მიიღოს და შეინარჩუნოს მეტი მომხმარებელი, ვიდრე მათმა კონკურენტებმა. როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა ფრენშაიზინგი არის ის, რომლითაც მცირე კომპანიას, შეუძლია შეისყიდოს ლიცენზია,  მეორე მხარის ოპერაციული სისტემა  ლიცენზირებულმა გამოიყენოს, ასევე ისარგებლოს  ბრენდის სახელითა და რეპუტაციით.

როგორც უმეტესი ბიზნეს ურთიერთობა, ფრენშაიზინგიც სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ ერთი ფორმაა, რომელიც პრაქტიკიდან დაინერგა კანონმდებლობაში. როგორც ვიცით ხელშეკრულების დადების დროს ხელშეკრულების მხარეებს გარკვეულ პრინციპებს კანონმდებლობა თავიდანვე უყენებს ზოგადი წესების სახით[19].

Ø  ფრენშაიზინგის სახეები

როგორც ვხედავთ ფრენშაიზინგი არის ბიზნესისა და სამართლის ერთობლივი პროდუქტი. ფრენშაიზინგის სახელშეკრულებო ურთიერთობის მრავალი სახე ჩამოყალიბდა, შეიძლება ითქვას რომ ყოველი ახალი დოკუმენტი ფრენშაიზინგის ახალი სახეა,  თუმცა ძირითადი ნიშნების მიხედვით ფრენშაიზინგის ხელშეკრულებებს ოთხ ფორმას გამოყოფენ:

სასაქონლე ნიშნის გამოყენების ფრენშაიზინგი, როდესაც ფრენშაიზის მყიდველი კორპორაციას უხდის ფულს სასაქონლო ნიშნის გამოყენებისთვის;

მზა პროდუქციის გაყიდვის ფრენშაიზინგი, როდესაც მყიდველი ყიდულობს საქონელს პარტნიორისგან, ხოლო შემდეგ ახდენენ მის რეალიზაციას საკუთარ ფასებით.

საქონლის წარმოების ფრენშაიზინგი, როდესაც ლიცენზიანტიდედობილი კომპანიისგან იღებს მისი საქონლის წარმოებისა და რეალიზაციის უფლებას. ამასთან, გამოიყენება კომპანიისაგან ნაყიდი ნედლეული და მასალები.[20]

საქმიანობის სახეობაზე ფრენშაიზინგი: რომლის მიხედვით ლიცენზიანტი ყიდულობს საკუთარი ფირმის გახსნის უფლებას დედობილის სახელწოდების გამოყენებით, მისი საქმიანობის პროფილის შენარჩუნებით.[21] [22]

ზემოთხსენებული პირველი ორი კატეგორია  ხშირად მოიხსენიება, როგორც პროდუქტის და სავაჭრო ნიშნის (tradename) ფრენშაიზება. ეს მოიცავს ღონისძიებებს, რომელშიც ფრენშაიზის[23] ეძლევათ უფლება გაავრცელოთ ფრენშაიზორის[24] პროდუქტი მისი საფირმო სახელის გამოყენებით, ხელშეკრულებაში მითითებულ ტერიტორიაზე ან კონკრეტულ ადგილამდე. ამის  სანაცვლოდ გადაიხადოს დედობილის სასარგებლოდ მოსაკრებელი ან ჰონორალი.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გულისხმობს ფრენშაიზის   სტანდარტიზირებულ სისტემაში ჩასმას, როგორიცაა ბიზნესის დაგეგმვა, მენეჯმენტის სისტემის მოდერნიზება, ადგილმდებარეობა, იერსახე, იმიჯი, და საქონლის ხარისხი.

სტანდარტიზაცია, თანმიმდევრულობა და ერთგვაროვნებაზე ორიენტირი  დამახასიათებელი ნიშნებია ბიზნეს ფორმატის ფრენშაიზინგის.

სწორედ ამ ფორმატის ფრანჩაიზინგი არის დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი მსოფლიო ეკონომიკის ფრანჩაიზინგის  სექტორში. თუმცა აღნიშნული მოდელი ხელშეკრულებრივი ასპექტებიდან გამომდინარე ძირითადად გვხვდება ლოკალიზებურ ადგილებში, ამგვარი ურთიერთობის ფორმით კი ძირითადად მაღაზიები სარგებლობენ.[25]

ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით „კომერციულ ქორწინებაში“ მყოფი პირთა (ფრენშაიზორი და ფრენშაიზი) ურთიერთობაში შედის პროდუქციის, მომსახურების, სავაჭრო ნიშნის, ბაზრის კონცეფციის, სტრატეგიისა და გეგმის, საოპერაციო სტანდარტების ასევე სისტემატისირების გადაცემა, ფორმირება, სწავლება. შემდგომ ეტაპზე კი ხარისხის კონტროლი, მიმდინარე დახმარება და ზედამხედველობა.

მოკლედ, მოცემული სახელშეკრულებო ურთიერთობა უზრუნველყოფს მცირე ბიზნესისთვის (ფრენშაიზისთვის) ისეთი  შესაძლებლობების მიცემას როგორიც აქვს დიდი ბიზნესს (ფრენშაიზორს). ამავე დროს ეს არის ასევე მომგებიანი ურთიერთობა ფრენშაიზორისთვის, მას შეუძლია გაზარდოს თავისი პროდუქცია და გაფართოვდეს ბაზარზე ყოფნის  გარეშე, მიიღოს კაპიტალი ფრენშაიზის მიღწევების მეშვეობით,  დაბალ რისკის და საკუთარი კომერციული უპირატესობის გამო.

ზოგადად „კომერციული ქორწინება“ ფრენშაიზორსა და ფრენშაიზის შორის არის სამართლებრივი ურთიერთობის ფორმა, რომელიც დამყარებულია ფრენშაიზინგის ხელშეკრულებაზე, მასში ასახულია კონტრაჰენტების სრული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, ასევე უფლებები. ფრენშაიზინგის ხელშეკრულება კი ფორმდება წერილობითი სახით. ეს კომერსიულ სამართლებრივი ხელშეკრულება, მერყეობს ზემოთ ჩამოთვლილ ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ფორმებს შორის, შეიძლება ითქვას რომ არ არსებობს ორი იდენტური ფორმა აღნიშნული ხელშეკრულების, რადგან იგი დაფუძნებულია ადამიანის ინდივიდუალურ ნებაზე.

ბუნებრივია ფრენშაიზინგის ხელშეკრულებაში ყოველთვის არის უფლებრივი ბალასი ფრენშაიზორის სასარგებლოდ, რადგან ფრენშაიზორს ნებისმიერ დროს აქვს კონტროლის უფლება, ფრენშაიზის მიმართ, სტანდარტების, ბიზნესის წარმატებისა და საფირმო ხარისხის ასპექტში.[26]

ფრენშაიზინგის წარმატების ძირითადი ფაქტორები

ფრენშაიზინგის ხელშეკრულების შინაარსობრივი მხარიდან გამომდინარე, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, კმაყოფილია როგორც ფრენშაიზის მიმღები, ისე ფრენშაიზორი და ბრენდის მომხმარებელი.

ლიცენზიის გამყიდველი (ფრენშაიზორი) ამყარებს თავის საქმიანობის საფუძველს.

ლიცენზიის მყიდველი (ფრენშაიზი) იყენებს ფრენშაიზორის უკვე ცნობილ და აპრობილებულ მეთოდოლოგიას.

საზოგადოება (მომხმარებელი)-უწყვეტად იღებს საქონელსა და მომსახურებას,ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე,ეს არის გარატი იმისა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში (სადაც ვრცელდება ფრენშაიზი) მიიღოს მისთვის ცნობილი და სასურველი მომსახურება.

როგორც წესი ყველაზე დიდ მოგებას იღებს ფრენშაიზორი, რომელსაც შეუძლია ფრეჩაიზის ხარჯზე ბიზნესის გაფართოება საკუთარი კაპიტალის ამ საქმეში ჩაუდებლად[27].

თუმცა ფრენშაიზინგი ფრენშაიზისთვისაც მომგებიანია, რადგან ბიზნესის ამგვარი წამოწყება ნაკლებ რისკებთან არის დაკავშირებული. ფრენშაიზინგში ფულის ჩადებით ის ყიდულობს ფუნქციონირებად, წარმატებულად მოქმედ საწარმოს. გარდა ამისა საზოგადოება იცნობს ფირმის დასახელებას და იქმნება რეკლამის უპრობლემო წარმოების შეაძლებლობა.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართალურთიერთობის წარმატებული მაგალითია ფირმა „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელი, რომელიც მსოფლიოს სხვადასსხვა კუთხეში მდებარე რამოდენიმე ათას რესტორანს აერთიანებს.[28]

ეს გულისხმობს , იმას რომ „მაკდონალდსის“ მომხმარებელი  მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იღებს იმ მომსახრებას, რომელიც მისთვის ცნობილია.ეს ხელსაყრელია როგორც ამ ქვეყენბის მაცხოვრებელტატვის, ისე იმ ტურისტებისთვისაც რომლებსაც უხდებათ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა.პრაქტიკიდან გამომდინარე ტურისტული მოგზაურობის დაგეგმვის დროს მრავალი ტურისტვისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ქვეყანაში მისთვის სასურველი და ნაცნობი რესტორნების  ქსელის არსებობა.

შენიშვნა:

ცნობები მაკდონალდსის შესახებ

დაარსდა: 1940

ფრენშაიზის ხელშეკრულებით: 1955 წლიდან.

კორპორაციული ოფისი: 2111 McDonald’s Dr Oak Brook, IL 60523

მაკდონალდსი წამყვანი გლობალური კვების სერვისია, მის  30000-ზე მეტი  რესტორანს  ემსახურება 52 მილიონ ადამიანზე მეტი,  100-მდე ქვეყანაში ყოველ დღე.   მაკდონალდსის რესტორნების 70%-ის მფლობელი  მსოფლიოს მასშტაბით არის ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით სამართალ ურთიერტობაში ცენტრალურ ოფისთან. დასაქმებულ პირთა უმრავლესობა დგილობრივი კადრია.[29]

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ურიგო არ იქნება თუ დაკსვნის სახით წარმოვადგენთ პატარა ფრაზას, რომელიც სრულიად აღწერს ფრენშაიზის უპირატესობებს.

 ძნელია ახალი ღვეზელის გამოგონებით კონკურენცია გაუწიო ბაზარზე უკვე არსებულ „ჩიზბურგერს“ ან „ჰამბურგერს“ [30]

26 იანვარი 2013 წელი

მიხეილ ბოჭორიშვილი

ბიბლიოგრაფია

ü  თუმანიშვილი, გ. (2012). ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა და ვალდებულებით-სამართლებრივი ნორმატიული რეგულირება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ü  კობახიძე, ა. (2001). სამოქალაქო სამართალი. თბილისი: შპს გაზეთი “საქართველოს მაცნე”.

ü  შენგელაია, თ. (2008). ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები (ნაწ I, II). თბილისი: “ახალი საქართველო”.

  • გამოყენებილი ნორმატიული მასალა:
  • პარლამენტი. (1997). საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. თბილისი.
  • სამინიასტრო, ი. (Ed.). (1998). ავსტრალიის სავაჭრო პრაქტიკა-ფრენშაიზინგი. ავსტრალია.


[1] კობახიძე, ა. (2001). სმოქალაქო სამართალი. თბილისი: შპს გაზეთი “საქართველოს მაცნე”-ს სტამბა.

[2] შენგელაია, თ. (2008). ბიზნესის ადმინისტრირების საბუძვლები(ნაწილი I,II). თბილისი: “ახალი საქართველო).

 

[3] პარლამენტი, ს. (1997). საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. თბილისი: საკანონმდებლო მაცნე.(მუხლი 607)

[4] ავსტრალიის სავაჭრო პრაქტიკა-ფრენშაიზინგი (საკანონმდებლო  აქტი 1998 No. 162)

[5] Du. Laveeren (გერმ) 1.იალქნიანი გემის სვლა, ცურვა ისე, რომ ქარი ხან ერთი მხრიდან უბერავდეს, ხან მეორიდან; საერთოდ, გემის სვლა კურსის (მიმართულების) ხშირი ცვლით წყალქვეშა ქვების, თავთხელების და მისთ. გვერდის ასაქცევად. 2. გადატ. მოხერხებულად გვერდის ავლა სიძნელეებისათვის; რამესთვის თავის არიდება; მდგომარეობასთან მარჯვედ შეგუება.

[6] ნაგულისხმევი შეთანხმება-აღნიშნული ტერმინი ნიშნავს ურთიერთობის იმგვარ ფორმას, როდესაც სამოქალაქო ურთიერთობის პრაქტიკიდან გამომდინარე, პირთა შორის ჩამოყალიბდება იმგვარი ურთიერთობის ფორმა, რომელიც თავდაპირველად არ იყო გამიზნული ფრენშაიზინგის ხელშეკრულებად, თუმცა შემდეგ ამგვარ ურთიერთობად ჩამოყალიბდა, ჩამოყალიბებული უფთიერთობის ფორმა კი სჭიროა დარეგურირდეს იმ ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობით, რომლის დაცვად სფეროშიც ექცევა ის, სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინატე.

[7] საქ. სამოქ. კოდექსი: :ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.“

[8] შენიშვნა: ჯერვის ბეი ( Jervis Bay) არის ტერიტორია ავსტრალიაში, რომელიც უშუალოდ თნამეგობრობის სისხლის სამართლის იურისდიქციაშია.

[9] დედანში: serious offence means: an offence under any law of the Commonwealth or a State or a Territory for which, if the act or omission had taken place in the Jervis Bay Territory, a person would be liable, on first conviction, to imprisonment for a period of not less than 5 years;

[10] ასოცირებული ფრენშაიზორი-პირი,რომელიც წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი მესაკუთრე ფრენშაიზორის მიერ, ან პირი რომელიც საქმიანობიდან გამომდინარე შეგვიძლია მივიჩნიოთ ფრენშაიზორად.

[11] იგვ.-კოდიფიკაცია

[12] იუსტიც. სამინიასტრო,(Ed.). (1998). ავსტრალიის სავაჭრო პრაქტიკა-ფრენშაიზინგი. ავსტრალია.

[13] ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას.  (სსკ. მუხლი 607)

[14] საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს ფრენშაიზორი/ფრენშაიზერი. იგი ქართულ სამოქალაქო კოდექსში მოხსენიებულია, როგორც ფრენშაიზის გამცემი.

[15] იხ. გვ. 5

[16] პარლამენტი. (1997). საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. თბილისი: საკანონმდებლო მაცნე.

[17] თუმანიშვილი, გ. (2012). ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა და ვალდებულებით-სამართლებრივი ნორმატიული რეგულირება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

[18] Franchise- 1. n. პრივილეგია; უპირატესობა; სასაქონლო ნიშნის გამოყრნრბით ვაჭრობის ლიცენზია და ამისთვის როიელთის გადახდა; he has bought a printing-or a hot dog – მან შეიძინა ბეჭდვის ან ცხელ სოსისიანი ბუტრბროდის (ჰოთ-დოგის) გაყიდვის უფლება; 2. v. ადამიანებისათვის სასაქონლე ნიშნის გამოყენებით ვაჭრობის ლიცენზიის მიყიდვა და სათანადოდ როიალთი გადაიხადონ; his sandwich bar was so successful that he decided tu – it – მის სენდვიჩის ბარს ისეთი წარმატება ჰქონდა, რომ მან გადაწყვიტა მისი ლიცენზიის შეძენა

 

[19]  სამოქ. კოდექსი. მუხლი 319.  კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათაშინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

[20] მაგალითად- „კოკა-კოლას“ წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ასხამს გამაგრილებელ სასმელებს, კონცენტრანტებს ამ პროდუქციის წარმოებისთვის იღებს სათაო ოფისიდან.

[21] მაგალითად-„ნიკალას“ ტიპის კვების ობიექების ქსელი საქართველოში

[22]What is Franchising? (2013 წლის 25 იანვარი). From Retrieved from franchise council of australia: http://www.franchise.org.au/what-is-franchising-.html

 

[23] ფრენშაიზი(franchisee)-პირი რომელიც ფრენშაიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იღებს ლიცენზიას. (ავსტრალიის  სავაჭრო პრაქტიკა (მეწარმეთა კოდიქსი- ფრანჩაიზინგი) დებულება) Franchisee-(ფრენშაიზის მიმღები) მწარმოებელი ფირმისგან სავაჭრო ნიშნიანი საქონლის გაყიდვის უფლებამინიჭებული პირი

 

[24] ფრენშაიზორი(franchisor)-პირი რომელიც ფრენშაიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინახე გასცემს ლიცენზიას.

[25] (2013 წლის 23 იანვარი). From Business Format’s Franchising: http://www.drycarpet.com/franchise/franchise_facts.htm

[26] What is Franchising? (2010 წლის 11 Nov ).  franchise council of australia: http://www.franchise.org.au/what-is-franchising-.html

[27] აშშ-ს სამხრეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბილ და ჯულია ბრაიტსებმა ათი ათასი დოლარი წარუმატებელ მაღაზიაში ჩადეს, რომელიც იოგურტით ვაჭრობდა. ყურადღებიანი მომსახურების, კარგი რეკლამის. მართვის სწორი მეთოდების შედეგად ბრაიტსებმა ფუნქციონირების მეოთხე თვეს მიიღეს მოგება. შემდეგი ექვსი წლის გამავლობაში მათ გახსნეს კიდევ შვიდი მაღაზია, შემდეგი გაფართოება მოითხოვდა კრედიტს, ამიტომ ამ მეწარმეებმა დაიწყეს ფრენშაიზინგის ლიცენზიის გაცემა და დღეს ეს კომპანია მოიცავს სამას ობიექტს. ლიცენზიის გაცემით ისინი არა მარტო აფართოვებდნენ თავიანთ ბიზნესს სხვისი სახსრების ხარჯზე, არამედ დამატებით ღებულობდნენ მოგებას ლიცენზიის მყიდველებისგან (შენგელაია, თ. (2008). ბიზნესის ადმინისტრირების საბუძვლები(ნაწილი I,II). თბილისი: “ახალი საქართველო). (გვ. 197))

[28] თუმანიშვილი, გ. (2012). ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა და ვალდებულებით-სამართლებრივი ნორმატიული რეგულირება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

[29] McDonald’s Franchise Opportunity. (2013 წლის 26 იანვარი). From franchising.com: http://www.franchising.com/mcdonalds/

[30] შენგელაია, თ. (2008). ბიზნესის ადმინისტრირების საბუძვლები(ნაწილი I,II). თბილისი: “ახალი საქართველო).

 

Tags: , , , , , , , , , , , ,

პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატი და პარტიული დისციპლინა

I.შესავალი

პარლამენტის წევრის სტატუსის შემადგენელი ძირითადი ელემენტს – პარლამენტისწევრის მანდატს კანონმდებელმა კონსტიტუციური მნიშვნელობა მიანიჭა და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა რეგულაციებტან ერთად ისიც კონსტიტუციის ერთ-ერთი ნორმით დაარეგულირა. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. 1

ჩვეულებრივი მკითხველისთვის, რომელსაც კონსტიტუციის ტექსტში ხშირად ხვდება სიტყვები ,,თავისუფლება“, ,,უფლება“, ,,დაუშვებლობა“ ,,საყოველთაოობა“, ეს ნორამც ერთი რიგითია, თუმცა ქვემოთ მე ვეცდები განვმარტო მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ზოგადად სახელმწიფოსთვის, ასევე კონკრეტულად სახელმწიფოსთვის.

პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატი წარმოადგენს არა უბრალოდ თეორიულ იურიდიულ ცნებას, არამედ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკულ კონსტიტუციონალიზმში და უფრო მეტიც, იგი ცდება იურისპრუდენციის ჩარჩოებს და მინშვნელოვან საზოგადოებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ უამრავ ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციურადაა რეგულირებული დეპუტატის თავისუფალი მანდატი, მაინც ვერ ხერხდება პარტიული წესრიგის დამყარება და დეპუტატთა ხშირი, თვითნებური პარტიათა და ,,მოსაზრებათაშორისი“ მიმოსვლის და პოლიტიკური არასტაბილურობის თავიდან აცილება, რაც თავისთავად შეიცავს რეალურ საფრთხეს, რომ ეს ინსტიტუტი (თავისუფალი მანდატი) არა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, არამედ მისი რღვევისა და ოხლოკრატიის ჩამოყალიბების ხელშემწყობი მიზეზი გახდეს. სწორედ პარტიულ დისციპლინასთან ერთად აღქმული თავისუფალი მანდატის ცნება იძლევა ამ ნაშრომის სათაურად გამოტანილ დადებით შედეგს და არამც და არამც კონსტიტუციის ერთი მუხლი. ქვემოთ მე შევეცდები, სწორედ ამაზე ვისაუბრო და განვმარტო ამ ინსტიტუტის კონსტიტუციური რანგის მნიშვნელობა.

დისკუსია ამ საკითხის გარშემო ჯერ კიდევ აქტუალურია და თუნდაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში 9-10 წლის წინ ამაზე სერიოზული დებატებიც კი იყო. (ვგულისხმობ ლეიბორისტული პარტიის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს იმპერატიული მანდატის შემოტანის თაობაზე. 2)

II.  ცნება და შინაარსი

1. პარლამენტის წევრის მანდატის ცნება და სახეები

პარლამენტის წევრის მანდატის ცნებასა და შინაარსზე გარკვეულ წარმოდგენას იძლევა სიტყვა ,,მანდატის“ ეტიმოლოგიური  სემანტიკური განმარტება. იგი წარმოშობილია ლათინური სიტყვიდან ,,mandatum’’ (mandare), რაც ქართულ თარგმანში დავალებას ნიშნავს. ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის განმარტების თანახმად, მანდატი წარმოადგენს ვისიმე რწმუნებულობის დამადასურებელ დოკუმენტს.3  შესაბამისად, აშკარაა, რომ დეპუტატის4 მანდატი გულისხმობს იმ დელეგირებულ უფლებათა ერთობლიობას, რომელსაც იგი ხალხისგან იღებს და რომელიც წარმოადგენს ერთადერთ საფუძველს იმ უფლებათა და მოვალეობათა, პრივილეგიათა და პასუხისმგებლობათა, რომელიც, ჩვეულებრივ, პარლამენტის წევრს გააჩნია. პარლამენტის წევრის მანდატი შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც უფლება იყო პარლამენტარი, ანუ წარმოადგენდე ხალხს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

ფაქტია, რომ ყველა შემთხვევაში პარლამენტის წევრის მანდატი ნიშნავს წარმომადგენლობის უფლებას, მაგრამ სხვადასხვა შეიძლება იყოს ამ წარმომადგენლობის ხასიათი, შინაარსი. კერძოდ, გამოყოფენ ორ ანტონიმური მნიშვნელობის მქონე მანდატის სახეს – იმპერატიულსა და თავისუფალ მანდატს. პირველი დამახასიათებელი იყო ადრეული პერიოდის პარლამენტებისთვის, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, ხოლო მეორე თანამედროვე პარლამენტარიზმისგან ფაქტობრივად განუყოფელ ცნებას წარმოადგენს.

იმპერატიული მანდატი გულისხმობს პარლამენტის წევრის გაწვევის დასაშვებობას.5 ეს ნიშნავს იმას, რომ იგი (დეპუტატი) ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ამომრჩევლისა და პარტიის წინაშე და მისი ქმედებანი ნაკარნახევი უნდა იყოს არა საკუთარი პიროვნებიდან და სინდისიდან გამომდინარე, არამედ პარტიის იდეოლოგიისა და ხალხის პირდაპირი მოთხვნის შესაბამისად.  შესაბამისად იმპერატიული მანდატი არის გარანტი რეპრეზენტატორული, ანუ პირდაპირი დემოკრატიისა.6

რეპრეზენტატორული დემოკრატიის საპირისპირო ცნებაა საპარლამენტო დემოკრატია7, რომელიც თავის თავში მოიაზრებს დეპუტატის თავისუფალ მანდატს. პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატი გულისხმობს მისი გაწვევის დაუშვებლობას და შესაბამისად, იმას, რომ

4 ქვემოთ ცნებები  – ,,დეპუტატი“ და ,,პარლამენტის წევრი“ თანაბარი მნიშვნელობის მქონე იქნება გამოყენებული, ვინაიდან მსჯელობის თემა არ მოიცავს მათი გამიჯვნის აუცილებლობას. (ავტ. შენიშვნა)

პარლამენტის წევრი გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საკუთარი სინდისისა და მოსაზრებების თანახმად. რა თქმა უნდა, თავისუფალი მანდატის არსებობა არ გამორიცხავს დეპუტატის ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას მისი ამომრჩევლის და პარტიის წინაშე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ვალდებულება წარმოადგენს არა იმდენად იურიდიულ ვალდებულებას, რამდენადაც სოციალურ-პოლიტიკური იძულების მექანიზმის ნაწილად გახდომას, რომელიც მოიცავს პრინციპს – ,,არ გააკეთებ – არ აგირჩევ“.

1.1. იმპერატიული მანდატი.

როგორც უკვე ვთქვით, იმპერატიული მანდატი წინ უსწრებდა მის ალტერნატივას – თავისუფალ მანდატს. ათენის ანტიკურ დემოკრატიაში,რომელიც პირდაპირ, რეპრეზენტატორულ დემოკრატიას წარმოადგენდა, მხოლოდ იმპერატიული მანდატი არსებობდა. ხოლო საკუთრივ ცნება პირველად საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის დროს დამკვიდრდა. მას შემდეგ საბჭოეთის ადრეულ წლებში საბჭოთა კავშირში, ასევე სხვა მცირე დროით აღმოცენებულ რევოლუციურ სახელმწიფოებში  მოქმედებდა იმპერატიული მანდატის პრინციპი. თანამედროვე სამყაროში ძალზე იშვიათია წმინდა იმპერატიული მანდატით პარლამენტარის შებოჭვა, თუმცა ევროპულ სახელმწიფოებშიც კი, მაგალითად გერმანიის ბუნდესრატში, ასევე სერბეთის პალამენტში მოქმედებს იმპერატიული მანდატი.

მიუხედავად იმისა, რომ იმპერატიული მანდატი საუკეთესო საშუალებაა იმაზე, რომ ხალხმა თვითონ აკონტროლოს მისი უფლებების დელეგირებას მოყოლილი შედეგები, რაც ლოგიკურად დემოკრატიის მაღალ ხარისხს უნდა განაპირობებდეს, იმპერატიული მანდატი ძირითადად პირიქით მოქმედებს და ხელს უწყობს არა ხალხის, საზოგადოების, არამედ სხვა კერძო ინტერესებს. იმპერატიული მანდატი ოლიგარქების ხელში მნიშნელოვან იარაღად ყალიბდება, ხელისუფლების მცირე წრისთვის ხელში ჩასაგდებად, მიღებულ სისტემას კი არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და სამართლებრივ სახელმწიფოსთან.8 ამიტომაც მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ უარი ითქვა პარლამენტის წევრის ასეთ სტატუსზე.

1.2. თავისუფალი მანდატი

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, თავისუფალი მანდატი იმპერატიულის საპირისპირო ცნებაა. ერთი შეხედვით იგი ზღუდავს ხალხის უფლებას, გააკონტროლონ  მათ მიერ არჩეული დეპუტატი, რომელმაც ლოგიკურად უნდა აკეთოს ის, რაც ხალხს სჭირდება. თუმცა სწორედ ამ მიზანში, რომ დეპუტატმა ის უნდა აკეთოს, რაც ხალხს სჭირდება, გვხვდება პარადოქსი – რადგან მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხალხზე ირიბად დამოკიდებული პარლამენტის წევრი ბევრად ეფექტურად მოქმედებს და ბევრად ნაყოფიერია მისი საზოგადოებრივი კონტროლი. აქ შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ასპექტი: 1. ადამიანი, ვინც თავისი სინდისის შესაბამისად მოქმედებს და პასუხისმგებლობას სხვას არ უნაწილებს, მეტს ინდომებს. 2.ადამიანი, რომლის საქმეშიც უხეშად არ ერევიან, ბევრად ნაყოფიერად მუშაობს. 3. ადამიანი რომელსაც აქვს თავისუფლება, ხშირად ბოროტად იყენებს ამ თავისუფლებას.

შესაბამისად თავისუფალ მანდატზე საუბრისას პირველ რიგში მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მიმართულია სწორედ მე-3 პუნქტისკენ და ამით გამოწვეული საფრთხეების ანალიზისკენ. დიახ, თავისუფალი მანდატის სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ არსებული პრობლემის გადაჭრას მივუდგეთ არა ვიწრო იურიდიულად, არამედ უფრო გლობალურად. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში წლების განმავლობაში იყო პოლიტიკური კრიზისი ,,მერყევი პოლიტიკოსების“  მიზეზით. 9  თუმცა ამის დაბალანსება და გამოსწორება მოხდა არა კონსტიტუციური ცვლილებით პარლამენტის წევრის მანდატთან დაკავშირებით, არამედ, ,,საზოგადოებრივი დუღილის“ ჩაცხხრობით და პარტიული დისციპლინის10 მაღალ დონეზე აყვანით, რაც მოგეხსენებათ იურიდიულ ნორმებზე არაა მხოლოდ დამოკიდებული. იურისპრუდენცია ვალდებულია სამართლებრივი საფუძველი შეუქმნას მომავალ ჯანსაღ საჭირო პროცესს, ხოლო საკუთრივ პროცესი საზოგადოებაში უნდა დაიწყოს. 11

2. პარტიული დისციპლინა და საზოგადოების სოციალური მზაობა.

ზემოთ მითითებულ სტატიაში, რომელიც 2003 წელს რადიო თავისუფლების გვერდზე გამოქვეყნდა ინტერნეტში, განხილულია ერთერთი ქართული პოლიტიკური პარტიის მიერ კანონპროექტის შემოთავაზების ფაქტი იმპერატიული მანდატის შემოღებასთან დაკავშირებით. სტატიაში განსაკუთრებული ბევრი არაფერია, თუ არ ჩავთვლით ინიციატორი პარტიის წარმომადგენლის არგუმენტს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ იმპერატიული მანდატის შემოღება აუცილებელია იმდენად, რამდენადაც არსებობს ე.წ. ,,მოღალატე დეპუტატების პრობლემა“. 12  საქმე ისაა, რომ აქ გამოსავალი არა  სხვა პარტიაში გარდამავალი დეპუტატებისთვის ფეხების დამტვრევაა, არამედ მძლავრი პარტიული ინსტიტუტის შექმნა. ისეთ ქვეყნებში, სადაც ასეთი პრობლემა დგას, არმხოლოდ პოლიტიკოსების პარტიათაშორისი მიმოსვლის საკითხი დგას ასე მწვავედ, არამედ თვით პარტიათა იდეოლოგიაც არაა მკვეთრად გამოკვეთილი. პირველ რიგში სწორედ ეს განაპირობებს პოლიტიკოსთა მერყევობას. ხშირად თუნდაც საქართველოში, პარტიები, რომელთაც მემარჯვენე სახელი აქვთ, ცენტრისტები არიან, ხოლო რესპუბლიკელები მონარქიისკენაც კი მოუწოდებენ ხოლმე ამომრჩევლებს. შესაბამისად, დასკვნის გამოტანა მეტად მარტივია – საზოგადოების უმწიფრობა არის მიზეზი პოლიტიკოსთა მიერ თავისუფალი მანდატის არასწორი მიმართულებით გამოყენებისა.

2.1. პოლიტიკური პარტიები – ცნება, სახეები.

პოლიტიკური პარტიის, როგორც ინსტიტუტის განვითარება თანამდევია პარლამენტარიზმის განვითარებისა. სწორედ პარლამენტარიზმის მომძლავრებასთან ერთად მე-18 საუკუნის

ბოლოს ევროპაში, კერძოდ საფრანგეთშ და მოგვიანებით ინგლისში ჩამოყალიბდა მოქალაქეთა იდეოლოგიური გაერთიანებები, რომელებსაც შეგვიძლია პარტია ვუწოდოთ. პარტიის ცნების განმარტება უმჯობესია ისევ სემანტიკური ანალიზით დავიწყოთ ეს სიტყვაც ლათინურია და ლათინური სიტყვიდან ,,pars’’  წარმოდგება, რაც ნაწილს ნიშნავს. პოლიტიკური პარტია მართლაც რომ მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოებისა. 13 თუმცა ძალიან რომ გავამარტივოთ, პარტია სისტემატიზირებული და ორგანიზებული იდეოლოგიაა, ხალხისთვის სააშკარაოზე გამოტანილი იდეოლოგია, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ხალხი მას გაჰყვეს.

ვინაიდან არსებობს ათობით იდეოლოგია, განასხვავებენ ასევე მრავალ პარტიის ტიპს, კერძოდ,პარტია შეიძლება იყოს დემოკრატიული და ავტორიტარული. ძირითადი კურსისა და დოქტრინის მიხედვით კი განასხვავებენ რეფორმატორულ, კონსერვატიულ, ლიბერალურ, სოციალ-დემოკრატიულ, კლერიკალურ, რადაიკალურ და სხვა პარტიებს. 14

2.2. აქტიური და პასიური ამომრჩევლის პასუხისმგებლობა.

1987 წელს ბრიტანეთში გამოვიდა კენ ლივინგსტონის საინტერესო წიგნი სათაურით: ,,ხმის მიცემა რომ რამეს ცვლიდეს, ვინ დაგვაცლიდა…“. 15 ლონდონის მერის ირონია არ ყოფილა უსაფუძვლო. სახელმწიფოს ცხოვრებაში უმთავრესი როლი სწორედ ამომრჩეველს შეაქვს. თუმცა ამომრჩეველი არსებობს ორი სახის – აქტიური, ვინც ირჩევს და პასიური, ვისაც ირჩევენ. თავისუფალი მანდატის არსებობა ქვეყნის კანონმდებლობაში ავტომატურად გულისხმობს ორივე მათგანის მაქსიმალურ მზაობას პასუხისმგებობისთვის. პირველ რიგში ეს პასუხისმგებლობა ეკისრება პასიურ ამომრჩეველს, ანუ არჩეულ პარლამენის წევრს – ვინაიდან მასზე გაცემულია ნდობის მანდატი. ამასთანავე თავისუფალი მანდატის შინაარსი, რაც გულისხმობს იმას, რომ დეპუტატი მთელი ქვეყნის წარმომადგენელია და არა იმ ტერიტორიული ოლქისა, სადაც იგი აირჩიეს, გულისხმობს იმას, რომ დეპუტატისთვის მინიჭებულია არა თვითმმართველობის საკანონმდებლო რეგულაციის, არამედ კონსტიტუციური რანგის უფლება. ეს გულისხმობს იმას, რომ მან უნდა იფიქროს არა ვიწრო ტერიტორიული ან სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ის ოლქი სადაც ის არჩეულ იქნა, დეპუტატმა უნდა წარმოადგინოს და აღიქვას,როგორც მთლიანი სახელმწიფოს ნაწილი და მისი ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. ეს თავისთავად ნიშნავს იმასაც, რომ დეპუტატი შებოჭილია საჯარო ინტერესით, უბრალოდ ეს საჯარო ინტერესი განზოგადებულია მთელ სოციუმზე და არა ერთ კონკრეტულ საარჩევნო ოლქზე.  შესაბამისად სწორად გააზრებული თავისუფალი მანდატი იწვევს არა საზოგადოების დაშლასა და დაქსაქსვას, არამედ მის ორგანიზებას იმისათვის, რომ შეიქმნას ჯანსაღი სოციალური ჯაჭვი – საჯარო პასუხისმგებლობა თითოეულ ამომრჩეველზე, ანუ ჯანსაღი სოციუმი            ჯანსაღი სოციუმიდან აღმოცენებულილ მძლავრი პოლიტიკური ინსტიტუტები                საჯარო ინტერესით შებოჭილი თავისუფალი მანდატის მქონე

დეპუტატი                 პარლამენტარიზმის პრინციპებზე აღმოცენებული დემოკრატია.

III. დასკვნა

ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან აშკარაა მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვს მინიჭებული დეპუტატის მანდატის მარეგულირებელ ნორმას კონსტიტუციური ხასიათი. მარტივად შეიძლებე დავასკვნათ, რომ ეს ერთი თითქოს ჩვეულებრივი ინსტიტუტი და მისი სიძლიერე  განაპირობებს ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მმართველობის ხასიათს და დემოკრატიის მაჩვენებლს მასში.

ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეპუტატის მანდატზე საუბრისას მნიშვნელოვანია პარტიულ დისციპლინაზე, როგორც თავისუფალი მანდატის უარყოფითი თვისებების დამაბალანსებელ ბერკეტზე ყურადღების გამახვილება.

ზემო მსჯელობა ასევე,  მიუხედავად კვლევის არა განსაკუთრებული სიღრმისა, იძლევა დაფიქრების საშუალებას სოციუმის როლზე პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატის დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის საჭირო იარაღად გამოყენებაში, რაც თავის მხრივ ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა.

საბოლოოდ, თავისუფალ მანდატზე და პარტიულ დისციპლინაზე მსჯელობა შეგვიძილა შევაჯამოთ ამ ორი უკანასკნელი ცნების ერთიან სიბრტყეში განხილვით, სადაც მათი შინაარსი მნიშვნელოვნად კვეთს ერთმანეთს და შეიძლება ითქვას ერთი მეორეს მოიცავს კიდეც. მათი ერთობლიობა კი ჯანსაღი სოციუმისა და მძლავრი დემოკრატიული სისტემის საწინდარია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წ.
  • მელქაძე, ოთარ, კონსტიტუციონალიზმი, თბილისი, უნივერსალი, 2006
  • დემეტრაშვილი, ავთანდილ; კობახიძე, ირაკლი;, კონსტიტუციური სამართალი (სახელმძღვანელო), თბილისი, 2008
  • ჰეივუდი, ენდრიუ, პოლიტიკა, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2006
  • Scholz, Rupert, Krise der Parteienstaatlichen Demokratie, Berlin,1983

ინტერნეტ-რესურსები:

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1526394.html

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1740

http://en.wikipedia.org/wiki/Representative_democracy

http://www.uni-protokolle.de/Lexikon/Parlamentarische_Demokratie.html

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1526394.html

ნიკა სერგია


 

Tags: , , , , ,

რელიგიის თავისუფლება საქართველოში

                                     რელიგიის თავისუფლება საქართველოში

      რელიგია (RELIGIO)ლათინური სიტყვაა და იგი შეიძლება განიმარტოს,როგორც ”კავშირის აღდგენა”.რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა,რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე,რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები,რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის  ცხოვრებაზე.რელიგია უნივერსალური მოვლენაა,რომელიც ნებისმიერ კაცობრიულ ცივილიზაციაში იპოვება.დღესდღეობით მსოფლიოში დაახლოებით 5 000 მდე აღმსარებლობა არსებობს.

      რელიგიის,როგორც დამოუკიდებელი  სულიერი სფეროს ჩამოყალიბებას,წინ რწმენისა და რიტუალების ფორმირებებისა და განვითარების გრძელი გზა უძღოდა.საქართველოში,მისი გეოპოლიტიკური რეალობის გამო,ძველთაგანვე ერთმანეთს სხვადასხვა შინაარსის კულტურა და რელიგია კვეთდა.ქრისტიანობა სახწლმწიფო რელიგიად ქართლში გამოცხადდა არაუგვიანეს 337წლისა,შესაძლოა 326წელს.ქართლი ქრისტიანობაზე მოექცა ვინმე ნინოს კაბადოკიელის ქადაგების და ”ღვაწლის” შედეგად.საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე იყო მირიანი და შესაბამისად,პირველი ქრისტიანი დედოფლობის ტიტული ერგო მეფე მირიანის მეუღლეს_ნანას.

გადავიდეთ თემაზე.

        რწმენის თავისუფლება არის ადამიანის უფლება სურვილისამებრ შეიცვალოს,აღიაროს ნებისმიერი რელიგია და გამოხატოს რწმენა.რელიგიური თაისუფლება,როგორც საზოგადოებრივ-სუბიექტური უფლება:იცავს პირს ხელშეუხებლობისგან;აღჭურავს მოქალაქეებს კონკრეტული უფლებებით სწამდეთ რომელიმე რელიგია,გაერთიანდნენე რწმენისა და ერთობლივი აღმსარებლობის მიზნით;სახელმწიფოსგან ითხოვს თანამშრომლობას ან ნებართვას გარკვეული რელიგიური მომსახურებისთვის,რელიგიური თავისუფლება მოიცავს თეიზმის(მოძღვრება,რომელიც ღვთის არსებობას აღიარებს) და ათეიზმის(ღვთის არსებობის უარყოფა) უფლებას.რელიგიური თავისუფლებისადმი ასეთი დამოკიდებულება უზრუნველყოფს მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფების უფლებათა დაცვას.

   საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რწმენის,აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებებს.კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით:”სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას”.კონსტიტუციის მე-9 მუხლი ასახავს უმნიშვნელოვანეს უფლებებს:1)ყველა ადამიანს აქვს სინდისის,აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება;2)დაუშვებელია ადამიანის დევნა აღმსარებლობის ან რწმენის გამო,აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისის შეხედულება მათ შესახებ.3)დაუშვებელია ამ თავისუფლებათა შეზღუდვა,თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.საქართველოში დღეს არ არსებობს ცნება ”სახელმწიფო რელიგია”,თუმცა აღინიშნება მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლი,ამის თქმის უფლებას მაძლევს კონკორდატი_საკონსტიტუციო შეთანხმება,რომელიც გაფორმდა 2002 წელს_საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის შორის.ამ ხელშეკრულების თანახმად,მართლმადიდებელ ეკლესიას მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის  (საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ.თავი I.ზოგადი დებულებანი.მუხლი2.საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება.1.საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით,საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი,საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია,რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრიბივ, სოციალურ, საგანმანათლებლო,კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი,სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაციაა,რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ,საგანმანათლებლო,კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.)  სტატუსი.2005 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება,რომლის შედეგადაც სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც მიეცათ საშუალება დარეგისტრირებულიყვნენ,როგორც არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები.აი 2011 წლის 5 ივლის სსაქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში,რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს არჩევნის უფლებას აძლევს_მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ,საჯარო სამართლის იურიდიული პირებად,ამავე დროს ეს პუნქტი არ ზღუდავს რელიგიურ გაერთიანებას,სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ კერძო სამართლის არაკომერციულ იურიდიულ პირად ან მოღვაწეობდნენ როგორც არარეგისტრირებული კავშირები.ამ ცვლილების შემდეგ,მართლმადიდებელმა მოსახლეობამ მოაწყო მანიფესტაცია და მოითხოვა ცვლილების გაუქმება.მათი მოთხოვნა უსაფუძვლო და არგუმენტაციას მოკლებული გახლდათ.რადგან ამ კანონის მიხედვით მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებები იგივე რჩებოდა,უბრალოდ სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც მიეცათ საშუალება,გატოლებოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას. ცვლილებების მიხედვით,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები,ან ისეთი რელიგიები,რომლებიც ევროსაბჭოს ქვეყნებში არიან აღიარებული რელიგიურ გაერთიანებებად.

      როგორ უნდა დაადგინოს საჯარო რეესტრმა რელიგიური გაერთიანებების ისტორიული კავშირი საქართველოსთან?

     _ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ეს მართლაც გაუგებარია,რადგან,რელიგიურ ორგანიზაციებზე სტატუსის მინიჭება უნდა მოხდეს ამა თუ იმ რელიგიის დამსახურების გამო ქვეყნის წინაშე.ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა,საკუთარი შეხედულებებისამებრ განსაზღვროს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის ფორმები.რა საჭიროა ევროსაბჭოში შემავალი 47 ქვეყნის ანალოგიის მოშველიება?!ჩვენ მივიღეთ სისტემა,რომლის შედარებაც ევროპის რომელიმე ქვეყანაში არსებულ სისტემასთან რთულია.ერთადერთი გერმანიაში არის რელიგიური გაერთიანებების უმეტესობა საჯარო სამართლის იურიდიული პირი,მაგრამ იქ არ დომინირებს ეკლესია,როგორც ჩვენთან,ასე რომ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია,დაველოდოთ საით წაგვიყვანს ეს ცვლილებები.

    საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას,თუმცა დღეს ქვეყანაში არსებული რეალობა მკვეთრად განსხვავდება როგორც კონსტიტუციით,ისე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით დეკლარირებული ნებისაგან.პრობლემას სწორედ ამ დეკლარირებული უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას ვაწყდებით,რაც საჭიროებს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების (და არა მარტო მათი) მხრიდან რეაგირებას.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის ქადაგებაში ჩარევას,პიროვნების დევნას რელიგიური ნიშნით ან მისი აღმსარებლობის გამო.კრძალავს რელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისათვის ხელის შეშლას.საპატრიარქოს რელიგიათაშორის ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ლელა ჯეჯავას მტკიცებით,საქართველოში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები არ ფიქსირდება,სამწუხაროდ ეს ასე არ არის და საქართველოში არსებული მრავალი განსხვავებული რელიგიური ორგანიზაციის უფლებები ხშირად ილახება,რასაც ადასტურებს სახალხო დამცველის ანგარიში ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მიერ შეუწყნარებლობის გამოვლინების ფაქტზე.ამ მოხსენებაში შესულია ამ ორგანიზაციის მიერ გამოჩენილი შეუწყნარებლობის არაერთ ფაქტის აღწერა.მაგალითად 2009 წლის 16 სექტემბერს,ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში,რომელიც მთლიანად აზერბაიჯანელი მუსლიმებითაა დასახლებული,”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირსა” და სასულიერო პირების ხელმძღვანელობით შევიდა მართლმადიდებელ ”მორწმუნეთა” აგრესიულად განწყობილი 50-70 კაციანი ჯგუფი,რომლებმაც სოფლის მოსახლეობისგან ძველი მეჩეთის ნანგრევების რეკონსტრუქციის შეჩერება მოითხოვეს.”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” შეუწყნარებლობის გამოვლენის ობიექტი რამდენჯერმე გახდა კათოლიკე მრევლი.თბილისში გაიმართა ერთდღიანი მანიფესტაცია საქართველოში ვატიკანის საელჩოსთან.მანიფესტანტებმა გაშალეს პლაკატები,რომლებზეც კათოლიკეთა შეურაცმყოფელი და ქსენოფობიური შინაარსის წარწერები იყო გაკეთებული.სამწუხაროა,რომ ბეჭდვითი,სატელევიზიო და რადიო მედია საშუალებების უმრავლესობა რელიგიური უმცირესობების პრობლემატიკას არასათანადოდ აშუქებს.განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანები თითქმის განკვეთილნი არიან საზოგადოებიდან და მათ მიმართ მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა და ხშირად ფიზიკური შეურაცხყოფაც.

      საზოგადოების არატოლერანტულობა რელიგიური უმცირესობების მიმართ არ შეიცვლება მხოლოდ კანონების მიღებით.მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ,არ მოსწონდეთ სხვადასხვა რელიგიური დაჯგუფებები,მაგრან თუ თავიანთ ანთიპატიას საჯაროდ გამოხატავენ და მორწმუნეების კონსტიტუციურ უფლებებს შელახავენ,სახელმწიფო ვალდებულია გამოექომაგოს მათ და გაატაროს შესაბამისი სანქციები,ასეთ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს ფართოსაგანმანათლებლო პროგრამებს,საზოგადოების მხრიდან ისეთი საკითხების ჯანსაღად აღქმას,როგორიცაა რელიგიური მრავალფეროვნება და სხვათა უფლებების პატივისცემა.

       შეუძლებელია ისაუბრო თანასწორუფლებიანობაზე რელიგიურ ორგანიზაციებს შორის,როდესაც რწმენა ტრადიციად იქცა,არგუმენტი კი უცვლელია:”ჩვენ 78% ვართ!”მართლმადიდებლობა ქადაგებს მოწყალებას,თქვენ კი ”ცეცხლით და მახვილით” მოევლინეთ უმცირესობებს.დასკვნა:კანონების ფორმალურად არსებობით ვსარგებლობთ,ყოველთვის ვავიწროებდით,ვავიწროებთ და გავაგრძელებთ ღვთის წყალობით. ”აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,ამინ.

თეონა გოგუაძე

 

Tags: , , , , , , , , ,

ძალადობა ოჯახში და მისი გადაჭრის გზები

ძალადობა ოჯახში და მისი გადაჭრის გზები

1.შესავალი

ოჯახში ძალადობის თემა განსაკუთრებით მტკივნეულია და რთული. მის მიღმა ხომ იმალება ვიღაცის წყენა, გაღიზიანება, უბედურება.

დიდი ხნის განმავლობაში ოჯახში ძალადობა აღიქმებოდა როგორც `კერძო”, `შინაური” საქმე და სახელმწიფო არ იღებდა ვალდებულებას, ამგვარი ძალადობა სოციალურ პრობლემად ეღიარებინა. სიმწვავის მიუხედავად, პრობლემა დღემდე ჩრდილშია მოქცეული. ძალადობის მსხვერპლთ არ უნდათ განცდილის შესახებ განაცხადონ, რცხვენიათ საკუთარი თავის, არ სურთ ოჯახის `ღალატი”, ეშინიათ მოძალადის მხრიდან შურისძიებისა და აგრესიის, არ სჯერათ სამართალდამცავი ორგანოების. ხშირად ნათესავები და სამართალდამცველებიც კი მომხდარში მსხვერპლს ადანაშაულებენ. საზოგადოება თვლიდა და ხშირ შემთხვევაში დღესაც მიიჩნევს, რომ ოჯახური პრობლემები ოჯახში უნდა გაირჩეს, რომ ეს `ოჯახის საქმეა” და სახელმწიფო ამაში არ უნდა ჩაერიოს, რაც განაპირობებს იმას, რომ  მსხვერპლი ძალადობის პირისპირ მარტო რჩება და ისღა დარჩენია, უსასრულოდ ითმინოს.

მოვიყვან ერთ ტიპიურ და ნათელ მაგალითს:

10 წლის განმავლობაში ქალბატონი ითმენდა ქმრისგან წყენას, დამცირებას. არასოდეს არ ითხოვდა შველას. Yყველაფერი ეჩვენებოდა უწყინარ ხუმრობად. ცდილობდა საკუთარ თავში ეპოვა მიზეზი და შეცვლილიყო. ამართლებდა ქმრის ეგოისტურ დამოკიდებულებას მისდამი. გადიოდა დრო და ხდებოდა უარესი. ქალბატონის ცხოვრებაზე სრული კონტროლი ქმარმა აიღო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქმარმა სასტიკად სცემა, ქალმა მიმართა პოლიციას. მომხდარის შემდეგაც მზად იყო ეპატიებინა ქმრისთვის. ადანაშაულებდა საკუთარ თავს და ცდილობდა მიმხვდარიყო რას ვერ აკეთებდა სწორად.

ზემოხსენებული ქალბატონი ყოველივე ამას ითმენდა არა იმიტომ, რომ ის იყო არასაკმარისად ჭკვიანი ან ადეკვატური. არამც და არამც. როცა ადამიანი ცხოვრობს მუდმივ სტრესში, მატრავმირებელ პირობებში, მას უხდება შეჩვევა.

ამა თუ იმ ფორმით ოჯახში ძალადობის გავლენის ქვეშ ყველა ბავშვი ექცევა. ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობას მიაკუთვნებენ, მაგალითად, ოჯახში ხშირ კონფლიქტებს. ფსიქოლოგიური ძალადობა აფერხებს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას. ბავშვი ხდება გულჩვილი, სოციალურად დაუცველი, იოლად ვარდება კონფლიქტურ სიტუაციაში, ვერ პოულობს საერთო ენას თანატოლებთან, პასუხისმგებლობას იღებს ოჯახში მომხდარ ძალადობაზე, ხასიათდება დაბალი თვითშეფასებით.

ბავშვზე მავნე გავლენას ახდენს მშობლების არასწორი მიდგომა. მშობლები ისე არ უნდა მიუდგნენ შვილის, რომ მოკლან მისი სული. ~მომწამვლელი პედაგოგიკის” შედეგია, როცა ბავშვს უყალიბდება წარმოდგენები, რომ მშობელი ყოველთვის მართალია. ის არ შეიძლება ცდებოდეს ან იყოს დამნაშავე.

დღეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, რომ ოჯახური პრობლემები მხოლოდ ოჯახის წევრებს არ ეხებათ და ძალადობა აუცილებლად უნდა აღიკვეთოს. შესაბამისად, ბევრმა სახელმწიფომ ამ პრობლემის სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად სპეციალური კანონმდებლობა შექმნა ან უკვე არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტები: 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1979 წელს მიღებული ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, 1989 წელს მიღებული ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია განამტკიცებენ თითოეული ადამიანის საყოველთაო უფლებათა და თავისუფლებათა პრინციპებს, რომელიც მოიცავს როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ისე ეკონომიკურ უზრუნველყოფასთან, ჯანდაცვასა და განათლებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, რაც ქალებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას.

წინამდებარე სტატიის მიზანია მკითხველისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ოჯახში ძალადობის პრობლებმასთან დაკავშირებით. განხილულია ოჯახში ძალადობის ფორმები, თუ რა ითვლება ოჯახში ძალადობად, რა იწვევს მას და რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ამ პრობლემის დასაძლევად.

2. ოჯახში ძალადობის ფორმები

მეცნიერული კვლევების მიხედვით, ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარების მიზნით ხდება. თუმცა საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად,  უმრავლესობა ოჯახში ძალადობის ძირითად მიზეზად უმუშევრობას, ალკოჰოლიზმს, ნარკომანიასა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს. სინამდვილეში კი ოჯახში ძალადობა ერთნაირად არსებობს როგორც ჩამორჩენილ, ასევე ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში. ჩამოთვლილი ფაქტორები მხოლოდ და მხოლოდ  ძალადობის ხარისხზე მოქმედებენ და, გარკვეულწილად, პროვოცირების ელემენტებად შეიძლება განიხილებოდეს.

ოჯახში ძალადობის, ისევე, როგორც ზოგადად ძალადობის შემთხვევაში, არსებობს სამი კომპონენტი: 1. მსხვერპლი; 2. მოძალადე; 3. ქმედება (ძალადობა).

საქართველოს კანონმდებლობით მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება.

მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებს.

რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, მეურვე.

ოჯახში ძალადობას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები და თავისებურებები -  ანუ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ხდება ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება.

ოჯახში ძალადობა არ არის ერთჯერადი ქმედება – ეს არის პროცესი, რომელიც შედგება ძალადობის განმეორებადი ციკლებისაგან და დამყარებულია მოძალადის და მსხვერპლის ურთიერთობაზე; ოჯახში ძალადობა დროში გახანგრძლივებულია და აქვს ზრდის ტენდენცია; ძალადობის სუბიექტები, როგორც წესი, ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ოჯახი მალავს ამ ფაქტს; მოძალადის პოზიციიდან მისი ქმედება ეფექტურია მსხვერპლთან ურთიერთობის “გასარკვევად”, მისი აზრით სხვა არაძალადობრივი ქმედებები მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

გამოყოფენ ძალადობის შემდეგ ძირითად ფორმებს:

ფიზიკური ძალადობა შესაძლოა გამოიხატოს შემდეგში: ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება; ოთახის დატოვების აკრძალვა; ნივთების სროლა; სახლში ან სახლის გარეთ პიროვნების ჩაკეტვა; სახიფათო ადგილებში მიტოვება; უარის თქმა დახმარებაზე, როცა ქალი ავად არის ან ორსულად; მეუღლის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, როცა მანქანას მართავს გადაჭარბებული სიჩქარით; ხელის შეშლა დაძინებაში ან მძინარეს გამოღვიძება;

ფსიქოლოგიური /ემოციური ძალადობა: ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება, მეუღლის გრძნობების იგნორირება; მისი რწმენების საცინად აგდება; მუქარა, რომ ბავშვს წაართმევს; ტყუილებით მანიპულირება; ქალთა, როგორც გარკვეული ჯგუფის დეგრადირება; ისეთი სახელების დაძახება, როგორიცაა ძუკნა, ფეთხუმი, წაკლა, მეძავი; მეუღლისთვის იმის თქმა, რომ არის სულელი, მახინჯი, სქელი; იზოლირება მეგობრებისაგან და ოჯახისაგან; განუწყვეტლივ გაკრიტიკება თუ რას როგორ აკეთებს; ქალის ოჯახის და მეგობრების საცინად აგდება; მუქარა, რომ მიატოვებს ან აიძულებს, რომ დატოვოს ქმარი; მუქარა მეუღლის ოჯახის მისამართით; ტკივილის მიყენება ბავშვებისათვის, როცა ცოლზეა გაბრაზებული; ქალის კრიტიკა მეგობრების, ოჯახის, ბავშვების, თანამშრომლების წინაშე;

ეკონომიკური ძალადობა: უარის თქმა, რომ მისცეს მეუღლეს ფული საკვებისათვის ან ტანისამისისათვის; როცა უარს ამბობს, რომ ქალმა მონაწილეობა მიიღოს ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში;

სექსუალური ძალადობა: როცა მამაკაცი ქალს ეპყრობა, როგორც სექსუალურ ნივთს; აკრიტიკებს სექსის დროს მის ქცევას; ვარაუდობს, რომ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს ნებისმიერთან; თავს იკავებს და უარს ეუბნება სექსზე; აძალებს სექსს სხვებთან; აძალებს სექსს ჩხუბის ან ცემის შემდეგ; ეძახის ძუკნას სექსის შემდეგ; უარს ამბობს გადასახადების გადახდაზე სანამ სექსი არ ექნება მეუღლესთან; აძალებს სექსს და მერე ამბობს, რომ ეს ქალსაც უნდოდა; ადანაშაულებს მეუღლეს, რომ ჰქონდა სექსი სხვა ქალებთან და მამაკაცებთან; ექცევა როგორც საკუთრებას და აიძულებს სექს იმიტომ, რომ არის ქმრის კუთვნილება; უმოწმებს ტანსაცმელს, რათა მასზე აღმოაჩინოს ღალატის ნიშნები;

2.ოჯახში ძალადობის გამომწვევი ფაქტორები

განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების კულტურული იდეოლოგია ქალების წინააღმდეგ ძალადობას ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს. წარსულში რელიგიური და ისტორიული ტრადიციები არ კრძალავდნენ ცოლების დასჯასა და ცემას. განსაკუთრებით, ნებადართული იყო ქალების ფიზიკური დასჯა, რაც მათზე საკუთრების შეგრძნების გამოხატულებად ითვლებოდა. ზოგიერთ საზოგადოებაში, ტრადიციულად, დასაშვებია “გზას აცდენილი” გოგონების, დების, ცოლების მოკვლა, თუკი ისინი ოჯახის თანხმობის გარეშე დაქორწინდებიან ან გაშორდებიან.

საზოგადოებისაგან ქალების იზოლაცია წარმოშობს მათ წინააღმდეგ ძალადობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ქალებს ნაკლები კონტაქტი აქვთ საკუთარ ოჯახებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ქალების სოციალურ კავშირებში ჩართვა მნიშვნელოვნად ამცირებს მათ პოტენციურ მსხვერპლად ქცევის რისკს და მეტ საშუალებას აძლევს, თვითონვე დაძლიონ ოჯახური ძალადობის პრობლემა. ეს კავშირები შეიძლება იყოს არაფორმალურიც (ოჯახი და მეზობლები) ან ფორმალური (საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ქალთა თვითდახმარების ჯგუფები ან პოლიტიკურ პარტიებთან არსებული ჯგუფები).

გამოყოფენ შემდეგ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც წარმოშობს ოჯახში ძალადობას:

კულტურული: მოსაზრება, რომ მამაკაცი ყოველთვის უნდა ბატონობდეს ქალზე; ღირებულებები, რომლებიც მამაკაცს ქალსა და გოგონაზე მესაკუთრის უფლებებს სძენს; მოსაზრება, რომ ოჯახი არის მამაკაცის დაქვემდებარების ქვეშ არსებული კერძო სფერო; ქორწინების ჩვეულებები (პატარძალზე დაწესებული ფასი/მზითვი);

ეკონომიკური: ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე; ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა; დისკრიმინაციული ხასიათის კანონები, რომლებიც არეგულირებს მემკვიდრეობის, საკუთრების უფლების, განქორწინებისა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქონების მიღების საკითხებს; სახელმწიფო თუ კერძო სექტორებში დასაქმების ნაკლები პერსპექტივა; განათლების მიღების ნაკლები პერსპექტივები.

ზოგ ქვეყანაში ქალების მზარდი ეკონომიკური აქტივობაც კი ოჯახური ძალადობის მიზეზი ხდება. მეუღლეთა დამოუკიდებლობას მამაკაცები  საფრთხედ აღიქვამენ, განსაკუთრებით, თუკი მამაკაცი პარტნიორი უმუშევარია და მას ოჯახში საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის ეშიანია.

სამართლებრივი: დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით აღიარებული ქალთა ნაკლები სამართლებრივი სტატუსი; განქორწინების, ბავშვებზე მეურვეობის, მათზე მზრუნველობისა და მემკვიდრეობის საკითხების მარეგულირებელი დისკრიმინაციული კანონმდებლობა; ქალებში სამართლებრივი ცნობიერების დაბალი დონე; პოლიციისა და სასამართლოს მხრიდან ქალებისა და გოგონების მისამართით განხორციელებული უტაქტო მოპყრობა.

პოლიტიკური:  ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ხელისუფლებაში, პოლიტიკაში, მედიაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამედიცინო სფეროში;

3.ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები

საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები მხოლოდ სპეციალური კანონით (`ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”) არ რეგულირდება; ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმებიც, კერძოდ:

სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა: სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება; გაუპატიურება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული მოშლა ან შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება ან დაკარგვა და სხვა ამგვარი;

სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ზიანი. ასევე, არამატერიალური ზიანის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად:

1. არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების შესაბამისად.

სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს კანონიც, ოჯახური ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით,  დამცავ და შემაკავებელ ორდერებს იყენებს.

დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც, ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, განისაზღვრება ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც ასევე განისაზღვრება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებები.

მსხვერპლთა დაცვის დროებით ღონისძიებებში იგულისხმება: მოძალადისაგან მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის დაცვის ზომები; მოძალადისაგან მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხები; მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვა; მოძალადისთვის ბავშვისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხები; მოძალადის მიახლოება მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება; სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

თავშესაფარი გულისხმობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელს ან დროებითი განთავსების ადგილს, რომელიც მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებასა და დაცვის ღონისძიებებს ემსახურება. დღეს საქართველოში სახელმწიფო თავშესაფარი არ გვაქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე არსებული თავშესაფრები მსხვერპლთა დახმარებასა და რეაბილიტაციას დონორი/საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით უზრუნველყოფენ.

4.დასკვნა

მაინც რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღიკვეთოს ოჯახში ძალადობა? უპირველესყოვლისა უნდა ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას სხვა კუთხით შეხედონ ამ პრობლემას. Aარა ზიზღით, დაცინვით, არამედ პრობლემის გადაჭრის, კეთილგონიერი თვალით.

ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. აღნიშნული სოციალური პრობლემა აღწევს საამუშაო ადგილასაც და ნეგატიურად მოქმედებს მსხვერპლსა და თანამშრომლებზე, რასაც თან სდევს პროდუქტიულობის დაცემა, გაცდენების ზრდა.

ყველას აქვს უფლება იმუშაოს ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში. სამსახურში ნებისმიერი ხელმძღვანელობის უშუალო ინტერესში შედის ძალადობის პოტენციის გამორიცხვა სამუშაო ადგილას. ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს მსხვერპლადქცეული მომსახურე პერსონალის დახმარების მიზნით ინდივიდუალიზირებული უსაფრთხოების გეგმის იმპლემენტაციას სამსახურში.

საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედებს არადისკრიმინაციული პოლიტიკა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით. დადგენილი წესების თანახმად, საკადრო პოლიტიკა არ უნდა დაეფუძნოს ვარაუდს ან ინფორმაციას, რომ პირმა განიცადა ან მოექცა ოჯახში ძალადობის ზეგავლენის ქვეშ.

ასევე გათვალისწინებულია ტრეინინგების ჩატარება მომსახურე პერსონალისათვის ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც მიზნად ისახავს მოსამსახურეთათვის სწორი მიმართულების მიცემას და უსაფრთხოების ზომებით უზრუნველყოფას. ფსიქოლოგიური თვითდაცვის მექანიზმი ერთ-ერთია სხვათა შორის, რომელიც ეხმარება პიროვნებას შეიქმნას ემოციურად ნეიტრალური მდგომარეობა. ფსიქოლოგიური თვითდაცვა არის ადამიანის ფსიქიკის რეგულაციის სისტემა, რომელიც მიმართულია კონფლიქტური სიტუაციების მოხსნაზე ან შემცირებაზე. იგი იცავს პიროვნებას ნეგატიური ემოციებისაგან.

ოჯახში ძალადობა კომპლექსური პრობლემაა და არ არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა სიტუაციას მოერგება. თუმცა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დახმარების დროული და ეფექტური აღმოჩენის სისტემის შექმნა ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმის მთავარი დანიშნულებაა.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები შემდეგ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს:

• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით;

• ოჯახში ძალადობის პრევენცია;

• იმ ოჯახების იდენტიფიცირება, სადაც ეს პრობლემა არსებობს;

• ადრეული ინტერვენცია;

• მსხვერპლთა დაცვა;

• მსხვერპლთა ხელშეწყობა, ახალი ცხოვრების დაწყებაში დახმარება;

ელა კუსიანი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ოჯახური ძალადობა ქალებისა და გოგონებ ის წენააღმდეგ, ინოსენტი დაიჯესტი #6, 2000 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოცემა (თარგმანი),  თბილისი, 2006
  2. პოლიცია და ძალადობა ოჯახში, ირმა ალადაშვილი, კობა ნოჭორიშვილი, მარინე მესხი, თბილისი, 2008წ.
  3. ოჯახში ძალადობა, კავშირი “საფარი”, 2007წ
  4. https://www.gadfcs.org/familyviolence/formsoffv.php
  5. http://toolkitnb.ca/emain.asp?459
 

Tags: , , , , , , , ,

სინგაპურის სამართლის სისტემა


შესავალი

სინგაპურის სამართებრივი სისტემა მდიდარია კანონების, ინსტიტუტების, ისტორიისა და კულტურის სიჭრელით, სამართლის სისტემის თითოეული ნაწილი გადაჯაჭვულია ერთმანეთში, რომელიც ერთად ქმნიან სამართლებრივ კალეიდოსკოპს, რომელიც დაკავშირებულია უნიკალურ ეროვნულ იდენტობასთან.

სამართლებრივი სისტემა აუცილებლად გაივლის დაძაბულიბას, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურ-სამართლებრივი ცვლილებების გამო მითუმეტეს გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის ზრდის ფონზე. ამგვარად სინგაპურს აქვს შესაძლებლობა სწრაფად და ოსტატურად შექმნას ახალი კანონები და ინსიტუტები ან ადაპტირება მოახდინონ ძველის.

 ამგვარად სინგაპური მზადაა და აქვს სურვლიც, თავისი სამართლებრივი სისტემის განვითარებიდან გამომდინარე, დაიკავოს ადგილი  იმ უცხო ქვეყნების გვერდით, რომლებსაც აქვთ მსგავსი სამართლებრივი სისტემა. ხანდახან შესაძლებელია ძველი გადაწყვეტილებები უგულებელყო და განახორციელო ახალი აპრობირებული იდეები, რომელიც უნდა მოერგოს ადგილობრივ გარემოს. ამ პროცესში ხდება რთული ადაპტირება, სწავლა და მუდმივი ცვლილება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ძველი რჩება უფრო სასარგებლო სინგაპურის სამართლებრივი სისტემის აწმყოსა და მომავლისათვის.

საერთო სამართალი სინგაპურში

საერთო სამართლის წარმოშობა           

საერთო სამართალი არის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი სინგაპურის პოლიტიკურ-სამართლებრივ ქსოვლში. სინგაპურმა მემკვიდრეობით მიიღო ბრიტანული საერთო სამართლის ტრადიციები და სარგებლობს თანმდევი სტაბილურობის, ინტერნაციონალურობის პრივილეგიებით, რაც ბრიტანული სისტემისთვისაა დამახასიათებელი. იგი უზიარებს  ბრიტანული საერთო სამართლის გამოცდილებას თავის მეზობელ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი, მალაიზია, ბრუნეი. თუმცა მისი გამოყენება და განხორციელება განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და პეციფიკური მდგომარეობის მიხედვით.

სასამართლო პრეცედენტის დოქტრინა

სინგაპურის საერთო სამართალი ხასიათდება თავისი შინაარსით სასამართლო პრეცედენტის დოქტრინის სავალდებულოობით. ამ დოქტრინის მიხედვით კანონი იქმნება მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელიც მიიღება სამართლებრივი პრინციპების გამოყენებით  განსაკუთრებულ საქმეებზე. მოსამართლეს ამ შემთხვევაში ესაჭიროება დაიცვას პროპორციულობა იმავე იერარქიაში ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ამრიგად სინგაპურში სააპელაციო გადაწყვეტილება სავალდებულოა საქალაქო და მაგისტრატი სასამართლოებისთვის. ერთის მხრივ, ინგლისისა და სხვა თანამეგობრობის ქვეყნების სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის ერთ იურისდიქციაში, მეორე მხრივ კი მათი შესრულება არაა სავალდებული სინგაპურისთვის.

ზემდგომი სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით გააუქმოს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ ის არაპირდაპირ კავშირშია საქმესთან.

მოკლე შედარება : საერთო და სამოქალაქო სამართლის სისტემების 

სინგაპურის საერთო სამართლის სისტემა მატერიალური მახასიათებლებით განსხვავდება ზოგიერთი აზიური ქვეყნებისაგან, რომლებმაც აითვისეს სამოქალაქო სამართლის ტრადიციები(ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ვიეტნამი და ტაილანდი) ან მათგან ვისაც აქვთ საერთო სამართლისა და კერძო სამართლის ნარევი სისტემა(ფილიპინები)

პირველ რიგში, სამოქალაქო სამართლის სისტემა ნაკლებად ფართოდ გამოიყენება  მნიშვნელოვან სამართლებრივ გადაწყვეტილებებში და არ ითვალისწინებენ განსხვავებით პრეცედენტული გადაწყვეტილებებისგან. საერთო სამართლის სასამართლოებს შეუძლიათ მიიღონ ზოგადად შეჯიბრებითობის პრინციპით მონაწილეობა დავაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ხოლო სამოქალაქო სამართლის მოსამართლეებთან არის სხვა ტენდეცია,ისინი ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას მტკიცებულებების გამოკვლევაში გადაწყვეტილების მისაღებად, რათა დასრულდეს საქმე.მეორე, მრავალი სამართლებრივი პრინციპების შემუშავებაში იღებენ მონაწილეობას საერთო სამართლის მოსამართლეები,  ხოლო სამოქალაქო სამართლის მოსამართლეები ზოგადად უფრო მეტად დამოკიდებული არიან კანონებზე, რომელსაც მმართველები იღებენ.

საერთო სამართლის სისტემასა და სამოქალაქო სამართლის სისტემას შორის დაშორება უფრო ნეკლებად შესამჩნევია ახლა ვიდრე ეს წარსულში იყო. საერთო სამართალს მაგალითად აქვს იურისდიქცია იმაზე, რომ ჯერ  კანონში არსებული ხარვეზი შეავსოს საერთო სამართლის კანონმდებლობიდან.

მუსულმანუნური სამართალი( პირად სამართლებრივ საკითხებში)

გარდა საერთო სამართლის პრინციპებისა და სამართლიანობისა, ასევე  სასამართლოები ხელმძღვანელობენ  მუსლიმანური სამართლის პრინციპებით, კონკრეტულ პირად სამართლებრივ საკითხებში, ქორწინების მართვისას, განქორწინებისას, ქორწინების გაბათილებისას. ეს სამართლებრივი სისტემა გამოიყო მუსულმანების საპატივსემულოდ, რათა მიცემოდათ საშვალება პირებს დაქორწინებულიყვნენ მუსულმანური სამართლის მიხედვით. მნიშვნელოვანია მემკვიდრეობისა და მასთან თანმდევი საკითხებისადმი მიდგომა,THE  AMLA პირდაპირ ეთანხმება მუსულმანულ ტექსტებს, როგორც კანონიერ მტკიცებულებებს.

კონსტიტუცია

უზენაესი კანონი 

კონსტიტუცია(მიღებული 1999 წელს) არის ქვეყნის უზენაესი კანონი,ყველა კანონი რომელიც არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, ცხადდება ბათილად.

კონსტიტუციის დებულებები შესაძლოა შესწორდეს პარლამენტში არჩეული წევრების სრული რაოდენობის 2/3-ის ხმების საფუძველზე.რაც შეეხება კონკრეტული სპეციფიკური დებულებების შეცვლას ეს შესაძლებელია არჩეული პრეზიდენტისა და ელექტორატის არანაკლებ 2/3 ხმების საშუალებით, ოღონდ აუცილებელია რეფერენდუმი.

ძირითადი უფლებები 

კონსტიტუცია ეყრდნობა გარკვეულ ძირითად უფლებებს, რელიგიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და თანაბარ უფლებაუნარიანობას. ეს ინდივიდუალური უფლებები არ არის აბსოლუტური, გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესები, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგი, მორალურობა და ეროვნული უსაფრთხოება. გარდა იმისა , რომ უზრუნველყოფილია რელიგიური და სქესობრივი უმცირესობების უფლებები, ასევე Malays პოზიციით კონსტიტუცია იცავს სინგაპურის ძძირძველ ხალხებს.

სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები და უფლებამოსილებები 

კონსტიტუცია განსაზღვრავს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ძირითად მონახაზს, მათშორის, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების.

საკანონმდებლო ორგანო

საკანონმდებლო ორგანოს, სინგაპურის პარლამენტის მთავარი ფუნქცია არის კანონების მიღება- ამოქმედების საკითხების ხელმძღვანელობა.

კანონის მიღების პროცესი იწყება კანონპროექტის შეტანით, როგორც წესი ის შემუშავდება სახელმწიფო კანონმდებელი ოფიცრების მიერ. კერძო პირების კანონპროექტები იშვიათია სინგაპურში. პარლამენტში დებატების მიმდინარეობისას, მნიშვნელოვან კანონპროექტთან დაკავშირებით მინისტრები ამაღელვებელი მოხსენებით გამოდიან კანონპროექტის დასაცავად და პასუხობენ იმ კითხვებს, რომლებსაც პარლამენტის რიგითი წევრები სვამენ. პარლამენტის წევრები, ზოგიერთ შემთხვევაში ქმნიან ცალკეულ კომიტეტებს კანონპროექტის მიღების გადაწყვეტის მიზნით და შემდეგ ისინი აკეთებენ ანგარიშ პარლამენტისთვის წარსადგენად. თუ  ანგარიშის შინაარსი მისაღებია ან პარლამენტი ამტკიცებს ცვლილებებით კანონპროექტს, ამ შემთხვევაში იგი მიღებულია და გავიდა.

პრეზიდენტის უმცირესობათა უფლებების დაცვის საბჭოს დადგენილი აქვს სინგაპურის კონსტიტუციის მიხედვით უზრუნველყოს ანგარიშის მომზადება, ზოგიერთ კანონპროექტებზე, რომელიც ეხება რასობრივ და რელიგიურ საკითხებს. ამ თემასთან დაკავშირებული ანგარიში თუ მისაღებია ან პარლამენტის უმრავლესობის 2/3- მა უკვე სათანადოდ ჩათვალა, კანონპროექტი აგრძელებს სხვა ეტაპებს, რა თქმა უნდა პრეზიდენტთან შეთანხმებით.

ზოგადად სინგაპურის პარლამენტი შედგება არჩეული და დანიშნული წევრებისაგან.

არჩეული წევრები

 არჩეული წევრები არიან არჩევნებში გამარჯვებული პარტიის კანდიდატები. ამჟამად სინგაპურის პარლამენტში წამყვანი პარტიაა PAP, ასევე ძალიან ცოტა ოპოზიციური პარტია. ისინი წარმოადგენენ, როგორც ერტმანდატიან ოლქებს ასევე მრავალ მანდატიანსაც. პარტიების წევრებიდან მინიმუმ ერთი უნდა წარმოადგენდეს ეროვნულ უმცირესობას.

არაპარტიული  წევრები

არ არჩეული წევრები არ სარგებლობენ კონსტიტუციის გადახედვის პროცესში ხმის უფლებით, ფულადი ანგარიშებით და ხელისუფლებისადმი უნდობლობის გამოცხადებისთვის ხმის უფლებით. ისინი შედგებიან ორი სხვადასხვა კატეგორიისგან: პარლამენტის არასაარჩევნო ოლქის წევრები და პარლამენტის მიერ დასახელებული წევრები. ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ კანდიდატებს, რომლებმაც ყველაზე მაღალი რაოდენობის ხმები მიიღეს დამარცხებულთა შორის, განსხვავებით მეორე კატეგორიისა, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი საზოგადოებისათვის სასარგებლო ცხოვრებით და პარლამენტი მათ წარადგენს, როგორც უპარტიო წევრებს.

აღმასრულებელი ხელისუფლება

აღმასრულებელი ხელისუფლების თავში დგას არჩეული პრეზიდენტი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეზიდენტის  კანდიდატისათვის არის ძალიან მკაცრი. გარდა მთლიანობისა, კარგი ხასიათისა და სხვა  მოთხოვნებისა, პრეზიდენტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება საკონსტიტუციო საბჭოში, საკანონმდებლო საბჭოში, დიდ კომპანიაში ან მსგავსი სირთულის ორგანიზაციაში ან  ისეთ კომპანიაში, სადაც გაერთიანებულია საჯარო და კერძო სფერო, რომელიც მისცემს მას საჭირო გამოცდილებასა და უნარს გაუმკლავდეს საპასუხისმგებლო სამუშაოს. საპრეზიდენტო არჩევნების კომიტეტი იქმნება იმისთვის, რომ შეამოწმოს ემთხვევა თუ არა კანდიდატის მონაცემები მოთხოვნებს.

პრეზიდენტ ევალება თავისი ქვეყანა დაიცვას უცხო ქვეყნის ინტერვენციისგან და საჯარო მოხელეთა დანიშვნისას გამოიყენოს ვეტოს უფლება. პრეზიდენტი ვალდებულია აწარმოოს კონსულტაციები საპრეზიდენტო მრჩეველთა საბჭოსთან, რომელიც იქმნება სინგაპურის კონსტიტუციის საფუძველზე.

მთავრობა

მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. პრემიერ- მინისტრს ნიშნავს არჩეული პრეზიდენტი , იმის მიხედვით თუ ვინ მიიღებს პარლამენტის წევრების უმრავლესობის ხმებს.

აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ფუნქციების დანაწილება არ არის სრული. მთავრობა დაკომპლექტებულია ძირითადად მმართველი პარტიისგან, მმართველი პარტიის შემადგენლობიდან საპარლამენტო მდივნები ინიშნებიან შემდეგ მინისტრების ასისტენტებად. მინისტრები და შესაბამისი სამთავრობო სააგენტოები პასუხისმგებელნი არიან მათ  შედგენილი დამხმარე სამართლებრივ აქტებზე, რომელიც პალამენტის მიერ მიღებულ მთავარ კანონს ავსებენ.

მთავრობის იურიდიული მრჩეველი 

იურიდიულ საკითხებში მთავრობას ჰყავს  მრჩეველები, ერთი გენერალური პროკურატუიდან, მეორე საადვოკატო  სააგენტოდან, სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივ საკითხებში. ასევე არსებობს გენერალური პროკურატურის შემადგენლობაში სპეციალური დანაყოფი, რომელიც ანაწილებს კანონპროექტის შემუშავებაზე , საკანონმდებლო რეფორმებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მომუშავეებს.

სასამართლო ხელისუფლება

მოსამართლე პროცესს წარმართავს კანონებსა და ფაქტებზე დაყრდნობით. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მკაცრად შეიზღუდა და 1970 წელს საერთო გაუქმნდა. სინგაპურში არის უმაღლესი სასამართლო,რომელიც მოიცავს უზენაესსა და სააპელაციო სასამართლოებს, ასევე  მათ დაქვემდებარებაში მყოფი ქვემდგომი სასამართლოები.

სააპელაციო სასამართლო 

ქვეყნის უმაღლესი სასამართლო არის სააპელაციო სასამართლო, რომელიც იხილავს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც გასაჩივრებულია ქვემდგომ სასამართლოში. მნიშვნელოვანია ასევე სინგაპურის საზღვაო ნიშნების სამართლის ისტორია, რომელთა შესახებ საქმეებისას მიმართავენ აპელანტები ინგლისის სასამართლოს, თუმცა ეს წესი გაუქმნდა 1994 წელს. პრაქტიკულად ამ პრეცედენტის შესახებ განცხადება გაკეთდა უზენაესი სასამართლოს მიერ 1994 წლის 11 ივლისს და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო ასეთ საქმეებზე არ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც გამოქონდა ინგლისის სასამართლოს.

საკონსტიტუციო ტრიბუნალი

უზენაესი სასამართლოს ფარგლებში არის ასევე სპეციალური საკონსტიტუციო ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს არჩეული პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებს, კონსტიტუციის დებულებების მოქმედებასთან დაკავშირებით. 

 დაქვემდებარებული სასამართლოები 

დაქვემდებარებული სასამართლო(რომელიც შედგება  რაიონული სასამართლოს, მაგისტრატი სასამართლოს, არასრულწლოვანთა სასამართლოსა და ძალადობის ან უეცარი გარცავალების საგამომძიებლო სასამართლოსგან) წარმოადგენს სინგაპურის სამართლებრივი იერარქიის პირველ საფეხურს, რომლებიც ახორციელებენ ხალხთა შორის სამართლიანობის დამყარებას. მასშემდეგ რაც უფრო დაიხვეწა ბიზნეს გარიგებები და კანონები, კომერციული საქმიანობისა და სისხლისსამართლებრივი საქმეები გაერთიანდა პირველი ინსტანციის სასამართლებში და მათი განხილვა გახდა კომპლეხური. სპეციალური მოსამართლეები არიან დანიშნული სარეკლამო  და ყიდვა – გაყიდვის ნაერთ საქმეებზე.

 რაიონული და მაგისტრატი სასამართლოები

რაიონულ და მაგისტრატ სასამართლოებს თითქმის ერთნაირი უფლებამოსილებები აქვთ ისეთ საქმეებზე, როგორიცაა სახელშეკრულებო ურთიერთობები და მათგან წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობა, ვალის გადახდევინება, ზიანის ანაზღაურება და  ფულის დაბრუნების უზრუნველყოფის ღონისძიებები. თუმცა არის შეზღუდვა  მაგისტრატ სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე რომლის მოთხოვნა არის 60 000 $, ხოლო რაიონულ სასამართლოს კი 250 000$ -ის. ამ სასამართლოებს შორის ასევე არის განსხვავება სისხლის სამართლის საქმეებზე უფლებამოსილებაშიც. პატიმრობის ვადა, რაც შეუძლია განსაზღვროს მაგისტრატმა სასამართლომ არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, ხოლო რაიონულისა შვიდ წლამდე. მცირე მოთხოვნების შემთხვევაში განხილვის უფლებამოსილება  შეიძლება სასამართლოებს ჰქონდეთ 20 000 $ ფარგლებშიც.

საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლო  წყვეტს განქორწინების, შვილების მოვლის, მათზე ზრუნვისა და გაშვილების საკითხებს.

 სასამართლოები და საინფორმაციო ტექნოლოგიები

 სასამართლო ხელისუფლება ცდილობს ძირითადად დანერგოს საინფორმაციო ტექნოლოგიები ისეთ სასამართლოებში, სადაც ნაკლებადაა გაუმჯობესებული ტექნოლოგიების ეფექტურობა. ერთ- ერთი ასეთი გაუმჯობესება იყო, მაგალითად სასამართლოსა და მხარეებს შორის ინფორმაციის მიწოდება, მტკიცებულებების გამოკვლევა ვიდეოკონფერენციით.

დასკვნა

 სამართლებრივი წინსვლა და ინოვაციები გრძელდება დაუსრულებლად, რათა გახდეს უფრო ეფექტური და ქმედითი. სამართალი ემყარება სამართლიანობის, თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.იმისათვის, რომ სინგაპურმა შეინარჩუნოს ეფექტური სამართლებრივი სისტემა, საჭიროა იურიდიული ინოვაციები. ეს ინოვაცია უნდა ითვალისწინებდეს სინგაპურის საჭიროებებსა და ადგილობრივ პირობებს. ვაჭრობა და ინვესტიციები ქმნის სინგაპურის სიცოცხლისუნარიანობას, სამართლებრივი სისტემის განვითარება კი უნდა მოხდეს სწორედ ადეკვატურად, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არსებულმა სამართლებრივმა გარემომ უნდა უზრუნველყოს ინვესტორების დაცვა და ნდობა მოიპოვოს საერთაშორისო ბიზნეს გარემოში. მართლაც სინგაპური ყოველმხრივ ცდილობს გაზარდოს საერთაშორისო სამართლის განვითარების ტემპი და ხელს უწყობს სინგაპურის ცენტრად გადაქცევას დავების მოგვარების საკითხში.

მთავრობა აღიარებს, რომ კანონის მნიშვნელობა უდიდესია სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, ასევე ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაში. მართლაც სინგაპურის საკანონმდებლო სისტემა  ეკონომიკური ღირებულებების საფუძველია, ის ზრუნავს და ხელს უზყობს სინგაპურის საერთაშორისო ცენტრად გადაქცევას.

 

წყარო

 თარგმნა: თამუნა ჩადუნელი

 
Leave a comment

Posted by on February 17, 2012 in თარგმანები

 

Tags: , , , , , , , , , , , , ,

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,150 other followers